მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 28:20

19. Go ye therefore, and teach all nations, baptizing them in the name of the Father, and of the Son, and of the Holy Ghost:20. Teaching them to observe all things whatsoever I have commanded you: and, lo, I am with you alway, even unto the end of the world. Amen.
Matthew თავი 28
20. Teaching them to observe all things whatsoever I have commanded you: and, lo, I am with you alway, even unto the end of the world. Amen.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რავდენი გამცენ თქუენ“ (28,19-20).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: „ნათელ-სცემდითო სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და წმიდისა სულისაჲთა, და ასწავებდით დამარხვად ყოველი, რავდენი გამცენ თქუენ“; ესე იგი არს, სარწმუნოებისათჳსცა მართლისა და საქმეთათჳს კე-თილთა, რამეთუ ესე არს მცნებაჲ მისი.

პირველად, რაჲთა მართლმადიდებლობით და მართლაღსაარებით აღვიარებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამგუამოვნებით შეურევნელსა და ერთარსებით განუყოფელსა, ერთსა ღმრთეებასა, ერთსა ძალსა, ერთსა ნებასა, ერთსა ჴელმწიფებასა, ერთსა უფლებასა, ერთსა მეუფებასა, სამითა თჳთებითა თაყუანისცემულსა.

მამასა უშობელსა, რომელი-იგი არს ყოველთა მიზეზი უმიზეზოჲ და ყოველთა დამბადებელი, ხილულთა და უხილავთაჲ, ერთისა ხოლო მამაჲ, ძისა მის მხოლოდშობილისაჲ, უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, და გამომავლინებელი სულისა წმიდისაჲ.

ძესა მხოლოდშობილსა ღმრთისასა, უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომელი-იგი იშვა მამისაგან უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, უჟამოდ და დაუსაბამოდ, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, თანაარსი მამისაჲ, წყაროჲ ცხორებისაჲ, სიბრძნე და ძალი, ხატი შეუცვალებელი უხილავისა ღმრთისაჲ, მამისაგან...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXVIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
28:16-20 — ქრისტეს ხელმწიფება და მოციქულთა გაგზავნა:

16-20. ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი წარვიდეს გალილეას, მთასა მას, სადაცა უბრძანა მათ იესუ. იხილეს იგი და თაყუანის-სცეს მას; ხოლო რომელნიმე შეორგულდეს. მოუჴდა მათ იესუ, ეტყოდა და ჰრქუა: მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ. და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. - იოვანეს მიხედვით, იესო მოწაფეებს პირველად აღდგომის დღეს გამოეცხადა, როცა კარები დახშული იყო, შემდეგ მერვე დღეს, როცა თომამაც ირწმუნა; შემდეგ, როცა მათ გალილეაში წასვლა ჰქონდათ განზრახული, მაგრამ ყველანი ერთად შეკრებილნი ჯერ კიდევ არ იყვნენ, და ზოგიერთი მათგანი ტიბერიადის ზღვაში თევზაობდა, მაშინ მხოლოდ იმათ გამოეცხადა, რომელნიც თევზაობდნენ და ესენი იყვნენ შვიდნი. რასაც ახლა მათე გადმოსცემს, იგი შემდგომად იმისა მოხდა, რის შესახებაც იოვანე გვიყვება, რადგან ორმოცი დღის განმავლობაში ხშირად ეცხადებოდათ, წარმოუდგებოდათ და დაშორდებოდათ, ისე რომ...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1979 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

ღვთივრჩეულთა ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა, მოძღვართა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, პატიოსან ბერ-მონოზონთა და ყოველთა კურთხეულთა შვილთა მიმართ საქართველოს წმიდა ავტოკეფალური მართლმადიდებელი და სამოციქულო ეკლვსიისათა, მკვიდრთა საქართველოისა და მცხოვრებთა ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ

მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა ()

ძვირფასნო და ქრისტე იესოს მიერ საყვარელნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელთმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ამა სოფლის ამაოებათა დამტევებელნო პატიოსანნო ბერ-მონოზონნო, ხორცივლნო და სულიერნო ძმანო და დანო, შვილნო საქართველოს წმიდა სამოციქულო ეკლესიისანო, მკვიდრნო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი კურთხეული ივერიისა და მცხოვრებნო ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ!

ჩვენ ვქადაგებთ და აღვიარებთ ქრისტეს, ჯვარცმულსა და აღდგომილს, რომელიც დღეს განსაკუთრებული ძალით მოგვმართავს თითოეულ ჩვენთაგანს, „იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკვდილადმდე და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ“ (). მაინც რომელ...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2025 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

...რთლიანობის, ერთგულების, ღირსების, სიკეთის, ჭეშმარიტების ხატად და მარადიული სიცოცხლის ნიშნად.

მაცხოვარი გვიხმობს ყველას და განგვამტკიცებს: „განსაცდელი გექნებათ ამქვეყნად, მაგრამ გამხნევდით, მე ვძლიე სოფელს“ () და „თქვენთანა ვარ, დღემუდამ, ვიდრე აღსასრულამდე ქვეყნისა“ ()… „დაიცავით ჩემი მცნებები და რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, შეგისრულდებათ“ (ინ. 14;15,13), ოღონდ, როგორც „მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე თქვენც გიყვარდეთ ერთმანეთი“ ().

დღეს მსოფლიოში მრავალგვარი რთული პროცესი მიმდინარეობს; დროც თითქოს დაჩქარდა; მოვლენებიც და შეხედულებებიც სწრაფად იცვლება; დაპირისპირებულობა, არასტაბილურობა, ეკოლოგიური პრობლემები, მუდმივი სტრესი, ომები ჩვენს საერთო რეალობად იქცა. მშვიდობის მოსურნეთა მონდომება დიდია, თუმცა შედეგის მიღწევა იოლად არ ხდება…

ღმერთმა დალოცოს მშვიდობისმყოფელნი, ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს მსოფლიო!

არსებულმა ვითარებამ ყველა უფრო მეტად უნდა დააფიქროს სიცოცხლის არსზე და მარადიულ ღირებულებებზე.

ჩვენ მარადიული ნეტარებისთვის ვართ შექმნილნი; აქ, ამქვეყნიურ ყოფაში კი დროებითის და წარუვალის, მიწის და ზეცის კავშირით უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ სწრაფვა მარადიულობ...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2022 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

..., მოციქულებმა, ხუთასზე მეტმა კაცმა და სხვებმა. იგი ორმოცი დღის მანძილზე არიგებდა და განაბრძნობდა თავის მოწაფეებს, რომელთაც, სულიწმინდის მადლით, მრავალ სასწაულთა აღსრულების უნარი მისცა; შემდეგ კი იესო ქრისტე ყველას თვალწინ ზეცად ამაღლდა და აღგვითქვა: „აჰა, მე თქვენთან ვარ დღენიადაგ, ვიდრე აღსასრულამდე ქვეყნისა“ (), და კიდევ: „ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუხილავარ და ... მირწმუნეს“ ()


ქრისტეს სასუფეველი მიუწვდომელი რჩება მათთვის, ვისაც არა აქვს შიში და სიყვარული ღვთისა და, ასევე, სიყვარული მოყვასისა, რაც შედეგია ჩვენი რწმენისა და მოღვაწეობითი ძალისხმევისა.

„უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის ხაფანგისგან გამომხსნელი" (იგ. 14,27). იგი სულიერი სიბრძნის დასაწყისია, რადგან ამ მადლის მქონეთ ეძლევათ სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარი, უნარი გონივრული ნაბიჯების გადადგმისა და მშვიდობისმყოფლობისა, მოყვასის სიყვარულისა და მისთვის თავდადებისა.

ღვთის შიში სხვა შიშებისაგანაც ათავისუფლებს ადამიანს და ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევას უადვილებს, რადგან იგი განსაცდელსა და მწუხარებას მისთვის საჭირო მწარე, თუმცა მაკურნებელ, წამლად მიიჩნევს და ეშინია მხოლოდ იმისა, რომ არ შეექმნას სულიერი სიკვდილის ს...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2014 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

...ილიყო იგი ამ წყალობათაგან.

დღესაც, ტექნიკის განვითარებისა და მისი ბატონობის პერიოდში, ამბიციურობის, ცრუ ჰუმანიზმის, ნელ-თბილი რწმენისა და ბოროტთან საიდუმლო გარიგების ხანაში, კვლავ გვესმის აღდგომილი მაცხოვრის იმედისმომცემი და განმამტკიცებელი ხმა:

„მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა“ ()!

მაშ, ვისი მეშინოდეს, ან ვისგან შევძრწუნდე?

მართალია, ბოროტი ძალა გამუდმებით გვებრძვის, მაგრამ მასზე განუზომლად ძლიერი და დაუსაბამოა ღმერთი, რომელიც მუდამ ჩვენთან არის და დღესაც სააღდგომო ტრაპეზზე გვიხმობს: ქართველებს, ოსებს, რუსებს, აფხაზებს, ბერძნებს, იეზიდებს, უდიებს, ასირიელებს, ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს, უკრაინელებს, . . . როგორც მესამე, ისე მეთერთმეტე ჟამის ქრისტიანებს.

მაშ, რომელნი ხართ კეთილ მსახურნი და ღმრთისმოყვარენი, იშვებდით კეთილსა ამას და ბრწყინვალესა კრებასა; რომელი არს მონაჲ კეთილგონიერი, შევედინ სიხარულით სიხარულსა ამას უფლისასა... და ყოველთავე მიიღეთ სიმდიდრე სიტკბოებისა..., რამეთუ აღსდგა ქრისტე და დაირღვა ჯოჯოხეთი; აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს, აღსდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიც არს საფლავსა შინა, აღსდგა ქრისტე მკვდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესვ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და არღარა ვარ მე სოფელსა ამას, და ესენი სოფელსა არიან“ (17,11).:

...ესე საქმენი კაცთანი არიან, არამედ ესე ყოველი მათთჳს თქუა და გონებისა მათისათჳს, რაჲთამცა ყვნა, რომელ უმეტესსა შეწევნასა მოელოდეს, ვინაჲთგან იგი წარვიდა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „ოდეს მე ვიყავ, ვჰფარევდი მათ“; და კუალად მათ ჰრქუა, ვითარმედ: „მოვალ თქუენდა და თქუენ თანა ვიყო ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“. და ვითარ იტყოდა ამათ სიტყუათა, უკუეთუმცა თჳთ დაუტევებდა? არამედ, ვითარცა ვთქუ, მათისა იჭჳსაებრ იტყოდა, რაჲ-თა განიხარონ მცირედ, და მწუხარებასა მათსა ნუგეშინი-სცეს, რაჟამს ესმეს, ვითარმედ მამასა შეჰვედრებდა. რამეთუ ვინაჲთგან მრავალნი ნუგეშინის-ცემისა სიტყუანი ესმნეს მისგან და არა ჰრწმენა, ამისთჳს აწ მამასა ეტყჳს მათთჳს, რაჲთა უჩუენოს მათ სიყუარული თჳსი მათა მიმართ. ვითარ იტყოდა, რამეთუ: ვინაჲთგან თავისა შენისა მიმიწოდ, დაიცვენ ესენი, რამეთუ მე შენდა მოვალ? რასა იტყჳ, და შენ ვერ ძალგიცა დაცვაჲ მათი? - ჰე, ძალ-მიცო. - და რაჲსა იტყჳ სიტყუათა ამათ? - ამისთჳსო, „რაჲთა აქუნდეს სიხარული ჩემი სავსებით მათ შორის“ (17,13) და არა ეშინოდის, რამეთუ ჯერეთ არღა სრულქმნულ არიან. ხოლო ამას ყოველსა უფალი მათისა სიხარულისა და განსუენებისათჳს იტყოდა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „მე არა სოფელსა შინა ვარ, და ესენი სოფელსა შინა არიან“ (17,11). და იგინი ამა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და თქუენ თანა იყოს“ (14,17).:

...რს სიტყუაჲ იგი, თუ: „თქუენ თანა ეგოს“. ხოლო „სულად ჭეშმარიტებისა“ უწესს, რაჲთა ამის მიერ სახენი იგი ძუელნი მოასწავნეს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და თქუენ თანა იყოს“ (14,17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „თქუენ თანა“? გარნა ესე, რომელსა თავადი იტყოდა, ვითარმედ: „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ“, და კუალად ამასცა მოასწავებს, ვითარმედ: არა თუ ესე იქმნას მის ზედა, რაჲ-ესე ჩემ ზედა იქმნა, არცა განგეშოროს თქუენ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი სოფელსა ვერ ჴელ-ეწიფების მოღებად, რამეთუ ვერ ჰხედავს მას“ (14,17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას ადგილსა „ხედვად“ გულისხმის-ყოფასა იტყჳს, ამისთჳს შესძინა და თქუა, ვითარმედ: „არა იცის იგი“, რამეთუ მრავალგზის ჭეშმარიტსა ცნობასა „ხედვად“ უწესს წერილი. ხოლო „სოფლად“ ამას ადგილსა უკეთურთა იტყჳს და ამისთჳსცა საქმით ნუგეშინის-სცემს უმეტესსა მას სხუათაგან ნიჭსა მას ესრეთ მაღალსა. იხილე, რაოდენი-თა სახითა აღამაღლა მისთჳს თქუმული იგი სიტყუაჲ, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მათი, ვითარცა მე“; და თქუა, ვითარმედ: „არა დაგიტევნე თქუენ“; და თქუა, ვითარმედ: „თქუენდა მომართ ოდენ მოვალს“; თქუა უკუე, ვითარმედ: „თქუენ თანა ეგოს“, და ვერცა ესრეთ განუქარვა მწუხარებაჲ მათი, რამეთუ მასვე თავადსა ეძიე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნ წმიდათა საიდუმლოთათჳს და მოწყალებისათჳს:

...ა ჩემდამო“. ჰხედავა, რამეთუ ნუგეშინის-ცემისა მისისათჳს თქუა, თუ: „მე არა მარადის თქუენ თანა ვარ“. რამეთუ საცნაურ არს, ვი-თარმედ მარადის ჩუენ თანა არს, ვითარცა იტყჳს თავადი, ვითარმედ: „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“.

ამის ყოვლისაგან ცხად არს, ვითარმედ ესე იყო პირი სიტყუათა მის-თაჲ, რაჲთა სარწმუნოებაჲ დედაკაცისაჲ მის, მაშინ აღმოცენებული, არა განაჴმოს შერისხვამან მოწაფეთამან. ხოლო ჩუენ ნუ შემოვიღებთ შორის სიტყუათა ამათ, რომელნი განგებულებითა რომლითამე თქუმულ არიან; არამედ რომელნი-იგი შჯულად და წესად მოცემულ არიან მორწმუნეთადა, ახალსაცა შინა რჩულსა და ძუელსაცა, მოწყალებისათჳს, იგინი აღმოვიკითხნეთ; და ფრიადი მოსწრაფებაჲ ვაჩუენოთ ამას საქმესა ზედა, რამეთუ განმწმედელი არს ცოდვათაჲ საქმე ესე, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „მიეცით მოწყალებაჲ, და ყოველივე წმიდა იყოს თქუენდა“.

ესე უაღრეს მსხუერპლებისა არს, ვითარცა იტყჳს: „წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“. ესე ცათა განახუამს, ვითარცა იტყჳს: „ლოცვანი ეგე შენნი და ქველისსაქმენი აღვიდეს საჴსენებელად შენდა წინაშე ღმ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იხილა ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი. და მოუჴდეს მას მოწაფენი. და აღაღო პირი თჳსი, ასწავებდა მათ და ეტყოდა“ (5,1-2).:

...რთნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა; და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რავდენი გამცენ თქუენ“. რამეთუ შემდგომიცა ამისი სიტყუაჲ, ვითარმედ: „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“, არა მათდა მიმართ ხოლო იყო, არამედ მათ მიერ ყოველთა მორწმუნეთა მიმართ; და ოდეს ჰნატრიდეს მათ დევნულებათათჳს და ყუედრებათა, არა მათ ოდენ ეტყჳს, არამედ ყოველ-თა, რომელნი სახელისა მისისათჳს იდევნებიან და იტანჯებიან. ეგრეთვე მცნებანი ესე და მოძღურებანი, რომელნი მათ უბრძანნა, ჩუენ ყოველთა მომართ არიან, რამეთუ ყოველსავე კაცთა ბუნებასა ასწავლიდა, ვითარცა-იგი ყოვლისა მის კაცობრივისა ბუნებისა ჰნებავს ცხორებაჲ. ამისთჳს გულსმოდგინედ და გულისჴმის-ყოფით ვისმინნეთ საკჳრველნი იგი სიტყუანი და სულთა განმანათლებელნი მცნებანი, ვისმინნეთ, მორწმუნენო, და აღსრულებად ვისწრაფოთ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“ (5,3).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინ არიან გლახაკნი სულითა? მდაბალნი და შემუსრვილნი გონებითა, რამეთუ სულად აქა შინაგანსა მას გონებასა და ნებასა სულისასა სახელ-სდვა. ვინაჲთგან მრავალნი არიან მდაბალნი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე თჳსი პირმშოჲ, და უწოდა სახელი მისი იესუ“ (1,25).:

...მის საქმისასა დაამტკიცებს, უკუეთუ სხუაჲ არარაჲ შესძინოს. და მრავალი მაქუს ამის სიტყჳსა სახე წმიდათა წერილთაგან, რომელთაგან მცირედი ვთქუა გულისჴმისსაყოფელად სახეთა მათ სიტყუათასა. ჰრქუა უფალმან მოციქულთა შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა: „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“. რაჲ არს ესე? ნუუკუე შემდგომად სოფლისა აღსრულებისა განეშოროსა უფალი მათგან? და ვითარ ეგების ესე მოგონებადცა? და კუალად იტყჳს დავით წინაწარმეტყუელი: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა“. ეწამების მას მოციქული პავლე და იტყჳს: „რამეთუ ჯერ-არს მისა სუფევაჲ, ვიდრემდე დაისხნეს მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა“. რასა იტყჳთ ამისთჳს? ნუუკუე სთქუათა, ვი-თარმედ ჯდეს იგი მარჯუენით მამისა და სუფევდეს, ვიდრემდე დაემორ-ჩილნენ მტერნი მისნი, და მერმე აღდგეს მარჯუენით ჯდომისაგან, ანუ არღარა სუფევდესა? რომელმანმცა ეშმაკმან მოიგონა ესე ანუ იკადრამცა თქუმად? ჵ თქუენ, ეშმაკთა უურცხჳნესნო!

და კუალად წერილ არს დაბადებასა შინა: „არა მოიქცა ყორანი იგი ნოესა, ვიდრემდე განჴმა ქუეყან...

სრულად ნახვა