ზეცით მოვლინებული მთავარ ანგელოსი განუცხადებს დღეს ქალწულსა მარიამს დიდსა ხარებასა: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. რა წარმოიდგინა და რა იგრძნო ყოვლად წმიდამან ქალწულმან, როდესაც იხილა ესრეთი უცები მახარებელი და ესმა მისგან გაუგონებელი სიტყვა? გაუხარდა მას? იფიქრებს კაცი, რომ იგი უთუოდ იგრძნობდა გულში დიდსა სიხარულსა, მისთვის რომ ეს ხილვა და სიტყვა იყო ერთობ დიდი და აღმამაღლებელი კაცობრივისა ბუნებისა; გარნა არა! ყოვლად გონიერმან ამან ქალწულმან გული...
განმარტებები
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე ბეთაბრას იყო, წიაღ იორდანესა, სადა-იგი იყო იოვანე ნათლისმცემელი. ხვალისაგან იხილა იესუ, მომავალი მისა, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი“ (1,28-29).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდი სიქადული არს კადნიერებაჲ საღმრთოჲ, უშიშობაჲ კაცთაგან, და რაჲთა ყოველივე არად შეგუერაცხოს ქრისტეს აღსარებისა თანა. და ესრეთ დიდ არს საქმე ესე, ვითარცა ძჱ ღმრთისაჲ მხოლოდშობილი ბრძანებს, ვითარმედ: „რომელმან აღმიაროს წინაშე კაცთა, აღვიარო იგი წინაშე მამისა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხვალისა დღე დგა კუალად იოვანე და მოწაფეთა მისთაგანნი ორნი. მიჰხედა იესუს, ვიდოდა რაჲ, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ. და ესმა მისი ორთა მოწაფეთა მისთა, იტყოდა რაჲ იგი, და შეუდგეს იესუს“ (1,35-37).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ბუნებაჲ კაცთაჲ უდები არს და მოსწრაფე წარწყმედისა მიმართ; არა თუ თჳთ ესრეთ დაბადებულ არს ღმრთისა მიერ, არამედ სიბოროტისათჳს ნებათა ჩუენთაჲსა. ამისთჳს ფრიადი უჴმს სწავლაჲ; რამეთუ ქუეყანამან ერთგზის რაჲ მიიღის თესლი, მეყსეულად გამოიღის ნაყოფი, და არა უჴმნ მეორედ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „პოვა მან პირველად ძმაჲ თჳსი სიმონ და ჰრქუა მას: ვპოვეთ მესია, რომელ არს თარგმანებით: ქრისტჱ. და მოიყვანა მან იესუჲსა“ (1,41-42).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ღმერთმან დაჰბადა რაჲ დასაბამსა კაცი, არა უტევა იგი მარტოდ, არამედ მისცა მას შემწედ დედაკაცი, რამეთუ იცოდა, ვი-თარმედ ფრიადი სარგებელი იქმნებოდა ერთობისა მისგან. დაღაცათუ ქველისმოქმედებაჲ იგი დედაკაცმან მან ბოროტად იჴმარა, არამედ უკუეთუ ბუნებაჲ ვინ გულისხმა-ყოს კეთილად, ფრიადი სარგებელი პოვოს ერთობისა მისგან. და არა ცოლსა ზედა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხვალისაგან უნდა განსლვად გალილეად, და პოვა ფილიპე და ჰრქუა მას: მომდევდი მე! ხოლო იყო ფილიპე ბეთსაიდით, ქალაქისაგან ანდრიაჲსა და პეტრესა“ (1,43-44).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იტყჳს უფალი, ვითარმედ: „ყოველი რომელი ეძიებდეს, პოვოს“.1 და ამისთჳსცა პოვა ფილიპე მოწფობაჲ ქრისტესი, რამეთუ ვინაჲთგან ანდრიას იოვანეს მიერ ასმიოდა, ხოლო პეტრეს - ანდრიაჲსგან, არამედ ამას არავისგან ასმიოდა, გარნა ოდეს ესმა უფლისა სიტყუაჲ, და მეყსეულად შეუდგა და ქადაგ მისა იქმნა, და ნათანაელ...
რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა. რამეთუ აჰა ესერა, ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი (ლუკა 1, 48).
მგალობელი საღმთოთა ფსალმუნთა წინასწარმეტყველი და მეფე დავით ერთსა შინა თვისსა ფსალმუნსა ესრედ შეგვაგონებს: ახარებდით დღითი დღე მაცხოვარებასა ღვთისასა ურთიერთარს. ყოველ დღე ახარებდითო მაცხოვარებასა ღვთისასა. თუ ყოველ დღე კეთილ არს ხარება ღვთის მაცხოვარებისა, მით უმეტესად აწინდელსა დღესა, რომელი საკუთრად არის დღე ხარებისა, რომელსა შინა მთავარ-ანგელოზი ახარებს...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო ნათანაელ და ჰრქუა: რაბი, შენ ხარ ძჱ ღმრთისაჲ, შენ ხარ მეუფჱ ისრაჱლისაჲ. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: რამეთუ გარქუ შენ, ვითარმედ: გიხილე ქუეშე ლეღუსა, და გრწამს, უფროჲსი ამათსა იხილო“ (1,49-50).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიადი მოსწრაფებაჲ გჳჴმს ჩუენ, საყუარელნო, რაჲ-თა სიღრმჱ წმიდათა წერილთაჲ გულისხმა-ვყოთ, რამეთუ ესრეთ უშრომელად არა იქმნების გულისხმის-ყოფაჲ მათი, არამედ გჳჴმს ლოცვაჲ მჴურვალჱ და მოსწრაფებაჲ დიდი, რაჲთა გულისხმა-ვყვნეთ სიტყუანი იგი. რამეთუ აჰა ესერა დღესცა არა...
მოციქულისაჲ: არა-მე წინადაუცუეთილებაჲ იგი წინადაცუეთილებად შეერაცხოსა? (2,26).
თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ ჴორციელი წინადაცუეთაჲ აწ არღარად საჴმარ არს, არამედ სულიერი ჯერ-არს, რამეთუ უკუეთუ წარმართთაგანთა მათ წინადაუცუეთელად ჰრწმენეს ღმერთი და იქმოდინ საქმეთა კეთილთა მათ, შეერაცხოს წინადაცუეთილებად ჭეშმარიტად.
მოციქულისაჲ: და გშჯიდეს (2,27).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: დაგსაჯნეს თქუენ. რამეთუ რომელთა არცა შჯული აქუნდა, არცა წინაჲსწარმეტყუელნი, იცნეს ჭეშმარიტებაჲ, და თქუენ...
მოციქულისაჲ: ხოლო სიბრძნესა ვიტყჳთ სრულთა მათ მიმართ, გარნა სიბრძნესა არა ამის სოფლისასა (2,6).
თარგმანი: ვინაჲთგან გამოაჩინა, ვითარმედ კაცთა მიერ სიბრძნედ შერაცხილი იგი სიცოფე არს, ხოლო საღმრთოჲ იგი — სიბრძნე, რომელი წარწყმედულთა მათ სიცოფედ შეურაცხიეს, იგი არს ჭეშმარიტი სიბრძნე. ამისთჳს აწ განჩინებულად სახელ-სდვა მას სიბრძნედ, ხოლო სიბრძნედ იტყჳს ქრისტეს ქადაგებასა, და რომელ ჯუარისა მიერ ცხონდა ყოველი სოფელი. იტყჳს უკუე, ვითარმედ: წარმართნი იგი ფილაფოსნი მათთა მათ მიმდგომთა ასწავლიან...
მოციქულისაჲ. (1) ანგელოზსა ეფესოჲსა ეკლესიისასა არქუ, ვითარმედ: ამას იტყჳს, რომელსა უპყრიან შჳდნი იგი ვარსკულავნი მარჯუენესა მისსა, რომელი-იგი ვალს შჳდთა მათ სასანთლეთა შორის ოქროჲსათა: (2) ვიცნი საქმენი შენნი და შრომაჲ შენი და მოთმინებაჲ შენი და ვითარმედ იერ ძალ-გიც ტჳრთვად უკეთურთა მათ და გამოსცადენ იგინი, რომელნი იტყჳან თავთა თჳსთა მოციქულად, და არა არიან, და ჰპოვენ იგინი მტყუვარ. (3) და მოთმინებაჲ გაქუს და იტჳრთე სახელისა ჩემისათჳს და არა დაშუერ. (4) არამედ მაქუს შენდა მომართ, რამეთუ...
მოციქულისაჲ: ძმანო ჩემნო, ნუ თუალთ-ღებით გაქუნ სარწმუნოებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს დიდებისაჲ, რამეთუ უკუეთუ შევიდეს შესაკრებელსა თქუენსა კაცი ოქროჲსა ბეჭდითა და სამოსლითა ბრწყინვალითა, და შევიდეს გლახაკიცა სამოსლითა შეურაცხითა, და მიჰხედოთ მას, რომელსა-იგი ემოსოს სამოსელი ბრწყინვალე და ჰრქუათ მას: შენ დაჯედ აქა კეთილად; და გლახაკსა მას ჰრქუათ: შენ დეგ იქი, ანუ დაჯედ აქა ქუეშე ფერჴთა ჩუენთა; და არა განიკითხენით თავთა შორის თქუენთა, და იქმნენით მსაჯულ გულისსიტყჳთა ბოროტითა...
და აღსრულებასა მას დღისა მის მეერგასისასა იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთას (2,1).
თარგმანი: ქრისტემან ღმერთმან, რომელმან ივნო ნებსით ჴორცითა, აღდგა მკუდრეთით და მის თანა აღმადგინნა ჩუენ, მომკუდარნი ცოდვითა, და დაჰჴსნა ძლიერებაჲ სატანაჲსი და ეშმაკთა მისთაჲ. ამისთჳსცა ჩუენ ვიდრე აღსრულებამდე მეერგასისა, ესე იგი არს, აღდგომითგან ვიდრე მოსლვადმდე სულისა წმიდისა, ერგასისთა მათ დღეთა ყოვლად არა მოვიდრეკთ მუჴლთა ლოცვასა შინა, არამედ მდგომარენი ვჴმობთ მტერთა მიმართ: "იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს,...
მოციქულისაჲ: იყვნეს ცრუ-წინაჲსწარმეტყუელნიცა ერსა შორის, ვითარცა-იგი და თქუენ შორისცა ყოფად არიან ცრუ-მოძღუარნი, რომელთა შემოიღონ წვალებაჲ წარწყმედისაჲ და განმათავისუფლებელსა მათსა უფალსა უარ-ჰყოფდენ და მოიზიდვიდენ თავისა მათისათჳს მსთუად წარწყმედასა, და მრავალნი შეუდგენ მათსა მას არა-წმიდებასა, რომელთაგან გზაჲ: იგი ჭეშმარიტებისაჲ იგმებოდის და ანგაჰრებით და ტყუილისა სიტყჳთა თქუენ გვაჭრობდენ, რომელთა საშჯელი პირველითგან არა დასცხრების და წარსაწყმედელსა მათსა არა ჰრულეს (2,1-3).
თარგმანი:...
მოციქულისაჲ: რამეთუ მნებავს უწყებად თქუენდა, რაბამი ღუაწლი მაქუს თქვენთჳს და ლავდიკელთა მათ, და რავდენთა არა უხილავს პირი ჩემი ჴორციელად (2,1).
თარგმანი: რაჲთა არა თქუან, ვითარმედ უძლურებისა მათისათჳს მოშიშ არს მათთჳს, ამისთჳს ლავდიკელთაცა სახელსა ზედა დაჰრთავს, ვითარმედ: ზოგად თქუენთჳს და მთთჳს მოშიშ ვარ მე და ყოველთათჳს, რომელთა არა უხილავს პირი ჩემი ჴორციელად, და ესმას ჩემთა ამათთჳს ჭირთა და შრომათა, ნუუკუე შეირყინენ სარწმუნოებისაგან ქრისტესისა, ვითარ თუმცა დატევებით განსწირვიდა იგი...
მოციქულისაჲ: მერმე მეათოთხმეტესა წელსა კუალად აღვედ იერუსალჱმდ ბარნაბაჲს თანა. ჩემ თანა წარვიყვანე ტიტეცა (2,1).
თარგმანი: პირველისა მის აღსლვისა მიზეზ იყო ხილვაჲ პეტრესი, ხოლო აწ კუალად წარავლინებს მას გამოცხადებაჲ საღმრთოჲ ბარნაბაჲთურთ და ტიტეთ, რაჲთა მრავალთა მოწამეთა წინაშე განაცხადოს ქადაგებაჲ თჳსი.
მოციქულისაჲ: ხოლო აღვედ გამოცხადებით და ვაუწყე მათ სახარებაჲ იგი, რომელსა ვქადაგებდ წარმართთა შორის (2,2).
თარგმანი: რაჲსათჳს არა პირველ ესოდენთა ამათ წელთა აუწყა, არამედ აწღა აუწყებს?...




