პავლესი: ვილოცევდი შეჩუენებელ-ყოფად თავი ჩემი ქრისტესგან (9,3).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ესოდენი მწუხარებაჲ მაქუს და ესრეთ არს გული ჩემი, რომელ უკუეთუმცა კრებულისაგან წმიდათაჲსა განვრდომაჲ მოიწეოდა ჩემ ზედა; რამეთუ ამისთჳს იტყჳს თუ: "შეჩუენებულ ქრისტესგან"; არა თუ ამას იტყჳს თუ: "სიყუარულისა მისისაგან განვრდომად", რამეთუ თჳთ ამათ სიტყუათა მისისა სიყუარულისათჳს იტყოდა, არამედ ამას მოასწავებს, ვითარმედ: დაღაცათუმცა განშორებაჲ მოიწეოდა ჩემდა წმიდათა კრებულისაგან, თავს-ვიდევ-მცა, და...
















