1.ესე წიგნი შესაქმისა კაცთასა, რომელსა დღესა შექმნა ღმერთმან ადამ ხატებად ღმრთისა.2.შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი.3.ხოლო ცხოვნდა ადამ ორას ოცდაათ წელ და შვა სახოვნებისაებრ თჳსისა და ხატებისაებრ თჳსისა. და სახელ-სდვა სახელი მისი სით.4.ხოლო იქმნნეს დღენი ადამისნი შემდგომად შობისა სეითისა შვიდას წელ და შვნა ძენი და ასულნი.5.და იქმნნეს ყოველნი დღენი ადამისნი, რომელთა ცხოვნდა ცხრაასოცდაათ წელ და მოკუდა.6.ხოლო ცხოვნდა სით ორას და ხუთ წელ. და შვა ენოს.7.და ცხოვნდა სით შემდგომად შობისა ენოსისა შვიდსა და შვიდ წელ და შვნა ძენი და ასულნი.8.და იქმნნეს ყოველნი დღენი სეითისნი ცხრაასდაათორმეტ წელ და მოკუდა,9.და ცხოვნდა ენოს ასოთხმეოცდაათ წელ. და შვა კაინან.10.და ცხოვნდა ენოს შემდგომად შობისა მის კაინანისსა შვიდასათხუთმეტ წელ. და შვნა ძენი და ასულნი.11.და იქმნნეს ყოველნი დღენი ენოსისნი ცხრაასდახუთ წელ და მოკუდა.12.და ცხოვნდა კაინან ასსამეოცდაათ წელ. და შვნა მალელეილ.13.და ცხოვნდა კაინან შემდგომად შობისა მის მალელეილისსა შვიდასორმეოც წელ. და შვნა ძენი და ასულნი.14.და იქმნა ყოველნი დღენი კაინანისნი ცხრაასდაათ წელ. და მოკუდა.15.და ცხოვნდა მალელეილ ასსამეოცდახუთ წელ და შვა იარედ.16.და ცხოვნდა მალელეილ შემდგომად შობისა მის იარედისსა შვიდასოცდაათ წელ. და შვნა ძენი და ასულნი.17.და იქმნეს ყოველნი დღენი მალელეილისნი. შვიდასოთხმეოცდაათხუთმეტ წელ და მოკუდა.18.და ცხოვნდა იარედ ასსამეოცდაორ წელ და შვა ენუქ.19.და ცხოვნდა იარედ შემდგომად შობისა მის ენუქისსა შვიდას წელ. და შვნა ძენი და ასულნი.20.და იქმნნეს ყოველნი დღენი იარედისნი რვაასსამეოცდაორ წელ და მოკუდა.21.და ცხოვნდა ენუქ ასსამეოცდახუთ წელ. და შვა მათუსალა.22.ხოლო სათნო ეყო ენუქ ღმერთსა. და ცხოვნდა ენუქ შემდგომად შობისა მის მათუსალასა ორას წელ და შვნა ძენი და ასულნი.23.და იქმნნეს ყოველნი დღენი ენუქისნი სამასსამეოცდახუთ წელ.24.და სათნო ეყო ენუქ ღმერთსა და არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან.25.და ცხოვნდა მათუსალა ასსამეოცდაშვიდ წელ. და შვა ლამექ.26.და ცხოვნდა მათუსალა შემდგომად შობისა მის ლამექისა. შვიდასოთხმეოცდაორ წელ. და შვნა ძენი და ასულნი.27.და იქმნნეს ყოველნი დღენი მათუსალასნი, რომელთა ცხოვნდა, ცხრაასსამეოცდაცხრა წელ. და მოკუდა.28.და ცხოვნდა ლამექ ასოთხმეოცდარვა წელ და შვა ძე.29.და უწოდა სახელი მისი ნოე მეტყუელმან:ამან განმისუენოს ჩუენ საქმეთაგან ჩვენთა და მწუხარებათაგან ჴელთა ჩუენთასა და ქუეყანისაგან, რომელი დაწყევა უფალმან ღმერთმან ჩუენმან.30.და ცხოვნდა ლამექ შემდგომად შობისა მის ნოესსა. ხუთასსამეოცდახუთ წელ და შვნა ძენი და ასულნი.31.და იქმნნეს ყოველნი დღენი ლამექისნი შჳდასორმეოცდააცამეტ წელ და მოკუდა.32.და იყო ნოე წელიწადთა ხუთასთა. და შვნა ნოე სამნი ძენი: სემ, ქამ და იაფეთ.
დიდი და გამოუთქმელი საუნჯე, საყვარელნო, დღევანდელ საკითხავშია მოცემული. ვიცი, რომ ბევრი, სახელების ჩამოთვლას რომ ისმენს და ზედაპირულად უყურებს საღვთო წერილიდან წაკითხულს, ფიქრობს, თითქოს ეს სიტყვები სახელთა უბრალო ჩამონათვალის მეტს არაფერს შეიცავსო; მაგრამ ყველას ვგთხოვთ, საღვთო წერილში მოცემულს უყურადღებოდ არ ჩაუაროთ, რადგან ყოველივე, რაც აქ დაწერილია, აზრთა დიდ სიმდიდრეს შეიცავს. ვინაიდან ნეტარი წინასწარმეტყველები სულიწმიდის შთაგონებით მოუბარნი...
მინდა დღეს გუშინდელი ტრაპეზის ნარჩენს შემოგთავაზოთ, მაგრამ ნუ შეწუხდები, საყვარელო, ნარჩენს რომ ისმენ. რასაკვირველია, ხორციელი საჭმელი დღე-ორ დღეში ხშირად ფუჭდება, უსიამოვნო და საკვებად უვარგისი ხდება, სულიერი ტრაპეზის შესახებ კი ამის შიში არ არის; პირიქით, რაც მეტი დრო გადის, მით მეტ სიამოვნებას იძენს და უფრო სასიამოვნო და გემრიელი ხდება. ასე რომ, ახლა საქმით შევასრულოთ გუშინ მიცემული პირობა, გადავიხადოთ სწავლების ვალი და ჩვენი პატიოსნება...
...რქმეული, ან შეიძლება ასეთი სულაც ვერ იპოვო. არამედ, როცა მამას სახელის დარქმევა სურდა, რაღაც არაჩვეულებრივ, ახალ სახელს აძლევდა, ისეთს, რომ მისით რაიმე მომავალი მოვლენა წინასწარ აღნიშნულიყო. ასევე იქცეოდა დედაც. მაგალითად, ლამექმა, თავის შვილს სახელი რომ დაარქვა, ნოე უწოდა და მიუმატა: „ამან განმისუენოს ჩუენ" (). ამგვარად, ყოველ სახელს თუ ყურადღებით გამოიკვლევ, აუცილებლად იპოვი მასში რაიმე წინასწარნიშანს, — და არა ისე, როგორც ახლა იქცევიან, შვილებს უმიზნოდ და შემთხვევით არქმევენ სახელებს, ან მხოლოდ მშობლების სახელებით. ძველთ კი ყოველთვის მიზანი ის ჰქონდათ, რომ შვილების სახელწოდებაში რაიმეს მუდმივი შეხსენება ჩაედოთ. მაგრამ ვნახოთ შემდგომ, რას მოგვითხრობს ნეტარი მოსე პირმშოობის გაცვლის შემდეგ იაკობისა და ესავის მამის შესახებ, — როგორ ღირსდება იგიც, აბრაჰამის მსგავსად, შიმშილის დადგომისას ზეგარდამო დიდი მზრუნველობისა, ერთი მხრივ, საკუთარი სათნოების გამო, მეორე მხრივ კი, მამამთავრისთვის მიცემული აღთქმის თანახმად. „და იქმნა", — ამბობს წერილი, — „სიყმილი ქუეყანასა ზედა თჳნიერ მის სიყმილისა, რომელ-იგი იყო ჟამთა აბრაჰამისთა" (). რათა არ იფიქრო, რომ წერილი წინანდელ შიმშილზე ლაპარაკობს, ის განმარ...
3. „აბრამ" და „აბრაჰამ" სახელთა მნიშვნელობა (17:7-9):
...თადერთი მართალი იყო, თუკი ლამექი, მისი მამა, ამ მართლის სათნოების მოშურნე ყოფილიყო. ამასთან, სურდა რა ძისთვის სახელი დაერქმია, ლამექმა თქვა: „და უწოდა სახელი მისი ნოე მეტყუელმან: ამან განმისუენოს ჩუენ საქმეთაგან ჩვენთა და მწუხარებათაგან ჴელთა ჩუენთასა და ქუეყანისაგან, რომელი დაწყევა უფალმან ღმერთმან ჩუენმან" (). მითხარი, საიდან ჰქონდა ლამექს ასეთი ცოდნა იმის შესახებ, რაც რამდენიმე თაობის შემდეგ უნდა მომხდარიყო? სახელი ეწოდოს, ამბობს, ნოე; „ამან განმისუენოს ჩუენ". ნოე ებრაულად განსვენებას ნიშნავს. ამიტომ რადგან ნოე ერთადერთი უნდა გადარჩენილიყო წარღვნის დროს, რომელიც მთელ სამყაროს დაფარავდა, და მის შემდგომი თაობების დასაბამი უნდა გამხდარიყო, ლამექი ამბობს: „ამან განმისუენოს ჩუენ", განსვენებას უწოდებს წარღვნას. მართლაც, წარღვნამ, წყლებით მთელი მიწა რომ დაფარა, რომელიც იმდროინდელ ადამიანთა ცოდვებით დამძიმებული იყო და ყოველგვარ სიბილწეს ზიდავდა, და ურჯულო ადამიანთა ყოველგვარი ბოროტება აღკვეთა, გაწმინდა მიწა, რომელიც უწმინდური გამხდარიყო თავისი მცხოვრებთა ბოროტების გამო, ხოლო ისინი სასჯელით განასვენა: „რამეთუ სიკუდილი კაცისა განსუენებაჲ არს", — ამბობს წერილი (). ახლა ხედავ, როგორ ხშირად...
...არეობის განსაკუთრებულ სიმაღლესაც და იმდროინდელ ადამიანთა ბოროტების დიდ გაძლიერებასაც. „ნოე იყო ექუსასთა წელთა". საღვთო წერილმა უმიზეზოდ კი არ გვითხრა მართლის წლების რიცხვი, და არა მხოლოდ იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რამდენი წლისა იყო მართალი, არამედ იმიტომ, რომ მანამდე უკვე გვამცნო: „ნოე იყო წელიწადთა ხუთასთა" (). ხოლო ამ წლების რიცხვის შემდეგ, მოგვითხრო ადამიანთა მანკიერებისკენ ძლიერი მისწრაფების შესახებ, როგორ „შეყოფილ არს მომგონებელობაჲ კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით" (), რის გამოც ღმერთმა ბრძანა: „არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის... ყოფისათჳს მათისა ჴორც" (), ამ სიტყვებით მათ თავისი დიდი რისხვის წინასწარ აცნობებდა. შემდეგ, რათა მათ სინანულისა და რისხვის თავიდან აცილებისთვის საკმარისი დრო მიეცა, ამბობს: „იყვნენ ასოც წელ", ესე იგი, ხუთასი წლის შემდეგაც მოვითმენ, რადგან ეს მართალი ხუთასი წლის განმავლობაში არ წყვეტდა ყველას შეგონებას თავისი სახელითვე, და, მხოლოდ ისურვებდნენ მოსმენას, ურჩევდა ცოდვას მოშორებოდნენ და სათნოებისკენ მიქცეულიყვნენ. ამის მიუხედავად, ამბობს ღმერთი, ახლაც კიდევ ასოცი წლის მოთმინებას აღვუთქ...