მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 1:33

32. და წამა იოვანე და თქუა, რამეთუ: ვიხილე სული ღმრთისაჲ ვითარცა ტრედი გარდამომავალი ზეცით, და დაადგრა მას ზედა.33. და მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა.34. და მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძე ღმრთისაჲ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 1
33. და მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არს, რომელმან ნათელსცეს სულითა წმიდითა“ (1,33).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, რამეთუ საქმე სულისა წმიდისაჲ ესე იყო, რაჲთამცა ქრისტე გამოაჩინა? რამეთუ იყო იოვანესიცა წამებაჲ უეჭუელ და ენება, რაჲთამცა უმეტესად სარწმუნო-ყო იგი, ამისთჳს ღმრთისა და სულისა წმიდისა მიმართ აღიყვანა იგი. რამეთუ ვინაჲთგან წამა ესრეთ დიდი და საკჳრველი საქმე, რომელი შემძლებელ იქმნა მრავალთა განკჳრვებად, ვითარმედ ყოვლისა სოფლისა ცოდვათა იგი მხოლოჲ აღიხუამს და ესოდენისა სიმრავლისა საჴსრად კმა არს ნიჭისა მის სიმაღლჱ, ამისთჳს ესევითარსა უეჭუელსა წამებასა მოიღებს, ხოლო საქმე მისი ესე არს, რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ ძჱ არს ღმრთისაჲ და არა ეჴმარების ნათლის-ღებაჲ, და ვითარმედ საქმე სულისა წმიდისა გარდამოსლვისაჲ ამისთჳს იქმნა, რაჲთამცა ოდენ ქრისტე საცნაურ-ყო, რამე-თუ შეუძლებელ იყო იოვანეს მიერ მიცემაჲ სულისა წმიდისაჲ; და ამას გამოაჩინებენ მის მიერ ნათელღებულნი იგი, რომელნი იტყოდეს, ვი-თარმედ: „არცაღა, თუ არს სული წმიდაჲ, გუასმიეს“. და საცნაურ არს, ვითარმედ არა ეჴმარებოდა ქრისტეს ნათლის-ღებაჲ, არამედ უფროჲს ნათლის-ღებასა ეჴმარებოდა ძალი ქრისტესი, რამეთუ ესე ოდენ აკლდა, -...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მე წამებაჲ კაცისაგან არა მოვიღო“ (5,34).:

...ა მით, რომელი თქუა, ვითარმედ: „მიავლინეთ იოვანესა, და მან წამა ჭეშმარიტი“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მე წამებაჲ კაცისაგან არა მოვიღო“ (5,34).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲსათჳს შემოიღო იოვანეს წამებაჲ? რამეთუ იგიცა არავე კაცობრივი იყო. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა“. და იოვანესიცა სამე წამებაჲ ღმრთისაჲ იყო, რამეთუ მის მიერ ესწავა და იტყოდა, არამედ მათ ესე არა იცოდეს, გარნა ვითარცა თავით თჳსით მეტყუელად აქუნდა იოვანე. და რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: ვითარ იტყჳს, თუ: ღმრთისაგან მისწავიეს ყოველი და მისმიერი ვარი, და კუალად იოვანესგან მოიღებს წამებასა? ამისთჳს გონებისა მათისაებრ მიუგო, ვითარმედ: „მე წამებაჲ კაცისაგან არა მოვიღო“. და კუალად რაჲთა ვერ თქუან მათ, ვითარმედ: უკუეთუ არა მიიღებ კაცისაგან წამებასა, რად შემოიღებ იოვანეს ქადაგებასა მოწამედ? ამისთჳს, რაჲთა ესე ვერ თქუან, შესძინა შემდგომიცა ესე და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არამედ ამას ვიტყჳ, რაჲთა თქუენ სცხოვნდეთ“ (5,34).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: მე არა მეჴმარების წამებაჲ მისი, რამეთუ ღმერთი ვარ კაცთა ბუნებისაჲ, არამედ ვინაჲთგან თქუენ ისმენთ იოვანესსა და სარწმუნოდ გიჩნს მისი სიტყუაჲ და ვითარცა წინაჲსწარ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო იესუ და ჰრქუა მას: რომელი სუამს წყლისა ამისგან, სწყუროდის კუალად. ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არა სწყუროდის უკუნისამდე, და წყალი, რომელი მე მივსცე მას, ექმნეს მას შინა წყარო წყლის, რომელი ვიდოდის ცხორებად საუკუნოდ“ (4,13-14).:

...მეთა მისთანი, რამეთუ არა შესაძლებელ არს, თუმცა თჳთოსახეთა არსებათაგან იყო სული წმიდაჲ შემზადებულ, რომელ-იგი უხილავ არს და მარტივ; რამეთუ იოვანე ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: „მან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“; ; ; ხოლო უფალი ღაღადებს, ვითარმედ: „მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი“. და ამას იტყოდა სულისა წმიდისათჳს, რომელი ეგულებოდა მიღებად მორწმუნეთა მისთა. ესრეთვე უკუე დედაკაცსა მას ჰრქუა, ვითარმედ: „რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე, არღარა სწყუროდის უკუნისამდე“. ხოლო ამას სულისა წმიდისათჳს იტყოდა, რამეთუ ცეცხლისა სახელითა სიმახჳლესა მას და მჴურვალებასა მადლისა მისისასა და განმლეველობასა ცოდვათასა მოასწავებს, ხოლო წყლისა მიერ განწმედილობასა მას მისმიერსა და ფრიადსა მას ნუგეშინის-ცემასა, რომელი მიეცემის გონებათა მათ შემწყნარებელთა მისთასა, გამოაჩინებს. რამეთუ ვითარცა სამოთხჱ სა-შუებელსა, მრავალთა მიერ ხეთა ნაყოფიერთა შემკობილსა, ესრეთ ჰყოფს სულსა მას, შემწყნარებელსა მისსა, და დაშრეტს ყოველთავე გან-ჴურვებულთა ისართა მტერისათა.

ხოლო შენ იხილე სიბრძნჱ ღმრთისაჲ,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამისა შემდგომად მოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი ქუეყანად ჰურიასტანისა; და მუნ იყოფოდა მათ თანა და ნათელსცემდა“ (3,22).:

...ლ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი“. ხოლო რაჲსათჳს არა ნათელ-სცემდა თჳთ? გარნა ამისთჳს, რამეთუ პირველ თქუა იოვანე, ვითარმედ: „მან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“, ; ; ხოლო უფალსა ჯერეთ სული წმიდაჲ არა მიეცა, და ამისთჳს სამართლად არა ნა-თელ-სცემდა თჳთ, არამედ მოწაფენი მისნი ნათელს-სცემდეს, რაჲთამცა მრავალნი მოიყვანნეს ქრისტჱსა. და რაჲსათჳს უკუე, იწყეს რაჲ მოწაფე-თა უფლისათა ნათლის-ცემად, იოვანე არა დასცხრა ნათლის-ცემისაგან, არამედ იგიცა ნათელ-სცემდა ენონს? და რად არა დასცხრა, რაჲთამცა უფროჲსად შესაწყნარებელ იქმნა ნათლის-ცემაჲ მოწაფეთა უფლისათაჲ? გარნა ამისთჳს არა დასცხრა ნათლის-ცემისაგან, რაჲთამცა არა თჳსნი მოწაფენი უმეტესსა შურსა შთაყარნა მათ მიმართ, რამეთუ უკუეთუ ესეოდენითა სწავლითა და ქადაგებითა ქრისტესითა ვერ შეაწყნარნა იგინი მას, უკუეთუმცა ესე ექმნა, არამცა ფრიადსა შურსა შესრულ იყვნესა?

ამისთჳსცა ქრისტემან მაშინ იწყო ქადაგებად უფროჲსად, რაჟამს იოვანე აღესრულა. და მე ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ ამისთჳს შენდობილ იქმნა იოვანესი ადრე აღსრულებაჲ, რაჲთამცა ყოველი იგი სიმრავლჱ ქრისტესა შეუდგა, და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხვალისა დღე დგა კუალად იოვანე და მოწაფეთა მისთაგანნი ორნი. მიჰხედა იესუს, ვიდოდა რაჲ, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ. და ესმა მისი ორთა მოწაფეთა მისთა, იტყოდა რაჲ იგი, და შეუდგეს იესუს“ (1,35-37).:

...ე, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, პირველ ჩემსა იყო“; და ვითარმედ: „არა ღირს ვარ საბელსა ჴამლთა მისთასა განჴსნად“; და ვითარმედ: „იგი ნათელს-სცემს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“; და ვითარმედ: „ვიხილე სული წმიდაჲ გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა“; და წამა, ვითარმედ: „ესე არს ძჱ ღმრთისაჲ“. და არავინ ისმინა მისი, არცა ვინ ჰკითხა, თუ: ვისთჳს იტყჳ ამას? ხოლო მან კუალად თქუა, ვითარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი“, და ესრეთცა არა მოვიდეს გულისხმის-ყოფად. ამისთჳს აიძულა კუალად თქუმად მათვე სიტყუათა, რაჲთა სიტყჳთა თჳსითა, ვითარცა საჴნველითა, ფიცხელი იგი ქუეყანაჲ გონებათა მათთაჲ მოჴნას, და დასთესა მას შინა თესლი კეთილი. ამის-თჳსცა განაგრძობს სიტყუასა თჳსსა, რამეთუ ერთი იყო მოსწრაფებაჲ მისი - რაჲთამცა ოდენ ქრისტე გულისხმა-უყო მათ. რამეთუ იცოდა, ვითარმედ უკუეთუ ოდენ იცნან იგი, არღარა იჴმარონ სხჳსაგან მისთჳს სწავლაჲ. და ესრეთცა იქმნა, რამე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო, რაჟამს დაასრულნა იესუ ბრძანებანი ესე ათორმეტთა მიმართ მოწაფეთა მისთა, წარვიდა მიერ ქადაგებად და სწავლად ქალაქებსა მათსა. ხოლო იოვანეს რაჲ ესმნეს საპყრობილესა შინა საქმენი ქრისტესნი, მიავლინნა მოწაფენი და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?“ (11,1-3).:

...? არა შენ იტყოდეა: „მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მას ზედა, იგი არს, რომელმან ნათელსცეს სულითა წმიდითა. და მე ვიხილე და ვწამე, ვითარმედ ესე არს ძე ღმრთისაჲ“; არა იხილეა სული სახედ ტრედისა? არა გესმა ჴმაჲ მამისაჲ? არა აყენებდი მას და იტყოდე: „მე მიჴმს შენ მიერ ნათლის-ღებაჲ“?3 არა ეტყოდეა მოწაფეთა შენთა: „მისდა ჯერ-არს აღორძინებაჲ, და ჩემდა დაკლებაჲ“?4 არა ეტყოდეა ერსა, ვითარმედ: „მან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“? და ვითარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“? ესე ყოველი არა პირველ სასწაულთა მათ და საკჳრველებათა ხილვისა იქადაგეა? ვითარ უკუე აწ, ოდეს ყოველთა მიერ საცნაურ იქმნა, და ყოველსა ადგილსა განისმა ჰამბავი მისი, და მკუდარნი აღდგეს, და ეშმაკნი განისხნეს, და ესოდენნი საკჳრველებანი იქმნნეს, აწღა მიავლენ ცნობად, თუ იგი არს მომავალი იგი ანუ არა? და აქამომდე უმეცარ იყავა? ნუ იყოფინ! არა თუ იოვანე, რომელი საშოჲთვე დედისაჲთ ჰკრთებოდა და პირველ შობისა ქადაგა უ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ია
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად; ხოლო შემდგომად ჩემსა მომავალი უძლიერეს ჩემსა არს, რომლისა არა შემძლებელ ვარ მე საბელისა ჴამლთა მისთა განჴსნად. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა“ (3,11).:

...არამედ ვერ გულისჴმა-ჰყოფდეს იგინი, რამეთუ არღა უწყოდეს ბუნებითისა და ჭეშმარიტისა ძისა ღმრთისა გულისჴმის-ყოფაჲ, არამედ მოცემითა მით სულისაჲთა ესეცა გამოჩნდებოდა, ვითარცა-იგი ღმერთმან ჰრქუა იოვანეს: „რომელსა ზედა იხილო სული წმიდაჲ გარდამომავალი და დადგრომილი მას ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-სცეს სულითა წმიდითა“. ამისთჳსცა იტყოდა იგი: „მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძე ღმრთისაჲ“. რამეთუ ერთისა მისგან მეორე იგი იცნობებოდა, გარდამოსლვითა სულისაჲთა გულისჴმაიყოფებოდა ძე ღმრთისაჲ.

ვინაჲთგან უკუე ყოველივე ესე სიტკბოებისა სახე წარმოთქუა, რაჲ-თა არა უშიშ იქმნენ კუალად და უზრუნველ ჰურიანი, რამეთუ ესე საქმე იყო უგუნურებისა მათისაჲ, ამისთჳს კუალად შემაშინებელი სიტყუაჲ წარმოიღო:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომლისა ნიჩაბი ჴელთა მისთა, განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეიკრიბოს იფქლი მისი საუნჯესა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა უშრეტითა“ (3,12).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ზემო სატანჯველი ოდენ აჴსენა, ხოლო აქა მსაჯულსაცა გჳჩუენებს და ტანჯვისა მის დაუსრულებელობასა წარმოიტყჳს: „ბზე დაწუასო ცეცხლითა უშრეტითა“. ჰხედავა, ვითარმედ იგი არს უფალი ყოვლისაჲვე და იგი არს მოქმედი ყოველთაჲ, დაღაცათუ სხუასა ადგილსა მამასა იტყჳს მოქმედად: „მ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი, ქადაგებდა უდაბნოსა ჰურიასტანისასა და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (3,1-2).:

...ჲ უფლისაჲ იოვანეს მიმართ, ძისა ზაქარიაჲსა, უდაბნოს“, და თავადი იოვანე იტყოდა: „მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მას ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-სცეს სულითა წმიდითა“. აწ უკუე ესე საცნაურ არს, ვითარმედ ღმრთისა მიერ მოივლინა, ხოლო ამას ვეძიებთ, თუ რაჲსათჳს მოივლინა ნათლის-ცემად. თქუა ამისიცა მიზეზი ნათლისმცემელმანვე, ვითარმედ: „მე არა ვიცოდე იგი, არამედ რაჲთა გამოეცხადოს ისრაჱლსა, ამისთჳს მოვედ მე წყლითა ნათლის-ცემად“. და უკუეთუ ესე ოდენ იყო მიზეზი, ვითარ იტყჳს ლუკა, ვითარმედ: „მოჰვლიდა ყოველსა მას გარემო სოფლებსა იორდანისასა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა“? და არა აქუნდა ნათლის-ცემასა მას მოტევებაჲ ცოდვათაჲ, არამედ ესე ნიჭი შემდგომად მისა მოცემულისა მის ნათლის-ღებისაჲ იყო, რომლითაცა თანადავეფლენით მას, ვითარცა მოციქული იტყჳს: „და ძუელი იგი კაცი ჩუენი მაშინ ჯუარს-ეცუა მის თანა“; და პირველ ჯუარისა არასადა ჩანს მოტევებაჲ, რამ...

სრულად ნახვა