მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

განმარტებები

მოიძებნა 2203 განმარტება

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ზეგარდამო მომავალი იგი ყოველთა ზედა არს. და რომელი არს ქუეყანით, ქუეყანისაგანი არს და ქუეყანისასა იტყჳს“ (3,31).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ბოროტ არს ცუდადმზუაობრობისა იგი სენი და მრავლითა ეკლითა სავსე და მჴეც ველურ და მრავალთავ, რამეთუ მოყუარეთა თჳსთა შეშჭამს. რამეთუ ვითარცა ჭიაჲ შეშჭამს, რომლისაგან იშვების, და გესლი რკინასა მას, რომლისაგან იქმნების, განჰლევს, ეგრეთვე ზუაობაჲ სულსა მას, რომელი ჰზრდის მას, წარსწყმედს. და ფრიადი მოსწრაფებაჲ გჳღირს, რაჲთა აღმოვჰფხურათ იგი ჩუენგან....

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მამასა უყუარს ძჱ და ყოველივე მოსცა ჴელთა მისთა. რომელსა ჰრწმენეს ძჱ, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, ხოლო რომელი ურწმუნო იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ დადგრომილ არს მის ზედა“ (3,35-36).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთილ არს კაცისა, რაჲთა არა ყოველსავე ერთბამად ისწრაფდეს ქმნად, არამედ მცირედ-მცირედ აღასრულებდეს საქმესა თჳსსა. რამეთუ ესრეთ იქმნების სწავლაჲ ჴელოვნებათაჲ, ესრეთ აღე-შენებიან ქალაქნი და ტაძარნი, ესრეთ ჰგიეს ყოველივე ცხორებაჲ კაც-თაჲ. და არა...

სარჩევი
თავი ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ: რაჲ გნებავს? კუერთხითა მოვიდე თქუენდა ანუ სიყუარულითა, სულითა მშჳდობისაჲთა? (4,21).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ თქუენსა ჴელმწიფებასა შინა არს, გინა თუ უდებებითა რისხვად აღმძრათ, ვითარცა პეტრე — ანანია და საპფირა, და ვითარცა ელჳმა — მე, გინა თუ სიყუარულად, მოსწრაფებითა თქუენითა.

მოციქულისაჲ: ყოვლადვე ისმის-ვე, რაჲსა თქუენ შორის სიძვაჲ და ეგევითარი სიძვაჲ, რომელ არცა თუ წარმართთა შორის სახელ-იდების, ვითარმცა მამის ცოლი ვის ცოლად ესუა, და თქუენ განლაღებულ ხართ და არა...

სარჩევი
თავი ა̂, * გ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ: ესრე შემრაცხენინ ჩუენ კაცმან (4,1).

თარგმანი: კუალად მათთა მათ მოძღუართა მოასწავებს თჳსისა პირისა შემოღებითა.

მოციქულისაჲ: ვითარცა მსახურნი ქრისტესნი (4,1).

თარგმანი: ვინაჲთგან ფრიად დაემდაბლნეს მოძღუარნი იგი, აწ კუალად აღამაღლებს, რამეთუ სახელ-სდებს მათ მსახურად ქრისტესა და მნედ, გარნა, დაღაცათუ ესრეთ არსო, ვინმცა დაუტევა მეუფე და მსახურთა სახელიმცა უწოდა თავსა თჳსსა.

მოციქულისაჲ: და მნენი საიდუმლოთა ღმრთისათანი (4,1).

თარგმანი: მნედ საიდუმლოთა სახელ-სდებს, რაჲთამცა...

სარჩევი
წიგნი 4
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) შემდგომად ამისა ვიხილე, და აჰა კარი განღებული ცათა შინა, და ჴმაჲ იგი, რომელ მესმა პირველ, ვითარცა საყჳრისაჲ, მეტყოდა მე, ვითარმედ: აღმოვედ აქა, და გიჩუენო, რაჲ-იგი ყოფად არს შემდგომად ამისა.

თარგმანი. აღებაჲ იგი კარისაჲ გამოცხადებასა დაფარულთა საიდუმლოთასა მოასწავებს, ხოლო თუ: აღმოედ აქა_სრულიად ქუეყანისაგან აღმაღლებასა და ცად მისლვასა გონებისა მისისასა მოასწავებს.

მოციქულისაჲ. (2) მეყსეულად ვიქმენ სულითა. და აჰა დგა საყდარი ცათა შინა. (3) და საყდარსა მას ზედა მჯდომარჱ...

სარჩევი

მოციქულისა: ქრისტემან რაჲ ივნო ჩუენთჳს ჴორცითა, და თქუენცა იგივე გონებაჲ შეიჭურეთ. რამეთუ რომელმან-იგი ივნო ჴორცითა, დაცხრომილ არს ცოდვისაგან, რაჲთა არღარა კაცთა გულისთქუმითა, არამედ ნებითა ღმრთისაჲთა ნეშტნი იგი ჟამნი ჴორცითა ცხორებად (4,1-2).

თარგმანი: იხილე, ვითარ არა განჰკუეთს ორ გუამებად, არცა კუალად ღმრთეებისა ბუნებასა აჩემებს ვნებასა, არამედ ქრისტესსა, რომელი-ესე სახელი არს ერთისა მის გუამისა ორთა მათ ბუნებათაჲსა. ჴორცთა ბუნებითა იტყჳს ვნებასა და ამას ჩუენ სახედ მოგუცემს, რაჲთა,...

სარჩევი

მოციქულისაჲ: ვინაჲცა, ძმანო ჩემნო საყუარელნო და სასურველნო, სიხარულნი და გჳრგჳნნო ჩემნო, ესრეთ მტკიცედ დებით უფლისა მიერ, საყუარელნო (4,1).

თარგმანი: იხილე, ვითარ შესხმითა და ქებითა საწადელ ყოფს სიტყუათა სწავლისათა; ძმად უწოდს და საყუარელად ძმად, ვინაჲთგან იყვის ძმაჲ, გარნა არა საყუარელი; და საყუარელი თუ იყვის, სათჳს სიყუარულისა, არამედ არა სასურველიცა, ვითარცა არარაჲთ მარგებელი ხილვითა თჳსითა. ხოლო ესე — ყოველსავე შემოუკრებს და ზედა-დაჰრთავს სათნოებათა...

სარჩევი

მოციქულისაჲ: ხოლო ამას ვიტყჳ: რავდენჟამ მკჳდრი იგი ყრმა არნ, არარაჲთ ჰმატნ მონასა, უფალ ღათუ არნ ყოვლისა, არამედ ეზოჲსმოძღუართა და მნეთა ქუეშე არნ, ვიდრე ადგილად მოდგომადმდე მამისა თჳსისა (4,1-2).

თარგმანი: კეთილად შემოიღო სახე ესე კაცობრივი, რაჲთა ამიერ გულისჴმა-გჳყოს, ვითარმედ, ვითარცა-იგი ჴორციელი მამაჲ ამისთჳს აყენებს შვილსა ფლობად მონაგებისა მის, მისთჳს შეკრებულისა, რამეთუ ჯერეთ ჩჩჳლ არს და ნაკლულევან ცნობითა განგებად სიმდიდრისა (ამისთჳს ზედამდგომელნი და განმგენი დაუდგინნის, რაჲთა...

სარჩევი

მოციქულისაჲ: გლოცავ თქუენ მე კრული ესე უფლისა მიერ, რაჲთა ღირსად ხჳდოდით ჩინებისა მის, რომლითა იჩინენით (4,1).

თარგმანი: საკრველთა მიერ თჳსთა ჰლოცავს მათ, რომელნი-იგი მას ზედა-ესხნეს უფლისათჳს, ვითარცა დიდნი სიქადულნი და ლმობიერებად მომდრეკელნი ყოველთანი. ხოლო ჰლოცავს, რაჲთა შემსგავსებულად სახელისა მის, მათ ზედა წოდებულისა, იქცეოდინ, რომელ არს შვილებაჲ ღმრთისაჲ, და ასო ყოფაჲ ქრისტესი, თავისა მის ჩუენ ყოველთაჲსაჲ, და რაჲთა არარაჲ ყონ განმაგდებელი შვილებისაგან ღმრთისა და ასო-ყოფისაგან...

სარჩევი

მოციქულისაჲ: ამისთსჳს მაქუს ჩუენ მსახურებაჲ ესე, ვითარცა შევიწყალენით და არა გუეწყინების (4,1).

თარგმანი: დაღაცათუ უპირატეს უკუე მოციქულთა შეეტყობოდეს სიტყუანი ესე, არამედ წესითა სიტყჳსაჲთა ყოველნი მორწმუნენი თანა-იზიარნა მოციქულმან სიმდიდრესა ნიჭთასა, ვითარცა თანამხილველნი დიდებისანი, მასვე ხატსა და ბრწყინვალებასა დიდებითი-დიდებადსა შეცვალებულნი. ამისთჳს აწ მსახურებასაცა იზიარებს და იტყჳს, ვითარმედ: "ამისთჳს..." რაჲსა ამისთჳს? — გარნა სიმდიდრისათჳს ზემო წარმოთქუმულთა ამათ ნიჭთაჲსა უწყინოდ...

სარჩევი

მაშინ იესო აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან, გამოცდად ეშმაკისაგან. (მათ. 4, 1).

სახარება მოგვითხრობს ჩვენ, რომელ, ოდეს უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან ნათელ-იღო იოანესაგან იორდანესა შინა, მაშინ იგი აღმოიყვანა, ან წარყვანილ იქმნა სულისაგან უდაბნოდ, გამოცდად ეშმაკისაგან. მოთხრობა სახარებისა ამ საგანზე, ესე იგი იესო ქრისტეს ეშმაკისაგან გამოცდაზე, ერთობ შესანიშნავია, ძმანო ჩემნო, ქრისტიანენო, და აღსავსე სულიერითა სწავლითა და აღშენებითა. ჯერ მარტო ეს ვიფიქროთ, ძმანო ჩემნო, თუ სულმან ბოროტმან გაჰბედა...

განმარტება რიგის სამოციქულოისა (ეფეს. 4, 1-6).

განვიხილოთ და განვმარტოთ, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, დღეს წაკითხული სამოციქულო. თუმცა იგი არის მოკლე სიტყვებითა, გარნა არა აზრებითა. იგი იპყრობს თვის შორის მრავალთა მშვენიერთა, ღრმათა და სასარგებლოთა სწავლათა.

გლოცავ თქვენ მე, კრული ესე უფლისა მიერ, რათა ღირსად ჰხვიდოდით ჩინებითა მით, რომლითა იჩინენით. ეს არის პირველი მუხლი დღეს წაკითხულისა სამოციქულოისა.

აქ პირველად ჩვენ ის უნდა ავხსნათ, რისთვის ხმარობს პავლე მოციქული ამ სიტყვას:...

(თ. 4. მ. 1-2)

1. მერმე კუალად იწყო სწავლად ზღჳს-კიდესა; და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად, და დაჯდა იგი ნავსა მას ზღუასა შინა; და ყოველი იგი ერი ზღჳს-კიდესა ქუეყანასა ზედა დგა. 2. და ასწავებდა მათ იგავით ფრიად და ეტყოდა მათ სწავლასა მას მისსა:

თუმცა, თითქოსდა, გააბრუნა თავისი დედა, მაინც ისევ ემორჩილება მას, ვინაიდან მის გამო გადის ზვასთან. ნავში იმიტომ ჩაჯდა, რომ თვალწინ ეყოლებოდა რა ყველა, ყველას გასაგონად ესაუბრა და არავინ ჰყოლოდა ზურგს უკან.

(თ. 4. მ....

[თ. 4; მ. 1-12]

1. ხოლო იესუ, სავსე სულითა წმიდითა მოიქცა იორდანით, და მოჰყვანდა სულსა უდაბნოდ. 2. და ორმეოც დღე გამოიცადებოდა ეშმაკისაგან და არარაჲ ჭამა მათ დღეთა შინა. და აღ-რაჲ-ესრულნეს დღენი იგი, შეემშია. 3. და ჰრქუა მას ეშმაკმან მან: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, არქუ ქვათა ამათ, რაჲთა იქმნენ პურ. 4. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: წერილ არს: არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა ღმრთისაჲთა. 5. და აღიყვანა იგი მთასა მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი გამოხატვითა...

მართლმადიდებელნო ქრისტიანენო!

მოგილოცავნ აწინდელს დღესასწაულსა, დღეობასა ძველისა ამის დიდებულისა ტაძრისასა. მიხარის მე, ოდეს გხედავ თქვენ დღევანდელსა დღესასწაულსა ესრეთ შეკრებულთა სხვათა და სხვათა სოფლებითგან, ერთგულთა მლოცველთა და მსასოებელთა წმიდისა ამის ადგილისა და მრავალთა ძველთა და წარჩინებულთა სიწმინდეთა, რომელნი უხსოვარისა დროისაგან განისვენებენ მას შინა. მიხარის და ამასთანავე ყოველთვის მსურს და მოსურნე ვარ ძალისამებრ ჩემისა და საღმრთოისა მოვალეობისა, წინა-დაგიგო თქვენ რომელიმე სულიერი...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან“ (4,1).

რომელ არს ჟამი იგი აღყვანებისა მისისაჲ უდაბნოდ, რომლისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „მაშინ იესუ აღიყვანა უდაბნოდ სულისაგან“? შემდგომად გარდამოსლვისა მის ზედა სულისა წმიდისა, შემდგომად ჴმისა მის ზეცით მოსრულისა, რომელი წამებდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ“,1 აღმოიყვანა იგი უდაბნოდ სულმან წმიდამან; რამეთუ გესმას რაჲ, ვითარმედ: „აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან“, გულისჴმაყავ,...

სარჩევი