პავლესი: უკუეთუ ვინ აღაშენებდეს საფუძველსა ამას ზედა (3,12).
თარგმანი: საფუძველი არს ქრიტეს სარწმუნოებაჲ, ხოლო აღაშენებენ კაცნი ამას ზედა; ვითარცა ოქროსა —რომელნი-იგი ღმრთისმეტყუელებენ მაღლითა გონებითა და საიდუმლოთა ღმრთისათა ქადაგებენ; ხოლო ვითარცა ვეცხლსა — სათნოებათა კეთილთა; და ქვათა პატიოსანთა — კეთილთა გულისსიტყუათა; და შეშასა —სიყუარულსა ხილულთა ამათ, ამის სოფლისა საქმეთასა; ხოლო თივასა — რომელი პირუტყუებრ უგულისჴმო იყოს; და ლელწამსა — რომელი ხრწნილებასა იქმოდის; და მოქმედთა...














