მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

განმარტებები

მოიძებნა 2203 განმარტება
ებრაელთა მიმართ თავი 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

პავლესი: უფროჲსითა მით და უსრულესთა კარვითა ჴელით უქმნელითა (9,11).

თარგმანი: ამას ადგილსა კარვად ჴელით მქმნელად კაცობრივსა ბუნებასა უწოდა, რომელი-იგი მიიღო მეუფემან ქრისტემან, რამეთუ არა ქორწინებითა სჯულითა იშვა, არამედ სულმან წმიდამან შემზადა კარავი იგი. ხოლო სიტყუაჲ ესე თუ — "არა ამის დაბადებულისაჲთა" (9,11). — ესე იგი არს, ვითარმედ: არა სჯულითა მით ამის სოფლისა დაბადებულთა ბუნებისათა.

პავლესი: არამედ იგი ზეცისანი უმჯობესითა მსხუერპლითა არიან ამათსა...

ხოლო თავადმან ჰრქვა მათ: ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსვლად, გარნა ლოცვითა და მარხვითა (მარკ. 9, 29.).

დღევანდელი სახარება მოგვითხრობს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, რომ ერთხელ კაცმან ვინმემ მოუყვანა მოციქულთა იესო ქრისტესთა თვისი შვილი, შეპყრობილი და გატანჯული სულისაგან არაწმიდისა და ევედრებოდა მათ, რათა განკურნონ იგი. გარნა მოწაფეთა ვერ შესძლეს მისი განკურნება და მოჰგვარეს იგი უფალსა იესო ქრისტესა და მან ერთითა სიტყვითა განაძო არაწმიდა სული მისგან. განკვირვებულთა მოციქულთა ჰკითხეს...

იტყოდეს ვინმე ფარისეველთაგანი: ესე კაცი არა არს ღვთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს (იოანნე 9, 16).

მაცხოვარმან განკურნა შობითგან ბრმა კაცი დღესა შაბათსა, გარნა მრავალთა ურიათა არა თუ ირწმუნეს მისი, არამედ იტყოდეს, რომ იგი ღვთისაგან არ არისო, ცოდვილი კაციაო. რისთვის? მისთვის, რომ შაბათი დაარღვიაო, შაბათს კაცი მოსვენებული უნდა იყოსო, არაფერი საქმე არ უნდა ჰქმნასო. იმ ზომით იყო მათი გონება შეპყრობილი ცრუ აზრისაგან და ამაო მორწმუნეობისაგან! მათ სჯულში, ძველის აღთქმის საღმრთო წიგნებში...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუეს მას, რომელი იყო პირველ ბრმაჲ: შენ რასა იტყჳ მისთჳს, რამეთუ აღგიხილნა თუალნი შენნი? ხოლო მან ჰრქუა: წინაჲსწარმეტყუელი არს“ (9,17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: წერილთაჲ არა ჯერ-არს გარეწარად კითხვაჲ, არამედ ფრიადითა მოსწრაფებითა, რაჲთა არა ვსცთებოდით, რამეთუ აჰა ესერა აქაცა საკჳრველებად მიჩნს, თუ ვითარ, თქუეს რაჲ, თუ: „ესე არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს“,1 კუალად ჰკითხეს მას, ვი-თარმედ: „რასა იტყჳ მისთჳს, რამეთუ აღგიხილნა თუალნი შენნი?“ და არა...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იგი ამას ეტყოდა მათ, მაშინ მოუჴდა მას მთავარი ერთი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა, ვითარმედ: ასული ჩემი აწღა აღესრულა; არამედ მოვედ, დასდევ ჴელი შენი, და ცხონდეს. და აღდგა იესუ და შეუდგა მას, და მოწაფენი მისნი მის თანა“ (9,18-19).

ეწია საქმე სიტყუათა, რაჲთა უმეტესად პირი დაეყოს ფარისეველთა, რამეთუ კაცი იგი შესაკრებელთმთავარი იყო, და გლოაჲ მისი დიდ იყო, რამეთუ შვილი იგი მხოლოდშობილი იყო ათორმეტისა წლისაჲ, რომელ-ესე უმეტესისა გლოჲსა მიზეზ იყო ჰასაკისა მისთჳს...

სარჩევი

მიუგო იესო და რქუა: ჰოი ნათესავი ურწმუნოი! ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდე თავს ვიდებდე თქუენსა? (მარკ. 9,19).

სახარება მხოლოდ სამგზის ახსენებს, ანუ მოგვითხრობს, ისრეთს შემთხვევას, როდესაც იესო ქრისტე განრისხდა, ანუ მდაბიურად რომ იტყვიან, გაჯავრდა, ანუ გული მოუვიდა. ერთი ამისთანა შემთხვევა არის აღწერილი დღეს წაკითხულ სახარებასა შინა. იესო ქრისტე განრისხდა მოწაფეთა თვისთა ზედა, რადგანაც ისინი შთავარდენ ისრეთსა სულმოკლეობასა და ურწმუნოებასა შინა, რომ ვერ განკურნეს მოყვანილი ერთი ყრმა,...

სიტყუანი კორინთელთა ა ებისტოლისანი თავი 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

პავლესი: ვიქმენ ჰურიათა თანა ვითარცა ჰურია (9,20).

: ტაძარსა მას შინა განწმედაჲ ჰურიაებრი მოიღო და შეწირა შესაწირავი და ტიმოთეს წინადასცჳთა და ესრეთ წარავლინა ჰურიათა მიმართ მოძღურად, რაჲთა წინადაცუეთითა დაჰჴსნას.