მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 5:8

7. Blessed are the merciful: for they shall obtain mercy.8. Blessed are the pure in heart: for they shall see God.9. Blessed are the peacemakers: for they shall be called the children of God.
Matthew თავი 5
8. Blessed are the pure in heart: for they shall see God.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (5,8).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს საიდუმლოჲ ესე ნიჭთა უფლისათაჲ და მიუთხრობელ, რამეთუ ესერა ხილვაჲ ღმრთისაჲ აღუთქუა წმიდათა გულითა, რომლისათჳს თქუა დიდმან იოვანე, ღმრთისმეტყუელებისა ნესტუმან, ვითარმედ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“. დაამტკიცებს ნეტარი პავლეცა სიტყუასა ამას და იტყჳს: „რომელი იხილა არავინ კაცთაგანმან, არცა ხილვად ჴელ-ეწიფების“. ვითარ არს სიტყუაჲ ესე, რომელ უფალმან თქუა: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“, და ნეტართა მათ მოციქულთა თქუეს, ვითარმედ შეუძლებელ არს ხილვაჲ ღმრთისაჲ? გარნა ესე ესრეთ გულისჴმა-ვყოთ: არცა უფალი შეუძლებელსა რასმე იტყჳს და არაყოფადსა, არცა იგინი გარეგან ბრძანებისა მისისა რასმე ქადაგებენ. არამედ ბუნებაჲ იგი საღმრთოჲ არსებითა თჳსი-თა ყოვლისავე ბუნებისა უზეშთაეს არს, უხილავი და თუალთშეუდგამი ღმრთეებაჲ. ამისთჳსცა „გამოუკულეველად გზათა მისთა“ იტყჳს მოციქული, რამეთუ არცა თუალითა შესაძლებელ არს ხილვაჲ, არცა გონები-თა მოგონებაჲ. არამედ უხილავი...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი V
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
5:3-12 — ნეტარებანი:

3. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ. - წინ სწევს სიმდაბლეს, ვითარცა საფუძველს ცხოვრებისა, რამდენადაც ადამი ქედმაღლობის გამო დაეცა, ქრისტე ჩვენ სიმდაბლის გამო აღგვადგენს. ადამს ხომ იმედი ჰქონდა, რომ ღმერთი გახდებოდა. გლახაკნი სულითა - ესენი სულით შემუსრვილნი არიან.

4. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ. - ე. ი. ისინი, რომელნიც არა რაღაც ცხოვრებისეულს, არამედ ცოდვებს გლოვობენ. "მგლოვარენი"-ო ამბობს, ანუ არა ისინი, რომელთაც ერთხელ იგლოვეს, არამედ რომელნიც მარადის გლოვობენ და თანაც არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მახლობელთა ცოდვების გამოც. ისინი ხომ ნუგეშინისცემულნი აქვე არიან, რადგან, ვინც ცოდვათა გამო გლოვობს, სულით აქვე ხარობს და მით უმეტეს იხარებს იქ.

5. ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ. -ზოგიერთი "ქვეყანაში" სულიერ ქვეყანას ანუ ზეცას გულისხმობს, მაგრამ შენ ეს ქვეყანაც იგულისხმე. რაკი საერთოდ მშვიდნი უგულვებელსაყოფად და არად ჩასაგდებად ითვლებიან, ამიტომაც ამბობს, რომ უპირატესნი არიან და ყველაფერი აქვთ. მაგრამ მშვიდს იმათ კი არ უწოდებს,...

სრულად ნახვა
განმარტება ანუ აღხსნა ცხრათა ნეტარებათა, თქმული ოსეთში, კუდრის ხეობაში
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.

წმიდასა ეკკლესიასა შინა ხშირად გვესმის ჩვენ, ძმანო, სიტყვანი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესნი, რომელთა შინა იგი უწოდებს ნეტარად გლახაკთა, მგლოვარეთა, მშივდთა, მოწყალეთა და აღუთქვამს მათ სასუფეველსა ღვთისასა, ანუ ნუგეშინის-ცემასა. ამ სიტყვებში მაცხოვარი გვასწავლის ჩვენ ცხრა ნეტარებასა, ანუ ცხრა სათნოებათა. მე მსურს აღგიხსნა თქვენ, ძმანო ქრისტიანენო, ეს სწავლა მისთვის, რომელ დიდად საჭირო არის, ყოველმან ქრისტიანემან იცოდეს და ახსოვდეს იგი.

პირველი ნეტარება არის შემდგომი: ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა. ვინ არის, ძმანო, გლახაკნი სულით? თუ გინდა შეიტყო, ვის უწოდებს ესრედ მაცხოვარი, მოიგონე, ვის ვეძახით იმისთანა კაცს, რომელსაც თავის საკუთარი არაფერი არა აქვს: არც სახლი, არც კარი, არც ტანის-სამოსი, არც საჭმელი. არამედ ყველგან დადის და მოწყალებას ითხოვს და იმითი ცხოვრობს. აქედგან, სულიერი გლახაკი, ანუ გლახაკი სულითა ის არის, რომელიც გრძნობს თავისს გულში, რომ თავის საკუთარი არაფერი არა აქვს: არც ღირსება, არც სათნოება, არც სიწმიდე, არც სამსახური...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1979 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge
ღვთივრჩეულთა ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა, მოძღვართა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, პატიოსან ბერ-მონოზონთა და ყოველთა კურთხეულთა შვილთა მიმართ საქართველოს წმიდა ავტოკეფალური მართლმადიდებელი და სამოციქულო ეკლვსიისათა, მკვიდრთა საქართველოისა და მცხოვრებთა ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ:

...შეუძლებელია და ისინი მიიღებიან მხოლოდ რწმენით. უკეთუ ხილულ საგნებზე მეცნიერებას და ცოდნას საფუძვლად უდევს რწმენაზე დამყარებული დებულებები, მით უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება რწმენას იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს უშუალო კავშირი აქვს უხილავთან და ღვთაებრივთან, რადგანაც მხოლოდ წმინდათა გულით შეუძლიათ იხილონ ღმერთი (), და ზნეობრივი სრულყოფა კი თავისუფალი ნებისყოფის შედეგია, ამდენად, რელიგიური რწმენაც თავისუფლების შედეგად ჩაითვლება, მეორე მხრივ, თუ ცოდნა დაფუძნებულია რწმენაზე, რწმენაც, თავის მხრივ, მტკიცდება ცოდნით, რომლის გარეშე ის შეიძლება მყარი არ აღმოჩნდეს. კლიმენტი ალექსანდრიელი დაასკვნის: „უბრალო რწმენა ადამიანს ჰყოფს მონად, ხოლო რწმენა გააზრებული - მეგობრად ღვთისა“.

მთავარია, ჩვენ არ დავკარგოთ კავშირი მასთან, ვინც წარმოადგენს რწმენისა და ცოდნის წყაროს. როგორც III საუკუნის მეცნიერი ორიგენე წერს, „ღმერთი არის უმაღლესი გონება და, ამავე დროს, საწყისი ყოველი გონიერი ბუნებისა და აზრისა“.

ცხოვრება გვიჩვენებს, რომ რელიგიური გრძნობა ერთნაირად დამახასიათებელია როგორც გაუნათლებელი ადამიანებისათვის, ასევე თანამედროვე ცოდნის მწვერვალებზე მდგომი დიდი მეცნიერებისათვისაც. ეს შესაძლებელი ხდება იმიტომ, რომ რელიგიური გრძნობა ადამიანის უკვდავი სულის ნი...

სრულად ნახვა
საუბარი 60. „და აღაშენა საკურთხეველი" (დაბ 35:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. მართალთა მიბაძვა და სულიერი სიწმინდის ძალა:

...ჩენს: ვერც სიმდიდრისადმი ვნება, ვერც დიდების სიყვარული, ვერც შური, ვერც რაიმე სხვა ვნება ვერ დაეუფლება მას. როგორ? — გეტყვი. ვისაც სინდისი წმინდა აქვს და ყოველი ბოროტებისგან თავისუფალი, იმაში თავად ყველას მეუფე უფალი დაიმკვიდრებს სამყოფელს: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, — ნათქვამია, — რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (). როცა ვინმე ღირსი გახდება თავის თავში ღვთის ყოფნისა, ისეთ მდგომარეობაში იქნება, თითქოს მხოლოდ სხეულით არის მოსილი, და ყველაფერ ადამიანურის მიმართ სრულ უგულებელყოფას გამოავლენს. ყველაფერი ხილული ჩრდილსა და სიზმარს დაემსგავსება ასეთ ადამიანს; თითქოს უკვე ცაში ცხოვრობს, ამ ცხოვრებაში არაფრის სურვილი ექნება. ასეთი იყო პავლე, ქვეყნიერების მოძღვარი, რის გამოც ძახილით ამბობდა: ანუ „გამოცდასა ეძიებთ მისსა, რომელი-იგი ჩემ მიერ იტყჳს ქრისტე" (). და კვლავ: „ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე" (). და კვლავ: „რომელ-ესე აწ ცხოველ ვარ ჴორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ". ხედავ აქ კაცს, რომელიც სხეულითაა მოსილი, მაგრამ ყველაფერზე ისე ლაპარაკობს, თითქოს უსხეულო არსების ხვედრი რგებოდა?

4. სულიერი მსხვერპლი და ფ...

სრულად ნახვა
საუბარი 36. „შემდგომად სიტყუათა ამათ იქმნა სიტყუაჲ უფლისა აბრაამის მიმართ" (დაბ 15:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. შეგონება სათნოებისა და სულიერი სიწმინდისკენ:

...რად, შეგვეძლება ამქვეყნიური ცხოვრების დიდებაც ვეზიზღოთ, ჭეშმარიტ დიდებას უპირატესობა მივცეთ, თავმდაბლობაზე უფრო ვიზრუნოთ და ამქვეყნიური ცხოვრების ყოველი ბედნიერება არად მივიჩნიოთ, რათა ჭეშმარიტი და მყარი ნეტარებით ვიტკბოთ და ქრისტეს ხილვის ღირსნი გავხდეთ. „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (). მაშ, განვწმინდოთ ჩვენი სინდისი და გულმოდგინებით ვიზრუნოთ ჩვენი ცხოვრების მოწესრიგებაზე, რათა, ამქვეყნიური საუკუნე ყოველგვარი სათნოებით რომ გავატაროთ, აქაური ღვაწლისთვის მომავალ საუკუნეში ჯილდოს ღირსნი გავხდეთ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ“ (14,6).:

..., მას მამაჲ უხილავს, ხოლო იხილეს იგი, არა თუ არსებითა და ბუნებითა მისითა ვითარ არს, არამედ შემოსილი ჴორცითა კაცობრივითა. ხოლო იცის სხუასა ადგილსა ხილვაჲ გულისხმის-ყოფისაჲ წოდებად, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“. ხოლო წმიდად არა სიძვისაგან ოდენ წმიდათა იტყჳს, არამედ რომელნი ყოველთავე ცოდვათაგან შორს იყვნენ, რამეთუ ყოველივე ცოდვაჲ შეაგინებს სულსა.

სწავლაჲ ოგ მოწყალებისათჳს და არამიხუეჭისა

ვისწრაფოთ უკუე ჩუენცა ყოვლითა ძალითა ჩუენითა, რაჲთა აღვჰ-ჴოცოთ ბილწებაჲ ცოდვათაჲ სულისაგან ჩუენისა, რამეთუ განსწმედს პირველად ნათლის-ღებაჲ, ხოლო უკუანაჲსკნელ - სხუანი საქმენი, რამეთუ ღმერთმან კაცთმოყუარებითა თჳსითა მოგუცნა ჩუენ შემდგომად ნათლის-ღებისა მიზეზნი მრავალნი განწმედისანი, რომელთაგანი პირველი არს მოწყალებაჲ, რამეთუ „მოწყალებითა და სარწმუნოებითა განწმდებიან ცოდვანი“. ხოლო მოწყალებასა არა მას ვიტყჳ, რომელი ტაცებისა მიერ და მოხუეჭისა მონაგებთაგან იქმნებოდის, რამეთუ იგი არა მოწყალებაჲ არს, არამედ უკეთურებაჲ. რამეთუ რაჲ სარგებელ არს ერთისა განძარცუვაჲ და მეორისა შემოსაჲ? რამეთუ დაღაცათუ ყოველ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“ (1,18).:

... არამედ რაჲ არს სიტყუაჲ ესე? პირი ადგსა ღმერთსა და ცათა შინა შემოწერილ არსა? გარნა ვინმცა იყო ესრეთ განცოფებულ, რომელმანცა ესე მოიგონა? გარნა რაჲ არს სიტყუაჲ ესე? რამეთუ ვითარცა-იგი რომელი იტყჳს, ვითარმედ: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“, გონებითსა მას ხილვასა იტყჳს, რომელი შესაძლებელ არს ჩუენ მიერ, და გულისხმის-ყოფასა მას ღმრთისასა, ეგრეთვე უკუე ანგელოზთათჳს გულისხმა-ვჰყოფთ, ვითარმედ სიწმიდისათჳს და მღჳძარებისა ბუნებათა მათთაჲსა მარადის ჰხედვენ ბუნებითა ღმერთსა ძალისაებრ მათისა, და არა თუ ვითარცა არს ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ, ეგრეთ იხილვენ. ამისთჳსცა ქრისტე იტყჳს, ვითარმედ: „არავინ უწყის მამაჲ, გარნა ძემან“. რაჲ არს უკუე, ყოველნი უმეცარ მისა ვართა? ნუ იყოფინ! არამედ ესრეთ არავინ იცის იგი, ვითარ ძემან, რამეთუ ვითარცა იხილეს იგი მრავალთა ძალისაებრ მათისა, ხოლო არსებაჲ იგი ბუნებისა ღმრთისაჲ არავის უხილავს, ეგრეთვე ვიცით მრავალთა ღმერთი, ხოლო არსებაჲ მისი თუ რაჲ არს, არავინ უწყის, გარნა მხოლომან, რომელი იშვა მისგან. რამეთუ ცნობად აქა ჭეშმარიტსა ხილვასა და მეცნიერებასა იტყჳს, ვითარ-იგი აქუს მამასა ძისათჳს, რამეთუ იტყჳს:...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მზ გულისჴმის-ყოფისათჳს წერილთაჲსა და სათნოებათათჳს:

...ფსალმ. 33,19)

ესე არს თავი გუამისა მის სათნოებათაჲსა, რომლისა პირი შუენიერ არს და სასურველ, რამეთუ შემკობილ არს იგი წესიერებითა და სიმშჳდი-თა; თუალნი მისნი განწესებულ არიან სიწმიდითა გულისაჲთა, ამისთჳსცა ღირს იქმნებიან ხილვად უფლისა, ვითარცა იტყჳს: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“;

პირი მისი არს სიბრძნე და მეცნიერებაჲ და მარადის გალობაჲ უფლისაჲ ლოცვითა და ვედრებითა ლმობიერითა;

გული მისი არს გულისჴმის-ყოფაჲ წერილთაჲ და დამარხვაჲ მართლმადიდებლობისაჲ და კაცთმოყუარებაჲ და სახიერებაჲ;

გონებაჲ მისი არს სიყუარული, სრულებაჲ იგი და შემაერთებელი და მპყრობელი სათნოებაჲ, სიყუარული ღმრთისა მიმართ და მოყუსისა მიმართ, რომელი ყოველთა უმაღლეს არს;

ჴელ მისა და ფერჴ არიან მოღუაწებანი სულიერნი და საქმენი კეთილნი;

სული გუამისა მის სათნოებათაჲსაჲ არს ღმრთისმსახურებაჲ და გულისჴმის-ყოფით მართლაღსარებაჲ წმიდისა სამებისაჲ და მეცნიერებაჲ საიდუმლოსა მას მართლმადიდებლობისასა;

და სხუანი ყოველნივე მცნებანი ასოებ არიან გუამისა მის სათნოებათაჲსა.

ესე გუამი ასოებითურთ თჳსით მოიგეს ყოველთა წმიდათა, ამისთჳს ღირს იქმნნეს ასოებ ქრისტჱსა წოდებად, ვითარცა იტყჳს მოციქული: „თქუენ ხართ ჴორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანნი“....

სრულად ნახვა