თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე სიტყუაჲ განკჳრვებით შემოიღო აქა მახარებელმან, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ესევითარი იგი უკეთური, რომელსა განეზრახა მიცემაჲ მისი, იგი დაბანა, და გამოაჩინებს მისსაცა მას ფრიადსა უკეთურებასა, რომელ არცა ზიარებამან მან პურისამან მოდრიკა იგი, არცა რომელ-იგი ესრეთ უკუანაჲსკნელად ჟამადმდე წარსლვისა მისისა იტჳრთვიდა მას მოძღუარი იგი სახიერი.
John 13:2
ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! აწინდელსა დღესა, დიდისა ხუთშაბათისა, თითქმის საჭიროც არ არის და ნამეტანი იქმნება ჩვენი მხრითგან თქმა ქადაგებისა. პირველად მისთვის, რომ დღეს თვით მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე გვაძლევს სახარებისაგან დიდსა და ვრცელსა დარიგებასა, მეორედ, ძნელია დღეს ქადაგების თქმა: მქადაგებელმა არ იცის რა საგანზე იწყოს დღეს უბნობა, რომელი სიტყვა მაცხოვრისა, დღეს თქმული, ანუ რომელი საქმე მისი, დღეს აღსრულებული აღიღოს საგნად ქადაგებისა; ისე მრავალნი არიან სიტყვანი, დღეს მისგან თქმულნი, და საქმენი, მისგან შესრულებულნი. ნაცვლად ჩვენისა სიტყვისა თქვენი მხრითგან არის დღეს საჭირო მომატებული გულის ხმის ყოფით სმენა და ხედვა ყოვლისა, რაიცა წაიკითხება და აღსრულდება დღეს საყდარში. მორწმუნე ქრისტიანე ყოველთვის სასოებით და ერთგულად უნდა სდგეს და ისმენდეს საყდარში, გარნა დღეს მომატებულის გრძნობით უნდა სდგეს იგი აქა. დღეს დაასრულა მაცხოვარმან საფუძველი ახლის აღთქმისა, დღეს მისცა მან მოწაფეთა თვისთა უკანასკნელნი თვისნი დიდნი მცნებანი და სწავლანი, ოდეს დააწესა მან უმთავრესი ქრისტიანული საიდუმლო ზიარებისა, დღესა მისცა მან უმაღლესი სახე...
მოციქულნი ყოველნი იყნენ განცვიფრებულ, ოდეს მაცხოვარმან იწყო ხელითა თვისითა ბანვა ფერხთა მათთა, გარნა უმეტესად ყოველთა პეტრე მოციქული. ამან უწინარეს რაოდენისამე დღისა იცნო, ირწმუნა და აღიარა, რომელ მოძღვარი მათი, იესო ქრისტე, არის ძე ღვთისა ცხოველისა და აჰა ესერა ხედავს, რომელ იგი აღსდგა სერობისაგან, აღიღო ჭურჭელი წყლისა, მოიდრიკა მუხლნი და ვითარცა მონამან, იწყო ბანვა ფერხთა მოწაფეთასა. უფალო, შენ დამბანა ფერხთა ჩემთა? ჰკითხა მას განცვიფრებულმან პეტრე, ოდეს უფალი მივიდა მასთან დაბანვად ფერხთა მისთა, არა დამბანო უკუნისამდე ფერხნი ჩემნი...
მართლა ერთობ საკვირველი იყო ხილვა ამ მოქმედებისა. რისთვის ჰქმნა ეს უფალმან? რისთვის დაიმდაბლა ეგოდენ მან თავი თვისი? პირველად მისთვის, რამეთუ შეიყვარნა თვისნი იგი ამა სოფელსა შინა და სრულიად შეიყვარნა იგინი (იოან. იგ, ა), ვითარცა იტყვის იოანე მახარებელი, აღმწერელი ამ შემთხვევისა. ამით მან გამოაჩინა განუზომელი თვისი სიყვარული მოწაფეთადმი და თვით საქმით მოგვცა ჩვენ მაგალითი სიმდაბლისა და თავის უარის ყოფისა. არა საკმაოდ შერაცხა მან სიტყვითა მხოლოდ სწავლა ჩვენი, არამედ მანვე პირველად...
...ნა, რაჲთამცა იგი მოაქცია.
„ამენ გეტყჳ თქუენ: ერთმან თქუენგანმან“ ათორმეტთა მაგათ, რომელნი მარადის ჩემ თანა ხართ, რომელთა ფერჴნი დაგბანენ, რომელთა ესოდენნი კეთილნი აღგითქუენ, „ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე. და იგინი შეწუხნეს ფრიად“.
და იოვანე იტყჳს: „იხედვიდესო ურთიერთას მოწაფენი და ვერ იცოდეს, ვისთჳს იტყოდა“. ხოლო მათე იტყჳს: „შეწუხნესო ფრიად; და იწყო კაცად-კაცადმან სიტყუად: ნუუკუე მე ვარ, უფალო? ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელმან შთამოყოს ჩემ თანა ჴელი პინაკსა, ამან მიმცეს მე“ (26,22-23).
ესე იქმნა და ვერვე დაიდასტურეს მოწაფეთა. ამისთჳს კუალადცა წამუყვნა პეტრე იოვანეს, ვითარცა მისსა მას სახარებასა წერილ არს, კითხვად, თუ ვინ არს, რომლისათჳს იტყჳს. - „მიეყრდნა იგი მკერდსა იესუჲსსა და ჰრუქა მას: უფალო, ვინ არს? მიუგო იესუ და ჰრქუა: იგი არს, რომელსა მე დავაწო პური და მივსცე“.
იხილე, თუ ოდეს გამოუცხადა. ოდეს იხილნა სხუანი დიდსა მწუხარებასა შინა და ურვასა ფრიადსა, მაშინ აუწყა.
და არა მათთჳს ხოლო, არამედ რაჲთა მიმცემელსაცა მისსა ამხილოს, რამეთუ მრავალგზის ჰრქუა მიფარულად და იგავისსახით, და არა შეიგონა მან. ამისთჳს აწ განცხადებულადრე ამხილებს, ნუუკუე შეიგონოს. ამისთჳს შესძინ...