1.უხუცესი - საყვარელ გაიუსს, რომელიც მიყვარს ჭეშმარიტებით.2.საყვარელო, ვლოცულობ, რომ კეთილად გევლოს და კარგად იყო, როგორც კეთილად ვალს შენი სული.3.რადგანაც დიდად გავიხარე, როცა მოვიდნენ ძმები და მიმოწმეს შენი ჭეშმარიტება, თუ როგორ დადიხარ ჭეშმარიტებით.4.რა უნდა იყოს ჩემთვის უფრო სასიხარულო, ვიდრე იმის გაგება, თუ როგორ დადიან ჭეშმარიტებით ჩემი შვილები.5.საყვარელო, ერთგულად აკეთებ ყველაფერს, რასაც აკეთებ ძმებისა და უცხოთათვის,6.ეკლესიის წინაშე რომ გვიმოწმეს შენი სიყვარული; კარგს იზამ, თუ ისე წარგზავნი მათ, როგორც შეშვენის შენს ღვთისმსახურებას.7.რადგანაც მისი სახელისათვის გამოემართნენ და არაფერი წამოუღიათ წარმართთაგან.8.ხოლო ჩვენ გვმართებს შევიწყნაროთ ამნაირნი, რათა შევეწიოთ ჭეშმარიტებას.9.ეს მივწერე ეკლესიებსაც, მაგრამ დიოტროფე, პირველობას რომ იჩემებს მათ შორის, არ გვიღებს ჩვენ.10.ამიტომ, თუ მივალ, შევახსენებ მის საქმეებს, უკეთური სიტყვით რომ გვიხსენიებს, და ამასაც არ სჯერდება: თვითონ ხომ არ ღებულობს ძმებს, მაგრამ მათი მიმღების მსურველთაც უკრძალავს ამას და ეკლესიიდან აძევებს მათ.11.საყვარელო, ნუ ჰბაძავ ბოროტს, არამედ კეთილს მიჰბაძე, ვინაიდან კეთილისმოქმედი ღვთისაგან არის, ბოროტმოქმედს კი არ უხილავს ღმერთი.12.დიმიტრის არა მარტო ყველა უმოწმებს, არამედ თვით ჭეშმარიტებაც; ჩვენც ვმოწმობთ და იცით, რომ ჩვენი მოწმობა ჭეშმარიტია.13.ბევრი რამ მქონდა შენთვის მოსაწერი, მაგრამ არ მინდა მელნითა და კალმით მოგწერო.14.რადგანაც იმედი მაქვს რომ მალე გნახავ და პირისპირ ვილაპარაკებთ. მშვიდობა შენდა. მოგიკითხავენ მეგობრები. სათითაოდ გადაეცი მოკითხვა ჩვენს მეგობრებს.
მოხუცებული გაიოზს საყუარელსა, რომელი მიყუარ მე ჭეშმარიტებით (1,1).
თარგმანი: ესე არს ჭეშმარიტი სიყუარული, რაჟამს მოხუცებული იყოს შემყუარებელ, რომელმან კეთილად უწყის გამორჩევაჲ ღირსსა სიყუარულისასა. და კუალად ესეცა თუ რომელი არს გზაჲ ჭეშმარიტებით სიყუარულისაჲ, რაჲთა არარათ ჴორციელთა და განხრწნადთა მიზეზთათჳს, არამედ სულიერისა შეძინებისა და წარმატებისათჳს ვიყუარებოდით ურთიერთას.
მოციქულისაჲ: საყუარელო, ყოვლისათჳს გლოცავ შენ წარმართებად და...
მოციქულისაჲ: მივწერე ესე ეკლესიისა, არამედ მთავრობის მოყუარე იგი მათი დიოტროფე არა შემიწყნარებს ჩუენ. ამისთჳს უკუეთუ მოვიდე, მოვაჴსენნე მას საქმენი მისნი, რომელთა იქმს; სიტყჳთა ბოროტითა გუგმობს ჩუენ, და არა კმა-იყოფს ამას ზედა, არამედ არცა იგი შეიწყნარებს ძმათა, და რომელთა ჰნებავს შეწყნარების, მათცა აყენებს და კრებულისაგან განასხამს (1,9-10).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ მოღუაწებისათჳს ზემო თქუმულთა ჭეშმარიტებისა ქადაგებითა დამაშურალთაჲსა მოვწერე მანდა შესაკრებელისა თქუენისა და რაჲთა...
მოციქულისაჲ: დიმიტრი წამებულ არს ყოველთაგან და თჳთ მის ჭეშმარიტებისაგანცა, და ჩუენცა ვწამებთ, და იცით, რამეთუ წამებაჲ ჩუენი ჭეშმარიტ არს (1,12).
თარგმანი: საგონებელ არს, ვითარმედ ესე იგი დიმიტრი არს, რომელი ეფესოს ვეცხლისა ტაძარსა აშენებდა არტემიდისთჳს, რომლისათჳს მოგჳთხრობს საქმესა შინა მოციქულთასა, რომელი უკუანაჲსკნელ ესოდენ მოწმუნე იქმნა, რომელ ყოველთა მიერ წამებული თჳთ მის ჭეშმარიტებისაგანცა იქების. ხოლო უტყუველი ჭეშმარიტებაჲ ღმერთი არს, რომლისა ქადაგი მოციქული და ღმრთისმეტყუელი...
მოციქულისაჲ: მრავალი მინდა მიწერად შენდა, არამედ არა მნებავს მელნითა და კალმითა მიწერად შენდა, რამეთუ ვესავ ადრე ხილვასა შენსა და პირისპირ ვიტყოდით (1,13-14).
თარგმანი: აქაცა ცხად ყო მიზეზი სიტყუათა ამათ შემოკლებისაჲ, ვითარმედ ადრე ეგულების მისლვაჲ, რომლისათჳს წინა-განმზადებულ ჰყოფს, რაჲთა საქმეთა კეთილთა შემატებითა სურვილით და წადიერებით მიელოდის პირისპირ ხილვასა და ზრახვასა პირისა მის ღმრთისმეტყუელისასა.
მოციქულისაჲ: მშვდობაჲ შენდა. გიკითხვენ შენ მეგობარნი. კითხვაჲ არქუ მოყუარეთა...
იყო მას ჟამსა შინა შფოთი არა მცირედი გზისა მისთჳს, რამეთუ დემეტრიოს ვინმე სახელით, ვეცხლის მჭედელი, იქმოდა ტაძართა ვეცხლისათა ატრემისთა, და მისცემდა ხუროთა მათ სარეწავსა არამცირედსა, რომელნი შეკრიბნა და ჰრქუა: კაცნო, იცით, რამეთუ ამის საქმისაგან არს სარეწავი ჩუენი, და ჰხედავთ და გესმის, რამეთუ არს ხოლო თუ ეფესოსა, არამედ კნინღა და ყოველსა ასიასა ამან პავლე არწმუნა და გარდააქცია ერი მრავალი. და იტყჳს, ვითარმედ: არა არიან ღმერთნი ჴელით ქმნულნი, და არა ხოლო ესე ჭირი არს ჩუენ ზედა ადგილად მხილებისა მოწევნად ჩუენდა, არამედ დიდისა ღმრთისა არტემის ტაძარიცა არადვე შერაცხად ყოფად არს და დარღუევად სიმდიდრე მისი, რომელსა ყოველი სოფელი და ასიაჲ ჰმსახურებს (19,23-27).:
...ს, რად არა თქუენცა გრწამს მისი, ჵ უგუნურნო, რომელი-იგი ზრდის სიყმილსა სულთა და ჴორცთასა, რომელთა ჰრწმენეს მისსა მიმართ. ხოლო თქუმულ არს, ვითარმედ უკუანაჲსკნელ შეინანა და მოიქცა დიმიტრი, და ესოდენ წარჩინებულ იქმნა ღმრთისმსახურებითა, ვიდრეღა დასწერს მისთჳს ღმრთისმეტყუელი იოვანე: "დიმიტრი წამებულ არს ყოველთაგან" () და შემდგომი ამისი.
მათ ვითარცა ესმა ესე, აღივსნეს გულისწყრომითა, ღაღადებდეს და იტყოდეს: დიდ არს არტემი ეფესელთაჲ. და აღივსო ყოველი ქალაქი შფოთითა, და მიიმართეს და მივიდეს ერთბამად სახილველსა მას, თანა წარიტაცნეს გაიოს და არისტარხოს მაკედონელნი პავლეს თანა წარსრულნი (19,28-29).
თარგმანი: ვითარცა უგუნურთა, შეეშინა მოქმედთა მათ ცუდთა მათგან შინებათა დიმიტრისთა, და ვითარცა ადგილნი შესაცთუნებულად, აღტაცებულ იქმნნეს გულისწყრომისაგან, რამეთუ ესევითარი არს გონებაჲ უსწავლელისა ერისაჲ გამოუძიებელად მრწმუნებელ სიტყუასა საშფოთოსა. ამისთჳს ღაღადებდეს: დიდ არს არტემი ეფესელთაჲ! რამეთუ ქალაქად-ქალაქად სხუაჲ ღმერთი აქუნდის მრავალ-ღმრთეებასა წარმართთასა. ხოლო ეფესოჲსა, წარჩინებულისა მის ელენთა ქალაქისა იონიაჲსა, ღმერთი — არტემი იყო, რომლისათჳს ღაღადებით ჴმობითა ერნი იგი განაახლებდეს მსახურებასა მისსა, და სახილველად მისწრაფებითა აღსძრვიდეს...