1.ვწამებ მე წინაშე ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტესა, რომელმან განსაჯნეს ცხოველნი და მკუდარნი გამოჩინებისაებრ მისისა და სუფევისა მისისა.2.ქადაგე სიტყუაჲ, ზედა-ადეგ ჟამითი-უჟამოდ, ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც ყოვლითა სულგრძელებითა და მოძღურებითა.3.რამეთუ იყოს ჟამი, ოდეს სიცოცხლისა ამას მოძღურობასა არა თავს-იდებდენ, არამედ გულის თქუმისაებრ თავისა თჳსისა შეიკრებდენ მოძღუართა ქავილითა ყურთაჲთა;4.და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი თჳსნი გარე-მიიქცინენ და ზღაპრებასა მიექცენ.5.ხოლო შენ ფრთხილ იყავ ყოველსა შინა, ძჳრსა იხილევდ, საქმე ქმენ მახარებელისაჲ, მსახურებაჲ შენი კეთილად აღასრულე.6.რამეთუ მე აწ ესერა შევიწირვი, და ჟამი იგი მიქცევისა ჩემისაჲ მოიწია.7.ღუაწლი კეთილი მომიღუაწებიეს, სრბაჲ აღმისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დამიმარხავს.8.ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გჳრგჳნი, რომელი მომცეს მე უფალმან მას დღესა შინა, მართალმან მან მსაჯულმან; არა ხოლო თუ მე, არამედ ყოველთა, რომელთა შეიყუარეს გამოჩინებაჲ მისი.9.ისწრაფე ჩემდა მოსლვად ადრე,10.რამეთუ დიმა დამიტევა მე და შეიყუარა სოფელი ესე და წარვიდა თესალონიკედ, კრისტე - გალატიად, ტიტე - დალმატიად, ლუკა არს მარტოჲ ჩემ თანა.11.მარკოზ აღადგინე და მოიყვანე შენ თანა, რამეთუ საჴმარ არს იგი ჩემდა მსახურებასა.12.ტჳქიკოს წარავლინე ეფესოდ.13.ფელონი, რომელ დაუტევე ტროადას კარპოსს თანა, მო-რაჲ-ხჳდოდი, მოიღე და წიგნებიცა იგი, უფროჲსღა წიგნის ტყავები.14.ალექსანდრე მჭედელმან მრავალი ბოროტი შემაჩუენა მე. მიაგოს მას უფალმან საქმეთა მისთაებრ.15.რომელსა შენცა ეკრძალე, რამეთუ ფრიად წინა-აღუდგა იგი ჩუენთა სიტყუათა.16.პირველსა მას სიტყჳს-გებასა ჩემსა არავინ თანა-დამიდგა მე, არამედ ყოველთა დამიტევეს მე. ნუ შეერაცხებინ მათ.17.ხოლო უფალი თანა-დამიდგა და განმაძლიერა მე, რაჲთა ჩემ მიერ ქადაგებაჲ ესე აღესრულოს და ესმეს ყოველთა წარმართთა, და განვერი პირისაგან ლომისა.18.და მიჴსნეს მე უფალმან ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა და მაცხოვნოს მე სასუფეველსა მისსა ზეცათასა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნუთი უკუნისამდე. ამინ.19.კითხვაჲ არქუ პრისკილას და აკჳლას და ონესიფორეს სახლსა.20.ერასტოს დადგა კორინთეს შინა; ხოლო ტროფიმე დაუტევე მელიტონს შინა უძლური.21.ისწრაფე ზამთრისა წინა მოსლვად. გიკითხვენ შენ ევვულოს და პუდის და ლინოს და კლავდია და ძმანი ყოველნი.22.უფალი იესუ ქრისტე სულისა შენისა თანა. მადლი ჩუენ თანა. ამინ.
„ყოველი წიგნი ღმრთივ სულიერი და სარგებელი სამოძღურებელად არს და სამხილებელად და განსამართლებელად და სასწავლელად სიმართლისა, რაჲთა აწვე იყოს ღმრთისა იგი კაცი, ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმტკიცებულ“ ().
1. საღმრთო წერილი და მოციქულის აღსასრულის ნუგეში
ყოველი მხრიდან მრავალი შეგონება და ნუგეში რომ მისცა, ბოლოს საღმრთო წერილთაგან მომდინარე ნუგეშსაც დასძენს, რომელიც უფრო სრულყოფილია; და...
„ისწრაფე ჩემდა მოსლვად ადრე, რამეთუ დიმა დამიტევა მე და შეიყუარა სოფელი ესე და წარვიდა თესალონიკედ, კრისტე - გალატიად, ტიტე - დალმატიად, ლუკა არს მარტოჲ ჩემ თანა. მარკოზ აღადგინე და მოიყვანე შენ თანა, რამეთუ საჴმარ არს იგი ჩემდა მსახურებასა. ტჳქიკოს წარავლინე ეფესოდ. ფელონი, რომელ დაუტევე ტროადას კარპოსს თანა, მო-რაჲ-ხჳდოდი, მოიღე და წიგნებიცა იგი, უფროჲსღა წიგნის ტყავები.“ ().
...ი კი კოცნით აგავსებს“** ()21. და დააკვირდი, როგორ ცხადყოფს აქ მოციქულებრივ სიტყვას: „ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც“ ().რადგან წმინდანთა მხილებაც ასეთია.ასევე იქცევიან მკურნალებიც: მხოლოდ კი არ კვეთენ, არამედ ჭრილობასაც უხვევენ.ამიტომ ქრისტეც, მხილება ადვილად მისაღები რომ გახადოს, შერისხვას თავიდანვე საჯაროდ არ აქცევს და ამბობს: „მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი“ ().ასევე იქცეოდა პავლეც: მხილებას წყალობასთან ერთად აჩვენებდა და ხან ამბობდა: „ჵ უცნობელნო გალატელნო“ (), ხან კი: „შვილნო ჩემნო, რომელთათჳს კუალად მელმის“ ().
რადგან მხილებელმა ბევრი რამ უნდა მოიგონოს, რათა მხილება ადვილ...
...საქმეთაგან განსხვავებით განსაზღვრულ დროებზე დამოკიდებული არ არის; სულიერზე საუბრისათვის დღის ყოველი ჟამი ხელსაყრელია. და რას ვამბობ, დღის ჟამზეო! დადგეს ღამეც — ისიც ხელს არ შეუშლის სულიერ სწავლებას. ამიტომაც პავლე წერდა ტიმოთეს: „ქადაგე სიტყუაჲ, ზედა-ადეგ ჟამითი-უჟამოდ, ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც" (). ისმინე, რასაც ნეტარი ლუკა ამბობს: „განსლვად იყო პავლე ხვალისაგან" ტროადიდან, „ეტყოდა მათ სიტყუასა მოძღურებისათა... და განაგრძო სიტყუაჲ იგი ვიდრე შუა ღამედმდე" (). ნუთუ დრომ რამე ხელი შეუშალა, მითხარი, ან გაწყვიტა სწავლების სიტყვა? ყურადღებიან მსმენელს სადილის შემდეგაც შეუძლია (სარგებლით) იყოს ამ სულიერ კრებაში, ხოლო დაუდევარი და უზრუნველი, თუნდაც უჭმელი დარჩეს, აქედან არანაირ სარგებელს ვერ გამოიტანს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მარხვის სიმკაცრე მოვადუნო — ნუ იყოფინ! — პირიქით, მარხულთ ძალიან ვაქებ და მოვიწონებ, მხოლოდ მინდა, რომ სულიერი საქმეები გონიერი მსჯელობით აღასრულოთ და არა მხოლოდ ჩვეულებას მისდიოთ. სარცხვინო არ არის ამ სულიერ სწავლებაზე საკვების მიღების შემდეგ მოსვლა, არამედ (სარცხვინოა) უზრუნველი სულით მოსვლა, ვნებებზე დამორჩილება და ხორციელ გულისთქმათა დაუოკებლობა. სა...
სწავლაჲ ნგ ვითარმედ არა ჯერ-არს შიში შეცვალებისათჳს საქმეთა ამის ცხორებისათა, არამედ ესე ხოლო შეკრძალვაჲ, რაჲთა სათნოებაჲ შეუცვალებელად გუაქუნდეს:
...ებელად გუაქუნდეს
და აწ ჩუენცა, ძმანო, ნუ ყოვლადვე სიტყუატკბილობითა ვფუფუნებთ მორჩილობასა შინა ჩუენსა რწმუნებულთა ღმრთისა მიერ, არამედ ოდეს ვიხილნეთ მიდრეკილნი უწესოებისა მიმართ და სიტკბოებით ვერ განვკურნნეთ, შერისხვადცა და მხილებად ნუ გუეკდიმებინ, ვითარცა მოციქული იტყჳს: „ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც“, ოდენ ორივე ნებისაებრ და მცნებისა ღმრთისა იქმნებოდენ. ნუცა კუალად ჩუენ უხუცეს-თა და უზეშთაესთაგან ჩუენთა ვენუკევთ ყოვლადვე სიტყუატკბილობით ლიქნასა, არამედ ოდეს შერისხვაჲ მოიწიოს, იგიცა მადლობით შევიწყნაროთ, რამეთუ სულთა ჩუენთა ორკერძოჲვე ესე წამალი ეჴმარების. ამის-თჳსცა ღმერთი სოფელსა ამას ესრეთ განაგებს: ოდესმე ამით ჯერითა და ოდესმე სხჳთა მით წესითა; და არცა კეთილნი ამის საწუთროჲსანი არიან შეუცვალებელ, არცა მწუხარებანი, არამედ ვითარცა-იგი ოდესმე დღე არნ და ოდესმე ღამე, ოდესმე ზაფხული და ოდესმე ზამთარი, ეგრეთვე ჩუენ შორის ოდესმე სიხარული არნ და ოდესმე მწუხარებაჲ, ოდესმე სნებაჲ და ოდესმე სიმრთელე. აწ უკუე ნუ გჳკჳრს, უძლურებაჲ თუ და სნეულებაჲ შეგუემთხჳოს, ვითარცა-იგი ოდეს მრთელ ვიყვნეთ, არა გჳკჳრს; ნუ მწუხარე ვართ, ოდეს გუელმოდის და შთავვარდეთ განსაცდელთა, ვითარცა-იგი არა მწუხარე ვართ ჟამსა სიხარულისა და განმარჯუებისასა, არამედ ორ...