მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

განმარტებები

მოიძებნა 2203 განმარტება

დღეს წაკითხულთა იგავითა მოწყალე სამარიტელსა ზედა, უფალი იესო ქრისტე გვასწავლის უანგააროისა და უანგარიშოსა სიყვარულსა მოყვასისასა. არა ერთგზის გაგვიგონია ჩვენ იგავი იგი მოწყალესა სამარიტელსა ზედა, დღეს ჩვენგან მოსმენილი სახარებისაგან, გარნა, ვგონებ, რომ იგავი ესე არაოდეს უწინ არ განაღვიძებდა გულთა ჩვენთა ისრეთსა გრძნობასა, როგორათაც აწ, ამ დროებაში. მოქმედება იგი მოწყალისა სამარიტელისა, რომელი, მიდიოდა რა მგზავრად, დაინახა გზაზე ერთი უცნობი კაცი დაჭრილი ავაზაკთაგან და დაგდებული გზის პირზე,...

სიტყვა კე-სა კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ვინ არს მოყვას ჩემდა? (ლუკ. ი, ლ)

დღეს წაკითხულითა სახარებითგან გესმათ თქვენ, საყვარელნო ძმანო ქრისტიანენო, ვითარ ერთმან სჯულის-მეცნიერმან ებრაელმან ჰკითხა უფალსა: ვინ არს მოყვას ჩემდა? ძველნი ებრაელნი არა ყოველსა კაცსა რაცხვიდნენ თვისდა მოყვასად, არამედ მხოლოდ მემამულეთა და მონათესავეთა თვისთა; მათ უყვარდათ მხოლოდ მათივე ტომისა და შთამომავლობის ებრაელნი, გარნა ყოველნი სხვანი კაცნი სძულდათ და მიაჩნდათ მტრად.მაცხოვარმან განსანათლებელად მათისა გონებისა, უპასუხა მოძღვარსა მას შემდგომითა...

დღეს, ძმანო ჩემნო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, ჩვენ ვასრულებთ მცნებასა ამას უფლისასა. ხმითა მაღლითა წინაშე ყოველთა კაცთა აღვიარებთ დღეს ჩვენ სახელსა ქრისტესსა და ყოველსა სჯულსა, რომელი გარდამოგვცა მან ჩვენ მოციქულთა და მამათა მიერ და არა თუ მხოლოდ აღვიარებთ, არამედ, ლოცვასა და მადლობასა შევსწირავთ მისდამი, რამეთუ მოგვცა ჩვენ მადლი და შემწეობა ვიდრე ამ ჟამადმდე დაცვად სისწორით და სისრულით ყოვლისა სჯულისა მისისა; ხოლო წინააღმდეგთა ქრისტეს სჯულისათა, ანუ გარდამაქცეველთა და განმასხვავებელთა...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მოფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მოფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა“ (10,34).

კუალად მძიმეთა და ფიცხელთა სიტყუათა წინაუყოფს და, რომელსა მათ ეგულებოდა თქუმად, წინაჲსწარვე მიუთხრა მათ, რაჲთა არა, ესმოდის რაჲ ესევითარი ესე ყოველივე ძნელოვანი, ჰრქუან მას, ვითარმედ: რაჲ არს სიტყუაჲ ესე? ამისთჳს მოხუედა, რაჲთა ჩუენცა მოსაკლავად მიგუცნე და იგინიცა, რომელნი მერჩდენ ჩუენ, და ბრძოლითა აღავსო სოფელი?

ამისთჳს პირველვე თავადი ეტყჳს ამას,...

სარჩევი

მიუგო იესო და ჰრქვა მას: მართა! მართა! ზრუნავ და ჰშფოთ-ხარ მრავლისათვის; აქ ერთისაი არს სახმარ, ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან (ლუკ. 10. 41-42).

ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! იქნება ზოგიერთს თქვენგანს კიდეც აქვს შენიშნული, რომელ ყოველს ღვთის-მშობლის დღესასწაულს წირვაზედ ერთი და იგივე სახარება წაიკითხება, რომელიც მოისმინეთ თქვენ დღეს. იმ სახარებაში არის აღწერილი ერთი უბრალო შემთხვევა ანუ გარემოება, უფლისა იესო ქრისტეს ცხოვრებიდგან: გარნა ამ...

რომელსა უნდეს დიდ ყოფაი თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ; და რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ ყოფაი, იყოს ყოველთა მონა. (მარკოზ. 10, 43, 49).

დღევანდელი სახარება, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, გვაძლევს ერთობ საჭიროსა და სასარგებლოსა ყოველისა კაცისათვის სწავლასა. სხვათა ცოდვათა და ვნებათა შორის, რომელნი ჩვევიან დაცემულსა ბუნებასა კაცისასა არის პატივის, ანუ უფროსობის სიყვარული, რომელსა მდაბიურად თავხედობა ეწოდება. ამ ვნებას შობითგან ვიდრე სიკვდილამდე ემონება თითქმის ყოველი კაცი. რაც...

რომელსა უნდეს დიდ ყოფაი თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ; და რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ ყოფაი, იყოს ყოველთა მონა. (მარკოზ. 10, 43, 44).

ორთა მოციქულთა იესო ქრისტესთა იაკობ და იოანემ, როგორადაც მოგვითხრობს დღეს წაკითხული სახარება, ერთხელ სთხოვეს უფალს, რათა მან დააჯდინოს ერთი მარჯვნით თვისა და ერთი მარცხნით: მომეც ჩვენ, რათა ერთი მარჯვენით და ერთი მარცხენით შენსა დავსჯდეთ დიდებასა შენსა. თუმცა უფალი იესო ქრისტე მრავალ-გზის ეტყოდა მათ, რომ სასუფეველი ღვთისა, რომლისა დამყარებად მოვიდა...

თავი ი̂ვ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ: არამედ ვიტყჳ: ნუ-უკუე განაგდო ღმერთმან ერი თჳსი? ნუ იყოფინ! რამეთუ მეცა ისრაიტელ ვარ, თესლისაგან აბრაჰამისა ტომისაგან ბენიამენისა (11,1).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ნუ-უკუე სთქუათ თუ — გარე-მიაქცია სადმე ღმერთმან ერი თჳსი, და ვერ ძალ-უც მოქცევაჲ, დაღაცათუ ენებოს, და განქარდეს აბრაჰამის მიმართ აღთქუმანი, — გარნა ნუ იყოფინ! რამეთუ აჰა ესერა მეცა ჰურიათაგანი ვარ, და სხუანი ყოველნი მოციქულნი. უკუეთუმცა გარე-მიექცია, ვითარმცა მათგან გამოერჩინეს მოციქულნი! და კუალად: ერთ გზის...

სარჩევი
წიგნი 11
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და მომეცა მე ლერწამი, მსგავსი კუერთხისაჲ, და მრქუს მე: აღდეგ და განზომჴ ტაძარი ღმრთისაჲ და საკურთხეველი და თაყუანის-მცემელნი მას შინა. (2ა) და ეზოჲ იგი, რომელ არს გარეგან ტაძრისა, განაგდე იგი გარე და ნუ განჰზომ, რამეთუ მიეცა წარმართთა.

თარგმანი. ამის ლერწმისა მიერ გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ ყოვვლივე ზეცათა საქმჱ გულისჴმის-საყოფელი არს, რომელნი-იგი ჩუენ თანა უსულო არიან, ტაძარი გინა თუ საკურთხეველი, თუ არა, ვითარ აქაცა ლერწამი იგი ეტყოფა მას, თუ: აღდეგ და განზომეო. ამისთჳს...

სარჩევი
მოციქულისაჲ. (2ბ) და ქალაქი იგი წმიდაჲ დათრგუნონ ორმეოც და ორ თთუე. (3) და მივსცე ორთა მათ მოწამეთა ჩემთა, და წინაწარმეტყუელებდენ ათას ორას და სამეოც დღე, შემოსილნი ძაძითა. (4) ესენი არიან ორნი იგი ზეთისხილნი და ორნი სასანთლენი. მდგომარენი წინაშე უფლისა ყოვლისა ქუეყანისა. თარგმანებაჲ. ესენჲ არიან ენუქ და ელია, რომელნჲ მოვიდენ წინაწარმეტყუელებად სამ წელ და ნახევარ. ხოლო შემოსილნი ძაძებითა ამისთჳს, რამეთუ გლოვასა მათსა მოასწავებდენ, რომელნი შეუდგენ ანტეს. და ამათ სახელ-სდვა ზაქარია წინაწარმეტყუელმან ორად სასანთლედ და ზეთისხილად ბრწყინვალებისა მისთჳს და სიპოხისა კეთილთა საქმეთა მათთაჲსა. მოციქულისაჲ. (5) და რომელსაცა ენებოს ვნებად მათდა, ცეცხლი გამოვალს პირით მათით და შეშჭამს მტერთა მათთა; და რომელსაცა ენებოს ვნებად მათდა, ესრჱთ ჯერ-არს მოკუდომაჲ მისი. (6) ამათ აქუს ჴელმწიფებაჲ დაჴშვად ცათა, რაჲთა არა წჳმდეს დღეთა მათ წინაწარმეტყუელებისა მათისათა; და ჴელმწიფებაჲ აქუს, რაჲთა გარდააქციონ წყალი სისხლად.
ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

პავლესი: ნუ-უკუე განაგდო ღმერთმან ერი თჳსი? — ნუ იყოფინ! (11,1).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: აჰა ესერა ერთგზის ჰრწმენა ჰურიათა სამ-ათასთა, და ათმან ათასმან . აწ უკუეთუმცა განეშორა, ესენიმცა ვინაჲ ცხოვნებულ იყვნეს, რამეთუ არცა ერთიმცა შეეწყნარა, უკუეთუმცა განეშორა. და ვინაჲთგან რომელნიცა მოიქცენ, შეიწყნარებს, საცნაურ არს, ვითარმედ რომელნიცა წარწყმდეს, თჳსითა ნებითა წარწყმდეს.

პავლესი: რომელნი წინაჲსწარ იცნნა (11,2).

თარგმანი: ესე იგი არს:...

სარჩევი

მოციქულისაჲ: ვიტყჳ უკუე, ნუ განიშორა-მე-ა ღმერთმან ერი თჳსი? — ნუ იყოფინ! და რამეთუ მეცა ისრაიტელი ვარ თესლისაგან აბრაჰამისსა, ტომისაგან ბენიამენისსა. არა განიშორა ღმერთმან ერი თჳსი, რომელი-იგი წინაჲსწარ იცნა (11,1).

თარგმანი: ამას ადგილსა დაჰჴსნა სხუაჲ იჭჳ, უძჳრესი ყოველთა იჭუთაჲ, ვითარ თუმცა უღონო იყო მოქცევაჲ ჰურიათაჲ, ვითარცა ერთგზის განჴდილთაჲ, დაღათუ ენებოს მოქცევაჲ; ამისთჳს თავსა თჳსსა სახედ მისცემს, ვითარმედ: თჳთ მე, რომელსა-ესე აწ სახელ-მედების მოძღუარ წარმართთა, ერთი ვარ მოქცეულთა...

სარჩევი