1.მერმე კუალად იწყო სწავლად ზღჳს-კიდესა; და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად, და დაჯდა იგი ნავსა მას ზღუასა შინა; და ყოველი იგი ერი ზღჳს-კიდესა ქუეყანასა ზედა დგა.
2.და ასწავებდა მათ იგავით ფრიად და ეტყოდა მათ სწავლასა მას მისსა:3.ისმინეთ ესე: გამოვიდა მთესვარი თესვად.4.და იყო თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა, მოვიდეს მფრინველნი და შეჭამეს იგი.5.და სხუაჲ დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწაჲ ფრიად, და მეყსეულად აღმოსცენდა, და რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ.6.და ვითარცა მზე აღმოჰჴდა დასცხა, და რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განჴმა.7.და სხუაჲ დავარდა ეკალთა შორის; და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი, და ნაყოფი ვერ გამოიღო.8.და სხუაჲ დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა, აღმოვიდოდა და აღორძნდებოდა და მოაქუნდა ოცდაათეული, სამოცეული და ასეული.9.და ეტყოდა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!10.და ოდეს იყო იგი თჳსაგან, ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა: რაჲ არს იგავი ესე?11.ხოლო იგი ეტყოდა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ იგი სასუფევლისა ღმრთისაჲ, ხოლო გარეშეთა მათ – ყოველივე იგავით სიტყუად.12.რაჲთა ხედვით ხედვიდენ, და არა იხილონ და სმენით ესმოდის და ვერ გულისჴმა-ყონ, ნუუკუე მოიქცენ და მიეტეოს მათ ცოდვაჲ მათი.13.და ჰრქუა მათ: არა იცით იგავი ესე? და ვითარ უკუე ყოველნი იგავნი გულისჴმა-ჰყვნეთ?
14.რომელი-იგი სთესავს, სიტყუასა მას სთესავს.15.ხოლო ესენი არიან, რომელნი-იგი გზასა ზედა, სადა-იგი დაეთესის სიტყუაჲ; და რაჟამს ისმინიან, მეყსეულად მოვიდის ეშმაკი და მიუღის მათ სიტყუაჲ იგი გულთაგან მათთა.16.და ესენი არიან კლდოვანსა მას დათესულნი, რომელთა-იგი რაჟამს ისმინიან სიტყუაჲ, მეყსეულად სიხარულით მიიღიან;17.და რამეთუ არა უბნ ძირი მათ შორის, არამედ საწუთო არიედ; და რაჟამს მოიწიის ჭირი ანუ დევნულებაჲ სიტყჳსა მისთჳს, მეყსეულად დაჰბრკოლდიან.18.და რომელნი ეკალთა შორის დაეთესნეს, ესენი არიან, რომელთა სიტყუაჲ იგი ისმინიან,19.და ზრუნვანი ამის სოფლისანი და საცთური სიმდიდრისაჲ შეუჴდის და შეაშთვიან სიტყუაჲ იგი, და უნაყოფო იქმნის.20.და ესენი არიან, რომელნი კეთილსა ქუეყანასა დაეთესნეს, რომელთა ისმინიან სიტყუაჲ იგი და შეიწყნარიან და ნაყოფი გამოიღიან ოცდაათეული და სამოცეული და ასეული.21.და ეტყოდა მათ: ნუ სანთელი მოიღიან და ჴჳმირსა ქუეშე შედგიან ანუ ცხედარსა ქუეშე დადგიან? ანუ არა სასანთლესა ზედა დადგიან?22.რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა იყოს საიდუმლოდ, არამედ რაჲთა განცხადებულად მოვიდეს.23.რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!24.და ეტყოდა მათ: იხილეთ, რაჲ-ესე გესმის: რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ და ზედა დაგერთოს თქუენ, რომელთა-ეგე გესმის.25.რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მას.
26.და ეტყოდა მათ: ესრეთ არს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა-იგი კაცმან დასთესის თესლი ქუეყანასა27.და დაიძინის; და აღდგის ღამე და დღე, და თესლი იგი აღმოსცენდის და განორძნდებინ, ვითარ-იგი მან არა უწყინ,28.რამეთუ თჳსით თავით ქუეყანაჲ ნაყოფსა გამოიღებს: პირველად წუელი, მერმე თავი, მაშინღა სავსე იფქლი თავსა მას შინა.29.და რაჟამს მოსცის ნაყოფი, მეყსეულად მოავლინის მანგალი, რამეთუ მოიწია მკაჲ.
36.და დაუტევეს ერი იგი და წარიყვანეს იგი მოწაფეთა, ვითარცა იყო ნავსა მას შინა, და სხუაჲცა ნავები, რომელი იყო მის თანა.37.და იყო მეყსეულად ბორბალი ქარისაჲ დიდი და ღელვასა მას შთაასხმიდა ნავსა, ვითარმედ აღ-ცა-ივსებოდა ნავი იგი.38.და თავადი იყო პირით კერძო თავსა მის ნავისასა და ეძინა. და განაღჳძებდეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, არა ჰზრუნავ, რამეთუ წარვწყმდებით?39.და აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ზღუასა და ჰრქუა: დადუმენ და პირი დაიყავ! და დასცხრა ქარი იგი, და იქმნა დაყუდება დიდ.40.და ჰრქუა მათ: რაჲსა ესოდენ მოშიშ ხართ? ვითარ არა გაქუს სარწმუნოებაჲ?41.და შეეშინა მათ შიშითა დიდითა და იტყოდეს ურთიერთას: ვინ-მე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲცა ერჩიან მას?
1. მერმე კუალად იწყო სწავლად ზღჳს-კიდესა; და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად, და დაჯდა იგი ნავსა მას ზღუასა შინა; და ყოველი იგი ერი ზღჳს-კიდესა ქუეყანასა ზედა დგა. 2. და ასწავებდა მათ იგავით ფრიად და ეტყოდა მათ სწავლასა მას მისსა:
თუმცა, თითქოსდა, გააბრუნა თავისი დედა, მაინც ისევ ემორჩილება მას, ვინაიდან მის გამო გადის ზვასთან. ნავში იმიტომ ჩაჯდა, რომ თვალწინ ეყოლებოდა რა ყველა, ყველას გასაგონად ესაუბრა და არავინ ჰყოლოდა ზურგს უკან.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „სხუაჲ იგავი დაუდგა მათ და ჰრქუა: ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა, რომელმან დასთესა თესლი კეთილი აგარაკსა თჳსსა. და ვითარცა დაიძინეს კაცთა, მოვიდა მტერი მისი და დასთესა ღუარძლი შორის იფქლსა მას და წარვიდა. ოდეს აღმოსცენდა ჯეჯლი იგი და ნაყოფი გამოიღო, მაშინ გამოჩნდა ღუარძლი იგი. მოვიდეს მონანი იგი და უთხრეს სახლისა უფალსა მას და ჰრქუეს: უფალო, ანუ არა თესლი კე-თილი დასთესეა აგარაკსა შენსა? ვინაჲ აღმოსცენდა ღუარძლი? ხოლო მან ჰრქუა: მტერმან კაცმან ყო იგი. ხოლო მონათა მათ ჰრქუეს მას: გნებავსა, რაჲთა მივიდეთ და გამოვარჩიოთ იგი? ხოლო მან ჰრქუა: ნუუკუე შეკრებასა ღუარძლისასა აღმოჰფხურათ მის თანა იფქლიცა. აცადეთ იგი თანააღორძინებად ურთიერთას ვიდრე ჟამამდე მკისა“ (13,24-30).:
...თანი, ცრუწინაჲსწარმეტყუელნი და ცრუმოციქულნი და კუალად ჰმზადებს მოყვანებად ანტესსა. ამისთჳს, აქაცა იხილა რაჲ მტერმან, რამეთუ გამოიღეს ნაყოფი, „რომელმანმე ასი და რომელმანმე სამეოცი და რომელმანმე ოცდაათი“, ; ; სხუაჲ გზაჲ მოიპოა საცთურისა თჳსისაჲ. ვინაჲთგან წარტაცებად ვერ უძლო თესლისა მის, ვერცა შეშთობად, ვერცა დაწუვად, მაშინ თესლი თჳსისა ღუარძლისაჲ დასთესა შორის მის თესლისა, რამეთუ ეძინა კაცთა მათ. ამას იტყჳს უფალი, რაჲთა მღჳძარე ვიყვნეთ ჩუენ მარადის, რამეთუ მტერი ჩუენი ყოვლადვე მოსწრაფე არს ვნებად ჩუენდა.
თქუას ვინმე, თუ: ვითარ შესაძლებელ არს არადაძინებაჲ? ბუნებითისა ამის ძილისა არადაძინებაჲ შეუძლებელ არს, ხოლო გონებისაჲ შესაძლებელ არს მარადის მღჳძარებაჲ. ხოლო თესვაჲ ესე ღუარძლისაჲ, ოდეს აღესრულა ყოველივე საქმე ყანისაჲ მის, მაშინღა იქმნა, რამეთუ ესრეთ არს საქმე მწვალებელთაჲ - არა თუ სარგებელისათჳს ვისამე, არამედ თჳსისა ამპარტავანებისათჳს სთესვენ ღუარძლსა მას, რომელი-იგი პირველ მცირედ ჩანნ და მერმე განჰფინის გესლი იგი თჳსისა სიბოროტისაჲ, ვითარცა თქუა, ვითარმედ: „ოდეს აღმოსცენდა ჯეჯლი იგი და ნაყოფი გამოიღო, მაშინ გამოჩნდა ბოროტი იგი...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და მოუჴდეს მოწაფენი და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს იგავით ეტყჳ მათ? ხოლო იესუ ჰრქუა მათ: რამეთუ თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, ხოლო მათდა არა მიცემულ არს“ (13,10-11).:
...არს“ (13,10-11).
ღირს არს საკჳრველებისა საქმე იგი მოწაფეთაჲ, ვითარ სურვიელ ღა-თუ იყვნეს სწავლად ყოველთა მათ იგავთა, არამედ უწყოდესვე, თუ ოდეს ჯერ-იყო კითხვაჲ; რამეთუ არა ყოვლადვე იქმან ამას. და ოდეს იქმოდინ, - მოწიწებით და კრძალულებით, ვითარცა იტყჳს მარკოზ, ვითარმედ: „ოდეს იყო თჳსაგან, მაშინ ჰკითხეს მოწაფეთა“. ესრეთ განკრძალულნი იყვნეს და გონიერებითა სავსენი.
ხოლო იხილეთ გონებაჲ მათი, ვითარ ზრუნვენ ერისა მისთჳს, ვითარცა-იგი სხუასაცა ადგილსა ეტყოდეს, ვითარმედ: „განუტევე ერი ესე, რამეთუ შეემშია მათ“; და აწ აქა ეტყოდეს: „რაჲსათჳს იგავით ეტყჳ მათ?“ არა თქუეს, თუ: რაჲსათჳს იგავით გუეტყჳ ჩუენ? არამედ ერისა მისთჳს ზრუნვენ. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: „თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, ხოლო მათა არა მიცემულ არს“. ესე რაჲ თქუა, არა თუ ამას მოასწავებს, თუ იძულებით რაჲმე არს საქმე იგი, ანუ განწესებულ და განთჳსებულ არს მათთჳს ოდენ, არამედ გამოაჩინებს, ვითარმედ იგინი არიან მიზეზ ყოველთა ბოროტთა, რომელთა არა ინებეს შეწყნარებაჲ საიდუმლოთაჲ მათ, რამეთუ საქმე იგი ნიჭი არს უსასყიდლოჲ. ხოლო არა თუ ვინაჲთგან ნიჭი არს, ამისთჳსმცა თჳთმფლობელობისა წესსა დაჰჴსნიდა, არამედ რომელთა ენებოს,...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას ეტყოდა იესუ და წარვიდა და დაიმალა მათგან“ (12,36).:
...(ესაია 53,1) და ამისთჳს ვერ ეძლო რწმუნებად, რამეთუ კუალად თქუა ესაია: დაუბრმეს თუალნი მათნი, და დაუსულბეს გულნი მათნი, რაჲთა ვერ იხილონ თუალითა, ვერცა გულისხმა-ყონ გულითა. ; ; ; ; (საქმე 28, 26-27); ესე თქუა ესაია, ოდეს იხილა დიდებაჲ მისი და მისთჳს იტყოდა“ (12,37-41). აჰა ესერა კუალად სიტყუაჲ ესე, ვითარმედ არა მიზეზისანი არიან, არამედ აღსასრულისანი, რამეთუ არა თუ, რომელ ესაია თქუა, თუ: „არა ჰრწმენეს“, ამისთჳს არა ჰრწმენა, არამედ ვინაჲთგან არა ეგულებოდა რწმუნებად, ამისთჳს თქუა ესაია. ხოლო რაჲ არს, რომელ მახარებელი არა ესრეთ იტყჳს, არამედ იტყჳს, თუ: ურწმუნოებაჲ წინაჲსწარმეტყუელებისაგან იყო და არა წინაჲსწარმეტყუელებაჲ - ურწმუნოებისაგან? რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ამისთჳს ვერ ეძლო რწმუნებად, რამეთუ თქუა ესაია“. რამეთუ ამას ადგილსა ჰნებავს გამოჩინებად უტყუველობასა მას წერილისასა, ვითარმედ რომელი-იგი თქუა, ყოველივე იქმნა. რაჲთა ვერვინ იტყოდის, თუ: რაჲსათჳს მოვიდა ქრისტე, ვინაჲთგან იცოდა, ვითარმედ არა უსმე...