მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 25:41

40. და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ.41. მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს,42. რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასუთ მე;
სახარებაჲ მათესი თავი 25
41. მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს,
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰრქუას მარცხენეთა მათ: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და მსახურთა მისთა. რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასუთ მე; უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილეს, და არა მოხუედით ჩემდა. მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი, ანუ წყურიელი, ანუ უცხოვებასა, ანუ შიშულობასა, ანუ უძლურებასა, ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ? მაშინ მიუგოს მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რავდენსა არა უყავთ ერთსა მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ“ (25,41-45).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ეჰა ჴმაჲ სასტიკი და სავსე სიმწარითა! ვაჲმე, ვაჲმე დღისა მისთჳს და ჟამისა! რაჲ-მე ყოფად არს? რამეთუ შეურვებულ ვარ, საყუარელნო, და შეძრწუნებულ, და ვინ მოსცეს თავსა ჩემსა წყალი და თუალთა ჩემთა წყაროჲ ცრემლთაჲ? და ვტიროდემცა დღე და ღამე უბადრუკებასა მას მარცხენით მდგომარეთასა. ვინ თავს-იდვას სახიერისა მის და ტკბილისა პირისა გარემიქცევაჲ, ოდეს-იგი თქუას: „წარვედით ჩემგან, წყეულნო!“ ზემო თქუა: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო“, ხოლო აწ: „წარვედითო ჩემგან, წყეულნო!“ არღარა მამისაგან, რამეთუ არა თუ მან დაწყევნა იგინი, არამედ - საქმეთა მათთა. „წარვედით ცეცხლსა მას საუკუნესა“, რომელი-იგი განმზადებულ არს არა თქუენთჳს, არამედ „ეშმაკისათჳს და მსახურთა მისთა“. ოდეს-იგი სასუფეველისათჳს იტყოდა, ეგრეთ თქუა: „განმზადებული თქუენთჳსო პირველ სოფლის დაბადებისა“, ხოლო ცეცხლისათჳს არა იტყჳს ამას, არამედ „რომელი განმზადებულ არსო ეშმაკისთჳს“, რამეთუ მე თქუენთჳს სასუფეველი განვმზადე, ხოლო ცეცხლი - ეშმაკისათჳს და მსახურთა მისთა; ვინაჲთგან უკუე თქუენ თავნი თჳსნი ღირს ცეცხლისა ჰყვენით, თჳსთა თავთა აბრალეთ. და უჩუენებს მიზეზსა: „მშიოდა, და არა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
25:41-46 — უმოწყალოთა განკითხვა:

41-46. მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს, რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასუთ მე; უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილესა, და არა მოხუედით ჩემდა. მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი ანუ წყურიელი, ანუ უცხოებასა, ანუ შიშულოებასა, ანუ უძლურებასა, ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ? მაშინ მიუგოს მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ. და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხორებასა საუკუნესა. - მარცხნივ მდგომარეთ უფალი ცეცხლსა შინა გზავნის, რომელიც ეშმაკმა მოამზადა. რადგანაც დემონები უწყალონი და ჩვენს მიმართ არამეგობრულად და მტრულად არიან განწყობილნი, შესაბამისად, იმავე სასჯელს დაიმსახურებენ ისინიც, რომელთაც იგივე თვისებები აქვთ და თავიანთი საქმეების გამო დაიწყევლნენ. ყურადღება მიაქციე, რომ ღმერთს ჩვენთვის არც ცეცხლი მოუმზადებია და არც სასჯელი...

სრულად ნახვა
სიტყვა ხორციელის კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

და მოიგოს მეუფემან მან და რქვას მათ: „ამინ გეტყვი თქვენ, რავდენი უყავით ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავით“ (მათე 31).

იქნება, ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, ოდესმე ვინმემ თქვენგანმა იკითხა თავის გულში, რომელი არის უდიდესი ყოველთა ქრისტიანეთა სათნოებათა შორის? რომლითა საქმითა, ანუ სათნოებითა ქრისტიანე უმეტესად ასიამოვნებს ღმერთსა, და დაიმკვიდრებს სასუფეველსა ღვთისასა? დღეს წარკითხული სახარება გვაძლევს ჩვენ ამისა პასუხსა. უდიდესი და უმეტესად ყოვლისა სასიამოვნო ღვთისათვის სათნოება ყოფილა მოწყალება, ანუ მრავალფერი შემწეობა მრავალ-ფერად გაჭირვებულთა და ნაკლულევანთა მოსყვასთა. დღეს წარკითხულისა სახარებისაგან გვესმა ჩვენ, რომელ ოდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოვალს მეორედ ქვეყანასა ზედა დიდებითა და ძალითა მამისა მისისათა, ანგელოზთა მისთა თანა, და დაჯდება საყდარსა ზედა დიდებისასა, და შეიკრიბებიან მის წინაშე ყოველნი ტომნი და ნათესავნი კაცთანი, მაშინ იგი განარჩევს მართალთა და ცოდვილთა, ვითარცა რა მწყემსმან განარჩიოს ცხოვარი თიკანთაგან, და დაადგინებს პირველთა მარჯვენით თვისსა და უკანასკნელთა მარცხენით თვისსა. მაშინ...

სრულად ნახვა
სიტყვა კვირიაკესა ხორციელისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

არა უმიზეზოდ დააწესა, ძმანო ქრისტიანენო, წმიდამან ეკლესიამან წარკითხვა დღეს სახარებისა მის, რომელიცა გამოხატავს მეორედ მოსვლასა და საშინელსა სამსჯავროსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. მოახლოებულ არიან დღენი ლოცვისა და მარხვისანი, რომელთა შინა ჩვეულება გვაქვს ჩვენ, მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა, მონანება და მიღება წმიდისა საიდუმლოისა; ამისათვის წმიდა ეკლესია ადრითგან გვამზადებს ჩვენ, რათა ღირსად აღვასრულოთ საღმრთო ვალი ესე ჩვენი და სიწმიდით განვატაროთ დღენი დიდისა მარხვისანი. ერთსა მახლობელსა წარსულსა კვირიკესა წარკითხულ იქნა ეკლესიაში სახარებისაგან იგავი მეზვერისა და ფარისევლისა, რომლითა მაცხოვარმან გვასწავა ჩვენ, თუ ვითარ ჯერ-არს ლოცვა და მონანება. მეორესა კვირიაკესა იგავითა უძღებისა ვისწავეთ ჩვენ, ვითარ დაამდაბლებს ცოდვა კაცსა და ვითარ მამა ჩვენი ზეციერი ელის მონანებასა კაცისა ცოდვილისა და სიხარულით მიიღებს კაცსა მონანულსა. ბოლოს დღეს წარკითხულითა სახარებითა საშინელისა სამსჯავროისათვის წმიდა ეკლესია შეგვაგონებს ჩვენ, ვითარი ხვედრი მოელის კაცსა ცოდვილსა და მართალსა.

ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, არცა ერთი ჰაზრი და წარმოდგენა ისრე...

სრულად ნახვა
საუბარი 50. „და მუცლად-იღო რებეკა" (დაბ 25:21–22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. სიმდიდრის უგულებელყოფა და გლახაკთა მიმართ მოწყალება:

...მათ 25:34). რატომ და რისთვის? „რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი" (). ხოლო უკანასკნელთათვის საუკუნო ცეცხლი არის მომზადებული. „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს" (). დიდია ამ სიტყვების მნიშვნელობა! ყოველივეს უფალი და შემოქმედი ამბობს: „რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი" (). რომელ სულს არ აღაძრავს ეს, თუნდაც ის ქვის სული იყოს? შენი უფალი მშიერი დადის, ხოლო შენ ფუფუნებაში ცხოვრობ! და არა მხოლოდ ეს არის საშინელი, არამედ ისიც, რომ ფუფუნებაში მცხოვრები ბედავ მისი უგულებელყოფას, თანაც მაშინ, როცა ბევრს კი არ ითხოვს, არამედ მხოლოდ ერთ პურს, შიმშილის მოსაკლავად. იგი სიცივისგან გაშეშებული დადის, შენ კი, აბრეშუმის ქსოვილებში გახვეული, ყურადღებას არ აქცევ, არანაირ თანალმობას არ იჩენ, არამედ ყოველგვარი თანალმობის გარეშე მის გვერდით ჩაუვლი. ამას რა გამართლება შეიძლება ჰქონდეს? — მაშ, ვიზრუნოთ არა იმაზე, რომ ნებისმიერი საშუალებით ყველაზე მეტი სიმდიდრე მოვიხვეჭოთ, არამედ ყურადღება იმას მივაქციოთ, რომ ისიც, რაც გვაქვს, კარგად განვკარგოთ. შევუმსუბუქოთ...

სრულად ნახვა
საუბარი 17. „და ესმა ჴმაჲ უფლისა ღმრთისაჲ, რომელი ვიდოდა სამოთხესა შინა მწუხრი" (დაბ 3:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. გველის სასჯელი და ეშმაკის საუკუნო ცეცხლი (3:14-15):

...მაკი. თუ იარაღად მსახური ასეთ რისხვას დაექვემდებარა, მაშინ რა სასჯელს იმსახურებს ის, ვინც ამ იარაღს იყენებდა? ეს განსაკუთრებით ქრისტემ გვიჩვენა, როცა საღვთო სახარებაში „მარცხენით" მდგომთ ეუბნება: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს" (). მისთვის არის თავდაპირველადვე განმზადებული, მას ელოდება ის ჩაუქრობელი ცეცხლი. მაშინ რა შეიძლება იყოს უბედურესი იმ ადამიანებზე, რომლებიც, საკუთარი ცხონების უგულებელყოფით, ეშმაკისთვის განმზადებულ იმავე სასჯელის თანამონაწილე გახდნენ? რომ ჩვენთვის, თუ ვინებებთ სათნოების აღსრულებას და იესო ქრისტეს მიერ დადგენილი კანონების შესრულებას, სასუფეველი არის განმზადებული, — ამის შესახებ ისმინე, რას ამბობს (ქრისტე): „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ" (). ხედავ, მისთვის ჩაუქრობელი ცეცხლია განმზადებული, ჩვენთვის კი, თუ უზრუნველნი არ ვიქნებით, — სასუფეველი? ამის მოფიქრალნი, ვიზრუნოთ ცხოვრებაზე, ბოროტებას მოვერიდოთ და ეშმაკის მზაკვრობით არასოდეს შევცდუნდეთ. თუ გნებავთ და დაღლილად არ გრძნობთ თავს, კიდევ განვიხილოთ გველზე და...

სრულად ნახვა
თავი გ̂. რაჲთა არა საჴმარ იყვნენ სამართლობანი და სარჩელნი. და უფროჲსღა ურწმუნოთა წინაშე; რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არავინ ისიძვიდეს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა უწყითა, რამეთუ ანგელოზნი განვიკითხნეთ, ნუუკუე ამის სოფლისაჲცა (6,3).:

...უ დაგიკჳრდების, რამეთუ უკუეთუ ანგელოზთაცა შჯიან, რაოდენ უფროჲს კაცთა ამის სოფლისათა! ხოლო ანგელოზად აწინდელსა ამას ადგილსა არათუ, ვითარ-იგი ვიეთმე ჰგონეს, მღდელთა უწოდს ეკლესიისათა, არამედ ეშმაკთა იტყჳს, სიტყჳსაებრ უფლისა, ვითარმედ: "წარვედით ცეცხლსა საუკუნესა, განმზადებულსა ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს" (). ხოლო თუ ვითარ შჯიან წმიდანი კაცნი ეშმაკთა, ისმინე: რამეთუ რაჟამს ჩუენ თანა განიკითხვოდინ იგი უფლისა მიერ, ვითარ უჴორცოებაჲ ბუნებისა მათისაჲ უდარეს ჩუენ ჴორციელთასა გამოაჩინეს, სრულიად განვრდომითა კეთილისაგან, ამისთჳს უმეტესად დამძიმდეს საშჯელი მათი.

მოციქულისაჲ: უკუეთუ ამის სოფლისაჲ სამშჯავროჲ რაჲმე გაქუნდეს, შეურაცხნი იგი კრებულსა შორის ესენი დასხენით. საკდემელად თქუენდა გეტყჳ (6,4-5).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: სიტყჳსაებრ თქუენისა ვთქუა, ვითარმედ: ნუუკუე და არავინ არს ბრძენ და გულისჴმისმყოფელ შესაკრებელსა თქუენსა შინა, ბჭობად ჴორციელისა მის სამშჯავროჲსა თქუენისა, რომელი-ესე არა ესრეთ არს, დაღაცათუ მე საკდემელად თქუენდა ვიტყჳ, არამედ რეცა თუ ეგრეთ არს, და ყოვლად უღონო ხართ პატიოსნისა ვისგანმე, გარნა თქუენ უმჯობეს გიჩნდინ, რაჲთა მათგან მორწმუნეთა შეურაცხნი და უნდონი დასხნეთ მ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲ გლოვისათჳს თჳსთა ცოდვათაჲსა და ქველისსაქმისათჳს:

...ნ სიცილსა და განცხრომასა, რომელსაეგე რისხვაჲ მეუფისაჲ გესმის და სდგა უდბებით და არა სძრწი? არა გესმისა, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „მას დღესა ჰრქუას მეუფემან მან მარცხენითთა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას, განმზადებულსა ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს. რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი“, და შემდგომი ამისი. ისმინე იგავი იგი ქალწულთაჲ მათ, ვითარ განვარდეს სასძლოჲსა მისგან, ვინაჲთგან ზეთი წყალობისაჲ არა აქუნდა. ისმინე წინაჲსწარმეტყუელისაჲ, ვითარ იტყჳს: „მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა“. რამეთუ ეგრეთვე ჩუენ თანაგუაც მოწყალებაჲ მოყუსისაჲ, ვითარცა ჩუენ ვითხოვთ ღმრთისა მიერ, ხოლო მოწყალებაჲ კეთილი ესე არს, რაჟამს ნაკლულევანებისაგან ჩუენისა მივსცემდეთ და არა ნამეტნავისაგან; და უკუეთუ ნამეტნავისაგანცა არა მივსცემდეთ, არა უწყი, თუ ვითარი ვპოოთ წყალობაჲ მას დღესა, ანუ ვითარ განვერნეთ სატანჯველისაგან?

ვინაჲთგან უკუე ქალწულთა მათ ესეოდენთა შრომათა შემდგომად არარაჲ პოვეს ნუგეშინის-ცემაჲ, რაჲ ვყოთ ჩუენ, საწყალობელთა ამათ? რამეთუ ესრეთ გუაყუედრებდეს ქრისტე, ვითარმედ: „მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი“, და: „...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲჱ ცხორებისათჳს მონაზონთაჲსა, ვითარ პატიოსან არს და უმჯობეს სოფლიოჲსა მის წარმავალისა:

...მათი არა არს ცუდთა რაჲმე და ამაოთა საქმეთათჳს, არამედ ამას ევედრებიან, რაჲთა ღირს იქმნენ კადნიერებით დადგომად წინაშე საყდართა დიდებისათა, ოდეს-იგი მოვიდეს განკითხვად ცხოელთა და მკუდართა მხოლოდშობილი ძე ღმრთისაჲ, და რაჲთა არავის მათგანსა ესმას ჴმაჲ იგი საშინელი: „წარვედით ჩემგან, არა გიცნი თქუენ“. კუალად ევედრებიან, რაჲთა სიწმიდი-თა გონებისაჲთა და სიმრავლითა სათნოებათაჲთა განვლონ ზღუაჲ ესე ამის ცხორებისაჲ და ღირს იქმნენ მიწევნად ნავთსაყუდელსა მას ზეცისა სასუფეველისასა. და წინაუძღჳს ვედრებისა მის მამაჲ და მოძღუარი, რაჲთა ყოველივე საქმე მათი წესიერ იყოს. და აღასრულნიან რაჲ წმიდანი იგი ლოცვანი, და აღმობრწყინდის მზე, განვალს კაცად-კაცადი საქმედ განწესებულ-თა მათ საქმეთა თითოეულისათა, რაჲთა მოირეწონ საზრდელი თჳსიცა და მომავალთაცა გლახაკთაჲ. ხოლო სამოსელი მათი კუალად ახოვნებისა და სიმჴნისა სახე არს, რამეთუ არა მსგავს არიან მათსა, რომელნი ვლენ „ქედითა მაღლითა და წამის-ყოფითა თუალთაჲთა და შეთრევითა ქუექუემო-თაჲთა“, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, სამკაულითა ბრწყინვალი-თა, მელევანდებითა და საკუხებითა, ძოწეულითა და ბისონითა, მეწამულითა და ზეზითა, ოქროჲსა თანა და ანთრაკსა განრჩუნვილ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კგ: ვითარმედ უმძიმეს ჯოჯოხეთისა არს გამოვრდომაჲ იგი სასუფეველისაგან, და ვითარმედ კეთილნი საქმენი უაღრესად ბრწყინვალე-ჰყოფენ კაცსა, ვიდრე დიდებაჲ სოფლისაჲ:

...თა ჰრქუა, ვითარმედ: „მოვედით და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დაბადებითგან სოფლისაჲთ“; ხოლო მათ ეტყჳს: „წარვედით ცეცხლსა მას განმზადებულსა არა თქუენთჳს, არამედ ეშმაკისათჳს და მსახურთა მისთათჳს, რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი“, და შემდგომი ამისი. რავდენისამცა სატანჯველისა არა უმწარეს იყვნეს ესე სიტყუანი და უძნელეს? რამეთუ უკუეთუ კაცი ვინ ქველისმოქმედი თჳსი და კეთილისმყოფელი იხილოს შიმშილსა შინა და წყურილსა ანუ სხუასა რასმე ჭირსა, და ძალ-ედვას ჴელის-აპყრობად მისა და შეწევნად და არა ქმნას ესე, არამედ ცარიელი გარემიაქციოს და შეურაცხებით თანაწარჰჴდეს, და მერმე მოვიდეს დიდებული იგი კაცი სახედ თჳსად და შევიდეს დიდებასავე თჳსსა, და მივიდეს მისა კაცი იგი უმადლოჲ მოქენედ საჭიროჲსა რაჲსმე და თანაწარუვალისა საქმისა, და დააყუედროს მან მისი იგი უმადლოებაჲ ორთა წინაშე გინა სამთა მეგობართა, გულისჴმა-ყავთ, თუ რაბამიმცა სირცხჳლი მოიწია მის ზედა? არამცა სწადოდაა, რაჲთამცა მას ჟამსა განეღო ქუეყანაჲ და დაფარა იგი? ჭეშმარიტად!

რაჲ-მე უკუე ვყოთ ჩუენ, ოდეს წინაშე ყოველთავე დაბადებულთასა გუესმას სახიერისა მის მეუფისაგან უზომოჲსა მის უმადლოებისა ჩუენისა ყუედრებაჲ და განვისხმ...

სრულად ნახვა