1.ხოტბა დავითისა. აღგამაღლებ შენ, ღმერთო ჩემო, მეფეო, და ვაკურთხებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე.2.ყოველდღე გაკურთხებ შენ და ვადიდებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე.3.დიდია უფალი და ქებულია ფრიად და მისი სიდიადე მიუწვდომელია.4.თაობა თაობას უქებს შენს საქმეებს და შენს სიძლიერეზე მოუთხრობენ.5.შენს დიდმშვენიერებაზე, დიდებაზე, ბრწყინვალებაზე, შენს საოცარ საქმეებზე ვილაპარაკებ.6.შენთა საშიშროებათა სიძლიერეს იტყვიან, ხოლო მე შენს სიდიადეზე ვილაპარაკებ.7.ხსენებას შენი მრავალი სიკეთისას გამოთქვამენ და შენს სიმართლეს უმღერებენ.8.გულმოწყალე და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე.9.კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყველა მის ნამოქმედარზე.10.გადიდებს შენ, უფალო, ყველა შენი ნამოქმედარი და შენი წმიდანები გადიდებენ შენ.11.შენი მეფობის დიდებას იტყვიან და შენს სიძლიერეზე ილაპარაკებენ.12.რათა აცნობონ ადამის ძეთ შენი სიძლიერე, და ბრწყინვალე დიდება შენი მეფობისა.13.შენი მეფობა მეფობაა ყველა საუკუნისა და შენი ბატონობა თაობებში.14.უფალი შემწეა ყველა დაცემულისა და გამმართავი ყველა წელში მოხრილისა.15.ყველას თვალები შენ შემოგცქერიან და შენ აძლევ მათ საზრდოს თავის დროზე.16.აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს.17.მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალეა ყველა თავის საქმეში.18.ახლოა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან, ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით.19.მის მოშიშთა სურვილს შეასრულებს და მათს ღაღადისს მოისმენს და უშველის მათ.20.იცავს უფალი ყველა მის მოყვარულს და ყველა ბოროტს მოსპობს.21.ხოტბას უფლისას ილაპარაკებს პირი ჩემი და აქებს ყოველი ხორციელი მის წმიდა სახელს უკუნითი უკუნისამდე.
„აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე ღა უკუნითი უკუნისამდე.“ ().
1. სულიერი ტრაპეზი და ღმრთის ქება
ამ ფსალმუნს განსაკუთრებით დიდი სიზუსტით უნდა მივაპყროთ ყურადღება.რადგან სწორედ ეს არის ის ფსალმუნი, რომელსაც აქვს ის სიტყვები, რომელთაც საიდუმლოებში განდობილნი გამუდმებით მიაგალობენ და ამბობენ: „თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ...
1. ადამიანურ მფარველობაზე უარისყოფა და ღმრთის სასოება:
...ათ 5:16). და კვლავ პავლე ამბობს: „ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა და სულითა მაგით თქუენითა“ ().და როგორც წინა ფსალმუნში ამბობდა: „ყოველსა დღესა გაკურთხო შენ“ (), ასევე აქაც ამბობს: „უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე“ ().შემდეგ, რადგან კვლავ სურს, ადამიანები ქების თანამოზიარეებად ჰყავდეს, ღმრთის კაცთმოყვარეობის ამბებს მიმართავს; სურვილით იწვის და თბება, მთელ სამყაროს შემოუვლის და ყველას თავის გუნდში კრებს.რადგან ესეც უმეტესად ქებაა, ესეც უმეტესად ღმრთის დიდებაა, როცა ბევრს ეძებს, რათა ისინი ღმრთის ცხონებას ეზიარონ.
„ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არს არა ცხორებაჲ“ ().სხვა მთარგმნელი ამბობს: „მას, ვისაც ხსნა არ ძალუძს“.ისმინონ ამ შეგონებისა და რჩევისა მათ, ვინც პირდაღებულნი...
ზემოთ, ას ორმოცდამეოთხე ფსალმუნში, ამბობდა: „დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად“ (), და მის დიდებაზე ბევრს მსჯელობდა; აქ კი აჩვენებს, რომ თვით ქებაც კეთილია და ფსალმუნი უთვალავი სიკეთის მიზეზია.რადგან იგი გონებას მიწას აშორებს, სულს ფრთებს ასხამს, ამსუბუქებს და ამაღლებულს ხდის.ამიტომ პავლეც ამბობს: „უგალობდით და აქებდით გულითა თქუენითა უფალსა“ ().„ღმერთსა ჩუენსა ტკბილ ეყავნ მას ქებაჲ“ ().სხვა განმმარტებელი კი ამბობს: „ალილუია, რამეთუ კეთილია გალობა ღვთისადმი“ ()1.რას ნიშნავს: *...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (1,1).:
...და სოფელი მის მიერ იქმნა“? ვითარ იყო სოფელსა შინა, უკუეთუ ღმრთისა თანა იყო? გარნა გულისხმა-ყავთ, რამეთუ ღმრთისა თანაცა იყო და სოფელსა შინაცა. რამეთუ არასადა გარე-შემოიწერებიან ერთსა ადგილსა არცა მამაჲ, არცა ძჱ, რამეთუ ვითარცა „დიდებისა მისისა არა არს დასასრულ“, „და გულისხმისა მისისა არა არს რიცხჳ“, ეგრეთვე არცა არსებისა მისისა არს დასაბამი ჟამიერი.
გასმიეს, ვითარმედ: „დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“. რასა გულისხმა-ჰყოფ ამის დასაბამისა უწინარეს? არა ამას გულისხმა-ჰყოფა, ვითარმედ უწინარეს ყოველთა ხილულთასა იქმნნეს იგინი? ეგრეთვე რაჟამს მხოლოდშობილისა მისთჳს გესმეს, ვითარმედ: „პირველითგან იყო“, ესე გულისხმა-ყავ, ვითარმედ უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და ყოველთა უხილავთა და ხილულთასა არს.
უკუეთუ კულა ამას ვინ იტყოდის: და ვითარ ეგებისო, რაჲთამცა ძჱ იყო და არამცა უმრწემჱს მამასა იყო? რამეთუ რომელი ვისგანიმე იყოს, საცნაურ არს, ვითარმედ უკუანაჲსკნელ არს მისა, რომლისაგან არს. - რაჲ ვთქუათ უკუე ამისთჳს? გარნა ამას ვიტყჳთ, ვითარმედ ესე ყოველნი კაცობრივთა საქმეთა წესნი არიან. და რომელი ამას...