თ ა რ გ მ ა ნ ი: ეჰა რაოდენთა კეთილთა ღირს არს სახელი ესე, რომელ კურთხეულ უწოდა მათ, და კურთხეულ მამისა მიერ. და ვინაჲ ღირს იქმნეს ამას პატივსა? რაჲ იყო მიზეზი ესოდენისა ამის დიდებისაჲ? „მშიოდა, და მეცით მე ჭამადიო“, და შემდგომი ამისი. დიდი პატივი და დიდი ნეტარებაჲ მოიყიდეს ადვილითა და სუბუქითა ფასითა; ნეტარ არიან იგინი და სამგზის სანატრელ. და ისმინეთ ნეტარებაჲ: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი პირველ სოფლის დაბადებისა“. არა თქუა, თუ: მიიღეთ, არამედ „დაიმკჳდრეთო“, ვითარცა თჳსი, ვითარცა მამული, ვითარცა პირველითგან თანანადები მოცემად თქუენდა; რამეთუ ვიდრეღა არა დაბადებულ იყვენით, არცა შობილ, მაშინვე განმზადებულ იყო ესე თქუენთჳს, რამეთუ გიცოდენ თქუენ, რამე-თუ ესევითარნი ყოფად ხართ. ეჰა საკჳრველი, რომლისა საქმისა ნაცვალად რასაღა მიიღებენ! პურისა წილ და სართულისა და წყლისა, სამოსლისა წილ უნდოჲსა, მისლვისა წილ და ხილვისა. რამეთუ არარას მეტსა და ნამეტნავსა ეძიებს, არამედ ყოველსავე ზედა საჴმარსა ხოლო. და მრავალგზის არცა თუ საჴმარსა, რამეთუ სნეულსა უჴმს განკურნებაჲ, და პყრობილსა -...
სახარებაჲ მათესი 25:35
34-40. მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ. რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა. მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი და შეგმოსეთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უძლური ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა? და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ. - ვიდრე გაასამართლებდეს, უფალი არც პატივს მიაგებს ვინმეს და არც სჯის, რადგანაც კაცთმოყვარეა და ამით ჩვენც გვასწავლის, რომ ვიდრე არ გამოვიძიებთ, არ განვსაჯოთ. ამგვარად, სამსჯავროს შემდეგ, დასჯილებს თავის გამართლების საშუალება აღარ ექნებათ. კურთხეულს იგი წმინდანებს უწოდებს, რადგანაც მამისაგან არიან შეწყნარებულნი. უფალი მათ...
და მოიგოს მეუფემან მან და რქვას მათ: „ამინ გეტყვი თქვენ, რავდენი უყავით ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავით“ (მათე 31).
იქნება, ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, ოდესმე ვინმემ თქვენგანმა იკითხა თავის გულში, რომელი არის უდიდესი ყოველთა ქრისტიანეთა სათნოებათა შორის? რომლითა საქმითა, ანუ სათნოებითა ქრისტიანე უმეტესად ასიამოვნებს ღმერთსა, და დაიმკვიდრებს სასუფეველსა ღვთისასა? დღეს წარკითხული სახარება გვაძლევს ჩვენ ამისა პასუხსა. უდიდესი და უმეტესად ყოვლისა სასიამოვნო ღვთისათვის სათნოება ყოფილა მოწყალება, ანუ მრავალფერი შემწეობა მრავალ-ფერად გაჭირვებულთა და ნაკლულევანთა მოსყვასთა. დღეს წარკითხულისა სახარებისაგან გვესმა ჩვენ, რომელ ოდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოვალს მეორედ ქვეყანასა ზედა დიდებითა და ძალითა მამისა მისისათა, ანგელოზთა მისთა თანა, და დაჯდება საყდარსა ზედა დიდებისასა, და შეიკრიბებიან მის წინაშე ყოველნი ტომნი და ნათესავნი კაცთანი, მაშინ იგი განარჩევს მართალთა და ცოდვილთა, ვითარცა რა მწყემსმან განარჩიოს ცხოვარი თიკანთაგან, და დაადგინებს პირველთა მარჯვენით თვისსა და უკანასკნელთა მარცხენით თვისსა. მაშინ...
არა უმიზეზოდ დააწესა, ძმანო ქრისტიანენო, წმიდამან ეკლესიამან წარკითხვა დღეს სახარებისა მის, რომელიცა გამოხატავს მეორედ მოსვლასა და საშინელსა სამსჯავროსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. მოახლოებულ არიან დღენი ლოცვისა და მარხვისანი, რომელთა შინა ჩვეულება გვაქვს ჩვენ, მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა, მონანება და მიღება წმიდისა საიდუმლოისა; ამისათვის წმიდა ეკლესია ადრითგან გვამზადებს ჩვენ, რათა ღირსად აღვასრულოთ საღმრთო ვალი ესე ჩვენი და სიწმიდით განვატაროთ დღენი დიდისა მარხვისანი. ერთსა მახლობელსა წარსულსა კვირიკესა წარკითხულ იქნა ეკლესიაში სახარებისაგან იგავი მეზვერისა და ფარისევლისა, რომლითა მაცხოვარმან გვასწავა ჩვენ, თუ ვითარ ჯერ-არს ლოცვა და მონანება. მეორესა კვირიაკესა იგავითა უძღებისა ვისწავეთ ჩვენ, ვითარ დაამდაბლებს ცოდვა კაცსა და ვითარ მამა ჩვენი ზეციერი ელის მონანებასა კაცისა ცოდვილისა და სიხარულით მიიღებს კაცსა მონანულსა. ბოლოს დღეს წარკითხულითა სახარებითა საშინელისა სამსჯავროისათვის წმიდა ეკლესია შეგვაგონებს ჩვენ, ვითარი ხვედრი მოელის კაცსა ცოდვილსა და მართალსა.
ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, არცა ერთი ჰაზრი და წარმოდგენა ისრე...
...ვის ცათა სასუფეველი მომზადებულია გაჭირვებულთა შესახებ მზრუნველობისთვის: „მოვედით, — ნათქვამია იქ, — კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ" (). რატომ და რისთვის? „რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი" (). ხოლო უკანასკნელთათვის საუკუნო ცეცხლი არის მომზადებული. „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს" (). დიდია ამ სიტყვების მნიშვნელობა! ყოველივეს უფალი და შემოქმედი ამბობს: „რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი" (). რომელ სულს არ აღაძრავს ეს, თუნდაც ის ქვის სული იყოს? შენი უფალი მშიერი დადის, ხოლო შენ ფუფუნებაში ცხოვრობ! და არა მხოლოდ ეს არის საშინელი, არამედ ისიც, რომ ფუფუნებაში მცხოვრები ბედავ მისი უგულებელყოფას, თანაც მაშინ, როცა ბევრს კი არ ითხოვს, არამედ მხოლოდ ერთ პურს, შიმშილის მოსაკლავად. იგი სიცივისგან გაშეშებული დადის, შენ კი, აბრეშუმის ქსოვილებში გახვეული, ყურადღებას არ აქცევ, არანაირ თანალმობას არ იჩენ, არამედ ყოველგვარი თანალმობის გარეშე მის გვერდით...
...ლუხვობა გამოვიჩინოთ, რათა მცირედის მიცემით, დიდი ჯილდოს ღირსნი გავხდეთ. მართლაც, მითხარი, რა თანასწორობაა — ცოტაოდენი ფული მისცე და ცოდვათა მოტევება მიიღო? მშივარს გამოკვებო — და იმ საშინელ სამსჯავრო დღეს კადნიერება მოიპოვო და ისმინო სიტყვები, რომლებიც სასუფევლის ღირსია: „რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი" ()? ნუთუ ის, ვინც შენ მიმართ ასეთი გულუხვობა გამოიჩინა, თავად ვერ შეძლებდა ამ მშივრის საჭიროების დაკმაყოფილებას? მაგრამ იგი მას სიღარიბეში ტანჯვის უტოვებს, რომ ისიც მოთმინებისთვის დიდი ჯილდოს ღირსი გახდეს, და შენც მოწყალებით კადნიერება შეიძინო.
3. მოწყალება და ღვთის აღთქმა აბრამისადმი (13:14-16)
ხედავ უფლის კაცთმოყვარეობას, როგორ მოაწყობს იგი ყველაფერს ჩვენი ცხონებისთვის? მაშ, როცა იფიქრებ, რომ ღარიბი სიღარიბესთან იბრძვის და შიმშილისგან ილევა შენთვის და შენი სარგებლისთვის, ნუ ჩაუვლი თანალმობის გარეშე, არამედ ერთგული განმგებელი იყავი იმისა, რაც უფლისგან გერწმუნა, რომ ღარიბის საჭიროების დაკმაყოფილებით, თავადაც ზეციდან დიდი კეთილგანწყობის ღირსი გახდე. ადიდე შენი უფალი იმის გამოც, რომ მან შენთვის და შენი ცხონებისთვის დაუშვა ამ ადამიანის სიღარიბეში ცხოვრება, რომ შენ შეძლო იპოვო საშუალება შენი ცოდვების განწმენდისა და უფლისგან გერწ...
...ძმათა ჩუენთა. რამეთუ არა გამოყვანებასა საპყრობილით, არცა აღდგინებასა სნეულისასა, არამედ მისლვასა ოდენ გუამცნებს ხილვად მათდა. არცა მრავალფერთა სანოვაგეთა მიცემად მშიერისა, არამედ პურსა — საჭიროა საზრდელსა, და ამას აღიარებს დღესა მას საშჯელისასა მადლობით ჩუენთჳს: "მშიოდა და მეცით მე ჭამადი, მწყუროდა და მასჳთ" () და შემდგომი ამისი. ამას ყოველსა თანა ესე არს უმეტესი არა-სიმძიმე მცნებათა მისთაჲ, რამეთუ ჩუენგან გულსმოდგინებასა ხოლო ეძიებს და დაწყებასა მოქმედებისასა, და იგი თავადი შეგუეწევის და სრულ ჰყოფს საქმით გულსმოდგინებასა ჩუენსა.
მოციქულისაჲ: რამეთუ ყოველი რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს სოფელსა. და ესე არს ძლევაჲ, რომლითა სძლევს სოფელსა, სარწმუნოებაჲ ჩუენი. რაჲ არს, რომლითა სძლევს სოფელსა? —არამედ რომელსა ჰრწმენეს, ვითარმედ იესუ არს ძე ღმრთისაჲ (5,4-5).
თარგმანი: სიტყჳთა სარწმუნოებისაჲთა და ძალითა ნათლისღებისაჲთა მადლით ვიშვებით ღმრთისა მიერ, და რაჟამს მის მიერ შობილნი სათნოებათა მიერ ვემსგავსებოდით მას, ვსძლევთ სოფელსა, ესე იგი არს ყოველსა სიბოროტესა და უღმრთოებასა. რამეთუ ძალი სარწმუნოებისა ჩუენისაჲ განმჴდელ ექმნების ყოველსა ბნელსა უმეცრებისასა, რაჟამს სიტყჳთ და საქმით გურწმენეს, ვითარმედ იესუ არს ძე ღმრთისაჲ. რამეთუ ამი...
...(ლუკ. 7,37-38) და კუალად ესეცა ვთქუა, ვითარმედ: არა იცოდეს მათ მაშინ სიტყუაჲ იგი აღდგომისაჲ და ამისთჳს იქმოდეს ამას, ვითარცა იყო წესი ჰურიათაჲ. რაჲთა სცნა, ვი-თარმედ ქრისტეს ესე არად უჴმდა, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მიხილეთ მე მშიერი და გამომზარდეთ, და წყურიელი და მასუთ“, და არასადა იტყჳს, ვითარმედ: მკუდარი დამმარხეთ დიდფასისა სამოსლითა. რამეთუ არა თუ დაფლვასა და სახუეველთა გაყენებ, - ნუ იყოფინ! - არამედ ამაოსა მას უზომოებასა. და უკუეთუ იტყჳთ, ვითარმედ: სიყუარული წარსრულისაჲ მის გუარწმუნებს ამას, ესე არა სიყუარული არს. არამედ უკუეთუ გიყუარს წარსრული იგი, მე გიჩუენო საქმჱ სიყუარულისაჲ: შეჰმოსენ მას სამოსელნი, რომელნი არასადა განიხრწნენ, არცა ვინ წარიპარნეს იგინი, - ესე არს მოწყალებაჲ; იგი აღდგეს მის თანა და ადიდოს, რამეთუ მით სამოსლითა ბრწყინვიდენ, რომელთა ჰრქუას, ვითარმედ: „მშიერი ვიყავ, და გამომზარდეთ“. ხოლო აწინდელნი ესე სამკაულნი არარა არიან, გარნა ტაბლაჲ მატლთაჲ, რამეთუ ჯერ-არს შეხუევაჲ საზომისაებრ, ხოლო ამაოჲ იგი საქმჱ რად ჯერ-არს? რომელთადა ცხორებასა ამასცა ერთითა სამოსლითა ბრძანებულ არს ყოფაჲ, შემდგომად სიკუდილისა რად შეჰმოსთ სამოსელთა მრავალსასყიდლისათა და ოქროსა და ვეცხლსა?
დავსცხრეთ ა...
...სსაქმესა მას. უკუეთუმცა არა თჳსად შეჰრაცხვიდა, არამცა ღირსყვნა მოწყალენი სასუფეველსა, და უწყალონი არამცა მისცნა გეჰენიასა. არამედ საცნაურ არს, ვითარმედ თჳსად შეურაცხია, რავდენიცა უყოთ გლახაკთა.
ამისთჳს, კაცო, იხილო რაჲ გლახაკი, მოიჴსენენ სიტყუანი უფლისანი, რომელ თქუა, ვითარმედ: „მშიოდა, და მეცით მე ჭამადი“, და შემდგომი ამისი, და მოსწრაფებით ქმენ ქველისსაქმე. უკუეთუ არა გრწამს აწ, მაშინ გრწმენეს, ოდეს გრქუას: „რავდენი არა უყავთ ერთსა მცირეთა ამათგანსა, მე არა მიყავთ“. გარნა ნუ იყოფინ ჩუენდა სმენად ამის ჴმისა, არამედ მოგუეცინ უფალმან აქავე ნაყოფსა მოწყალებისასა ჩუენებად და სმენად ჴმასა მას კურთხევისასა, მწოდებელსა ჩუენდა სასუფეველად.
ჰე, გევედრები, შევიტკბოთ მოწყალებაჲ, რაჲთამცა მივემთხჳნეთ წყალობასა. გარნა ნუ მონახუეჭისა და ნატაცებისაგან ვიქმთ ქველისსაქმესა, რამეთუ ესევითარნი ქველისსაქმენი ჰურიათა შეჰგვანან, არა ქრისტეანეთა. არამედ არიან აწცა ვიეთნიმე, რომელნი ბევრეულსა მოიტაცებენ და მოიხუეჭენ, და უკუეთუ ათი, გინა ოცი, ანუ თუ ასი დრაჰკანი მისცენ გლახაკთა, ჰგონებენ, თუ შენდობილ არიან ბრალნი მათნი; რომელთათჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „დაჰფარვიდეს ცრემლითა გლახაკთაჲთა საკურ...