მოციქულისაჲ: ამისთჳს მოირტყენით წელნი გონებათა თქუენთანი, ფრთხილ იყვენით, სრულიად ესევდით მოწევნულსა მას თქუენდა მადლისა გამოცხადებასა იესუ ქრისტესსა, ვითარცა შვილნი მორჩილებისანი (1,13).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემო წარმოთქუა უხუებაჲ მადლთა და ნიჭთა ღმრთისა მიერთაჲ, აწ განაკრძალებს მიმღებელთა ნიჭისათა, რაჲთა მტკიცე ყონ სარწმუნოებაჲ გონებათა მათთაჲ სიფრთხილით მუშაკობითა საქმეთა წინა-განმამზადებელთაჲთა, რაჲთა არარაჲ აკლდეს ღირსი სამოსელი საქორწინე და რაჲთა ვიდრე აღსასრულამდე ჟამთა შეიკრძალონ...










