მოციქულისაჲ: და თქუენცა, რომელნი-ეგე მკუდარ იყვენით ბრალითა და ცოდვითა თქუენითა, რომელთა შინა ოდესმე ხჳდოდეთ (2,1-2).
თარგმანი: არა ჴორცთასა იტყჳს ადამის მიერსა მკუდრობასა ჴორცთასა, არამედ ცოდვისა მიერსა მას და სულისასა, რომელი შეემთხუევის კაცსა უწესოდ მოქალაქობითა.
მოციქულისაჲ: მსგავსად ჟამთა მათ ამის სოფლისათა (2,2).
თარგმანი: ჟამად სოფლისა იტყჳს ცხორებასა სამართალისაგან მიდრეკილსა და აღსავსესა ცოდვითა, რაჟამს კაცმან დაუტეოს ღმერთი დამბადებელი და ჰმსახურებდეს დაბადებულთა ყოვლითურთ...















