...დილი უშჯულოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან ბოროტისა და ცხოვნებაჲ მისი"** ()? განა ყველაფერს არ იმ მიზნით ვაკეთებ, რომ ცთომილებით გარყვნილნი დაღუპვისგან ვიხსნა? განა ვყოვნებ, როცა მათ მოქცევას ვხედავ? განა არ ვთქვი: „მერმე იტყოდიღა შენ, გრქუას: აჰა, აქა ვარ" ()? განა თავად ისინი ისე ეძიებენ თავიანთ ცხონებას, როგორც მე ვზრუნავ, რომ ყველა ადამიანი ცხონდეს და „მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა" მოვიდეს ()? განა იმისთვის გამოვიყვანე შენ არარსებობიდან, რომ დაგღუპო? განა ტყუილად დავამზადე სასუფეველი და უთვალავი, გამოუთქმელი სიკეთეები? განა არა იმისთვის ვემუქრებოდი გეენით, რომ ამ საშუალებითაც მაინც ყველა სასუფევლისკენ სწრაფვას ვაიძულებდი? მაშ, ნეტარო წინასწარმეტყველო, დატოვე ისინი და ჩემთან ლოცვა ნუ აღავლენ მათთვის, არამედ მხოლოდ იმაზე იზრუნე, რომ მათი სენი განკურნო, რომ საკუთარი უძლურების გრძნობაში მოიყვანო და ჯანმრთელობას დაუბრუნო; მაშინ მეც ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზეა დამოკიდებული. მე არ ვყოვნებ და არ ვაყოვნებ, როცა კეთილგანწყობილ სულს ვხედავ; მხოლოდ ერთს ვითხოვ — ცოდვათა აღსარებას, და ამის შემდეგ სასჯელს აღარ მივუზღავ. მძიმე და დამტვირთა...
წინასწარმეტყველება ესაიასი 58:9
8. მაშინ განეფინოს მსთუად ნათელი შენი, და კურნებანი შენნი მალე აღმოჴდენ და წინაგივიდოდეს წინაშე შენსა სიმართლე შენი, და დიდებამან ღმრთისამან გარეშეგიცვას შენ.9. მაშინ ჴმა-ჰყო და ღმერთმან ისმინოს შენი, მერმე იტყოდიღა შენ, გრქუას: აჰა, აქა ვარ. უკეთუ მოსპო შენგან საკრველი და ჴელის-დადება და სიტყუა დრტჳნვისა,10. და სცე მშიერსა პური სულით გამო შენით, და სული დამდაბლებული აღავსო, მაშინ აღმობრწყინდეს ბნვლსა შინა ნათელი შენი, და ბნელი შენი, ვითარცა შუადღე.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 58