1.და მერმე შევიდა შესაკრებელსა, და იყო მუნ კაცი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა.2.და უმზირდეს მას, უკუეთუ შაბათსა განკურნოს იგი, რაჲთა შეასმინონ იგი.3.და მას ჟამსა ჰრქუა იესუ კაცსა მას, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა: აღდეგ და წარმოდეგ შორის!4.და ჰრქუა მას იესუ: ჯერ-არს შაბათსა შინა კეთილისა საქმე ანუ ბოროტისაჲ? სულისა ცხოვნებაჲ ანუ მოკლვაჲ? ხოლო იგინი დუმნეს.5.და მიმოიხილა მათდა რისხვით და მწუხარედ სიბრმისათჳს გულთა მათთაჲსა და ჰრქუა კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! და მან განირთხა, და კუალად მოეგო ჴელი იგი, ვითარცა ერთი იგი.6.და ვითარცა გამოვიდეს მიერ ფარისეველნი იგი ჰეროდიანელთა თანა, და ზრახვა-ყვეს მისთჳს, რაჲთა წარწყმიდონ იგი.7.ხოლო იესუ მოწაფითურთ განეშორა მათგან და მოვიდა ზღჳს-კიდედ. და მრავალი ერი შეუდგა მას გალილეაჲთ და ჰურიასტანით,8.იერუსალჱმით, იდუმიაჲთ, წიაღ-იორდანით და ტჳროსით კერძო და სიდონით. ესმა მრავალსა სიმრავლესა, რაოდენსა-იგი იქმოდა, და მოვიდეს მისა.9.და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა ნავი განუმზადონ მას ერისა მისთჳს, რაჲთა არა შეაიწრონ იგი.10.რამეთუ მრავალთა განჰკურნებდა, ვითარმედ ზედაცა დაესხმოდა მას ერი იგი, რაჲთა შე-ოდენ-ეხნენ. და რაოდენთა აქუნდა უძლურებაჲ და შეეხნეს, განიკურნებოდეს.11.და სულები იგი არაწმიდაჲ ხედვიდეს მას და შეუვრდებოდეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: შენ ხარ ძე ღმრთისაჲ.12.და ფრიად შეჰრისხნა მათ იესუ, რაჲთა არა გამოაცხადონ იგი.
13.და აღვიდა მთასა და მოუწოდა, რომელთაჲ უნდა მას; და მოვიდეს მისა.14.და ყვნა ათორმეტნი იგი, რაჲთა იყვნენ მის თანა და წარავლინნეს იგინი ქადაგებად15.და რაჲთა აქუნდეს ჴელმწიფებაჲ განსხმად ეშმაკთა.16.და დასდვა სახელები: სიმონს პეტრე,17.და იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ იაკობისი; და დასდვა მათ სახელები: ბანერგეს, რომელ არს: ძენი ქუხილისანი;18.ანდრეა და ფილიპე, ბართლომე და მატთეოს, თომა და იაკობ ალფესი, თადეოს და სიმონ კანანელი19.და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა მისცა იგი.20.და მოვიდეს სახლსა, და შეკრბა კუალად მისა ერი, ვიდრემდის ვერ ჴელ-ეწიფებოდა მათ ვერცაღა პურისა ჭამად.
21.და ესმა მის კერძოჲსათა და გამოვიდეს შეპყრობად მისა, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: განკრთომილ არს.22.და მწიგნობარნი იგი, რომელნი იერუსალჱმით შთამოსრულ იყვნეს, იტყოდეს, ვითარმედ: ბელზებული მის თანა არს, და მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა.23.და მოუწოდა მათ და იგავით ეტოდა: ვითარ ჴელ-ეწიფების ეშმაკსა ეშმაკისა განჴდად?24.და უკუეთუ მეუფებაჲ მეუფებასა განევლთას, ვერ ჴელ-ეწიფების დამტკიცებად მეუფებაჲ იგი.25.და უკუეთუ სახლი სახლსა განევლთას, ვერ ჴელ-ეწიფების სახლი იგი დამტკიცებად.26.და უკუეთუ ეშმაკი თავსა თჳსსა ზედა აღდგომილ არს და განყოფილ არს, ვერ ჴელ-ეწიფების დამტკიცებად, არამედ აღსასრული აქუს.27.და არცა ვის ჴელ-ეწიფების შესლვად სახლსა ძლიერისასა და ჭურჭელი მისი გამოტყუენვად, არა თუ პირველად ძლიერი იგი შეკრას და მაშინღა სახლი მისი გამოტყუენოს.28.ამინ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველივე მიეტეოს ძეთა კაცთა ცოდვანი და გმობანი, რაოდენსაცა ჰგმობდენ;29.ხოლო რომელმან თქუას გმობაჲ სულისა წმიდისათჳს, არა აქუს მიტევებაჲ უკუნისამდე, არამედ თანამდებ არს იგი საუკუნოჲსა სასჯელისა.30.რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: სული არაწმიდაჲ არს მის თანა.
31.მოვიდეს უკუე ძმანი მისნი და დედაჲ მისი და გარეშე დგეს და მოუვლინეს მას და გამოხადოდეს.32.და სხდა გარემო მისა ერი მრავალი; და ვითარცა ჰრქუეს მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და გეძიებენ შენ,33.მიუგო იესუ და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი ანუ ძმანი ჩემნი?34.და მიმოიხილა გარემო მისა მოწაფეთა თჳსთა მსხდომარეთა და ჰრქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი!35.რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ, ესე არს ძმაჲ ჩემი დაჲ ჩემი და დედაჲ ჩემი.
1. და მერმე შევიდა შესაკრებელსა, და იყო მუნ კაცი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა. 2. და უმზირდეს მას, უკუეთუ შაბათსა განკურნოს იგი, რაჲთა შეასმინონ იგი. 3. და მას ჟამსა ჰრქუა იესუ კაცსა მას, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა: აღდეგ და წარმოდეგ შორის! 4. და ჰრქუა მას იესუ: ჯერ-არს შაბათსა შინა კეთილისა საქმე ანუ ბოროტისაჲ? სულისა ცხოვნებაჲ ანუ მოკლვაჲ? ხოლო იგინი დუმნეს. 5. და მიმოიხილა მათდა რისხვით და მწუხარედ სიბრმისათჳს გულთა მათთაჲსა და ჰრქუა კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! და მან...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარმოვიდა მიერ იესუ და მოვიდა შესაკრებელსა მათსა. და იყო მუნ კაცი ერთი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა“ (12,9-10).:
...აკრებელსა მათსა. და იყო მუნ კაცი ერთი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა“ (12,9-10).
კუალად შაბათთა შინა კურნებასა აღასრულებს, რაჲთა მუსრვისა მისთჳს თავთა ჴუვილისათა უმეტესად განამართლნეს მოწაფენი. და სხუანი მახარებელნი იტყჳან, ვითარმედ: უფალმან წარმოადგინა შორის კაცი იგი და ჰკითხა: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა კეთილისა საქმე? ; ხოლო მათე იტყჳს, ვითარმედ: „ჰკითხვიდეს მას და იტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა კურნებაჲ? რაჲთამცა შეასმინეს იგი“.
მსგავს არს უკუე, ვითარმედ ორივე იქმნა. რამეთუ ურჩულონი იგი სავსე იყვნეს შურითა და უწყოდეს, ვითარმედ განკურნებაჲ მისი ეგულებოდა უფალსა; ამისთჳს ისწრაფეს პირველვე კითხვად, რაჲთა არა საქმისაგან ხოლო, არამედ სიტყჳსაგანცა აქუნდეს უმეტესი ძალი შესმენად მისა. ხოლო უფალმან მათდა მიაგდო განჩინებაჲ და ჰკითხა, ვითარმედ: „რაჲ ჯერ-არს შაბათსა შინა: კეთილისა საქმე ანუ ბოროტისაჲ? სულისა ცხორებაჲ ანუ წარწყმედაჲ?“ და კაცი იგი შორის წარმოადგინა სახიერმან, რაჲ-თამცა იგინი წყალობად მოიყვანნა. ხოლო იხილა რაჲ უკეთურებაჲ მათი, მიმოიხილა მათა რისხვით და მწუხარებითო სიბრმისათჳს გულისა მათისა და ჰრქუა:...
მოციქულისაჲ: ამისთჳს გაუწყებ თქუენ, რამეთუ არავინ სულითა ღმრთისაჲთა იტყოდის და თქუას შეჩუენებულ იესუ; და არავის ჴელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა (12,3).:
...ა შეჩუენებით, არამედ უფლად და ღმრთად ქადაგებით, ესევითარი-იგი სულითა წმიდითა წინაჲსწარმეტყუელებს, გონიერი და განბრძნობილი, და არა განცოფებული და განლიგებული.
იტყჳან მრავალგზის ეშმაკეულნიცა და თჳთ ეშმაკნი სახელსა იესუჲსსა, არა ნებსით, არამედ მძლავრ გუემით იძულებულნი, ვითარ-იგი: "გიცით შენ, ვინ ხარ, — ძე ღმრთისაჲ" (). და კუალად, პავლეს და მისთანათა ეტყოდეს: "ესე კაცნი მონანი არიან ღმრთისა მაღლისანი" (). ხოლო ნებსით არაოდეს იტყჳან და ვერცა იტყჳან. ხოლო კუალად არიან კათაკუმეველნი, რომელნი სახელ-სდებენ უფალსა იესუს, არამედ ჯერეთ არღა მიუღებიეს ნიჭი სულისა წმიდისაჲ ნათლისღებისა მიერ. გარნა აწინდელი ესე სიტყუაჲ მოციქულისაჲ არა ესევითართა მათთჳს არს, არამედ ურწმუნოთა და მორწმუნეთათჳს. რამეთუ ურწმუნოჲ იგი არს, რომელი ანუ ყოვლად არა აჴსენებდეს სახელსა უფლისა იესუჲსსა, ანუ დაღაცათუ აჴსენებდეს, - არა სადიდებელად, არამედ საგმობელად; რომლისა ნაცვალად აწ მოციქულმან თქუა, ვითარცა პირითა მისითა, — "შეჩუენებულ იესუ", რომელ-ესე გმობასა მოასწავებს. ესევითარი იგი დაღაცათუ რასმე წინაჲსწარმეტყუელებდეს, ცხად არს, ვითარმედ საეშმაკოჲთა სულითა წინაჲსწარმეტყუელებს. ამისთჳსცა არა წინაჲსწარმეტყუელ, არამედ ცრუწინაჲსწარმეტყ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წერილ არს: არა ხოლო თუ პურითა ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა“ (4,4).:
...სცოდა ღმერთსა, ამისთჳს გუასწავლის უფალი, რაჲთა დაღაცათუ არა გარდასლვაჲ მცნებისაჲ იყოს, რომელსა ეშმაკი გუაწუევდეს ქმნად, არავე მივერჩდეთ მათ, და უფროჲსად, დაღაცა-თუ კეთილსაცა რასმე გუეტყოდის მტერი, არა ჯერ-არს ყოვლადვე სმენაჲ მისი. და იხილე, ვითარ ოდეს ძედ ღმრთისა ეტყოდეს უფალსა ეშმაკნი, პირსა დაუყოფდა მათ; ; და პავლეცა შეჰრისხნა, ამას ესევითარსავე ღაღადებდეს რაჲ, დაღაცათუ რომელსა-იგი იტყოდეს, არა ბოროტ იყო, არამედ უფროჲსად კეთილ და საჴმარ; არამედ რაჲთა სრულიად შეურაცხ-ყვნეს იგინი და შორს-ყოს ჩუენგან ზრახვაჲ მათი და გუასწაოს ჩუენ სრულიადი მათა მიმართ მტერობაჲ, ამისთჳს სდევნიდა მათ და პირსა დაუყოფდა და დუმილსა უბრძანებდა.
ამისთჳსვე წესისა და ამისვე სახისათჳს არცა აქა თავს-იდვა სიტყუაჲ მისი, არამედ ჰრქუა მას: „არა ხოლო თუ პურითა ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა“. ხოლო ესე ესრეთ არს, ვითარმედ: ძალ-უც ღმერთსა თჳნიერ პურისაცა სიტყჳთა თჳსითა გამოზრდად მშიერისა. ძუელისა წერილისაგან მოართუა მას წამებაჲ, რაჲთა ჩუენ ვისწაოთ, გინა თუ გუშიოდის, გინა თუ სხუასა რასმე ძნელოვანსა მივეცნეთ, არაოდეს განყენება...