მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 2:7

6. რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა,7. არამედ თავი თჳსი დაიმდაბლა და ხატი მონისაჲ მიიღო და მსგავს კაცთა იქმნა და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი;8. დაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა.
ფილიპელთა მიმართ თავი 2
7. არამედ თავი თჳსი დაიმდაბლა და ხატი მონისაჲ მიიღო და მსგავს კაცთა იქმნა და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი;
თავი გ̂. სწავლაჲ ღმრთისა მიერ ერთობისა მათისა და საღმრთოჲსა ცხორებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა, არამედ თავი თჳსი დაიმდაბლა და ხატი მონისაჲ მიიღო და მსგავს კაცთა იქმნა (2,6-7).:

თარგმანი: იხილე სიბრძნე სიტყუათაჲ ამათ, ვითარ ესევითარი სახე მოგუცა სიმდაბლისაჲ, რომელ, რაოდენცა ზრქელი გონებაჲ იყოს, წადიერ ჰყოფს საქმისა ამის მიმართ, რომლითა უმეტეს შესაძლებელ არს მიბაძვებაჲ ქრისტესი; გარნა დაღაცათუ ესე დიდ არს, არამედ შენ სხუაჲცა გულისჴმა-ყავ უზეშთაესი, ვითარ სიტყუათა ამათ მიერ, ვითარცა მახჳლითა ორპირითა ერთბამად ყოველთა წვალებათა დამჭრელ ექმნების მოციქული. რამეთუ პირველ, თქუა რაჲ, ვითარმედ: "ხატი ღმრთისაჲ იყო", — სამარადისოდ მყოფებაჲ და თანა-დაუსაბამოებაჲ ძისაჲ მამისა თანა — ისარ განმგუმერელ ყო არიოზ ალექსანდრიელისა. და ამითვე სიტყჳთა დააკუეთა მარკიონ პონტოელი; ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: "უკუეთუ ნანდჳლვე ხატი ღმრთისაჲ იყო, ვითარ შენ მარიამისგან დაწყებულად იტყჳ მას, ჵ უშჯულოვო!" ამათ თანა დაიჴსნების პავლე სამუსატელი, რომელი-იგი ლიტონად კაცად იტყჳს უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, თანა-შეწევნულად ღმრთისაგან, რომელსა მიუგებთ, ვითარმედ: ხატ ღმრთისა ყოფაჲ ბუნებითსა მას ღმრთეებისა მისისა არსებასა გჳქადაგებს, და არა თუ შეწევნითა ღმრთისაჲთა მის თანა ყოფასა საღმრთოჲსა ძალისასა. და ვითარ-იგი ბუნებით ხატ ღმრთისა იყო, ეგრეთვე...

სრულად ნახვა
საუბარი 27. "და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა" (დაბ 8:20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. ნოეს მადლიერება და ღვთის ქველმოქმედება:

...რი სასწაულებით, არც სასჯელებითა და შეგონებებით, რომლებიც ასე ხშირად მეორდებოდა, არც იმ ტყვეობებით, რომლებიც ერთმანეთს მისდევდა, — მაშინ, თითქოს შეიწყნარა ჩვენი მოდგმა, მოგვივლინა სულთა და ხორცთა მკურნალი, აღადგინა რა, ასე ვთქვათ, მამისეული წიაღიდან თავისი მხოლოდშობილი ძე, რომელმაც კეთილინება მიეღო მონის ხატი () და შობილიყო ქალწულისგან, ეცხოვრა ჩვენთან ერთად და ჩვენი ყოველი (საჭიროება) გადაეტანა, რათა ჩვენი ბუნება, ცოდვათა სიმრავლის გამო მიწაზე მწოლარე, მიწიდან ზეცად აეყვანა. ამისგან განკვირვებული და ღვთის ადამიანის მოდგმისადმი სიყვარულის უზომოებას წარმოსადგენად, ქუხილის ძემ წამოიძახა: "რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე" (). უყურე, რა განკვირვებას გამოხატავს ეს გამოთქმა! სიტყვით "ესრეთ" მიანიშნებს იმის მნიშვნელობაზე, რისი თქმაც სურს; აი, ამიტომ ასე დაიწყო. გვითხარ, ნეტარო იოანე, როგორ "ესრეთ"? გვიჩვენე ზომა, გვაჩვენე სიდიადე, გვიმხილე (ღვთის სიყვარულის) უპირატესობა. "რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდ-შობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ".

ხედავ, ძის (ღვთისა) მოსვლის მიზ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „საქმჱ შენი აღვასრულე, რომელი მომეც, რაჲთა ვყო“ (17,4).:

...იად უდარეს იყო ესე დიდებასა მისსა, რამეთუ ესე მრავალგნით საცნაურ არს, ვითარმედ თჳსითა ნებითა მოვიდა ამის საქმისა მომართ, ვითარცა პავლე იტყჳს: „ესრეთ შემიყუარნა ჩუენ, რამეთუ მისცა თავი თჳსი ჩუენთჳს“, და ვითარმედ: „თავი თჳსი დაიკნინა და ხატი მონებისაჲ მოიღო“. და კუალად თავადი იტყჳს: „ვითარცა შემიყუარა მე მამამან, ეგრეთვე შეგიყუარენ თქუენ“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა შენ მიერ უწინარეს სოფლისა ყოფისა“ (17,5).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კაცთა შორის არა გაქუნდა დიდებაჲ სამოსლისა მის-თჳს კაცებისა, არამედ ღმრთისა მიერ ითხოვ დიდებასა? რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? არამედ გულისხმა-ყავთ, ვითარმედ განგებულებისა მისისათჳს არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ არღა დიდებულ იყო ბუნებაჲ იგი ჴორცთაჲ, არცა აქუნდა უხრწნელებაჲ, არცა ზიარებულ იყო საყდარსა მას სამეუფოსა. ამისთჳსცა არა თქუა, თუ: ქუეყანასა ზედა მადიდე, არამედ: შენ თანაო.

სწავლაჲ პ სიმდიდრისათჳს და სიგლახაკისა

ესევითარი უკუე დიდებაჲ ჩუენცა ვპოვოთ საზომისაებრ ჩუენისა, უკუეთუ ვიღუაწოთ. ამისთჳსცა მოციქული იტყჳს: „უკუეთუ მის თანა ვივნოთ, მის თანაცა ვიდიდნე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვიცი, რამეთუ მცნებანი მისნი ცხორება საუკუნო არიან. და რომელსა მე ვიტყჳ, ვითარცა-იგი მამამან მრქუა მე, ეგრეცა მე ვიტყჳ“ (12,50).:

...მოსრულ ვარ“, არა თუ ჴელმწიფებასა თჳსსა დაჰჴსნის, არამედ უცხოებასა და წინააღმდგომებასა დაჰჴსნის, რამეთუ უკუეთუ კაცნი უფალ არიან თავთა ზედა თჳსთა, ვითარ არა უფროჲსად მხოლოდშობილი იგი ძჱ? ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „წარმოაცალიერა თავი თჳსი და ხატი მონებისაჲ შეიმოსა და მისცა თავი თჳსი ჩუენთჳს“. გარნა ვითარცა მარადის ვიტყჳ, ბოროტ არს ცუდადმზუაობრობაჲ, ბოროტ! რამეთუ ამან უყო მათ, რომელთა არა ჰრწმენა, და სხუა-თა, რომელთა ბოროტად ჰრწმენა.

სწავლაჲ ჲთ ცუდადმზუაობრობისათჳს

ვივლტოდით უკუე ამის მჴეცისაგან მარადის, რამეთუ მზაკუვარი არს და მრავალფერი და ყოველსა ადგილსა მიჰფენს თჳსსა გესლსა და სახესაცა შინა და შუებასა და შუენიერებასა ჴორციელსა; ამისთჳს მარადის უმეტესსა საჴმრისასა ვეძიებთ, ამისთჳს არს შუენიერებაჲ სამოსელთაჲ საძიებელ, ამისგან გარდაემატა ჩუენ შორის ანგაჰრებაჲ. არამედ ერიდე ამას ბოროტსა, ჵ ძმაო, და უკუეთუ გნებავს, რაჲთა დიდებაჲ გაქუნდეს, იქმოდე სათნოებასა, იქმოდე მოწყალებასა, მაშინ გაქონ შენ ანგელოზთა და კაცთაცა, და თავადმან ღმერთმან შეგიწყნაროს შენ. რამეთუ ვიდრემდის ჴორცთა იმკობდე, ამაო არს შრომაჲ შენი და ხარ ცოდვასა შინა, ხოლო უკუეთუ გლახაკთა ზედა წარაგებდე, ყოვლით კერძო დიდ იყოს ქებაჲ შენი. რაჲსათჳს ამკობ ჴორ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე მცნებაჲ მომიღებიეს მამისაგან ჩემისა“ (10,18).:

...იტყჳს ამისისა ქმნისასა, ესე იგი არს, რამეთუ მწყემსი არს იგი, და კეთილი მწყემსი. ხოლო კეთილსა მწყემსსა არა ეჴმარების სხუაჲ ვინმე კეთილად მწყემსისა მიმართ მასწავლელი. ხოლო უკუეთუ კაცთა ზედა ესრეთ არს, არა უფროჲსად ღმრთისა ზედა ესრეთ იყოსა? ამისთჳსცა მოციქული იტყოდა, ვითარმედ: „თავი თჳსი წარმოიცალიერა“. ხოლო ესე სიტყუაჲ, ვითარმედ: „მცნებაჲ მომიღებიეს“, სხუასა არარას მოასწავებს, გარნა მამისა თანა ერთობასა. ხოლო ესრეთ სიმდაბლით და კაცობრივ თქუმისა მიზეზი მსმენელთა მათ უძლურებაჲ არს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განწვალებაჲ იყო კუალად ჰურიათა შორის ამისთჳს. და რომელნიმე იტყოდეს: ეშმაკეულ არს და ცბის. რასა ისმენთ მისსა? სხუანი იტყოდეს: ესე სიტყუანი არა ეშმაკეულისა არიან. ნუუკუე ეშმაკსა ჴელ-ეწიფებისა ბრმისა თუალთა აღხილვად?“ (10,19-21).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან უზეშთაეს კაცობრივისა ძალისა იყვნეს სიტყუანი მისნი, ამისთჳს „ეშმაკეულ“ უწოდეს. და აჰა ესერა ესე სიტყუაჲ სამგზის უთქუამს მისდა, რამეთუ პირველ იტყოდეს: „ეშმაკი არს შენ თანა. ვინ გეძიებს შენ მოკლვად?“ და კუალად თქუეს: „არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ შენ, და ეშმაკი არს შენ თანა?“

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ თხოილ იყო დედაჲ მისი მარიამ იოსებისა, და პირველ შერთვამდე მათა იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა“ (1,18).:

...ცა აქუნდა ჩუენ თანა ზიარებაჲ, არამედ სხუანიმცა იყვნეს ჴორცნი და არა ჩუენისა ამის ბუნებისანი; ვითარმცა უკუე ითქუა ძირისაგან იესესა, ვითარმცა იწოდა კუერთხად ძირთაგან მისთა, ვითარმცა იწოდა ძედ კაცისა, ვითარ - თესლისაგან დავითისა, ვითარმცა ეწოდა მარიამს დედა მისდა, ვითარმცა ითქუა, თუ: „ხატი მონებისაჲ შეიმოსა“, ანუ თუ: „სიტყუაჲ ჴორციელ იქმნა“, ანუ ვითარმცა თქუა პავლე: „რომელთაგან ქრისტე ჴორციელად, რომელ-იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა“? არამედ დაიყავნ პირი ესევითარისა მეტყუელთაჲ მათ.

ხოლო ჩუენ უწყით ესე და გურწამს სიტყუათაგან სახარებისათა და სხუათა მრავალთა სახეთაგან ჭეშმარიტებისათა, ვითარმედ საშოჲსაგან ქალწულისა ბუნებაჲ ჩუენი მიიღო და უხრწნელისა მის დედისაგან ჴორციელ იქმნა სულისა მიერ წმიდისა. ესე უწყით და მეცნიერ ვართ. თუ ვითარ იქმნა ესე ანუ რომლითა სახითა, არღარა საცნაურ არს, არცა ვეძიებთ; ნუცა თქუენ ეძიებთ, არამედ რაჲ-ესე გამოგუეცხადა, შეიწყნარეთ, და რაჲიგი დაგუეფარა, ნუ ეძიებთ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იოსებ, ქმარი მისი, მართალი იყო და არა უნდა განმხილებაჲ მისი, იზრახა ფარულად განტევებაჲ მისი“ (1,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: თქუა რაჲ, ვითარმე...

სრულად ნახვა