და იყო მათი წელიწად ერთ შეკრება ეკლესიად, და სწავლად ერისა მრავლისა, და წოდებად პირველად ანტიოქიას შინა მოწაფეთა მათ ქრისტიანედ (საქმე მოციქულთა, თავი 11, მუხლი 26).
იქმნება, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, მრავალთა თქვენ შორის არც კი იციან აქამომდე, სად და როდის იწყეს პირველთა ქრისტეს მორწმუნეთა წოდებად თავისა თვისა ქრისტიანედ. დღეს წაკითხული სამოციქულო გვიამბობს ამას. ეს მოხდა დიდსა ქალაქსა შინა ანტიოქიისასა, იქ იწყეს პირველთა ქრისტეს აღმსარებელთა წოდებად თავისა თვისა ქრისტიანედ....
...19) გამოაჩინებს, ვითარმედ მამასა ესრეთვე ჰნებავს; რამეთუ ესე ფრიად დააბრკოლებდა ჰურიათა და მოწაფეთა არა შეუნდობდეს ადვილად ლოცვისა შეხებად მათ თანა, ვიდრემდის მოიღეს სწავლაჲ იგი სულისა წმიდისაჲ. და რაჟამს იერუსალჱმდ მოვიდა პეტრე, ძლით შეუძლო განრომაჲ ამათთა ბრალობათაგან თხრობითა მით ტილოჲსაჲთა.
ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ“? ვჰრქუათ მწვალებელთა, ვითარმედ: ოდეს მიიღო მათ ზედა ჴელმწიფებაჲ, პირველ დაბადებისა მათისა ანუ შემდგომად დაბადებისა? რამეთუ იგი იტყჳს, ვითარმედ: „შემდგომად განჴორციელებისა და აღდგომისა“, ; და მაშინ იტყჳს: „მომეცა ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“. რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? ნუუკუე არა აქუნდაა ჴელმწიფებაჲ თჳსთა დაბადებულთა ზედა? რომელმან დაჰბადნა, ჴელმწიფებაჲ არა აქუნდაა? და ვითარ? რამეთუ ყოველივე საუკუნითგან მან ქმნა და პირველთა მათ ჟამთა რომელთამე სტანჯვიდა ცოდვისათჳს და რომელთამე პატივ-სცემდა სათნოებისათჳს. ანუ მაშინ აქუნდა ჴელმწიფებაჲ...