1.და ეტყოდა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი ძალითა.
2.და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან მარტონი და იცვალა სხუად ხატად წინაშე მათსა.3.და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე და სპეტაკ, ვითარცა თოვლი, რომელ ყოველსავე მმურკნვალსა ქუეყანასა ზედა ვერ ჴელ-ეწიფების ეგრეთ განსპეტაკებად.4.და ეჩუენა მათ მოსე ელიაჲს თანა, და იყვნეს იესუჲს თანა და ზრახვიდეს.5.და მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: რაბი, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ; ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენთჳს, ერთი მოსესთჳს და ერთი ელიაჲსთჳს.6.რამეთუ არა იცოდა, რაჲმცა მიუგო, რამეთუ იყვნეს შეშინებულ.7.და იყო ღრუბელი და აგრილობდა მათ, და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ.8.და მეყსეულად მიმოიხილეს და არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო მათ თანა.9.და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს მიერ მთით, ამცნო მათ, რაჲთა არავის უთხრან, რაჲ-იგი იხილეს, გარნა ოდეს ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს.10.და სიტყუაჲ იგი დაიმარხეს თავისა თჳსისა თანა და გამოეძიებდეს ურთიერთას, ვითარმედ: რაჲ არს იგი: ოდეს მკუდრეთით აღდგეს?11.და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: ვითარ-მე იტყჳან მწიგნობარნი: ელიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ?12.ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს და კუალად-აგოს ყოველი; და ვითარ წერილ არს ძისა კაცისათჳს, რაჲთა ფრიად ევნოს და შეურაცხ იქმნეს.13.არამედ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია მოვიდა, და უყვეს მას, რაოდენი უნდა, ვითარცა წერილ არს მისთჳს.14.და მოვიდა მოწაფეთა მისთა თანა, იხილა ერი გარემო მათსა, და მწიგნობარნი გამოეძიებდეს მათ თანა.15.და მეყსეულად ყოველმან ერმან იხილა იგი და დაუკჳრდა და მორბიოდეს და მოიკითხეს იგი.16.და ჰკითხა მწიგნობართა მათ და ჰრქუა: რასა გამოეძიებთ ურთიერთას?
17.და მი-ვინმე-უგო მას ერთმან მის ერისაგანმან და ჰრქუა: მოძღუარ, მოვიყვანე ძე ჩემი შენდა, რომლისა თანა არს სული უტყუებისაჲ.18.და სადაცა დააპყრის იგი, დააკუეთის, და პეროინ და იღრჭენნ კბილთა და განჴმებინ. და უთხარ მოწაფეთა შენთა, რაჲთამცა განკურნეს, და ვერ შეუძლეს.19.მიუგო იესუ და ჰრქუა: ჵ ნათესავი ურწმუნოჲ! ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდე თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა!20.და მოჰგუარეს იგი მას. და იხილა რაჲ იგი, მეყსეულად სულმან არაწმიდამან დააკუეთა იგი; და და-რაჲ-ეცა ქუეყანასა, გორვიდა და პეროოდა.21.და ჰკითხა იესუ მამასა მისსა: რაოდენი ჟამი აქუს, ვინაჲთგან შეემთხჳა ესე? ხოლო მან ჰრქუა: სიყრმითგან.22.და მრავალ-გზის ცეცხლსა შთააგდო ეგე და წყალსა, რაჲთამცა წარწყმიდა ეგე, არამედ რაჲ ძალ-გიც, შემეწიე ჩუენ და წყალობა-ყავ ჩუენთჳს.23.ხოლო იესუ ჰრქუა მას: უკუეთუ ძალ-გიც რწმუნებად, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა.24.და მეყსეულად ჴმა-ყო მამამან მის ყრმისამან და ჰრქუა ცრემლით: მრწამს, უფალო, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა.25.და ვითარცა იხილა იესუ, რამეთუ შეკრბებოდა ერი მის ზედა, შეჰრისხნა სულსა მას და ჰრქუა უტყუსა და ყრუსა სულსა: მე გიბრძანებ შენ: განვედ მაგისგან და ნუღარა შეხუალ მაგისა!26.და ღაღატ-ყო და ფრიად გორვიდა და განვიდა მისგან; და იქმნა იგი, ვითარცა მკუდარი, ვითარმედ მრავალნი იტყოდესცა, ვითარმედ: მოკუდა.27.ხოლო იესუ უპყრა ჴელი მისი და აღადგინა იგი, და აღდგა.28.და ვითარცა შევიდა იესუ სახიდ, მოწაფეთა მისთა თჳსაგან ჰკითხეს მას: რაჲსათჳს ჩუენ ვერ შეუძლეთ განძებად მას?29.ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსლვად, გარნა ლოცვითა და მარხვითა.
30.და მიერ განვიდეს და წარმოჰვლიდეს გალილეასა; და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინ.31.რამეთუ ასწავებდა მოწაფეთა თჳსთა და ეტყოდა მათ, რამეთუ: ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა კაცთასა, და მოკლან იგი; და, მო-რაჲ-კუდეს, მესამესა დღესა აღდგეს.32.ხოლო იგინი უმეცარ იყვნეს სიტყუასა ამას და ეშინოდა კითხვად მისა.
33.და მოვიდა კაპერნაუმდ. და ვითარცა შევიდა იგი სახლსა, და ჰკითხვიდა მათ, რასა-იგი იცილობდეს ურთიერთას გზასა ზედა.34.ხოლო იგინი დუმნეს, რამეთუ ურთიერთას იტყოდეს გზასა ზედა, ვითარმედ: ჩუენგანი ვინ-მე უდიდეს იყოს?35.და დაჯდა და მოუწოდა ათორმეტთა მათ და ჰრქუა: ვის უნდეს თქუენგანსა პირველ ყოფაჲ, იყოს იგი ყოველთა მრწემ და ყოველთა მსახურ.36.და მოიყვანა ყრმაჲ და დაადგინა იგი შორის მათსა და მკლავთა მიიქუა იგი და ჰრქუა მათ:37.რომელმან ერთი ამათგანი ყრმაჲ შეიწყნაროს სახელისა ჩემისათჳს, მე შემიწყნაროს; და რომელმან მე შემიწყნაროს, არა მე შემიწყნაროს, არამედ მომავლინებელი ჩემი.38.მიუგო მას იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, რომელი ჩუენ არა შეგჳდგს, და ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემიდგს ჩუენ.39.ხოლო თავადმან ჰრქუა: ნუ აყენებთ მას, რამეთუ არავინ არს, რომელმან ქმნეს ძალი სახელითა ჩემითა და ჴელ-ეწიფოს ბოროტის-სიტყუად ჩემდა.40.რამეთუ რომელი არა ჩუენდა მტერ არს, იგი ჩუენ კერძო არს.
41.რომელმან გასუას თქუენ სასუმელი წყლისაჲ სახელად ჩემდა, რამეთუ ქრისტესნი ხართ, ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი.42.და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთაგანი მორწმუნეთაჲ ჩემდა მომართ, უმჯობეს არს მისა გამო-თუმცა-იბა ქედსა მისსა წისქჳლის ქვაჲ ვირით საფქველი და შთავარდა ზღუასა.43.და უკუეთუ დაგაბრკოლებდეს ჴელი შენი, მოიკუეთე იგი: უმჯობეს არს შენდა უჴელოჲსაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორთა ჴელთა სხმასა და შესლვად გეჰენიასა, ცეცხლსა მას უშრეტსა.44.სადა-იგი მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების.45.და უკუეთუ ფერჴი შენი დაგაბრკოლებდეს შენ, მოიკუეთე იგი: უმჯობეს არს შენდა მკელობელისაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორითა ფერჴითა შთაგდებად გეჰენიასა, ცეცხლსა მას უშრეტსა,46.სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების.47.და უკუეთუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი: უმჯობეს არს შენდა ერთითა თუალითა შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა, ვიდრე ორითა თუალითა შთაგდებად გეჰენიასა ცეცხლისა უშრეტისასა.48.სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების.49.რამეთუ ყოველივე ცეცხლითა დაიმარილოს, და ყოველი შესაწირავი მარილითა დაიმარილოს.50.კეთილ არს მარილი; ხოლო უკუეთუ მარილი უმარილო იქმნეს, რაჲთაღა შეინელოს იგი? გაქუს თავისა თქუენისა მარილი და მშჳდობით იყვენით ურთიერთას.
1. და ეტყოდა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი ძალითა.
ესაუბრება რა საკუთარ დიდებაზე და სურს რა ასწავლოს, რომ იგი ტყულად არ ახსენებს მას, უფალი ამის შემდეგ ეუბნება: „არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანი“, ანუ პეტრე იაკობი, იაონე, რომლებიც არ მოკვდებიან, სანამ მე არ ვუჩვენებ მათ ჩემი ფერისცვალებით, თუ როგორი დიდებით მოვალ მეორედ მოსვლისაა. რამეთუ ფერისცვალება სხვა...
ხოლო თავადმან ჰრქვა მათ: ესე ნათესავი ვერ შესაძლებელარს განსვლად, გარნა ლოცვითა და მარხვითა (მარკ. 9, 29.).
დღევანდელი სახარება მოგვითხრობს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, რომ ერთხელ კაცმან ვინმემ მოუყვანა მოციქულთა იესო ქრისტესთა თვისი შვილი, შეპყრობილი და გატანჯული სულისაგან არაწმიდისა და ევედრებოდა მათ, რათა განკურნონ იგი. გარნა მოწაფეთა ვერ შესძლეს მისი განკურნება და მოჰგვარეს იგი უფალსა იესო ქრისტესა და მან ერთითა სიტყვითა განაძო არაწმიდა სული მისგან. განკვირვებულთა მოციქულთა ჰკითხეს...
მიუგო იესო და რქუა: ჰოი ნათესავი ურწმუნოი! ვიდრემდევიყო თქუენ თანა? ვიდრემდე თავს ვიდებდე თქუენსა? (მარკ. 9,19).
სახარება მხოლოდ სამგზის ახსენებს, ანუ მოგვითხრობს, ისრეთს შემთხვევას, როდესაც იესო ქრისტე განრისხდა, ანუ მდაბიურად რომ იტყვიან, გაჯავრდა, ანუ გული მოუვიდა. ერთი ამისთანა შემთხვევა არის აღწერილი დღეს წაკითხულ სახარებასა შინა. იესო ქრისტე განრისხდა მოწაფეთა თვისთა ზედა, რადგანაც ისინი შთავარდენ ისრეთსა სულმოკლეობასა და ურწმუნოებასა შინა, რომ ვერ განკურნეს მოყვანილი ერთი ყრმა,...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე თქუა იესუ და შეძრწუნდა სულითა და წამა და თქუა: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“ (13,21).:
...ტყჳან, ვითარმედ: „ჰრქუა: შემომიდეგ მე. და მეყსეულად დაუტევა მამაჲ თჳსი და ყოველივე და შეუდგა მას“? ; და პეტრეს თანა აღვიდა მხოლოჲ იაკობითურთ თაბორს, ; ; და კუალად სხუასა ადგილსა სახლად იგი ოდენ შეიყვანა. და რაჟამს წარვიდა ლოცვად, იგინი განიყვანნა მის თანა. ; ანუ ამან მცირედი შესხმაჲ წარმოთქუა პეტრესი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „ჰრქუა ქრისტემან, ვითარმედ: პეტრე, გიყუარა?“ და ყოველსა ადგილსა აჩუენებს ფრიადსა სიმჴურვალესა მისსა, და ვითარ თჳსებით იყო იოვანეს მიმართ, რაჟამს თქუა, ვითარმედ: „უფალო, ამისთჳს რაჲ სთქუ?“ ფრიადისა სიყუარულისაგან იტყოდა. ხოლო უკუეთუმცა არა ჯერ-იყო და არამცა ამას ადგილსა მოსრულ იყო, არცამცა ამას ეთქუა ესე, რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „პეტრე წამ-უყვნა იოვანეს“,
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა?“ (17,4).:
...აჲ იგი, არამედ შიშისაგან და ზარისა შეძრწუნდა არა პირველთქუმულისა ხოლო მიზეზისათჳს, არამედ საკჳრველებისაგანცა ხილვისა მის დიდებულისა.
ამისთჳს მახარებელნი გამოაჩინებენ, ვითარმედ ზარისა მისგან და საკჳრველებისა შეძრწუნდა გონებაჲ მისი, ვითარცა იტყჳს მარკოზ, ვითარმედ: „არა იცოდა, რაჲმცა მიუგო, რამეთუ შეშინებულ იყვნეს“; და ლუკა იტყჳს, ვითარმედ: „პეტრე და მისთანანი დამძიმებულ იყვნეს ძილითა; ხოლო გან-რაჲ-იღჳძეს, იხილეს დიდებაჲ მისი და ორნი იგი კაცნი მის თანა მდგომარენი. და ჰრქუა პეტრე იესუს: მოძღუარ, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. ვქმნეთ აქა სამ ტალავარ... რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა“.
ხოლო დამძიმებად ძილითა ფრიადსა მას შიშისაგან და ზარისა დასულებასა მათსა მოასწავებს. რამეთუ ვითარცა თუალნი დამძიმდებიან და დაბნელდებიან, უკუეთუ მყოარ ჟამ შეადგნეს ვინ მცხინვარებასა მზისასა, ეგრეთვე და ფრიად უმეტესად მაშინ შეემთხჳა მათ, რამეთუ ბრწყინვალებაჲ იგი დაჰფარვიდა ნათელსა მზისასა და დაუმძიმებდა უძლურებასა თუალთა მათთასა. არა თუ ღამით იყო ხილვაჲ იგი, არამედ დღისი, და ელვარებამან მან დაფარა ბრწყინვალებაჲ მზისაჲ; ვითარმცა უკუე იტჳრთეს იგი ჴორციელთა მათ თუალთა?
ხოლო სიტყჳსა მის მიმართ პეტრესა არარაჲ მიუგო უფალ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ?“ (1,19).:
...ა არა უარ-ყო; და აღიარა, ვითარმედ: მე არა ვარ ქრისტე“ (1,20). ხოლო მათ სხუასა სიტყუასა იწყეს კითხვად, ვითარმედ: „ელია ხარა? და მან თქუა, ვითარმედ: არა ვარ“ (1,21), რამეთუ ელიაჲსსაცა მოელოდეს მოსლვასა, ვითარცა სხუასა ადგილსა წერილ არს. ; (17,10); და კუალად ჰკითხეს, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი იგი ხარა? და ჰრქუა მათ: არა ვარ“ (1,21), და იგი წინაჲსწარმეტყუელი იყო. რად უკუე უარ-ყო? გარნა რამეთუ გონებათა მათთა ხედვიდა, ხოლო მათ ასმიოდა მოსესგან, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი აღადგინოს უფალმან ღმერთმან, ვითარცა მე; მისი ისმინეთ“. რამეთუ იგი ქრისტე იყო. ამისთჳს არა ჰრქუეს, თუ: წინაჲსწარმეტყუელი ხარა? ვითარცა ერთი სხუათა წინაჲსწარმეტყუელთაგანი, არამედ ესრეთ ჰრქუეს, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი იგი ხარა?“ იგი, რომელი მოსე თქუაო? ამისთჳს ამან თქუა, ვითარმედ: „არა ვარ“, არა თუ წინაჲსწარმეტყუელი არა ვარო, არამედ იგი წინაჲსწარმეტყუელი არა ვარო, რომელსა მოსე იტყოდა. ხოლო მათ ჰრქუეს მას: „გუარქუ ჩუენ, ვინ ხარ, რაჲთა სიტყუაჲ მივართუათ მომავლინებელთა ჩუენთა“ (1,22). ჰხედავა, ვითარ აიძულებენ მას? ხოლო იგი სიტკბოებით დაჰჴსნის ყოველს...