...დრე ისაა, რომ თქვენ სულიერად იზრდებით, სათნოებით ბრწყინავთ და მავნებლისგან თავს იკავებთ, ისე, როცა შევამჩნევთ, რომ წაიბორძიკეთ და ეშმაკის საცდურებს ჩაებით, მწუხარებით ვივსებით და სირცხვილი, ასე ვთქვათ, სულს მოგვფენია. ნეტარი პავლეს მსგავსად, „რამეთუ აწ ვცხონდით, უკეთუ თქუენ მტკიცედ სდგეთ უფლისა მიერ" (). მაშ, როგორც სრულყოფილნი და გონიერნი, უკანასკნელი დაივიწყეთ და წინ მიისწრაფეთ; აღადგინეთ ის აღთქმანი, რომლებიც ქრისტესთან დადეთ, და ამიერიდან მტკიცედ შეინარჩუნეთ; ჯანსაღი განსჯით ეშმაკის მზაკვრობისთვის ყოველი შესასვლელი ჩაკეტეთ, შემდგომი გულმოდგინებით წარხოცეთ ის მწიკვლი, რაც უზრუნველობით მოგეხილათ; დაამარცხეთ შეუფერებელი და მავნე ჩვევა, გაიფიქრეთ რა, რომ ბოროტება არა მარტო იმაშია, რომ იქ (ცხენთა ასპარეზობებზე) მსვლელნი თავს დიდ ზიანს აყენებენ, არამედ იმაშიც, რომ მრავალ სხვას საცდურად ექცევიან. მართლაც, როცა წარმართები და იუდეველები დაინახავენ, რომ ის, ვინც ყოველდღე ეკლესიაში დადის და მუდამ მოძღვრებას ისმენს, მოულოდნელად იქ გამოჩნდება და მათთან აირევა, განა ჩვენს (სწავლებას) მოტყუებად არ ჩათვლიან და ჩვენთან არსებული ყველაფრის შესახებ იმავე აზრზე არ დადგებიან? განა არ ისმენ, როგორ ნეტარი პავლე ხმამაღლა არწმუნებს და ურჩევს: **„დ...
ლოცვა წმინდა წერილის წაკითხვამდე
1. ამიტომ, რაკი მეტის მოთმენა ვეღარ შევძელით, გადავწყვიტეთ მარტო დავრჩენილიყავით ათენში,2. და გამოვგზავნეთ ტიმოთე, ჩვენი ძმა და ღვთის მსახური. ჩვენივე თანამოსაქმე ქრისტეს სახარების ქადაგებაში, რათა განგვემტკიცებინეთ და ნუგეში გვეცა თქვენი რწმენისთვის;3. რათა არავინ შემდრკალიყო ამ გასაჭირში, ვინაიდან, როგორც თვითონვე იცით, სწორედ ამისთვის ვდგავართ.4. რადგან ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას წინასწარ გეუბნებოდით, რომ დიდი გასაჭირი გველოდა, და ეს, როგორც მოგეხსენებათ, კიდევაც ახდა.5. ამიტომ მეც ვეღარ მოვითმინე და გამოვგზავნე ტიმოთე, რათა შეგვეტყო თქვენი ამბავი, ხომ არ გაცდუნათ მაცდურმა და ხომ არ გაცუდდა ჩვენი შრომა.6. მაგრამ უკან მობრუნებულმა ტიმოთემ გვახარა თქვენი რწმენა და სიყვარული, რადგანაც თურმე ყოველთვის კეთილად გვიხსენებთ და ჩვენი ნახვა გწადიათ, ისევე, როგორც ჩვენ - თქვენი;7. ასე რომ, ძმანო, მთელი ჩვენი გაჭირვებისა და უბედურების მიუხედავად, ნუგეშცემულნი ვიქენით თქვენი რწმენით.8. რადგან აწ ვცოცხლობთ, რაკიღა მტკიცედ დგახართ უფალში.9. რა მადლი შეგვიძლია შევწიროთ ღმერთს თქვენი გულისთვის, იმ სიხარულის სანაცვლოდ, რომლითაც ვხარობთ ჩვენი ღმერთის წინაშე თქვენი მეოხებით?10. დღედაღამ გულმხურვალედ ვლოცულობთ, რათა პირისპირ გიხილოთ და შევავსოთ თქვენი რწმენის ნაკლულება.11. თვით ჩვენმა მამა ღმერთმა და უფალმა ჩვენმა იესომ წარმართონ ჩვენი გზა თქვენსკენ.12. თქვენ კი უფალმა აგავსოთ სიყვარულით ერთურთისა და ყველას მიმართ, როგორც ჩვენა ვართ თქვენი სიყვარულით სავსენი,13. რათა სიწმიდითა და უბიწოებით განვამტკიცოთ თქვენი გულები ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე, როდესაც მოვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავის ყველა წმიდასთან ერთად. ამინ.