რომელი არა არს ჩემთანა, იგი მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეკრებს ჩემთანა, იგი განაბნევს (ლ. ია, კგ).
სახარება, ძმანო მართლ-მადიდებელნო, მრავალ-გზის მოიყვანს ისრედთა სიტყვათა ქრისტესთა, რომელნი არიან ერთობ მოკლენი, გარნა ძლიერნი, აღვსებულნი უღრმესითა აზრითა და უვრცელესითა სწავლითა. ერთი ესრედთა სიტყვათაგანი არის ეს მოკლე სიტყვა: რომელი არა არს ჩემთანა, იგი მტერი ჩემი არს: და რომელი არა შეკრებს ჩემთანა, იგი განაბნევს. ვგონებ, რომ განმარტება იმ აზრისა, რომელსა იპყრობს ეს მოკლე თქმა, დარჩება...



