მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 11:28

27. ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ; და არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების.28. მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ.29. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ.
სახარებაჲ მათესი თავი 11
28. მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროჲს ძალისა თქუენისა, არამედ ყოს განსაცდელსა თანა გამოყვანებაჲცა, რაჲთა შეუძლოთ დათმენად (10,13).:

...საჲ: რამეთუ სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროჲს ძალისა თქუენისა, არამედ ყოს განსაცდელსა თანა გამოყვანებაჲცა, რაჲთა შეუძლოთ დათმენად (10,13).

თარგმანი: ნამდჳლვე ამით სარწმუნო და ჭეშმარიტ არს, რამეთუ აღუთქუამს: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ" (). ამისთჳს შემსგავსებულად ძალისა ჩუენისა მოუშუებს განსაცდელთა; უფროჲსღა ესე ვთქუა, ვითარმედ: ყოველი განსაცდელი ზეშთა ძალისა ჩუენისა არს, არა თუ ქრისტე შეგუეწეოდის. ამისთჳს შეამოკლებს ჟამთა განცდისათა, რაჲთა არა უმეტეს განგრძობითა სრულიად დაჴსნილ ვიქმნნეთ მის მიერ.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ შჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტეს იესუჲს მიერ იყო“ (1,17).:

...ვა, ვითარ სახე იგი გამოჩნდებოდა, ხოლო ჭეშმარიტებაჲ აღესრულა?

კუალად შჯული იტყოდა: „წყეულ იყავნ ყოველი, რომელი არა დაადგრეს წერილსა ზედა ამის წიგნისასა!“ ხოლო ქრისტე რასა იტყჳს? - „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ“. და იქმნა იგი ჩუენთჳს წყევასა ქუეშე.

სწავლაჲ იდ სათნოდ ცხორებისათჳს; განყოფაჲ მადლთაჲ მათ, მოცემულთა ჩუენდა და ჰურიათადა

ვინაჲთგან უკუე ესოდენნი მადლნი მოცემულ არიან ჩუენდა და ჭეშმარიტებაჲ, გევედრები, ძმანო, ნუმცა ვიქმნებით სიდიდისათჳს ნი-ჭისა მის დაჴსნილ, რამეთუ რაოდენ უმეტესი პატივი მოგუეცა, ეგოდენცა უმეტესისა სათნოებისა თანამდებ ვართ, რამეთუ რომელსა მცირედი ქველისსაქმე მიეღოს, დაღაცათუ მცირედი ქველისმოქმედებაჲ აჩუენოს, არა ღირს არს ფრიადისა ბრალობისა, ხოლო რომელი თავსა პატივისასა აღვიდეს და მერმე უნდოჲ და დაჴსნილი ცხორებაჲ აქუნდეს, ფრიადსა საშჯელსა ღირს არს. არამედ ნუ იყოფინ თქუენ ზედა ესევითარი რაჲმე! რამეთუ ვესავ უფალსა, ვითარმედ ზეცად აღგიყვანებიან სულნი თქუენნი და ქუეყანისაგან შორს ქმნულ ხართ; დაღაცათუ სოფელსა შინა ხართ, არამედ არა იქმთ საქმეთა სოფლისათა, გარნა ჩუენ ამასცა ზედა არავე დავსცხრებით ვედრებად თქუენდა, რამ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და მერმე მიუგო მათ იესუ იგავით და ჰრქუა (ვისმინოთ ესეცა იგავი, ვითარ შუენიერ არს და საშინელ): ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ. და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები ჩემი და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას. ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე თჳსსა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თჳსსა. ხოლო სხუათა შეიპყრნეს მონანი იგი მისნი, აგინეს და მოსწყჳდნეს. ხოლო მეუფე იგი განრისხნა და მიავლინა ერი თჳსი და მოსრნა კაცისმკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა. მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს. წარვედით მებოძირთა გზა-თასა და რავდენნიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას. და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რავდენი პოეს ბოროტი და კეთილი. და აღივსო ქორწილი იგი მეინაჴითა. და შე-რაჲ-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე. და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა. მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თჳსთა: შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი, და მცირედ - რჩეულნი“ (22,1-14).:

...აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“; და „მისა ჯერარსო აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად“.

მერმე კუალად უწოდა თავადმან ძემან ღმრთისამან, რამეთუ ეტყოდა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ“. და კუალად იტყჳს: „რომელსა სწყურის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ“. ხოლო ვინაჲთგან ჯუარს-აცუეს იგი, ამისაცა შემდგომად უწოდა პირითა პეტრესითა და სხუათა მათ მოციქულთაჲთა. და რაოდენცა იგი სულგრძელ ექმნა, იგინი უმეტესად განფიცხნეს. და არა თუ ხოლო მოსლვად უდებ იქმნეს და ცუდნი საქმენი იმიზეზნეს, არამედ მჩინებელნიცა იგი მონანი მისნი აგინნეს და მოსწყჳდნეს.

ესე პირველისა მის იგავისა უძჳრეს იყო. მუნ იტყჳს, ვითარმედ: მოვიდეს მონანი იგი ვენაჴისა უფლისანი და ნაყოფთა ეძიებდეს, ამისთჳს მოიკლნეს. ხოლო ესენი წოდებად მოვიდეს ქორწილსა და სიხარულსა და შენდობაჲ აღუთქუეს მოკლვისა მისისაჲ და შეყვანებაჲ უქადეს სასუფეველსა. რაჲსათჳს მოსწყჳდნეს? რაჲმცა იყო ამის სიბორგილისა და უკეთურებისა შემსგავსებაჲ? ამისთჳს პავლე იტყჳს: „რომელთა-იგი უფალი მოკლეს იესუო და წინაჲსწარმეტყუელნი და ჩუენ გამოგუდევნნეს“....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა სახლისა უფალსა, რომელი განვიდა განთიად დადგინებად მუშაკთა ვენაჴსა თჳსსა. და აღუთქუა მათ სასყიდელი თითოეულად დრაჰკანი დღესა და წარავლინნა იგინი ვენაჴსა თჳსსა. და განვიდა მესამესა ჟამსა და პოვნა სხუანი, მდგომარენი უბანსა ზედა უქმად, და ჰრქუა მათ: მივედით თქუენცა ვენაჴსა მას ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიგცე თქუენ. ხოლო იგინი წარვიდეს. და მერმე განვიდა მეექუსესა და მეცხრესა ჟამსა და ყო ეგრე. ხოლო მეათერთმეტესა ჟამსა განვიდა და პოვნა სხუანი მდგომარენი და ჰრქუა მათ: რაჲსა სდეგით თქუენ აქა დღე ყოველ უქმად? ხოლო მათ ჰრქუეს მას: არავინ დამიდგინნა ჩუენ. ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა მას ჩემსა. და ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა სახლისა უფალმან ეზოჲსმოძღუარსა თჳსსა: მოუწოდე მუშაკთა მათ და მიეც სასყიდელი; იწყე უკუანაჲსკნელითგან ვიდრე პირველთამდე. მოვიდეს მეათერთმეტისა ჟამისანი იგი და მიიღეს თითოჲ დრაჰკანი. მოვიდეს პირველნიცა იგი და ჰგონებდეს, ვითარმედ უფროჲსი მიიღონ, და მიიღეს მათცა თითოჲ დრაჰკანი. და მი-რაჲ-იღეს, დრტჳნვიდეს სახლისა უფლისა მისთჳს და იტყოდეს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელთა მათ ერთი ხოლო ჟამი დაყვეს, და სწორ ჩუენდა ჰყვენ იგინი, რომელთა ვიტჳრთეთ სიმძიმე დღისაჲ და სიცხე. ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა და ჰრქუა: მოყუასო, არას გავნებ შენ, ანუ არა დრაჰკანი ერთი აღგითქუ შენ? მიიღე შენი და ვიდოდე. ხოლო მნებავს უკუანაჲსკნელსა ამას მიცემად, ვითარცა შენ. ანუ არა ჯერ-არს ჩემდა, რაჲცა მინდეს, ყოფად ჩემსა ზედა? არამედ თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, რამეთუ მე სახიერ ვარ. ესრეთ იყვნენ წინანი უკუანა, და უკუანანი - წინა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი - რჩეულ“ (20,1-16).:

...იცოდა, ვითარმედ ისმინოს. ეგრეთვე ყოველთა, რომელთა მიიღეს ზეგარდამო წოდებაჲ, კაცად-კაცადსა ოდეს ეგულებოდა მორჩილებაჲ, მა-შინცა მიიღო წოდებაჲ; ხოლო სხუათა მათ ერთა, ესე იგი არს, ყოველსა სოფელსა, დაუცადებელად უწოდს და ჴმითა მაღლითა იტყჳს: „მოედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ“. გარნა კაცად-კაცადი ნებისაებრ თჳსისა ისმენს წოდებასა მას, რომელნიმე ადრე და რომელნიმე გჳანად; სხუანი ყოვლადვე არა ისმენენ, არამედ უქმობასა მას შინა კეთილისასა აღასრულებენ ცხორებასა თჳსსა და ვენაჴსა მას საღმრთოსა არა შევლენ თჳსითა უბადრუკებითა და დაჴსნილებითა.

ხოლო უფალი ყოველთა ყოვლადვე უწოდს და შეწყნარებად მზა არს ადრეცა მიმავალთა ვენაჴსა მისსა და გჳანადცა. ხოლო რომელ-იგი წერილ არს იგავსა მას შინა, ვითარმედ: „ჰრქუეს მეათერთმეტისა ჟამისათა: არავინ დამიდგინნა ჩუენ“, ესე ნუვის აკჳრვებს, რამეთუ, ვითარცა ვთქუ, იგავთა შინა არა ჯერ-არს ყოველთავე სიტყუათა გამოწულილვაჲ, არამედ პირი ხოლო და ძალი იგავისაჲ მის გულისჴმის-ყოფად. და კუალად ესეცა გულისჴმა-ყავ, ვითარმედ იგავსა მასცა შინა არა სახლის უფალი იგი იტყჳს ამას სიტყუასა, არამედ მუშაკნი. ხოლო მან არა ამხილა, არცა შესწამა, ვითარმედ ადრითგან უწოდა, რაჲთა არა შეშინდენ და დაიჴსნენ, არამედ ს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლჱ ვითარმედ უღელი სიმართლისაჲ სუბუქ არს და მცირე, ხოლო ცოდვისაჲ - მძიმე და ბოროტ:

...ველსა ზედა ძნელვე გიჩნს შენ სათნოებაჲ და მძიმე, გულისჴმა-ყავ, რამეთუ ცოდვაჲ უმძიმჱს არს და უძჳრჱს. ამას უკუე მოასწავებდა უფალი, ამისთჳს პირველად თქუა: „მოედით ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი“, რაჲთა გიჩუენოს, ვითარმედ ცოდვაჲ არს მძიმე და საჭიროჲ ტჳრთი; და მერმე შესძინა: „აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა“, რაჲთა სცნათ, ვითარ არს ცოდვაჲ მძიმჱ და საწყინო, და უღელი სათნოებისაჲ - ტკბილ და სუბუქ. ეგრეთვე წინაჲსწარმეტყუელი წარმოიტყჳს სიმძიმესა მას ცოდვისასა და ღაღადებს: „რამეთუ უსჯულოებანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა, ვითარცა ტჳრთი მძიმე, დამიმძიმდა ჩემ ზედა“. და კუალად ზაქარია გამოსახავს მას და შანთად ბრპენისა სახელ-სდებს. რამეთუ არარაჲ ესრეთ დაამძიმებს სულსა და ქუე დაჰქენჯნის, ვითარ მხილებაჲ ცოდვისაჲ, და არარაჲ ესრეთ აღასუბუქებს და ფრთოან-ჰყოფს, ვი-თარ მოგებაჲ სიმართლისა და სათნოებისაჲ. და ესრეთ გულისჴმა-ყავ, არა მძიმედ ჩანსა სიგლახაკჱ და უპოვრებაჲ, და მიპყრობაჲ ღაწუთაჲ ყურიმლისა ცემად, და პაჰრაკობაჲ და სხუაჲ იგი სათნოებისა წესი, და მერმეღა სიკუდილისაცა ძჳრ-ძჳრისა თავს-დებაჲ? არამედ უკუეთუ სიბრძნჱ გონიერი შევიმოსოთ და თუალნი სულისანი ა...

სრულად ნახვა