მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 25:42

41. მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს,42. რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასუთ მე;43. უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილესა, და არა მოხუედით ჩემდა.
სახარებაჲ მათესი თავი 25
42. რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასუთ მე;
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰრქუას მარცხენეთა მათ: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და მსახურთა მისთა. რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასუთ მე; უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილეს, და არა მოხუედით ჩემდა. მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი, ანუ წყურიელი, ანუ უცხოვებასა, ანუ შიშულობასა, ანუ უძლურებასა, ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ? მაშინ მიუგოს მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რავდენსა არა უყავთ ერთსა მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ“ (25,41-45).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ეჰა ჴმაჲ სასტიკი და სავსე სიმწარითა! ვაჲმე, ვაჲმე დღისა მისთჳს და ჟამისა! რაჲ-მე ყოფად არს? რამეთუ შეურვებულ ვარ, საყუარელნო, და შეძრწუნებულ, და ვინ მოსცეს თავსა ჩემსა წყალი და თუალთა ჩემთა წყაროჲ ცრემლთაჲ? და ვტიროდემცა დღე და ღამე უბადრუკებასა მას მარცხენით მდგომარეთასა. ვინ თავს-იდვას სახიერისა მის და ტკბილისა პირისა გარემიქცევაჲ, ოდეს-იგი თქუას: „წარვედით ჩემგან, წყეულნო!“ ზემო თქუა: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო“, ხოლო აწ: „წარვედითო ჩემგან, წყეულნო!“ არღარა მამისაგან, რამეთუ არა თუ მან დაწყევნა იგინი, არამედ - საქმეთა მათთა. „წარვედით ცეცხლსა მას საუკუნესა“, რომელი-იგი განმზადებულ არს არა თქუენთჳს, არამედ „ეშმაკისათჳს და მსახურთა მისთა“. ოდეს-იგი სასუფეველისათჳს იტყოდა, ეგრეთ თქუა: „განმზადებული თქუენთჳსო პირველ სოფლის დაბადებისა“, ხოლო ცეცხლისათჳს არა იტყჳს ამას, არამედ „რომელი განმზადებულ არსო ეშმაკისთჳს“, რამეთუ მე თქუენთჳს სასუფეველი განვმზადე, ხოლო ცეცხლი - ეშმაკისათჳს და მსახურთა მისთა; ვინაჲთგან უკუე თქუენ თავნი თჳსნი ღირს ცეცხლისა ჰყვენით, თჳსთა თავთა აბრალეთ. და უჩუენებს მიზეზსა: „მშიოდა, და არა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
25:41-46 — უმოწყალოთა განკითხვა:

41-46. მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს, რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასუთ მე; უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილესა, და არა მოხუედით ჩემდა. მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი ანუ წყურიელი, ანუ უცხოებასა, ანუ შიშულოებასა, ანუ უძლურებასა, ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ? მაშინ მიუგოს მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ. და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხორებასა საუკუნესა. - მარცხნივ მდგომარეთ უფალი ცეცხლსა შინა გზავნის, რომელიც ეშმაკმა მოამზადა. რადგანაც დემონები უწყალონი და ჩვენს მიმართ არამეგობრულად და მტრულად არიან განწყობილნი, შესაბამისად, იმავე სასჯელს დაიმსახურებენ ისინიც, რომელთაც იგივე თვისებები აქვთ და თავიანთი საქმეების გამო დაიწყევლნენ. ყურადღება მიაქციე, რომ ღმერთს ჩვენთვის არც ცეცხლი მოუმზადებია და არც სასჯელი...

სრულად ნახვა
სიტყვა ხორციელის კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

და მოიგოს მეუფემან მან და რქვას მათ: „ამინ გეტყვი თქვენ, რავდენი უყავით ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავით“ (მათე 31).

იქნება, ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, ოდესმე ვინმემ თქვენგანმა იკითხა თავის გულში, რომელი არის უდიდესი ყოველთა ქრისტიანეთა სათნოებათა შორის? რომლითა საქმითა, ანუ სათნოებითა ქრისტიანე უმეტესად ასიამოვნებს ღმერთსა, და დაიმკვიდრებს სასუფეველსა ღვთისასა? დღეს წარკითხული სახარება გვაძლევს ჩვენ ამისა პასუხსა. უდიდესი და უმეტესად ყოვლისა სასიამოვნო ღვთისათვის სათნოება ყოფილა მოწყალება, ანუ მრავალფერი შემწეობა მრავალ-ფერად გაჭირვებულთა და ნაკლულევანთა მოსყვასთა. დღეს წარკითხულისა სახარებისაგან გვესმა ჩვენ, რომელ ოდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოვალს მეორედ ქვეყანასა ზედა დიდებითა და ძალითა მამისა მისისათა, ანგელოზთა მისთა თანა, და დაჯდება საყდარსა ზედა დიდებისასა, და შეიკრიბებიან მის წინაშე ყოველნი ტომნი და ნათესავნი კაცთანი, მაშინ იგი განარჩევს მართალთა და ცოდვილთა, ვითარცა რა მწყემსმან განარჩიოს ცხოვარი თიკანთაგან, და დაადგინებს პირველთა მარჯვენით თვისსა და უკანასკნელთა მარცხენით თვისსა. მაშინ...

სრულად ნახვა
სიტყვა კვირიაკესა ხორციელისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

არა უმიზეზოდ დააწესა, ძმანო ქრისტიანენო, წმიდამან ეკლესიამან წარკითხვა დღეს სახარებისა მის, რომელიცა გამოხატავს მეორედ მოსვლასა და საშინელსა სამსჯავროსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. მოახლოებულ არიან დღენი ლოცვისა და მარხვისანი, რომელთა შინა ჩვეულება გვაქვს ჩვენ, მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა, მონანება და მიღება წმიდისა საიდუმლოისა; ამისათვის წმიდა ეკლესია ადრითგან გვამზადებს ჩვენ, რათა ღირსად აღვასრულოთ საღმრთო ვალი ესე ჩვენი და სიწმიდით განვატაროთ დღენი დიდისა მარხვისანი. ერთსა მახლობელსა წარსულსა კვირიკესა წარკითხულ იქნა ეკლესიაში სახარებისაგან იგავი მეზვერისა და ფარისევლისა, რომლითა მაცხოვარმან გვასწავა ჩვენ, თუ ვითარ ჯერ-არს ლოცვა და მონანება. მეორესა კვირიაკესა იგავითა უძღებისა ვისწავეთ ჩვენ, ვითარ დაამდაბლებს ცოდვა კაცსა და ვითარ მამა ჩვენი ზეციერი ელის მონანებასა კაცისა ცოდვილისა და სიხარულით მიიღებს კაცსა მონანულსა. ბოლოს დღეს წარკითხულითა სახარებითა საშინელისა სამსჯავროისათვის წმიდა ეკლესია შეგვაგონებს ჩვენ, ვითარი ხვედრი მოელის კაცსა ცოდვილსა და მართალსა.

ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, არცა ერთი ჰაზრი და წარმოდგენა ისრე...

სრულად ნახვა
საუბარი 50. „და მუცლად-იღო რებეკა" (დაბ 25:21–22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. სიმდიდრის უგულებელყოფა და გლახაკთა მიმართ მოწყალება:

...ის საუკუნო ცეცხლი არის მომზადებული. „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს" (). დიდია ამ სიტყვების მნიშვნელობა! ყოველივეს უფალი და შემოქმედი ამბობს: „რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი" (). რომელ სულს არ აღაძრავს ეს, თუნდაც ის ქვის სული იყოს? შენი უფალი მშიერი დადის, ხოლო შენ ფუფუნებაში ცხოვრობ! და არა მხოლოდ ეს არის საშინელი, არამედ ისიც, რომ ფუფუნებაში მცხოვრები ბედავ მისი უგულებელყოფას, თანაც მაშინ, როცა ბევრს კი არ ითხოვს, არამედ მხოლოდ ერთ პურს, შიმშილის მოსაკლავად. იგი სიცივისგან გაშეშებული დადის, შენ კი, აბრეშუმის ქსოვილებში გახვეული, ყურადღებას არ აქცევ, არანაირ თანალმობას არ იჩენ, არამედ ყოველგვარი თანალმობის გარეშე მის გვერდით ჩაუვლი. ამას რა გამართლება შეიძლება ჰქონდეს? — მაშ, ვიზრუნოთ არა იმაზე, რომ ნებისმიერი საშუალებით ყველაზე მეტი სიმდიდრე მოვიხვეჭოთ, არამედ ყურადღება იმას მივაქციოთ, რომ ისიც, რაც გვაქვს, კარგად განვკარგოთ. შევუმსუბუქოთ გაჭირვებულთა სიღარიბე, რომ არ დავკარგოთ ის სიკეთენი, რომლებიც მუდმივად რჩება და არავითარ ცვალებადობას არ ექვემდებარება. სწორედ იმისთვის დამალა ჩვენგან უფალმა ჩვენი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოდ ვითარმედ სათნოებაჲ სულიერი მსხუერპლი არს, და ვეცხლისმოყუარებაჲ ცუდადმზუაობრობისაგან არს:

...იგი ნებასა ზედა.

აწ უკუე რად ვჰყოფთ თავთა ჩუენთა უსიტყუელ წინაშე ღმრთისა? რამეთუ რომელი უფიცხლჱსისა ვნებისა მიერ იძლიოს, არა ესრეთ ღირს არს საშჯელისა, ვითარ იგი, რომელი უძლურისა ვნებისა მიერ ესრეთ მოუძლურებულ იქმნეს. რამეთუ რაჲ ვთქუათ, რაჟამს გუარქუას, ვითარმედ: „მიხილეთ მე მშიერი, და არა მეცით მე ჭამადი“? ნუუკუე ქურივსა მას უგლახაკჱს ვართა, რაჲთამცა სიგლახაკჱ ვიმიზეზეთ? რამეთუ ღმერთი არა სიმრავლესა საფასეთასა ეძიებს, არამედ სიკეთესა გონებისასა, და ესეცა მისისა კაცთმოყუარებისაგან არს. ამისთჳს უკუე ვისწრაფოთ ძალისაებრ ჩუენისა ქმნად კეთილისა, რაჲთა მივემთხჳნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პჱ მოწყალებისათჳს:

...ისმინოთ, აჰა ესერა გლახაკნი წინა-შე თუალთა ჩუენთა არიან. რავდენთაცა ძალ-გუედვას ჩუენ გამოზრდად, არა უდებ ვიქმნეთ, რავდენთაჲ ვერ ჴელ-გუეწიფებოდის, იგინი თქუენ დაგიტევნეთ გამოზრდად. ხოლო უკუეთუ უგულებელს-ჰყვნეთ, ეკრძალენით, ნუუკუე გესმას მას დღესა საშინელი იგი ჴმაჲ, ვითარმედ: „მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი“, და შემდგომი ამისი. არს მადლითა ღმრთისაჲთა სიმრავლე თქუენი მრავალ ბევრ. უკუეთუმცა კაცად-კაცადი დღითი-დღე თითო პურსამცა მისცემდით გლახაკთა და თითო დანგსა, ვჰგონებ, თუ არ-ღარამცა ვინ იყო გლახაკ, არამედ ყოველთამცა აქუნდა საზრდელი თჳსი, და მიიღეთმცა თქუენ სასყიდელი მოწყალებისაჲ.

ხოლო უწყი, ვითარმედ ვიეთნიმე თქუენგანნი იტყჳან ჩემთჳს, ვითარმედ: რაჲ არს ესე, რომელ დღითი-დღე მოწყალებისათჳს ოდენ გუეტყჳს და კაცთმოყუარებისათჳს? ჰე, დღითი-დღე ამისთჳს ვიტყჳ და არასადა დავსცხრე, ვიდრემდის ვიხილო, ვითარმედ წარემართოს ესე თქუენ შორის. უკუეთუმცა დამტკიცებულ იყო და წარმართებულ საქმე ესე თქუენ შორის, მაშინცა ჯერვე იყო ამისთჳს სიტყუაჲ, გარნა დაღაცათუმცა დავსცხერით, არა დიდ იყომცა დაკლებაჲ; ხოლო აწ, ვინაჲთგან არცა თუ ზოგსა მიწევნულ ხართ ამის სათნოებისასა, ვითარ ჴელ-მეწიფების დადუმებად? უკუეთუ საქმე ესე საწყინო გიჩნს, თავთა თქუენთა აბრალეთ და ნუ მე....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნ წმიდათა საიდუმლოთათჳს და მოწყალებისათჳს:

...ს-ყოფაჲ. არა უწყია, რამეთუ რომელმან თქუა: „ესე არს ჴორცი ჩემი“, და საქმითა სიტყუაჲ დაამტკიცა, მანვე თქუა: „მიხილეთ მე მშიერი და არა მეცით ჭამადი; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე. რამეთუ რავდენსა არა უყავთ ერთსა მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ“. ვისწაოთ უკუე პატივ-ცემაჲ ქრისტესი ესრეთ, ვითარცა მას ჰნებავს, ნუ ვითარცა ჩუენ. რამეთუ პატივი წმიდათა საიდუმლოთაჲ ესე არს, რაჲთა სულითა განწმედილითა ცოდვისაგან ვეზიარებოდით, რამეთუ არა ჭურჭელნი ეჴმარებიან ღმერთსა ოქროჲსანი, არამედ სულნი ოქროჲსა უწმიდესნი. ხოლო ოქროჲ და ვეცხლი გლახაკთა ზედა წარაგე. და ამას ვიტყჳ, არა თუ ვაყენებ სამკაულთა ეკლესიისათა შემზადებად, არამედ ამას ვიტყჳ, ვითარმედ: პირველ ყოვლისა გლახაკთა მო-ღუაწებაჲმცა არს საძიებელ ჩუენდა. რამეთუ ეკლესიისაცა შესაწირავთა, რომელნი წმიდა იყვნენ ყოვლისავე მონახუეჭისაგან, შეიწირავს ღმერთი, გარნა მოწყალებასა ფრიად უმეტესად შეიწირავს და სათნო-იჩინებს.

რამეთუ რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ საკურთხეველი სავსე იყოს ოქროჲთა და ვეცხლითა და სამოსლითა ოქროქსოილითა, და თავადი დგეს გარე მშიერი და წყურიელი და შიშუელი. პირველად იგი იღუაწე საზრდელითა და სამოსლითა, და მერმე ნამეტნავისაგან ეკლესი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კგ: ვითარმედ უმძიმეს ჯოჯოხეთისა არს გამოვრდომაჲ იგი სასუფეველისაგან, და ვითარმედ კეთილნი საქმენი უაღრესად ბრწყინვალე-ჰყოფენ კაცსა, ვიდრე დიდებაჲ სოფლისაჲ:

...სასტიკებასა მას და სიმწარესა მის მწუხარებისა და ჭირისასა, ოდეს განვვარდეთ სანატრელისა მის დიდებისაგან; ოდეს მოძულებულ ვიქმნეთ ქრისტესგან; ოდეს გუესმას, ვითარმედ: „არა გიცნი თქუენ“; ; (25,12) ოდეს გურქუას, ვითარმედ: „მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი“, და სხუაჲ ესევითარი; რამეთუ უმოლხინეს არს ბევრეულთა სატანჯველთა შთავრდომაჲ, ვიდრეღა სახიერისა მის პირისა გარემიქცევაჲ ჩუენგან და თუალისა მის ტკბილისაჲ არა მოხედვად ჩუენ ზედა. და ესე ესრეთ გულისჴმა-ვყოთ: უკუეთუ თავადმან ესოდენ შემიყუარნა ჩუენ, განდგომილნი ესე და მტერქმნულნი, ვიდრეღა თავსაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ მისცა სიკუდილად, რაჲთა მომიძინეს წარწყმედილნი ესე და შეცთომილნი მთათა ზედა და უღაღთა, შემკრიბნეს წყალობით, ოდეს ჩუენ ამას ყოველსა ზედა ვიხილოთ იგი მშიერი და არცა თუ პური მიუპყრათ, რომლითაღა თუალითა ვიკადროთ მერმე ხილვად მისა?

ხოლო გულისჴმა-ყავ მისი იგი სახიერებაჲ სიტყუათა მათგანცა, რომელთა ეტყჳს მარცხენით მდგომარეთა მათ, რამეთუ არა წარმოიტყჳს ქველისმოქმედებათა მისთა სიმრავლესა, არცა შემოიღებს შორის ყოველ-თა მათ კეთილთა მისთა და იტყჳს, ვითარმედ: ეჰა, უბადრუკნო და საწყალობელნო, ვითარ უგულებელს-მყავთ მე, რომელმან ესოდენი...

სრულად ნახვა