მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 6:2

1. მეფე ყუზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, მჯდარი ამაღლებულ, ზეამართულ ტახტზე, და მისი კალთები ავსებდა ტაძარს.2. თავთით სერაფიმები ედგნენ, ექვს-ექვსი ფრთა ესხა თითოეულს; ორით სახეს იფარავდნენ, ორით ფეხებს იფარავდნენ, ორით ფრენდნენ.3. ერთი მეორეს გასძახოდნენ და ამბობდნენ: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა ცაბაოთ უფალი! მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება!
ესაია თავი 6
2. თავთით სერაფიმები ედგნენ, ექვს-ექვსი ფრთა ესხა თითოეულს; ორით სახეს იფარავდნენ, ორით ფეხებს იფარავდნენ, ორით ფრენდნენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 8. „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბ 1:26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ადამიანი — ქმნილების გვირგვინი და მეფე (1:26):

...შემოქმედთან? ანგელოზთა საქმე არა ისაა, რომ თათბირში შევიდნენ (ღმერთთან), არამედ ის, რომ წინაშე იდგნენ და ემსახურონ. რომ ამაში დარწმუნდე, მოისმინე, რას ამბობს ხმამაღალი ესაია უმაღლესი ანგელოზური ძალების შესახებ: რომ ხილვაში იხილა ქერუბიმნი, ღმერთის მარჯვნივ მდგომნი, და სერაფიმნი, ფრთებით პირსა და ფეხებს დამფარავნი (). ეს იმიტომ, რომ ისინი ვერ იტანდნენ იქიდან გამომავალ ბრწყინვალებას, არამედ დიდი შიშითა და ძრწოლით იდგნენ. ასე ეგების ქმნილებებს უფლის წინაშე წარდგომა.

3. ღვთის ხატი — ბატონობა და არა გარეგნობა (1:26-27)

მაგრამ იუდეველები, სიტყვების მნიშვნელობის გაუგებრად, უაზროდ ლაპარაკობენ, რაც მოუვათ. ამიტომ, მათი ცარიელი ლაყბობის უკუგდების შემდეგ, ეკლესიის შვილებს ამ გამოთქმის ჭეშმარიტი აზრი უნდა ვაჩვენოთ. ვინ არის ის, ვისაც ეუბნება ღმერთი: „ვქმნეთ კაცი"? ვინ სხვა, თუ არა „დიდისა განზრახვისა ანგელოზი, საკვირველი თანგანმზრახი, ღმერთი ძლიერი, ჴელმწიფე, მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა საუკუნოსა" (), ღვთის მხოლოდშობილი ძე, არსებით მამის თანასწორი, „რომლის მიერ ყოველი შეიქმნა"? მას ეუბნება (მამა): „ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ". აქ მას სასიკვდილო დარტყმა მიაქვს...

სრულად ნახვა