1.ეს არის ადამის წარმოშობის წიგნი: როცა გააჩინა ღმერთმა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი;2.მამაკაცად და დედაკაცად გააჩინა ისინი, აკურთხა და უწოდა მათ სახელად ადამი, მათი შექმნის დღეს.3.ადამმა ას ოცდაათი წელი იცოცხლა და შეეძინა თავისი მსგავსი და თავისი ხატი, და უწოდა სახელად შეთი.4.შეთის დაბადების შემდეგ შეემატა ადამს რვაასი წელი და შვა ძენი და ასულნი.5.სრული ხანი ადამისა, რაც იცოცხლა, იყო ცხრაას ოცდაათი წელი და მოკვდა.6.იცოცხლა შეთმა ას ხუთი წელი და შვა ენოში.7.იცოცხლა შეთმა ენოშის დაბადების შემდეგ რვაას შვიდი წელი და შვა ძენი და ასულნი.8.სრული ხანი შეთისა იყო ცხრაას თორმეტი წელი, და მოკვდა.9.იცოცხლა ენოშმა ოთხმოცდაათი წელი და შვა კაინანი.10.იცოცხლა ენოშმა კაინანის დაბადების შემდეგ რვაას თხუთმეტი წელი და შვა ძენი და ასულნი.11.სრული ხანი ენოშისა იყო ცხრაას ხუთი წელი, და მოკვდა.12.იცოცხლა კაინანმა სამოცდაათი წელი და შვა მაჰალალეელი.13.იცოცხლა კაინანმა მაჰალალეელის დაბადების შემდეგ რვაას ორმოცი წელი და შვა ძენი და ასულნი.14.სრული ხანი კაინანისა იყო ცხრაას ათი წელი, და მოკვდა.15.იცოცხლა მაჰალალეელმა სამოცდახუთი წელი და შვა იარედი.16.იცოცხლა მაჰალალეელმა იარედის დაბადების შემდეგ რვაას ოცდაათი წელი და შვა ძენი და ასულნი.17.სრული ხანი მაჰალალეელისა იყო რვაას ოთხმოდათხუთმეტი წელი, და მოკვდა.18.იცოცხლა იარედმა ას სამოცდაორი წელი და შვა ენოქი.19.იცოცხლა იარედმა ენოქის დაბადების შემდეგ რვაასი წელი და შვა ძენი და ასულნი.20.სრული ხანი იარედისა იყო ცხრაას სამოცდაორი წელი, და მოკვდა.21.იცოცხლა ენოქმა სამოცდახუთი წელი და შვა მეთუშალახი.22.დადიოდა ღმერთთან ენოქი მეთუშალახის დაბადების შემდეგ სამასი წელი და შვა ძენი და ასულნი.23.სრული ხანი ენოქისა იყო სამას სამოცდახუთი წელი.24.დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა.25.იცოცხლა მეთუშალახმა ას ოთხმოცდახუთი წელი და შვა ლამექი.26.იცოცხლა მეთუშალახმა ლამექის დაბადების შემდეგ შვიდას სამოცდათორმეტი წელი და შვა ძენი და ასულნი.27.სრული ხანი მეთუშალახისა იყო ცხრაას სამოცდაცხრა წელი, და მოკვდა.28.იცოცხლა ლამექმა ას ოთხმოცდაორი წელი და შვა ძე.29.უწოდა მას სახელად ნოე. ასე თქვა: ეს გვანუგეშებს ჩვენს შრომასა და ჯაფაში ამ მიწაზე, რომელიც დასწყევლა უფალმა.30.იცოცხლა ლამექმა ნოეს დაბადების შემდეგ ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი წელი და შვა ძენი და ასულნი.31.სრული ხანი ლამექისა იყო შვიდას სამოცდაჩვიდმეტი წელი, და მოკვდა.32.ოთხმოცდაათი წლისა იყო ნოე, როცა შვა სემი, ქამი და იაფეთი.
დიდი და გამოუთქმელი საუნჯე, საყვარელნო, დღევანდელ საკითხავშია მოცემული. ვიცი, რომ ბევრი, სახელების ჩამოთვლას რომ ისმენს და ზედაპირულად უყურებს საღვთო წერილიდან წაკითხულს, ფიქრობს, თითქოს ეს სიტყვები სახელთა უბრალო ჩამონათვალის მეტს არაფერს შეიცავსო; მაგრამ ყველას ვგთხოვთ, საღვთო წერილში მოცემულს უყურადღებოდ არ ჩაუაროთ, რადგან ყოველივე, რაც აქ დაწერილია, აზრთა დიდ სიმდიდრეს შეიცავს. ვინაიდან ნეტარი წინასწარმეტყველები სულიწმიდის შთაგონებით მოუბარნი...
მინდა დღეს გუშინდელი ტრაპეზის ნარჩენს შემოგთავაზოთ, მაგრამ ნუ შეწუხდები, საყვარელო, ნარჩენს რომ ისმენ. რასაკვირველია, ხორციელი საჭმელი დღე-ორ დღეში ხშირად ფუჭდება, უსიამოვნო და საკვებად უვარგისი ხდება, სულიერი ტრაპეზის შესახებ კი ამის შიში არ არის; პირიქით, რაც მეტი დრო გადის, მით მეტ სიამოვნებას იძენს და უფრო სასიამოვნო და გემრიელი ხდება. ასე რომ, ახლა საქმით შევასრულოთ გუშინ მიცემული პირობა, გადავიხადოთ სწავლების ვალი და ჩვენი პატიოსნება...
...რქმეული, ან შეიძლება ასეთი სულაც ვერ იპოვო. არამედ, როცა მამას სახელის დარქმევა სურდა, რაღაც არაჩვეულებრივ, ახალ სახელს აძლევდა, ისეთს, რომ მისით რაიმე მომავალი მოვლენა წინასწარ აღნიშნულიყო. ასევე იქცეოდა დედაც. მაგალითად, ლამექმა, თავის შვილს სახელი რომ დაარქვა, ნოე უწოდა და მიუმატა: „ამან განმისუენოს ჩუენ" (). ამგვარად, ყოველ სახელს თუ ყურადღებით გამოიკვლევ, აუცილებლად იპოვი მასში რაიმე წინასწარნიშანს, — და არა ისე, როგორც ახლა იქცევიან, შვილებს უმიზნოდ და შემთხვევით არქმევენ სახელებს, ან მხოლოდ მშობლების სახელებით. ძველთ კი ყოველთვის მიზანი ის ჰქონდათ, რომ შვილების სახელწოდებაში რაიმეს მუდმივი შეხსენება ჩაედოთ. მაგრამ ვნახოთ შემდგომ, რას მოგვითხრობს ნეტარი მოსე პირმშოობის გაცვლის შემდეგ იაკობისა და ესავის მამის შესახებ, — როგორ ღირსდება იგიც, აბრაჰამის მსგავსად, შიმშილის დადგომისას ზეგარდამო დიდი მზრუნველობისა, ერთი მხრივ, საკუთარი სათნოების გამო, მეორე მხრივ კი, მამამთავრისთვის მიცემული აღთქმის თანახმად. „და იქმნა", — ამბობს წერილი, — „სიყმილი ქუეყანასა ზედა თჳნიერ მის სიყმილისა, რომელ-იგი იყო ჟამთა აბრაჰამისთა" (). რათა არ იფიქრო, რომ წერილი წინანდელ შიმშილზე ლაპარაკობს, ის განმარ...
3. „აბრამ" და „აბრაჰამ" სახელთა მნიშვნელობა (17:7-9):
...თადერთი მართალი იყო, თუკი ლამექი, მისი მამა, ამ მართლის სათნოების მოშურნე ყოფილიყო. ამასთან, სურდა რა ძისთვის სახელი დაერქმია, ლამექმა თქვა: „და უწოდა სახელი მისი ნოე მეტყუელმან: ამან განმისუენოს ჩუენ საქმეთაგან ჩვენთა და მწუხარებათაგან ჴელთა ჩუენთასა და ქუეყანისაგან, რომელი დაწყევა უფალმან ღმერთმან ჩუენმან" (). მითხარი, საიდან ჰქონდა ლამექს ასეთი ცოდნა იმის შესახებ, რაც რამდენიმე თაობის შემდეგ უნდა მომხდარიყო? სახელი ეწოდოს, ამბობს, ნოე; „ამან განმისუენოს ჩუენ". ნოე ებრაულად განსვენებას ნიშნავს. ამიტომ რადგან ნოე ერთადერთი უნდა გადარჩენილიყო წარღვნის დროს, რომელიც მთელ სამყაროს დაფარავდა, და მის შემდგომი თაობების დასაბამი უნდა გამხდარიყო, ლამექი ამბობს: „ამან განმისუენოს ჩუენ", განსვენებას უწოდებს წარღვნას. მართლაც, წარღვნამ, წყლებით მთელი მიწა რომ დაფარა, რომელიც იმდროინდელ ადამიანთა ცოდვებით დამძიმებული იყო და ყოველგვარ სიბილწეს ზიდავდა, და ურჯულო ადამიანთა ყოველგვარი ბოროტება აღკვეთა, გაწმინდა მიწა, რომელიც უწმინდური გამხდარიყო თავისი მცხოვრებთა ბოროტების გამო, ხოლო ისინი სასჯელით განასვენა: „რამეთუ სიკუდილი კაცისა განსუენებაჲ არს", — ამბობს წერილი (). ახლა ხედავ, როგორ ხშირად...
...არეობის განსაკუთრებულ სიმაღლესაც და იმდროინდელ ადამიანთა ბოროტების დიდ გაძლიერებასაც. „ნოე იყო ექუსასთა წელთა". საღვთო წერილმა უმიზეზოდ კი არ გვითხრა მართლის წლების რიცხვი, და არა მხოლოდ იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რამდენი წლისა იყო მართალი, არამედ იმიტომ, რომ მანამდე უკვე გვამცნო: „ნოე იყო წელიწადთა ხუთასთა" (). ხოლო ამ წლების რიცხვის შემდეგ, მოგვითხრო ადამიანთა მანკიერებისკენ ძლიერი მისწრაფების შესახებ, როგორ „შეყოფილ არს მომგონებელობაჲ კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით" (), რის გამოც ღმერთმა ბრძანა: „არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის... ყოფისათჳს მათისა ჴორც" (), ამ სიტყვებით მათ თავისი დიდი რისხვის წინასწარ აცნობებდა. შემდეგ, რათა მათ სინანულისა და რისხვის თავიდან აცილებისთვის საკმარისი დრო მიეცა, ამბობს: „იყვნენ ასოც წელ", ესე იგი, ხუთასი წლის შემდეგაც მოვითმენ, რადგან ეს მართალი ხუთასი წლის განმავლობაში არ წყვეტდა ყველას შეგონებას თავისი სახელითვე, და, მხოლოდ ისურვებდნენ მოსმენას, ურჩევდა ცოდვას მოშორებოდნენ და სათნოებისკენ მიქცეულიყვნენ. ამის მიუხედავად, ამბობს ღმერთი, ახლაც კიდევ ასოცი წლის მოთმინებას აღვუთქ...