მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

განმარტებები

მოიძებნა 2203 განმარტება
სიტყვა ით-სა კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

იყვენით თქვენ მოწყალენი, ვითარცა მამა თქვენი მოწყალე არს ( ლუკ. ვ. ლვ).

ვგონებ, ძმანო ჩემნო, რომელ მქადაგებელსა წინაშე ქრისტიანეთა სიტყვისა ღვთისა არ უნდა დასჭირდეს გრძელი სიტყვა და დამტკიცება მას ზედა, თუ რა დიდი სათნოება არის მოწყალება და რომელ ყოველი ქრისტიანე უნდა იყოს მოწყალე და შემბრალებელი კაცისა. სჯულიცა ჩვენი, სიყვარულსა და მოწყალებასა ზედა დაფუძნებული, რომ არ გვასწავლიდეს ჩვენ მარადის და შეგვაგონებდეს, რომელ მოწყალება არის პირველი ქრისტიანული სათნოება, თვით ბუნება და გული ჩვენი...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „დრტჳნვიდეს მისთჳს ჰურიანი იგი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: მე ვარ პური იგი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ, და იტყოდეს: არა ესე არს იესუ, ძჱ იოსებისი, რომლისა მამაჲ და დედაჲ ჩუენ ვიცით? ვითარ უკუე იტყჳს აწ ესე, ვითარმედ: ზეცით გარდამოვჴედ?“ (6,41-42).

თ ა რ გ მ ა ნ ი: „რომელთაჲ ღმერთი მუცელი არს, და დიდებაჲ მათი არს სირცხჳლსა შინა მათსა“,1 ვითარცა მოციქული იტყჳს ჰურიათათჳს; და ესე საცნაურ არს პირველთა მათცა სიტყუათაგან და საცნაურ არს აწინდელთა ამათცა სიტყუათაგან,...

სარჩევი

რასა მეტყვით მე: უფალო! უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვი თქვენ (ლუკ.ვ. მვ.)

ვის აყვედრებს, ძმანო, ესრედ უფალი იესო ქრისტე? ვის ეტყვის სამდურავსა ამას? ეტყვის მათ, რომელნი მივიდოდენ მასთან, ისმენდენ სიტყვას მისსა, გარნა არა აღასრულებდენ მას. აყვედრებს მათ, რომელთა უყვარდათ კი დარიგება მისი, კიდეც ჰქონდათ სასოება მას ზედა, ხშირად ევედრებოდენ მას და ეტყოდენ: უფალო! შეგვიწყალენ, უფალო! შეგვეწიე, უფალო! შეგვინდევ ცოდვანი ჩვენნი: გარნა საქმით კი არ ჰცდილობდენ აღსრულებასა მცნებათა მისთათა....

სიტყუაჲ ესე: „ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა შჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და ჰსუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავისა თქუენისაჲ. ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (6,53-54).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს სულიერთა საქმეთათჳს ვიტყოდით, ნუმცა რაჲ არს მას ჟამსა სოფლისა საქმეთაგანი სულთა შინა ჩუენთა, ნუმცა რაჲ იპოვების მიწისაგანი და ქუეყანისაჲ, არამედ ყოველივე ესევითარი მას ჟამსა წარვდევნოთ ჩუენგან და მიუპყრნეთ ყურნი ჩუენნი და...

სარჩევი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან მამამან“ (6,57). თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ესე სწორებისა და მსგავსებისაჲ არს, და სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: ცხოველ ვარ მე ესრეთ, ვითარცა მამაჲ. და რაჲთა არა უშობელად ჰგონებდე მას, ამისთჳს თქუა, ვი-თარმედ: „მამისათჳს“. არა თუ ამას მოასწავებს, თუ ძალი რაჲმე უჴმს სხჳსა მიერ ცხორებისათჳს, რამეთუ ესე პირველვე აღმოჰფხურა ჩუენგან და თქუა, ვითარმედ: „ვითარცა მამასა აქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ, ეგრეთვე მოსცა ძესა, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ თავსა შორის თჳსსა ესრეთვე, ვითარცა მამასა“.1 ვინაჲთგან უკუე ესრეთ აქუს ცხორებაჲ, ვი-თარცა მამასავე, ვერღარა სადამე საჴმარ არს მისდა სხუაჲ შემწჱ ცხორებისადა.
თავი ჱ. ცხორებისა მისთჳს მადლითა შემკულისა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, ძმანო, რამეთუ ვითარცა მეცნიერთა შჯულისა გეტყჳ თქუენ, ვითარმედ შჯული უფლებს კაცსა ზედა, რავდენ ჟამ ცოცხალ არს იგი (7,1).

თარგმანი: ზემო თქუა, ვითარმედ: მოვკუედით ჩუენ ცოდვისაგან და ნუღარამცა უფლებს იგი ჩუენ ზედა, ვითარცა მკუდართა. ხოლო აწ ჰნებავს გამოჩინებად, ვითარმედ არცა ძუელი იგი შჯულიღა უფლებს ჩუენ ზედა; და კაცობრივსა სახესა შემოიღებს და იტყჳს, ვითარმედ: "შჯული უფლებს კაცსა ზედა, რავდენ ჟამ ცოცხალ არს იგი". ესე იგი არს, ვითარმედ: პირველ ქრისტეს მოსლვისა...

სარჩევი
თავი დ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ: ხოლო რომლისათჳს მოსწერეთ ჩემდა, უმჯობეს არს კაცისა დედაკაცისა შე-ვე-არა-ხებაჲ. ხოლო სიძვისათჳს კაცად-კაცადსა ქმარი იგი თანანადებსა მისცემდინ, ეგრეთცა ცოლი — ქმარსა (7,1-3).

თარგმანი: მიეწერა მისდა კორინთელთა თუ: ჯერ-არსა ცოლთაგან განშორებაჲ? ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: კეთილი და უაღრესი ესე არს, რაჲთა ყოვლადვე არა შეეხოს კაცი დედაკაცსა. უკუეთუ კულა ვერ ეძლოს სიძვისათჳს, რაჲთა არა იძლევოდის მის მიერ, კეთილ არს, რაჲთა შჯულიერი ცოლი ესუას, გინა შჯულიერი ქმარი. ვინაჲთგან თქუა თუ...

სარჩევი
წიგნი 7
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და შემდგომად ამისა ვიხილენ ოთხნი ანგელოზნი, მდგომარენი ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა. და ეპყრნეს ოთხნი ქარნი ქუეყანისანი, რაჲთა არა ქროდიან ქუეყანასა ზედა, არცა ზღუასა, არცა ხეთა.

თარგმანი. ისე ყოველი იქმნას მოსლვასა ანტჱსსა, რაჟამს ოთხნი იგი ანგელოზნი დგენ ოთხთა კიდეთა აღსრულებად ბრძანებათა ღმრთისათა. ხოლო დამჭირვაჲ ქართაჲ სოფლისა წესიერებისა დაჴსნაჲ არს და სატანჯველთა სახჱ, რამეთუ ქართა მიერ იზარდებიან ნერგნი და ივლების ზღუაჲ სამსახურებელად.

მოციქულისაჲ. (2) და ვიხილე...

სარჩევი
მოციქულისაჲ. (4) და მესმა რიცხჳ დაბეჭდულთაჲ მათ ას ორმეოც და ოთხი ათასი, დაბეჭდულთაჲ ყოვლისაგან ტომისა ძეთა ისრაჱლისათაჲ: (5) თესლისაგან იუდაჲსა ათორმეტი ათასი, თესლისაგან რუბენისა ათორ. მეტი ათასი, თესლისაგან ღადისა ათორმეტი ათასი, (6) თესლისაგან ასერისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ნეფთალემისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან მანასჱსა ათორმეტი ათასი, (7) თესლისაგან სჳმეონისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ლევისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან იზაქარისა ათორმეტი ათასი, (8) თესლისაგან ზაბულონისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან იოსებისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ბენიამენისა ათორმეტი ათასი დაბეჭდულთაჲ. თარგმანჲ. ესრჱთ ვჰგონებ, ვითარმედ მათ ჟამთა აღსასრულისათა ცხონდეს ესთენი სიმრავლჱ ჰურიათაგან, ვითარცა მოციქული პავლე იტყჳს, ვითარმედ' რაჟამს აღსასრული წარმართთაჲ შევიდეს, მაშინ ისრაჱლიცა ცხონდეს. ხოლო ნათესავი დანისი ამისთჳს არა აჴსენა, რამეთუ მისისა ნათესავისაგან შობად არს ანტე-ქრისტე. ამისთჳს ნაცვალად მისა არს თესლი ლევისი, ვითარცა სამღდელოჲ. მოციქულისაჲ. (9) და შემდგომად ამისა ვიხილე, და აჰა ერი ფრიადი, რომლისა აღრიცხუვად ვერვინ შემძლებელ იყო, ყოველთაგან ერთა და წარმართთა და ენათა, მდგომარენი წინაშე საყდრისა, შემოსილნი სამოსლითა სპეტაკითა, და ჴელთა მათთა ფინიკები. (10) და ჴმობდეს ჴმითა დიდითა და იტყოდეს: მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ, მჯდომარისა საყდართა ზედა, და კრავისა.
ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

პავლესი: რჩული უფლებს კაცსა ზედა, რავდენ ცოცხალ არს იგი (7,1).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: პირველ ქრისტეს მოსლვისა ცოცხალ იყო რჩული მოსესი და ჯერ-იყო მონებაჲ მისი, ხოლო ვინაჲთგან ქრისტჱ მოვიდა, იგი მოკუდა და არღარად საჴმარ არს მისი აღსრულებაჲ.

პავლესი: ქმრის ცოლი დედაკაცი შეკრულ არს რჩულითა; უკუეთუ მოკუდეს ქმარი, განთავისუფლებულ არს იგი რჩულისა მისგან (7,2).

თარგმანი: ქმრად მოსეს რჩულსა იტყჳს და დედაკაცად — ერსა მას, მორჩილსა მისსა, და იტყჳს, ვითარმედ: პირველ ქრისტეს მოსლვისა იგი...

სარჩევი
ებრაელთა მიმართ თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

პავლესი: რამეთუ ესე მელქიზედეკ, მეუფჱ სალემისაჲ... (7,1).

თარგმანი: დღეთა მათ აბრაჰამისთა იყო მელქიზედეკ წარმართთაგანი, რომლისა ნათესავი ესრეთ არს: ეგჳპტჱ, მეფჱ ლიბიისაჲ, რომლისაგან არიან ეგჳპტელნი; მან შვა სიდან, რომელი გამოვიდა ეგჳპტით და აიღო ქანანელთა ქუეყანაჲ, რომელ არს აწ პალესტინე და აღაშენა მუნ სიდონი ქალაქი; და ნათესავისა მისისაგან გამოვიდა მელქიზედეკის მამაჲ და იქმნა სედეკ მღდელ და მეფჱ ქანანეთს შინა, და ეწოდა მელქიზედეკ. და აღაშენა მთასა ზედა სიონსა ქალაქი და უწოდა მას...

მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, ძმანო, — რამეთუ მეცნიერთა მათ შჯულისათა ვეტყჳ, — ვითარმედ შჯული უფლებს კაცსა ზედა, რაოდენ ჟამ ცოცხალ არს იგი? რამეთუ ქმრის ცოლი დედაკაცი სიკუდილადმდე ქმრისა შეკრულ არს შჯულითა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, განთავისუფლებულ არს იგი შჯულისა მისგან ქმრისა. აწ უკუე ცხორებასა ქმრისასა მემრუშედ ეწოდოს, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი მისი, თავისუფალ არს იგი შჯულისა მისგან. რაჲთა არა იყოს იგი მემრუშე, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა (7,1-3).

თარგმანი:...

სარჩევი

მოციქულისაჲ: ხოლო რომლისათჳს-იგი მოსწერეთ ჩემდა, კეთილ არს კაცისა დედაკაცისა შე-ვე-არა-ხებაჲ (7,1).

თარგმანი: ვინაჲთგან კორინთელთა მიუწერეს მოციქულსა, " ჯერ-არსა განყენებაჲ ცოლთაგან ანუ არა?" — ამისთჳს მიუწერს, ვითარმედ: უმაღლეს ცოლიერებისარულეს ქალწულებაჲ არს; ხოლო რებისათჳს და შემწედ უძლურებისა სჯულიერივე საქმე , რაჲთა ესუას კაცსა ცოლი,...

სარჩევი

(თ. 7, მ. 1-5)

1. და შეკრბეს მისა ფარისეველნი და რომელნიმე მწიგნობართაგანნი, რომელნი მოსრულ იყვნეს იერუსალჱმით. 2. და იხილნეს ვინმე მოწაფეთა მისთაგანნი. შეგინებულითა ჴელითა, ესე იგი არს უბანელითა ჴელითა ჭამდეს პურსა, და ჰგმობდეს. 3. რამეთუ ფარისეველთა და ყოველთა ჰურიათა, უკუეთუ არა იდაყჳთგან დაიბანნიან ჴელნი, არა ჭამიან, რამეთუ ეპყრა მათ მოცემული იგი მოძღურებაჲ ხუცესთაჲ. 4. და უბანთაგან რაჲ შევიდიან, უკუეთუ არა იბანნიან, არა ჭამიან და სხუაჲცა მრავალი არს, რომელი მოეღო პყრობად: განრცხაჲ...

[თ. 7; მ. 1-10]

1. და ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე სასმენელთა მიმართ ერისათა, შევიდა კაპერნაუმს. 2. და ასისთავისა ვისიმე მონაჲ სნეულ იყო და მიახდა აღსრულებად, რომელი იყო მისა პატიოსან. 3. და ესმა მას იესუჲსთჳს და მიავლინნა მისა მოხუცებულნი ჰურიათანი ვედრებად მისა, რაჲთა მოვიდეს და განკურნოს მონაჲ იგი მისი. 4. ხოლო რომელნი იგი მოვიდეს იესუჲსა, ჰლოცვიდეს მას მსწრაფლ და ეტყოდეს, ვითარმედ: ღირს არს, რომელი-ესე ჰყო მისთჳს, 5. რამეთუ უყუარს ნათესავი ჩუენი და შესაკრებელი მან აღმიშენა...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამისა შემდგომად იქცეოდა იესუ გალილეას და არა უნდა ჰურიასტანს სლვად. იყო მოახლებულ დღესასწაული ჰურია-თაჲ, რომელ არს კარვობისაჲ“ (7,1-2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს უძჳრეს შურისა. ამის მიერ შემოვიდა სიკუდილი სოფლად, რამეთუ იხილა რაჲ ეშმაკმან კაცი პატივსა შინა, ვერ თავს-იდვა მისი იგი კეთილი, ამისთჳს ყოვლით კერძო ისწრაფდა მოკლვად მისა. და ყოვლადვე ამის ძირისა ნაყოფი ესევითარი არს. ესრეთ აბელ მოიკლა, და დავითს ეგულებოდა კნინღა სიკუდილი შურითა ჴელითა საულისითა; ამის მიერ...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ“ (7,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას სიტყუასა ნეტარი პავლეცა იტყჳს, და უფროჲსღა მასცა ქრისტე იტყჳს პირითა პავლესითა, ვითარმედ: „აწ შენ რასა განიკითხავ ძმასა შენსა? ანუ შენ რაჲსა შეურაცხ-ჰყოფ ძმასა შენსა?“1 და „შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხჳსა მონასა?“2 და კუალად იტყჳს: „ამისთჳს ნუვინ წინაჲსწარ ჟამისა გან-რასმე-იკითხვიდეთ, ვიდრემდე მოვიდეს უფალი და განანათლოს დაფარული იგი ბნელისაჲ და გამოაცხადნეს ზრახვანი იგი...

სარჩევი