1.მოიხმო ისაკმა იაკობი, აკურთხა და დაარიგა: ნუ მოიყვან ცოლს ქანაანელთაგან.2.ადექი და წადი ფადან-არამში, დედაშენის მამის, ბეთუელის, სახლში და მოიყვანე იქიდან ცოლად დედაშენის ძმის, ლაბანის ასული.3.ყოვლადძლიერი ღმერთი გაკურთხებს, ნაყოფიერს გაგხდის, გაგამრავლებს და ხალხთა კრებულის მამამთავარი შეიქნები.4.მოგცემს აბრაამის კურთხევას შენ და შენს შთამომავლობას შენთან ერთად, რათა დაიმკვიდრო შენი მდგმურობის ქვეყანა, რომელიც მისცა ღმერთმა აბრაამს.5.გაუშვა ისაკმა იაკობი და წავიდა იგი ფადან-არამში, ლაბანთან, არამეელი ბეთუელის ძესთან, რომელიც იყო ძმა რებეკასი, იაკობისა და ესავის დედისა.6.დაინახა ესავმა, რომ აკურთხა ისაკმა იაკობი და გაუშვა იგი ფადან-არამში ცოლის მოსაყვანად და რომ კურთხევისას უბრძანა, არ მოეყვანა ცოლი ქანაანელთაგან,7.და რომ დაუჯერა იაკობმა დედ-მამას და წავიდა ფადან-არამში.8.დაინახა ესავმა, რომ არ მოსწონდა მამამისს, ისაკს, ქანაანელი ქალები.9.წავიდა ესავი ისმაელთან და მოიყვანა ცოლად მახალათი, აბრაამის ძის, ისმაელის ასული, ნებაიოთის დაი, სხვა ცოლების გვერდით.10.გავიდა იაკობი ბერშებიდან და გაემართა ხარანს.11.მიადგა ერთ ადგილს და იქ დაიღამა, რადგან მზე ჩასული იყო. აიღო ერთი ლოდი იმ ადგილიდან, დაიდო სასთუმლად და დაწვა იმ ადგილას.12.ესიზმრა: მიწაზე კიბე დგას და თავით ცას სწვდება; უფლის ანგელოზები ადი-ჩამოდიან კიბეზე.13.აჰა, უფალი დგას კიბეზე და ეუბნება: მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, მამაშენისა, და ღმერთი ისაკისა. ეს მიწა, რომელზედაც წევხარ, შენთვისა და შენი შთამომავლობისთვის მომიცია.14.შენი შთამომავლობა ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იქნება და განივრცობი დასავლეთისკენ, აღმოსავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ და სამხრეთისკენ; შენითა და შენი შთამომავლობით იკურთხება მიწიერთა მთელი მოდგმა.15.აჰა, შენთანა ვარ და ყველგან დაგიფარავ, სადაც კი წახვალ; კვლავ დაგაბრუნებ ამ მიწაზე, არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ ყველაფერს, რაც გითხარი.16.გამოიფხიზლა იაკობმა ძილისაგან და თქვა: ნამდვილად უფალი ყოფილა ამ ადგილას, მე კი არ ვიცოდი!17.შეშინდა და თქვა: რა საშიში ყოფილა ეს ადგილი! სხვა რა უნდა იყოს, თუ არა უფლის სახლი; ეს ცათა კარიბჭეა!18.ადგა დილაადრიანად იაკობი, აიღო ლოდი სასთუმლად რომ ედო, აღმართა სვეტად და ზედ ზეთი დაღვარა.19.უწოდა სახელად იმ ადგილს ბეთელი (სახლი ღვთისა). წინათ ლუზი ერქვა ამ ქალაქს.20.აღთქმა დადო იაკობმა და თქვა: უკეთუ ღმერთი ჩემთან იქნება და დამიფარავს ამ გზაზე, რომელსაც ვადგივარ, მომცემს პურს საჭმელად და სამოსელს შესამოსად,21.მშვიდობით დაბრუნდები მამისეულ სახლში და უფალი იქნება ჩემი ღმერთი,22.მაშინ ეს ლოდი, სვეტად რომ დავდგი, ღვთის სახლი იყოს და ყველაფრისგან, რასაც მომცემ, მეათედს შენ მოგიძღვნი.
ხომ იხილეთ გუშინ მეზვერის დიდი კეთილგონიერებაც, უფლის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობაც და იუდეველთა უკიდურესი უგრძნობლობაც? ხომ იხილეთ, როგორ ნეტარი მათე თავისი სწრაფი მორჩილებითა (უფლისადმი) და ესოდენ მნიშვნელოვანი (ცხოვრების) ცვლილებით ყველა ჩვენგანს გვასწავლის, რომ ზეციური მადლის შემდეგ ჩვენი ნება სათნოებისა და მანკიერების მიზეზად გვექცევა და რომ საკუთარი მოშურნეობით სათნოების მოქმედნი გავხდეთ, დაუდევრობით კი კვლავ ცოდვის უფსკრულში ჩავვარდეთ? სწორედ...
1. იაკობის რწმენით სავსე მოგზაურობა (28:13–29:20):
...ს მისცემდა; თუმცა ამას არაფერს ითხოვდა უფლისგან და ლოცვაშიც კი ხსენებას არ ბედავდა, მაგრამ ღვთისთვის მეათედის მიძღვნის აღთქმით აჩვენა, რა მტკიცედ სასოებდა ყოველივეში აღმთქმელის ძალაზე. ამიტომაც თავად ღმერთი, მასთან საუბრისას, ეუბნებოდა: „მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი მამისა შენისა, ნუ გეშინინ" (). განიხილე, ამბობს, რომ პატრიარქიც უცხოტომელი მოხეტიალე შემოვიდა ამ ქვეყანაში, არავისგან ცნობილი, მაგრამ ისეთ დიდებას მიაღწია, რომ ახლა ყველა მასზე საუბრობს. მამაშენზეც იფიქრე, თუ როგორ — მამის უკიდურეს სიბერეში შობილი — ესოდენ აღმაღლდა, რომ ამ ქვეყნის მკვიდრთა შურის საგნადაც კი იქცა. შენც იგივე მოელი და ყოველგვარი შიში და ყოველი მღელვარება განაგდე, გზა განაგრძე. ამგვარად მსჯელობდა მართალი და თავის იმჟამინდელ მდგომარეობას არ უყურებდა (რადგან არაფერი გააჩნდა — და როგორღა ექნებოდა, მარტოდმარტო რომ იყო და შორეულ გზაზე გამოსული?), არამედ რწმენის თვალით თავის მომავალ კეთილდღეობას უკვე წინასწარ ხედავდა და მისთვის დამახასიათებელ ღვთისადმი მადლიერებას იჩენდა. ჯერ კიდევ არაფერი მიუღია და უკვე აღთქმას უდებს ღმერთს, რადგან უფლის აღთქმას თვით კეთილთა ფლობაზეც უფრო სარწმუნოდ მიიჩნევდა: ნამდვილად, არა იმდენად ხილულსა და გრძნობადს უნდა ვენდობ...
...ლი მართლის მიმართ რომ იხილა, იაკობს ეუბნება: „მიიქეც ქუეყანად მამისა შენისა და ქუეყანად ნათესავისა შენისა და ვიყო მე შენ თანა" (). საკმარისად, ამბობს, იცხოვრე უცხოეთში; ახლა მინდა აღვასრულო ის, რაც ადრე აღგითქვი, როცა გითხარი: „მოგაქციო შენ ამასვე ქუეყანასა" (). მაშ, ყოველგვარი შიშის გარეშე დაბრუნდი, რადგან მე შენთან ვიქნები. იმისთვის, რომ მართალს დაბრუნება არ გადაევადებინა და გაბედულად წამოსულიყო, უფალი ეუბნება: მე შენთან ვიქნები. მე, ვინც აქამდე შენს ცხოვრებას ვაწესრიგებდი და შენს შთამომავლობას ვამრავლებდი, მე ამიერითგანაც შენთან ვიქნები. მართალმა, ეს რომ მოისმინა ღვთისგან, აღარ დაყოვნდა და მგზავრობისთვის მზადებას შეუდგა. „მიავლინა, — ნათქვამია, — იაკობ და მოუწოდა ლიას და რაქელს ველად, სადა-იგი იყო სამწყსოჲ და ჰრქუა მათ". სურს ცოლებს აუწყოს მგზავრობის განზრახვა, ღვთის ბრძანება შეატყობინოს და მამის სიძულვილი. **„და ჰრქუა მათ: ვხედავ მე პირსა მამისა თქუენისა, რამეთუ არა არს ჩემდა მომართ, ვითარ-იგი გუშინ და ძოღან. და ღმერთი მამისა ჩემისა იყოს ჩემ თანა. თქუენ თჳთ იცით, რამეთუ ყოვლითა ძალითა ჩემითა ვჰმონე მამასა თქუენსა. ხოლო მამამან თქუენმან დამაკლო და ცვალა სასყიდელი ჩემი ათისა ტა...
...იგი, როგორც ნათქვამია, ლიაზე მეტად. ამგვარად, რაქელის სილამაზემ სიყვარული აღუძრა. მაგრამ შენიშნე აქაც უფლის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობა — როგორ ნელ-ნელა მოჰყავს თავისი აღთქმები აღსრულებამდე. მან თქვა: „აჰა, მე შენ თანა ვარ დაცვად შენდა ყოველსავე გზასა შენსა, ვიდრეცა ხჳდოდი. და მოგაქციო შენ ამასვე ქუეყანასა" (), გაგამრავლებო; და ახლა ყველაფერს ასე აწყობს. ამაში რომ დავრწმუნდეთ, მოისმინე, რა ნათლად ამბობს ამას თავად საღვთო წერილი: „და იხილა ღმერთმან, რამეთუ სძულს ლია. განაღო საშოჲ მისი. ხოლო რაქელ იყო ბერწ. მიუდგა ლია და უშვა იაკობს ძე" (დაბ 29:31–32). შენიშნე ღვთის განგებული სიბრძნე: რადგან ერთი ქმრის კეთილგანწყობას სილამაზით იზიდავდა, ხოლო მეორე, სილამაზემოკლებული, არასაყვარლად ჩანდა, — ღმერთი ამ უკანასკნელს შვილოსნობას ანიჭებს, ხოლო პირველის საშოს ხურავს: ორივეს საკუთარი კაცთმოყვარეობით აწყობს, რომ ერთს შობილი შვილებისგან ნუგეში ჰქონდეს და ქმრის სიყვარული მიიზიდოს, ხოლო მეორემ, სილამაზისა და შვენიერების გამო, დის წინააღმდეგ არ აღმდგარიყო. „და განაღო, — ნათქვამია, — საშოჲ მისი". ისწავლე აქედან, საყვარელო, რომ ყველაფრის შემოქმედი ყველაფრის განმგებელიც არის; იგივე აღძრავს ბუნებას შვილთა შობისთვის და თანაცხოვრება უნაყოფო რჩება,...