მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 4:15

14. რამეთუ უკუეთუ გურწამს, ვითარმედ იესუ მოკუდა და აღდგა, ეგრეცა ღმერთმან შესუენებულნი იგი იესუჲს მიერ მოიყვანნეს მის თანა.15. ხოლო ამას გეტყჳ თქუენ სიტყჳთა უფლისაჲთა, ვითარმედ ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ მოსლვასა მას უფლისასა, ვერ მივეწინეთ შესუენებულთა მათ,16. რამეთუ თავადი უფალი ბრძანებითა და ჴმითა ანგელოზთ მთავრისაჲთა და საყჳრითა ღმრთისაჲთა გარდამოჴდეს ზეცით, და მკუდარნი იგი ქრისტეს მიერნი აღდგენ პირველად;
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 4
15. ხოლო ამას გეტყჳ თქუენ სიტყჳთა უფლისაჲთა, ვითარმედ ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ მოსლვასა მას უფლისასა, ვერ მივეწინეთ შესუენებულთა მათ,
ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო არა გუნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთჳს, რაჲთა არა სწუხდეთ, ვითარცა-იგი სხუანი, რომელთა არა აქუს სასოებაჲ.“ ().

1. შესვენებულთა ნუგეში აღდგომის სასოებით

ბევრი რამ მხოლოდ უმეცრების გამო გვაწუხებს, რადგან, თუ მათ კარგად შევიცნობთ, ტკივილს მოვიშორებთ. სწორედ ამას ცხადყოფდა პავლეც, როცა ამბობდა: „ხოლო არა გუნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთჳს, რაჲთა არა სწუხდეთ, ვითარცა-იგი სხუანი, რომელთა არა აქუს სასოებაჲ.“ (). რის უმეცრებაში არ გინდა, რომ თესალონიკელები იყვნენ? აღდგომის შესახებ სწავლებას, ამბობს იგი. რატომ კი არ ამბობ იმ სასჯელზე, რომელიც აღდგომის შესახებ სწავლების უმეცრებისთვის არის განმზადებული? იმიტომ, რომ ეს სასჯელი იქიდანაც ცხადია და აღიარებულიც არის; ამჟამად...

სრულად ნახვა
ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო ამას გეტყჳ თქუენ სიტყჳთა უფლისაჲთა, ვითარმედ ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ მოსლვასა მას უფლისასა, ვერ მივეწინეთ შესუენებულთა მათ, რამეთუ თავადი უფალი ბრძანებითა და ჴმითა ანგელოზთ მთავრისაჲთა და საყჳრითა ღმრთისაჲთა გარდამოჴდეს ზეცით, და მკუდარნი იგი ქრისტეს მიერნი აღდგენ პირველად; და მაშინღა ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელნი დაშთომილ ვიყვნეთ, მათ თანავე აღვიტაცნეთ ღრუბლითა შემთხუევად უფლისა ჰაერთა ზედა და ესრეთ მარადის უფლისა თანა ვიყოფვოდით.“ ().

1. უფლის სიტყვა და აღდგომის პატივი

წინასწარმეტყველნი, როცა თქმულის სანდოობის ჩვენება სურთ, უწინარეს ყოვლისა ამას ამბობენ: „ხილვა, რომელი იხილა ესაია“ (), და კვლავ: „რომელი იქმნა სიტყვა უფლისაჲ მისდა მიმართ“ (), და კვლავ: „ამას ამბობს უფალი", და სხვა ამის მსგავსი. ბევრნი თვით ღმერთსაც მჯდომარეს ხედავენ, რამდენადაც მათთვის ხილვა...

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ ა თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: ჩუენ ცხოველნი ესე, რომელნი დაშთომილ ვიყვენით მოსლვასა უფლისასა, ვერ მივეწიფენით შესუენებულთა (4,15).:

თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ მაშინ რომელნიცა ცხოველნი იყვნენ, ვერ უსწრან წარდგომად წინაშე უფლისა მკუდართა მათ, რომელნი ბევრეულით წლითგან საფლავებსა შინა იყვნენ.

ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. აღდგომის სასოება და გლოვის კურნება:

...მათთან არ უსაუბრია? მაგრამ აქ იგი სხვა საიდუმლოზე მიანიშნებს. რა არის იგი? იგი ამბობს: „ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ მოსლვასა მას უფლისასა, ვერ მივეწინეთ შესუენებულთა მათ" (). ამრიგად, აღდგომის სიტყვაც საკმარისია ტკივილში მყოფის სანუგეშებლად; საკმარისია ახლანდელი ნათქვამიც, რათა აღდგომა სარწმუნოდ წარმოაჩინოს. ჯერ კი ის ვთქვათ, რაც თვითონვე თქვა: „ხოლო არა გუნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთჳს, რაჲთა არა სწუხდეთ, ვითარცა-იგი სხუანი, რომელთა არა აქუს სასოებაჲ." ().

ნახე, აქაც რა მშვიდად . არ უთქვამს: „ასე უგუნურნი ხართ, როგორც კორინთელებთან , ასე უგონონი, რომ აღდგომა იცით და მაინც, როგორც ურწმუნონი, ისე წუხხართ"; არამედ მეტად მშვიდად თქვა: „არა გუნებავს", რადგან მათ სხვა სათნოებას პატივს სცემდა....

სრულად ნახვა