1.როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ,2.დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა.3.თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი.4.ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი.5.დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა.6.ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა.7.თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე, რადგან ვნანობ, რომ გავაჩინე.8.მხოლოდ ნოეს ეპოვა მადლი უფლის თვალში.9.ეს არის ამბავი ნოესი: მართალი, სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთთან დადიოდა ნოე.10.შვა ნოემ სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი.11.წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით.12.გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და, აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე.13.უთხრა ღმერთმა ნოეს: მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით; და, აჰა, უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნითურთ.14.გაიკეთე კიდობანი ურთხელისგან. ბუდეები გაუკეთე კიდობანს, შიგნით და გარეთ ფისით შეფისე.15.ამგვარი უნდა ააგო იგი: სიგრძით სამასი წყრთა იყოს კიდობანი, სიგანით - ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლით - ოცდაათი წყრთა;16.სასინათლო გაუკეთე კიდობანს, ზემოდან ერთ წყრთაზე დაუტანე; კარი გვერდიდან შეაბი კიდობანს; ქვედა, მეორე და მესამე სართული გაუკეთე.17.აჰა, მოვავლენ წარღვნას ქვეყანაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას; ყოველი მიწიერი უნდა განადგურდეს.18.შენ კი აღთქმას დაგიდებ და შეხვალთ კიდობანში შენ და შენი შვილები, შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები.19.ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი ხორციელი, ყველა წყვილ-წყვილად შეიყვანე კიდობანში, რათა შენთან ერთად გადარჩნენ; დედალ-მამალი იყოს.20.ყოველი გვარის ფრინველი, ყოველი გვარის პირუტყვი, ყოველი გვარის ქვეწარმავალი, ყველა წყვილ-წყვილად შემოგყვეს კიდობანში, რათა გადარჩნენ.21.წაიღე ყოველგვარი საჭმელი, რაც კი იჭმევა; მოიმარაგე და საჭმელად გქონდეთ შენც და მათაც.22.ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა დაარიგა. ასე გააკეთა.
მინდა დღეს გუშინდელი ტრაპეზის ნარჩენს შემოგთავაზოთ, მაგრამ ნუ შეწუხდები, საყვარელო, ნარჩენს რომ ისმენ. რასაკვირველია, ხორციელი საჭმელი დღე-ორ დღეში ხშირად ფუჭდება, უსიამოვნო და საკვებად უვარგისი ხდება, სულიერი ტრაპეზის შესახებ კი ამის შიში არ არის; პირიქით, რაც მეტი დრო გადის, მით მეტ სიამოვნებას იძენს და უფრო სასიამოვნო და გემრიელი ხდება. ასე რომ, ახლა საქმით შევასრულოთ გუშინ მიცემული პირობა, გადავიხადოთ სწავლების ვალი და ჩვენი პატიოსნება...
ხედავდით უკვე ნათქვამიდან, რა დიდია კაცთმოყვარეობა და რა ზღვარგადასულია ღვთის სულგრძელობა? ხედავდით, როგორ გაძლიერდა მაშინდელ (ნოეს თანამედროვე) ადამიანთა უღმრთოება? შეიტყვეთ, როგორი იყო მართლის სათნოება ასეთ უღმრთოთა სიმრავლეს შორის და როგორ არაფერმა ავნო მას — არც ამ ადამიანთა ერთსულოვნება, უღმრთოებისკენ მიდრეკილი, არც ის, რომ მათ შორის მარტო დარჩა და საპირისპირო გზით მიდიოდა? მან, ვითარცა შესანიშნავმა მესაჭემ, გონების სადავეს დიდი ფხიზლობით რომ...
გუშინ არცთუ მცირე სარგებელი მოგვიტანა მართალი ნოეს მოდგმის ისტორიამ. ჩვენ საკვირველი გვარტომობის წესი შევიტყვეთ და დავინახეთ, რომ მართალი დიდებას იხვეჭს არა წინაპართა კეთილშობილებით, არამედ საკუთარ ზნეთა სიკეთით. სწორედ ამის გამო მიიღო მან ასეთი მაღალი მოწმობა საღვთო წერილისგან: „ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა, ღმერთსა სათნო ეყო ნოე" (). ამ მოკლე სიტყვებს გუშინ მთელი სწავლება...
...ნ გარეშენიც, რომ „მსუქანი მუცელი წვრილ გონებას არ შობს"3. წერილმა უსულო ადამიანებად წოდებაც იცის: „არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათჳს მათისა ჴორც" ().თუმცა სულიც ჰქონდათ, მაგრამ რადგან მას მკვდრად ატარებდნენ, ღმერთმა ხორცი უწოდა მათ.რამეთუ, როგორც სათნოებზე, თუნდაც სხეული ჰქონდეთ, მაინც ვამბობთ: „მთლიანად სულია, მთლიანად სულიერია", ასევე მათზე, ვინც ასეთნი არ არიან, საპირისპიროს ვამბობთ.ასევე პავლეც ამბობდა: „ხოლო თქუენ არა ხართ ჴორცთა შინა" (), რადგან ხორცის საქმეებს არ ასრულებდნენ.ასევე ფუფუნებაში მცხოვრებნი არც სულში არიან და არც სულიერებაში.
ხოლო „რომელი-იგი იშუებდეს, ცოცხლივვე მკუდარ არს" (), — ამბობს....
...ის რიცხვის შემდეგ, მოგვითხრო ადამიანთა მანკიერებისკენ ძლიერი მისწრაფების შესახებ, როგორ „შეყოფილ არს მომგონებელობაჲ კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით" (), რის გამოც ღმერთმა ბრძანა: „არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის... ყოფისათჳს მათისა ჴორც" (), ამ სიტყვებით მათ თავისი დიდი რისხვის წინასწარ აცნობებდა. შემდეგ, რათა მათ სინანულისა და რისხვის თავიდან აცილებისთვის საკმარისი დრო მიეცა, ამბობს: „იყვნენ ასოც წელ", ესე იგი, ხუთასი წლის შემდეგაც მოვითმენ, რადგან ეს მართალი ხუთასი წლის განმავლობაში არ წყვეტდა ყველას შეგონებას თავისი სახელითვე, და, მხოლოდ ისურვებდნენ მოსმენას, ურჩევდა ცოდვას მოშორებოდნენ და სათნოებისკენ მიქცეულიყვნენ. ამის მიუხედავად, ამბობს ღმერთი, ახლაც კიდევ ასოცი წლის მოთმინებას აღვუთქვამ, რათა ეს დრო ჯეროვნად გამოიყენონ, უკეთურებას განშორდნენ და სიკეთის კეთება დაიწყონ. თუმცა, ამ ასოცი წლის აღთქმით არ დაკმაყოფილდა, არამედ მართალს კიდობნის აგებაც უბრძანა, რათა კიდობნის სახეც საკმარისი შეგონება ყოფილიყო მათთვის, და არცერთ მათგანს უწყებლად არ დარჩენილიყო მოსალოდნელი სასჯელის სიდიდე. ის ფაქტი, რომ ეს მართალი, რომელიც უმაღლეს სრულყოფილებას მიაღწია, ასე ზრუნა...
...დვათა სიდიადეს აჩვენებს, თითქოს გამართლებას წარმოაჩენს, და მხოლოდ მას შემდეგ სჯის. ასე იყო წარღვნის დროსაც, როცა მან ის საშინელი მუქარა მოისურვა, წერილი ამბობს: „ხოლო იხილა რაჲ უფალმან ღმერთმან, ვითარმედ განმრავლდეს უსჯულოებანი კაცთანი... და ყოველი ვინ გონებს გულსა შინა თჳსსა მოსწრაფებით ბოროტთა ყოველთა დღეთა" (). ხედავ, როგორ აჩვენა ჯერ მათი გარყვნილების უკიდურესობა, და მხოლოდ მას შემდეგ თქვა: „აღვჴოცო კაცი" ()? ასევეა ახლაც: „აჰა ნათესავი ერთ და ბაგენი - ერთ ყოველთა, და ამის იწყეს ქმნად". თუ ისინი ახლა, ზრახვებისა და ენის ასეთი ერთობით სარგებლობისას, ასეთ გააფთრებაში ჩავარდნენ, მაშ, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო უარესს არ ჩაიდენენ? „არა დააკლდეს მათგან, — ამბობს, — ყოველნი, რაოდენ-თა-ცა ინებონ ქმნად". ვეღარაფერი შეაჩერებს მათ სწრაფვას; პირიქით, ისინი შეეცდებიან ყველა თავიანთი ჩანაფიქრი ასრულებაში მოიყვანონ, თუ მაშინვე არ მიიღეს სასჯელი თავიანთი თავხედური წამოწყებისთვის. ზუსტად ასე იყო პირველ ადამიანთანაც. იქაც ღმერთმა, როცა ადამის სამოთხის საცხოვრებლიდან გაძევება გადაწყვიტა, უთხრა მას: „ვინ გითხრა შენ, რამეთუ შიშუელ ხარ?" და კიდევ: **„აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი, მ...