...რომლისათჳს დიდი მოციქული პავლე ცხად ჰყოფს, ვითარმედ: არა მადლით, არცა მინიჭებით, არამედ ყოვლით სავსებით, რომელ არს არსებით და გუამოვნებით, არა ჟამ რაოდენმე, არამედ სამარადისოდ ყოვლად განუშორებელად დაემკჳდრა ჩუენ შორის; და ამით სიტყჳთა გამოგჳთარგმანა ჩუენ მოციქულმან სახელი ემმანოელისი, რომელ არს "ჩუენ თანა ღმერთი" (); ვითარმედ არა ზოგს-რაჲმე, არამედ ყოვლად გუამოვნებით შეერთო სიტუაჲ ღმრთისაჲ ბუნებასა ამას მოკუდავსა. ხოლო არა გარე-შეიწერებოდა მარტივი იგი და შეურევნელი და აღურიცხუველი ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ, არამედ ყოვლად მამისა თანა იყო და ყოვლად საშოსა შინა დედისასა იყო; ყოვლითურთ სავსებაჲ ღმრთეებისაჲ ჴორცთა შინა მკჳდრ იყო, და ყოვლითურთ ცისა და ქუეყანისა აღმავსებელ იყო. ხოლო უკუეთუ ვისმე უცხო უჩნდეს, ამისი სახე ისწავენ ესრეთ, რამეთუ უკუეთუ ჴორცთა ამათ შინა ჩუენთა მოკუდავთა მყოფისა ამის სულისა გონებაჲ არა შეიწერების მათ შინა, არამედ ოდესმე ზეცად აღიწევის, და ვითარცა სარკითა განიცდის მუნ მყოფთა მათ შუენიერებათა, და კუალად, სიღრმედ ჯოჯოხეთისა შთაიწევის და იხილავს მისთა მათ საზარელებათა, რაოდენ უფროჲს საღმრთოჲ იგი გარე-შეუწერელი ბუნებაჲ სწორებით აღმავსებელ იყოს ყოვლისა, და იგივე ყოვლით სავსებით მკჳდრ ჴორცთა ამათ შინა, რომელ ჩუენგან მიიხუნა. აწ უკუ...
წინასწარმეტყველება ესაიასი 7:14
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ადამ — სულად განმაცხოველებელად", რამეთუ ესე ჩუეულებაჲ არს წერილთაჲ, და უფროჲსღა საწინაჲსწარმეტყუელოთა წიგნთა, ვითარ-იგი იერუსალემისათჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: "ქალაქ სიმართლისა გეწოდოს" (), და არა ეწოდა. და კუალად უფლისათჳს, ვითარმედ: "სახელი მისი ემმანოელ" (), რომელი არა ეწოდა. გარნა ცხად არს, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელმან საქმე აღსრულებული სახელის-დებად შეჰრაცხა. გარნა შენ იხილე, ვითარ პირველისა ადამისთჳს ცხოველობაჲ ოდენ თქუა სამშჳნველისაჲ, ხოლო მეორისა ადამისთჳს — სული; არღარა თჳთ ოდენ ცხოველი, არამედ სხუათაცა განმაცხოველებელი, რაჲთა უმაღლესობაჲ საზომისაჲ გიჩუენოს, ვითარ იგი — განხრწნადისა ამის და წარმავალისა ცხორებისა დასაბამ, ხოლო ესე — უხრწნელისა და საუკუნოდ წარუვალისა დამწყებელ იქმნა.
მოციქულისაჲ: არამედ არა პირველად სულიერი იგი, არამედ მშჳნვიერი, მაშინღა სულიერი (15,46).
თარგმანი: ამისთჳს გამოაჩინებს ძუელისა მის ადამის პირველობასა, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ მისი იგი მცნებისა გარდასლვაჲ იყო მიზეზ სიტყჳსა ჴორცთა შეერთებისა და ღმრთისა განკაცებისა.
მოციქულისაჲ: პირველი იგი კაცი ქუეყნისაგან მიწისაჲ, ხოლო მეორე იგი კაცი — უფალი ზეცით (15,47).
თარგმანი: ესე სიტყუაჲ სასწავლე...
...წაულთა ეძიებთ, სახლო დავითისო, - რამეთუ აქაზ მეფისა მიმართ იტყოდა, - და ღუაწლსა შეამთხუევთ უფალსა, გიჩუენოს სასწაული, რომელი დასაბამითგან არასადა ხილულ არს, არცა სმენილ კაცთა შორის. რაჲ არს უცხოჲ იგი სასწაული? „აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს: ჩუენ თანა ღმერთი“. ; ესერა სახელიცა მისი თქუა, ვითარმედ: „ღმერთი მოსრული ჩუენდა მომართ“, ვითარცა მცირედ ქუემორე იტყჳს განცხადებულადრე და ვითარმცა მუნ მდგომარე იყო სულითა მით წინაწარმეტყუელებისაჲთა: „ყრმაჲ იშვა ჩუენდა, და ძე მოგუეცა ჩუენ, რომლისა მთავრობაჲ ზედა მჴართა მისთა, და ჰრქჳან მას სახელი დიდისა ზრახვისა ანგელოზ, საკჳრველი თანამზრახვალი, ღმერთი ძლიერი, ჴელმწიფე, მთავარი მშჳდობისაჲ, მამაჲ მერმეთა მათ საუკუნეთაჲ“. ვისნი არიან სახელნი ესე, ურჩულონო, თჳნიერ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესნი, რომელი გჳშვა ქალწულმან სულისაგან წმიდისა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განიღჳძა იოსებ ძილისაგან და ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმან მან უფლისამან, და წარიყვანა ცოლი თჳსი“ (1,24).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა გონებაჲ მორწმუნე და წრფელი, რომელმან ოდეს-იგი იჭჳ ცოდვისაჲ მოი...
...ქუა ვინმე პირველთაგანმან მამათამან სხუაჲცა სიტყუაჲ, ვითარმედ: ამისთჳს იქმნა მითხოაჲ ქალწულისაჲ იოსებისა, რაჲთა დაეფაროს საიდუმლოჲ იგი განკაცებისა ღმრთისაჲ მთავარსა მას ბნელისასა ეშმაკსა. რამეთუ ვინაჲთგან ესმა მას წინაწარმეტყუელისაგან, ვითარმედ: „აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ევმანუელ“, მიერითგან მიმოვიდოდა, ვითარცა მსტოარი, და უმზერდა ქალწულთა, თუ ოდეს იხილოს ქალწული მიდგომილად, რამეთუ იცოდა, ვითარმედ მო-რაჲ-ვიდეს ქუეყანად უფალი, დაჴსნად არს მისი იგი ბოროტი მეუფებაჲ; და ენება ბრძოლისა აღდგინებად ჰურიათა მიერ ქალწულსა მას ზედა, რომელიცა იხილოს თჳნიერ მამაკაცისა მიდგომილად, რაჲთა მოაკლვიოს იგი. ამისთჳს მიითხოა ქალწული, და უეჭუელ იქმნა იგი მისგან, იხილა რაჲ მითხოილად და ვერ ცნა განჴორციელებაჲ უფლისაჲ და მისისა მის ძალისა დაჴსნაჲ. ესე არიან მიზეზნი მითხოისა მის ქალწულისანი, ჩუენისა ამის გულისჴმის-ყოფისაებრ, და სხუაჲ მრავალი, რომელი უწყის მხოლომან უფალმან და რომელთაცა მან გამოუცხადოს. ვინაჲთგან უკუე ესრეთ განგებულებით მიეთხოა იოსებს, ამისთჳს მახარებელმან წესისა მისებრ რჩულისა აღწერნა მშობელნი იგი იოსებისნი და ამით გამოაჩინა, ვითარმედ ქალწულიცა ტომისაგან დავითისა იყო, ვინაჲცა იოსებ იყო, ვითარცა განაგო მოსე, რაჲთა ა...