1.ვინაიდან მსგავსია ცათა სასუფეველი ოჯახის პატრონისა, რომელიც გამოვიდა დილაუთენია, რათა თავის ვენახში სამუშაოდ დაექირავებინა მუშები.2.დღეში თითო დინარად გაურიგდა მათ და თავის ვენახში გაგზავნა ისინი.3.მერე გამოვიდა დაახლოებით სამ საათზე, და დაინახა მოედანზე უქმად მდგომი სხვა მუშები.4.და უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში, და რაც გერგებათ, მოგცემთ.5.ისინიც წავიდნენ. და კვლავ გამოვიდა მეექვსე და მეცხრე საათს და ასევე მოიქცა.6.ბოლოს, გამოვიდა ასე თერთმეტ საათზე, დაინახა უქმად მდგომი სხვა მუშები, და უთხრა მათ: რატომ დგახართ მთელი დღე ასე უქმად?7.მათ უთხრეს: იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავა, ხოლო მან თქვა: წადით თქვენც ჩემს ვენახში, და რაც გერგებათ, მოგცემთ.8.რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა თავის მოურავს უთხრა: დაუძახე მუშებს და მიეცი საზღაური, უკანასკნელთაგან მოყოლებული პირველებამდე.9.მოვიდნენ თერთმეტზე დაქირავებულნი, და მიიღეს თითო დინარი.10.მოვიდნენ პირველნიც და ეგონათ, უფრო მეტი მოგვიწევსო, მაგრამ მათაც თითო დინარი მიიღეს.11.და როცა მიიღეს, ყვედრება დაუწყეს ვენახის პატრონს12.და თქვეს: ეს უკანასკნელნი მხოლოდ ერთ საათს მუშაობდნენ და ჩვენ კი გაგვითანაბრე, რომელთაც ვიტვირთეთ სიმძიმე დღისა და სიცხე.13.ხოლო მან პასუხად უთხრა ერთ მათგანს: მეგობარო, უსამართლოდ არ მოგქცევივარ: განა ერთ დინარად არ მომირიგდი?14.მიიღე შენი და წადი: მე მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ.15.იქნებ ნება არა მაქვს, როგორც მსურს, ისე მოვექცე ჩემსას? ან იქნებ შენი თვალია უკეთური, იმიტომ, რომ მე ვარ კეთილი?16.ასე იქნებიან უკანასკნელნი - პირველნი, და პირველნი - უკანასკნელნი, ვინაიდან მრავალნი არიან ხმობილნი და მცირედნი - რჩეულნი.
17.და როცა ადიოდა იერუსალიმს, იესომ ცალკე გაიხმო გზაში თავისი თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ:18.აჰა, ავდივართ იერუსალიმს, და ძე კაცისა მიეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, და მიუსჯიან მას სიკვდილს;19.და საგინებლად, საგვემად და ჯვარზე საცმელად მისცემენ მას წარმართთ: და აღდგება მესამე დღეს.
20.მაშინ ზებედეს ძეთა დედა თავისი ვაჟებითურთ მიეახლა მას, თაყვანს სცემდა და რაღაცას ევედრებოდა.21.მან უთხრა: რა გსურს? ხოლო ქალმა მიუგო მას: თქვი, რომ ეს ჩემი ორი ძე შენს სასუფეველში ერთი შენს მარჯვნივ, მეორე კი შენს მარცხნივ დაჯდეს.22.იესომ პასუხად თქვა: არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ შესვათ სასმისი, რომელიც მე უნდა შევსვა? მათ თქვეს: შეგვიძლია.23.ხოლო იესომ უთხრა მათ: ჩემს სასმისს შესვამთ, მაგრამ მე როდი მომეცა, თუ ვინ დაჯდება ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ, არამედ ვისთვისაც ეს გამზადებულია ჩემი მამის მიერ.24.ამის მოსმენისას ათი მოწაფე რისხვით აღივსო ორივე ძმის მიმართ.25.ხოლო იესომ მიიხმო ისინი და უთხრა: თქვენ იცით, რომ ხალხთა მთავარნი მბრძანებლობენ მათზე, და დიდებულნი განაგებენ მათ.26.ხოლო თქვენს შორის ნუ იქნება ასე, არამედ ვინც თქვენში მოისურვებს უფროსობას, თქვენს მსახურად იქცეს.27.და ვინც თქვენს შორის მოისურვებს პირველობას, თქვენს მონად იქცეს.28.რადგან ძე კაცისა იმისთვის კი არ მოვიდა, რომ სხვები იმსახუროს, არამედ რათა სხვებს ემსახუროს და მრავალთა სახსნელად მისცეს თავისი სული.
29.როდესაც გამოვიდნენ იერიხონიდან, მისდევდა მას დიდძალი ხალხი.30.და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას, და როდესაც გაიგონეს, იესო მოდისო, აყვირდნენ და თქვეს: შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძეო!31.ხოლო ხალხი ტუქსავდა მათ და აჩუმებდა. ისინი კი უფრო ხმამაღლა ყვიროდნენ: შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძეო!32.იესო შეჩერდა, მიიხმო ისინი და უთხრა: რას მოითხოვთ ჩემგან?33.მათ მიუგეს: თვალის ახელას, უფალო.34.შეებრალა ისინი იესოს და შეეხო მათ თვალებს; იმ წამსვე აეხილათ თვალი და გაჰყვნენ მას.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: უფალო, აჰა ესერა ჩუენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენთჳს?“ (19,27).
რომელსა იტყჳ, ჵ ნეტარო პეტრე, თუ: „ყოველი დაუტევეთ“? ბადე-თა იტყჳა, ანუ სათხეველთა, ანუ ლერწამსა, ანუ ნავსა, ანუ თევზობასა? ამას ყოველსა იტყჳა? ჰე, ჭეშმარიტადო, მომიგებს მოციქული; გარნა არა ზუაობით ვიტყჳ ამას ანუ სიქადულით, არამედ რაჲთა კითხვითა ამით ჩემითა შორის შემოვიყვანო კრებული იგი გლახაკთაჲ. ვინაჲთგან თქუა უფალმან, ვითარმედ: „უკუეთუ გნებავს,...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა აღვიდოდა იერუსალჱმდ, წარიყვანნა ათორმეტნი იგი მოწაფენი თჳსაგან და მგზავრ ეტყოდა მათ: აჰა ესერა აღვალ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ. და მისცენ იგი წარმართთა კიცხევად და ჯუარ-ცუმად, და მესამესა დღესა აღდგეს“ (20,17-19).
მოვიდა რაჲ გალილეაჲთ, არა მეყსეულად აღვიდა იერუსალჱმდ, არამედ პირველად ქმნნა სასწაულნი და ასწავა მოწაფეთა უპოვარებისათჳს და ქალწულებისათჳს და სიმდაბლისათჳს და მისაგებელისათჳს მათისა,...
20:1-16 — იგავი ვენახის მუშაკებისა და თანასწორი საზღაურისა
1-7. რამეთუ მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა სახლისა უფალსა, რომელი განვიდა განთიად დადგინებად მუშაკთა ვენაჴსა თჳსსა. და აღუთქუა მათ სასყიდელი თითოეულსა დრაჰკანი დღესა შინა და წარავლინნა იგინი ვენაჴსა თჳსსა. და განვიდა იგი მესამესა ჟამსა და პოვნა სხუანი, მდგომარენი უბანთა ზედა უქმად, და ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიგცე თქუენ. ხოლო იგინი წარვიდეს. და მერმე განვიდა მეექუსესა და მეცხრესა...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თჳსთა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).:
...რას შემძლებელ არს კეთილისა გულისხმის-ყოფად, რამეთუ იწყლა გული მათი, რამეთუ სხუანიცა იყვნეს ზიარ კეთილთა მათთა, და ამისთჳს თავნი თჳსნი განიგუმირნეს მახჳლითა და უცხო იქმნნეს კაცთმოყუარებისაგან ღმრთისა. ვითარცა იტყჳს თჳთ უფალი: „მოყუასო, არა გავნებ შენ. ხოლო მნებავს ამისიცა მიცემაჲ, ვითარცა-იგი შენ“. და უფროჲსად არცა ამათ სიტყუათა ღირს არიან იგინი, რამეთუ მუშაკი იგი დაღაცათუ დრტჳნვიდა, არამედ აქუნდა სიტყუაჲ შრომისა მისთჳს ყოვლისა მის დღისა და ჭირისა და ოფლისათჳს, ხოლო ამათ არარაჲ აქუნდა ესევითარი, არამედ უდბებაჲ და უკეთურებაჲ და ბევრეულნი ცოდვანი, რომლითა შეეცოდა მათცა ღმრთისადა მსგავსად წარმართთასა. და ამისთჳს მოციქული იტყჳს: „არა არს განყოფილებაჲ ჰურიისა და წარმარ-თისა, რამეთუ ყოველთა ცოდეს და დააკლდებიან დიდებასა ღმრთისასა, ხოლო განმართლდებიან ცუდად მადლითა მისითა“. და კუალად იტყჳს: „რომელთა შჯულსა შინა ცოდეს, შჯულითა ისაჯნენ“, ესე იგი არს, ვი-თარმედ უძჳრესი მიიღონ საშჯელი, რაჟამს ამხილებდეს გონებაჲცა და შჯულიცა, და არა ამისთჳს ოდენ, არამედ ამისთჳსცა, რომელ მათ მიერ „სახელი ღმრთისაჲ იგმობოდა წარმართთა შორის“,...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა-მე ათორმეტნი გამოგირჩიენა? და ერთი თქუენგანი ეშმაკი არს“ (6,70).:
...მეთუ არა უწყიან, ვითარმედ ღმერთი იძულებით არავის ჰყოფს კეთილ, და არცა გამორჩევაჲ მისი მაიძულებელ არს მომავალთათჳს ჟამთა, არამედ ოდენ მწოდებელი არს კეთილისა მიმართ და მასწავლელი; რამეთუ რაჲთა სცნა, ვითარმედ წოდებაჲ მისი არა იძულებით არს, ისმინე, რაჲ წერილ არს, ვითარმედ: მრავალნი წოდებულთაგანნი წარწყმდეს. ; (22,14); ამისთჳსცა ცხად არს, ვითარმედ ჩუენსა ნებასა ზედა არს ცხორებაჲცა და წარწყმედაჲცა.
სწავლაჲ მზ ვეცხლისმოყუარებისათჳს
ვინაჲთგან უკუე ესე ყოველი გუესმის, ვისწრაფოთ ჩუენცა განფრთხობად და მღჳძარებად მარადის, რამეთუ რომელი-იგი წმიდასა მას კრებულსა შინა იყოფვოდა და ესოდენნი ნიჭნი მიეხუნეს უფლისა მიერ, რომელსა ესოდენნი სასწაულნი ექმნნეს, რამეთუ ერთი იგი იყო სხუათა მათგანი, რომელნი წარავლინნა იესუ მკუდართა აღდგინებად და კეთროვანთა განწმედად, ვინაჲთგან უკუე ესევითარი იგი შეპყრობილ იქმნა სენითა მით ბოროტითა ვეცხლისმოყუარებისაჲთა და მოძღუარი თჳსი განყიდა, და არარას სარგებელ ეყვნეს მას ქველისმოქმედებანი იგი და ნიჭნი უფლისანი, არცა მის თანა ყოფაჲ მისი, არცა დაბანაჲ იგი ფერჴთაჲ, არცა ზიარებაჲ იგი ტაბლისა მისისაჲ, არცა ტჳრთვაჲ იგი გუადრუცისაჲ, არამედ უფროჲსად დასაშჯელ ექმ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან. და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი სპეტაკ იყო, ვითარცა თოვლი. და ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა, და თანაზრახვიდეს მას“ (17,1-3).:
...თაესსა საზომსა იყვნეს იგინი. პეტრე მჴურვალისა მისთჳს სიყუარულისა წარემატა და თავ იქმნა კრებულისა მის მოციქულთაჲსა; და იოვანე ფრიადისა მის სიწმიდისა და სიმშჳდისა და სიკეთისათჳს სულისა მისისა უფროჲს ყოველთა შეყუარებულ იყო. ეგრეთვე იაკობ ფრიადისა სიმჴურვალისაგან ჰრქუა, ვითარმედ: ძალ-გჳც სუმად სასუმელი იგი, ; და არა ხოლო თუ თქუა, არამედ აღასრულაცა სიტყუაჲ თჳსი და პირველ ყოველთა მოციქულთასა მიიღო სასუმელი ქრისტესთჳს სიკუდილისაჲ. რამეთუ ესოდენ ფიცხელ იყო იგი და მძიმე ჰურიათა მიმართ, ვიდრეღა ჰეროდე დიდად ნიჭად მიჰმადლა ჰურიათა მოკლვაჲ მისი. ესრეთ უმეტესსა საზომსა იყვნეს სამნი ესე. ამისთჳს იგინი მიიყვანნა, რაჲთა უმეტესად უძლონ ხილვად, რამეთუ ხილვაჲ იგი საზომისაებრ სათნოებისა იქმნებოდა. ამის უკუე ხილვისათჳს იყო სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „არიან ვიეთნიმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი დიდებითა თჳსითა“. ესე იგი არს, ვიდრემდე იხილონ სახე განცხადებული, თუ ვითარ მეგულების მეორედ მოსლვად.
ხოლო სახელები არა თქუა სამთაჲ მათ, არამედ ესრეთ უცნაურად მიუთხრა, რაჲთა არარაჲ კაცობრივი შეემთხჳოს სხუათა მათ, რამეთუ ყოველნი სურვიელ იყვნეს ხილვად...