1.რომელიც იყო დასაბამიდან, რომელიც ვისმინეთ და ჩვენი თვალით ვიხილეთ, რომელსაც ვჭვრეტდით და ჩვენი ხელით ვეხებოდით სიცოცხლის სიტყვას;2.(რადგან სიცოცხლე ცხად იქმნა, რაც ვიხილეთ და ვმოწმობთ, და გაუწყებთ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამასთან და გამოგვეცხადა ჩვენ).3.რაც ვისმინეთ და ვიხილეთ, იმას გაუწყებთ, რათა თქვენც ეზიაროთ ჩვენთან ერთად, ხოლო ჩვენ ვეზიარებით მამას და ძეს მისას - იესო ქრისტეს.4.ამას გწერთ, რათა სრულ იყოს თქვენი სიხარული.5.ეს არის აღთქმა, რომელიც ვისმინეთ მისგან, და გაუწყებთ თქვენ, რომ ღმერთი არის ნათელი და არ არის მასში არავითარი ბნელი.6.თუ ვამბობთ, მას ვეზიარებითო და ბნელში კი დავდივართ, ვცრუობთ და არ ვიქცევით ჭეშმარიტების თანახმად.7.ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც თვითონვეა ნათელში, მაშინ ერთმანეთს ვეზიარებით და მისი ძის - იესო ქრისტეს სისხლი ყოველგვარი ცოდვისგან გაგვწმენდს.8.თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში.9.თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სანდო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უსამართლობისაგან.10.თუ ვიტყვით, რომ არ შეგვიცოდავს, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში.
მოციქულისაჲ: რომელი იყო პირველითგან, რომელი გესმა და ვიხილეთ თუალითა ჩუენითა (1,1).
თარგმანი: რომლისათჳს-იგი სხუასა ადგილსა იტყჳს "ღმერთი არავინ იხილა" (), აწ მისთჳსვე პირველითგან ყოფასა თანა თუალით ხილვასაცა იტყჳს ყურით სმენილისა მის და წინაჲსწარმეტყუელთა მიერ ქადაგებულისასა. ცხად არს, ვითარმედ ამისთჳს, რამეთუ, რომელი-იგი უხილავ და პირველ საუკუნეთა იყო მხოლოდშობილი და თანა-დაუსაბამოჲ ძე მამისაჲ...
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,
„გაუწყებთ თქვენ... საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც მამასთან იყო და ჩვენ გამოგვეცხადა“ ().
აღსრულდა სამოთხეში ადამისა და ევასთვის მიცემული პირობა უფლისა! სიკვდილი იძლია!
წმიდა სინოდის წევრებს - ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა და ეპისკოპოსთა, მოძღვართა და დიაკონთა, პატიოსან ბერ-მონოზონთა და ყოველთა საქართველოს ქრისტეს მიერ საყვარელ საპატრიარქოს შვილთა, მკვიდრთა საქართველოისა და მცხოვრებთა ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ
ღმერთი ნათელ არს. ()
ქრისტეს მიერ საყვარელნო წმიდა სინოდის წევრნო - ყოვლადსამღვდელონო მიტროპოლიტნო, მთავარეპისკოპოსნო და ეპისკოპოსნო, მოძღვარნო და დიაკონნო, ბერ-მონოზონნო,...
...ჳს: „ვითარცა მამასა აქუს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა, ეგრეთვე ძესა მისცა, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ“; არამედ ვითარცა-იგი მამისათჳს არა იტყჳ ამათ სიტყუათა მიერ, ვითარმედ ორკეცი არს, ეგრეთვე ნუცა ძესა იტყჳ, რამეთუ სხუასა ადგილსა წერილ არს, ვითარმედ: „ნათელ არს ღმერთი“; და კუალად იტყჳს: „ნათელსა შინა მკჳდრ არს თუალთშეუდგამსა“. ხოლო ესე ყოველი თქუმულ არს, არამედ არა ამისთჳს, რაჲთა შეზავებულებაჲ გულისხმა-ვყოთ მისთჳს და ორკეცობაჲ, არამედ რაჲთა მცირედ-მცირედ მივიწინეთ სიმაღლესა მას ღმრთისმეტყუელებისასა. რამეთუ ვინაჲთგან ვერვინ გულისხმა-ჰყოფდა ესრეთ ადვილად, თუ ვითარ არს არსებით ცხორებაჲ მისი, ამისთჳს პირველი იგი მდაბალი სიტყუაჲ თქუა და მერმე სიმაღლედ აღიყვანებს, რამეთუ რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ: „მისცა მას, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ“, იგივე კუალად იტყჳს: „მე ვარ ცხორებაჲ“, და „მე ვარ ნა-თელი“. და ვითარი-მე არს იგი ნათელი? რამეთუ არა თუ ესრეთ ხილულ არს იგი, არამედ უხილავი განმანათლებელი სულისაჲ. და ვინაჲთგან...
სწავლაჲ პზ რაჲთა განვეშორნეთ ყოვლისავე ბოროტისაგან და ვიქმოდით კეთილსა:
...სა ხატსა მისსა; და ღირსად მცნებათა მისთა და წმიდისა მის სახარებისა მისისა ვმოქალაქობდეთ, განვეშორნეთ ყოველსავე ცოდვასა და მოვიგოთ სინანული, ვიზრუნოთ ცხორებაჲ სულთა ჩუენთაჲ.
„უკუეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი, სარწმუნო არს და მართალ, რაჲთა მოგჳტევნეს ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და განგუწმიდნეს ჩუენ ყოვლისაგან სიცრუისა“, იტყჳს ღმრთისმეტყუელი იოვანე; და კუალად მანვე თქუა: „შვილნო ჩემნო, ამას მივსწერ თქუენდა, რაჲთა არა სცოდოთ. და უკუეთუ ვინმე ცოდოს, ნუგეშინისმცემელი გჳვის მამისა მიმართ - იესუ ქრისტე მართალი. და იგი არს მომტევებელი ცოდვათა ჩუენთაჲ, არა ხოლო ცოდვათა ჩუენთაჲ, არამედ ყოვლისა სოფლისაჲ“.
ოდენ მოვიქცეთ სინანულად, განვეშორნეთ ბოროტსა და ვიქმოდით კეთილსა, რაჲთა ღირს ვიქმნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, რაჲთა შეუძლოთ თქუმად: „ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადული, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა“, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
ლოცვა-ყავთ წმიდათა მამათათჳს, იოვანესა და ეფთჳმესთჳს, წმიდანო ღმრთისანო, ნათესავნო მომავალნო და ჩუენებრვე მცირედჟამ ყოფადნო.