მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 2:17

16. გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში.17. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით.18. თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს.
დაბადება თავი 2
17. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 17. „და ესმა ჴმაჲ უფლისა ღმრთისაჲ, რომელი ვიდოდა სამოთხესა შინა მწუხრი" (დაბ 3:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
9. ადამის სასჯელი და სიკვდილის განაჩენი (3:17-19):

...დ დაიშლები, რომლისგანაც აღებულიც ხარ. თუმცა სხეულებრივი ბუნება მოგეცი, ჩემი კაცთმოყვარეობით, მაგრამ ეს სხეული მიწისგანაა და ისევ მიწად იქცევა: „რამეთუ მიწაჲ ხარ და მიწად-ცა მიიქცე". რომ ეს ასე არ მომხდარიყო, იმიტომ გამცნე ხისგან არ შეხებოდი, ვამბობდი რა: „რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ" (). მე ეს არ მინდოდა; მაგრამ, რადგან ჩემი მხრიდან ყოველივე გაკეთდა და შენ თავადვე მოიტანე ეს თავზე, არავის ადანაშაულო, გარდა საკუთარი უზრუნველობისა. აქ კიდევ ერთი კითხვა ჩნდება, რომელიც, თუ გნებავთ, მოკლედ გადავჭრით და სიტყვას დავამთავრებთ. „თქუა, — ნათქვამია, — ღმერთმან: რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ"; მაგრამ ჩანს, რომ ისინი ურჩობისა და გემოვნების შემდეგ კიდევ მრავალი წელი იცოცხლეს. ეს გაუგებრობა მხოლოდ მათთვის ჩანს, ვინც ზედაპირულად უყურებს ამ სიტყვებს. მაგრამ ვინც კეთილი განზრახვით ისმენს, მისთვის ნათელია ნათქვამი და ყურადღებიანს არანაირი გაუგებრობა არ ეჩვენება. თუმცა მათ (ადამმა და ევამ) მრავალი წელი იცოცხლეს, მაგრამ იმ წუთიდან, რაც მოისმინეს: „რამეთუ მიწაჲ ხარ და მიწად-ცა მიიქცე", სასიკვდილო განაჩენი მიიღეს, მოკვდავნი გახდნენ და, შეიძლება ითქვას, მოკვდნენ. ამას მიუთითებდა საღვთო წერილი, როცა ამბობდ...

სრულად ნახვა
თავი ზ̂. ვითარმედ ღმრთისა თანა შეერთებასა შჯულისაცა წესი აქუს სულიერად, რაჲთა ქრისტეს თანა ცხოველ იყვნენ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მოგჳტევნა ჩუენ ყოველნი შეცოდებანი და აღჴოცა ჩუენთჳს ჴელითწერილი ბრძანებით, რომელი იყო ანტაკრად ჩუენდა, და იგი აღიღო შორის და შეჰმშჭუალა ჯუარსა (2,13-14).:

...ჴმა-ყვეს კაცთა მოსეს მიმართ, ვითარმედ ყოველივე, რაოდენი თქუა ღმერთმან, ვქმნეთ და ვისმინოთ მისი; ანუ თუ მას, რომელ თანამდებ არს ყოველი კაცი სმენად ყოველსავე ბრძანებასა ღმრთისა, დამბადებელისა თჳსისასა; გინათუ მას, რომელი-იგი უბრძანა ღმერთმან ადამს, ვითარმედ: "რომელსა დღესა შჭამოთ ხისა მისგანი, სიკუდილით მოსწყდეთ" () ესე სიტყუაჲ, ვითარცა ჴელითწერილი, მიეტაცა ეშმაკსა, რამეთუ გარდასლვაჲ იგი მცნებისაჲ, ვითარცა ჴელის-წერა რამე იქმნა ჩუენდა, რომელი-იგი დაჰჴსნა უფალმან განჴორციელებითა თჳსითა, რამეთუ ცოდვანი ჩუენნი თჳსად განიკუთნნა, მან, რომელმან ცოდვაჲ არა ქმნა, და თავისა მიერ თჳსისა გარდაიჴადა პატიჟი, თანამდები ჩუენი, და ჩუენ განმათავისუფლნა პირისაგან წინააღმდგომისა, რომელსა-იგი მარადის წინა-აღსადგომელად ჩუენდა აქუნდის ჴელითწერილად ჩუენ ზედა შექმნული იგი ბრალი ურჩებისაჲ, რომელი-იგი ბრძანებათა მიერ საღმრთოთა შჯულთაჲსა აღჴოცა, რამეთუ პირველად განვისწავლებით ჯმნად ეშმაკთაგან და საქმეთა მისთა, და აღვსთქუამთ შედგომასა ქრისტესსა, მორჩილებითა მცნებათა მისთაჲთა, და ესრეთ, მისა მიმართ სარწმუნოებითა შთავალთ წყალსა ემბაზისასა, რომელსა შინა, რაჟამს ნათელ-ვიღოთ, სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა, მყის სარწმუნოებაჲ ოდენ კმა არს ჩუენდა, და თჳთ წყალი იგი ნათლისღ...

სრულად ნახვა