ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! ტაძრათ მიყვანება ყოვლად-წმიდისა ქალწულისა მარიამისა, რომელსა დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ, ყოველთა ღვთის მოყვარეთა და ღვთის მოსავთა ქრისტიანეთა მოსცემს დიდს სწავლასა, ნუგეშსა და გაღვიძებასა. მივაქციოთ ყურადღება რომელთამე გარემოებათა ზედა აწინდელთა დღესასწაულისა და შევიტყოთ რაზომად არიან იგინი ჩვენთვის აღმაშენებელნი. პირველად ვსთქვით მშობელთა ზედა ყოვლად-წმინდისა მარიამისა, იოაკიმ და ანნასა ზედა. თუმცა იგინი იყვნენ ყოვლის მხრით ბედნიერნი და კმაყოფილნი დიდის...
განმარტებები
დღეს, მართლ-მადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო, ჩვენ ვახსენებთ დიდსა და ფრიად შესანიშნავსა სასწაულსა, ესე იგი გაბრიელ მთავარ-ანგელოზისაგან ყოვლად წმიდისა ღვთისმშობლისადმი ხარებასა. რას გვასწავლის ჩვენ დღესასწაული ესე? ვითარი სწავლა და დარიგება შეგვიძლიან მივიღოთ ჩვენ მისგან?
პირველად ვმადლობდეთ და ვადიდებდეთ ღმერთსა, შემოქმედსა და კეთილის მყოფელსა ჩვენსა, რომელმან დღეს დასდვა დასაწყისი აღსრულებისა აღთქმათა მათ, რომელთა ეტყოდა იგი მამათ-მთავართა პირითა წინასწარმეტყველთასა. დღეს გამოაჩინა ღმერთმან...
აწინდელი დღესასწაული გვაძლევს ჩვენ, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, შემთხვევასა და მიზეზსა ვსთქვათ რაოდენიმე სიტყვა და წინა-დაგიგოთ თქვენ რაოდენიმე განზრახვა და ჰაზრი ქალისათვის და მისის ცხოვრებისა და მნიშვნელობისათვის ქრისტიანობრივსა საზოგადოებასა შინა, ვინაიდგან ყოველად-წმიდა, რომელმან დღეს მიიღო ხარება მთავარ-ანგელოსისაგან და ესრეთ ღირს იქმნა მსახურებად ღვთის განხორციელებისა, იყო ქალი და გვაჩვენა ჩვენ, ვითარი უნდა იყოს ყოველი ქრისტიანე ქალი.
გარნა რა უნდა ვსთქვათ დღეს ჩვენ ქალსა ზედა, ანუ...
მოციქულისაჲ: გარნა ღირსად ხოლო სახარებისა მის ქრისტესისა ვიდოდეთ, რაჲთა გინათუ მოვიდე და გიხილნე თქუენ, გინათუ შორს ვიყო და მესმას თქუენთჳს, ვითარმედ სდგათ თქუენ ერთითა სულითა და ერთითა გონებითა (1,27).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: მოსლვაჲცა და შორს ყოფაჲცა, ხილვაჲ და სმენაჲ, თანად სიკუდილით და ცხორებითურთ, ამის პირისათჳს საჴმარ არს ჩემდა, რაჲთა შემატება გცე თქუენ ღირსებით სრბასა მაგას თქუენსა, ღირსად მცნებათა ქრისტეს სახარებისათა. და ესე მაშინ უსახარულევანეს არს ჩემდა, რაჟამს არა ერთი,...















