...დგან შეუძლია, თუ მოისურვებს, ათასგზისაც მოკვდეს; მართლაც, ბევრმა ქალმა მოწამეობაც მიიღო; შეუძლია უმანკოება იღვაწოს, მამაკაცებზე მეტადაც, რადგან მას ასეთი ალი არ აწუხებს; ასევე შეუძლია გამოაჩინოს კდემამოსილება და ღირსება, განწმენდა, რომლის შესახებაც ნათქვამია: „სიწმიდესა, რომლისა თჳნიერ ვერვინ იხილოს უფალი“ (), შეძლოს სიმდიდრის უგულებელყოფაც, თუ მოისურვებენ, და, მოკლედ, ყოველი სხვა სათნოებაც. ამბობს: „ისწრაფე ზამთრისა წინა მოსლვად“ (). როგორ აჩქარებს მას? და არსად ამბობს რაიმე გულსატკენს; არ ამბობს: „ვიდრე მე აღვესრულები“, რათა არ დაამწუხროს, არამედ: „ზამთრისა წინა მოსლვად“ (), რათა არ შეფერხდე.
ამბობს: „გიკითხვენ შენ ევვულოს და პუდის და ლინოს და კლავდია და ძმანი ყოველნი“ (). მათ სახელებით არ მოიხსენიებს. ხედავ, რომ ისინი უფრო მხურვალენი იყვნენ?...