ვინაჲთგან ზემო თქუა უფალმან ჰურიათა მიმართ, ვითარმედ: „დაეტეოს სახლი თქუენი ოჴრად“, და სხუანი იგი მრავალნი ძნელოვანნი მოწევნადნი მათ ზედა აუწყნა, ესმა ესე ყოველი მოწაფეთა და უკჳრდა. ამისთჳს მოუჴდეს მას და უჩუენებდეს შენებასა მის ტაძრისასა, ვითარცა განკჳრვებით, უკუეთუ ნანდჳლვე ესოდენი შუენიერებაჲ და ჴელოვნებანი იგი ნაქმართანი და ნივთნი იგი დიდფასისანი ოჴრებად მიეცნენ. ხოლო უფალმან განცხადებულად ჰრქუა მათ, ვითარმედ: „ხედავთ სამე ამას ყოველსა“ და გიკჳრს? „ამენ გეტყჳ თქუენ: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, ვიდრემდე ყოველი დაირღუეს“.
ნუუკუე თქუას ვინმე, ვითარმედ: იპოებიან აწცა ადგილნი მის ტაძრისანი, არა სრულიად დარღუეულნი; ვითარ უკუე იტყჳსო, თუ: „არა დაშ-თეს ქვაჲ ქვასა ზედა“? და რაჲ არს ესე? ამისგან სიტყუაჲ მისი არა დავარდების, რამეთუ მას ადგილსა, სადა მაშინ უფალი დგა და ესე სიტყუაჲ თქუა, არა დაშთომილ არს ქვაჲ ქვასა ზედა ვიდრე საფუძველადმდე; ხოლო სხუათა ადგილთა დაღაცათუ მცირედი რაჲმე ჩანს კედლები, არამედ იგიცა დარღუევად არს. ვინაჲთგან სრულიადი ოჴრებაჲ მისი იქმნა, რომელიმცა უგუნური იჭუეულ...