1.ხოლო ადამ იცნა ევაჲ ცოლი თჳსი. და მიდგომილმან შვა კაინ. და თქუა: მოვიგეთ კაცი ღმრთისა მიერ.2.და შესძინა შობად ძმაჲ მისი აბელ და იქმნა იგი მწყემს ცხოვართა; ხოლო კაინ - მშრომელ ქუეყანისა.3.და იყო შემდგომად დღეთა მოართუა კაინ ნაყოფთაგან ქუეყანისათა მსხუერპლი უფალსა.4.და აბელ მოართუა მან-ცა პირმშოთაგან ცხოვართა მისთასა და ცმელთაგან. და მოიხილა ღმერთმან აბელს ზედა და ძღუენთა მისთა ზედა.5.ხოლო კაინს ზედა და მსხუერპლთა მისთა ზედა არა მიიხილა. და შეწუხნა კაინ ფრიად. და შეიჭუვნა პირი მისი.6.და ჰრქუა უფალმან ღმერთმან კაინს: რათა რად შეიჭუვინ პირი შენი, არცა მართლიად შემოწირე.7.ხოლო მართლიად არა განჰყავ, სცოდე დაყუდენ. შენდამი მიქცევაჲ მისი ღა შენ ჰმთავრობდი მას.8.და თქუა კაინ აბელის მიმართ, ძმისა თჳსისა: განვიდეთ ზოგად ველად. და იყო, ყოფასა მათსა ველს, აღდგა კაინ აბელის ზედა, ძმისა თჳსისა, და მოკლა იგი.9.და თქუა უფალმან ღმერთმან კაინის მიმართ: სადა არს აბელ, ძმაჲ შენი? და თქუა: არა უწყი, ნუ მცველი ძმისა ჩემისა ვარ მე?10.და თქუა ღმერთმან: რაჲ ესე ჰყავ? ჴმაჲ სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენ-და-მო ქუეყანით.11.და აწ წყეულ იყავ შენ ქუეყანისაგან, რომელმან განაღო პირი თჳსი შეწყნარებად სისხლისა ძმისა შენისასა ჴელისაგან შენისა.12.რამეთუ ჰშურებოდი ქუეყანასა და არა შესძინოს ძალი თჳსი მოცემად შენდა, იწროებით და ძრწოლით იყო ქუეყანასა ზედა.13.და თქუა კაინ უფლისა მიმართ ღმრთისაჲ: უფროჲს არს ცოდვაჲ ჩემი მოტევებისა ჩემისა.14.და უკუეთუ განმაძებ მე დღეს, პირისაგან ქუეყანისა და პირისაგან შენისა დავიმალო და იყოს, ყოველმან მპოვნელმან ჩემმან მომკლას მე.15.და ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: არა ეგრეთ ყოველმან მომკლველმან კაინისმან შჳდნი შურის-ძიებანი დაჴსნნეს. და დასდვა უფალმან ღმერთმან სასწაული კაინს არა მოკლვად მისა ყოვლისაგან მპოვნელისა მისისა.16.და გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა და დაემკჳდრა ქუეყანასა ნაიდს წინაშე ედემისა.17.და იცნა კაინ ცოლი თჳსი. და მუცლად-მღებელმან შვა ენოს. და აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელად ძისა თჳსისა ენოს.18.ხოლო შვა ენოს ღაიდად. და ღაიდად შვა მალელელ და მალელელ შვა მათუსალა. და მათუსალა შვა ლამექ.19.და მოიყვანა ლამექ თავისა თჳსისა ორ ცოლ. სახელი ერთისა - ადა და სახელი მეორისა - სელა.20.და შვა ადა იობელ. ესე იყო მამაჲ მკჳდრთა კარვებისათა, საცხოვართმზრდელთა.21.და სახელი ძმისა მისისა იობალ. ესე იყო გამომაჩინებელ საფსალმონისა და ებნისა.22.ხოლო სელა შვა. მან-ცა თობალ და იყო კუერით ხუროჲ, მჭედელი რვალისა და რკინისა, ხოლო დაჲ თობელისი - ნოემა.23.და ჰრქუა ლამექ ცოლთა თჳსთა: ადა და სელა, ისმინეთ ჴმისა ჩემისა, ცოლთა ლამექისათა, ყურად-იხუენით სიტყუანი ჩემნი, რამეთუ მამაკაცი მოვკალ წყლულებად ჩემდა და ჭაბუკი საგუემელად ჩემდა.24.რამეთუ შჳდგზის შური ძლებულ არს კაინისაგან, ხოლო ლამექისაგან სამეოცდაათ შვიდგზის.25.ხოლო ადამ იცნა ცოლი თჳსი ევა. და მიდგომილმან შვა ძე და უწოდა სახელი მისი სით მეტყუელმან: რამეთუ აღმიდგინა მე ღმერთმან თესლი სხუაჲ ნაცულად აბელისსა, რომელი მოკლა კაინ.26.და სით შვა ძე და უწოდა სახელი მისი ენოს. ესე ესვიდა ხადად სახელსა უფლისა ღმრთისასა.
გუშინ ხომ ნახეთ მსაჯულის კაცთმოყვარეობა? ნახეთ სახიერებით აღსავსე განკითხვა? ნახეთ სასჯელთა განსხვავება — როგორ დაისაჯა მზაკვარი მაცდუნებელი და როგორ მაცდურობის მსხვერპლთათვის დაკისრებულმა სასჯელმა ღვთის დიდი კაცთმოყვარეობა გამოაჩინა? ნახეთ, რა სასარგებლო იყო ჩვენთვის სამსჯავროში თანადასწრება და იმის ნახვა, თუ როგორ მიმდინარეობდა განკითხვა? შეიტყვეთ, თუ რამდენი და რა დიდ სიკეთეთა ადამი და ევა მოაკლდნენ მცნების დარღვევით — ხომ დაკარგეს ის...
1. კაინის ძმისმკვლელობა და ბოროტების უფსკრული (4:8)
როგორც განუკურნებელი წყლულები არც მჭრელ და არც შემამსუბუქებელ წამლებს ემორჩილება, ისე სული, რომელიც ერთხელ ტყვედ იქცა და რომელიმე ცოდვას მიეცა, თუ თავად არ ინდომებს საკუთარი სარგებლისთვის მზრუნველობას, ვერ გამოსწორდება, რამდენიც არ უნდა შთააგონო; იგი, თითქოს სმენა სრულიად დაკარგულიყოს, შეგონებიდან არანაირ სარგებელს არ იღებს, არა იმიტომ, რომ არ შეუძლია, არამედ იმიტომ, რომ არ სურს. თუმცა, ნების საქმეში ისე არ ხდება, როგორც ხორციელ...
1. კაინის განკითხვა და მისი შთამომავლობა (4:16-21)
აი, დღესაც, წაკითხულის მომდევნო ნაწილს რომ მივმართეთ, აქედან შემოგთავაზებთ სწავლებასა და ნეტარი მოსეს წიგნებიდან, უფრო სწორად, სულიწმიდის სიტყვებიდან, რომლებიც ღვთის მადლმა მისი პირით გვამცნო, ჩვეულ საუბარს გავმართავთ. მაგრამ რათა ჩვენი სიტყვა თქვენთვის ნათელი იყოს, აუცილებელია შეგახსენოთ, საყვარელნო, ის, რაც უკვე ითქვა და რაზეც სწავლება შევაჩერეთ, რათა ახლა იქიდან დაწყებულნი, ამგვარად წაკითხულის დასაწყისს მივწვდეთ. ასე რომ, თქვენ იცით, რომ...
...ეკუთვნოდა კაინს, რომელიც ადამიანი იყო და ღმერთს სწირავდა მსხვერპლს, ყველაზე საუკეთესო და ძვირფასი შეეწირა? მაგრამ, თუმცა ასე მძიმედ შესცოდა და ასეთი დაუდევრობა გამოიჩინა, ღმერთმა მისგან მაინც არ მოჰკითხა და არ დასაჯა ამის გამო, არამედ ძალიან მშვიდად ესაუბრა, როგორც მეგობარი მეგობარს, და უთხრა: "სცოდე დაყუდენ" (). მან მხოლოდ ცოდვაზე მიუთითა და ურჩია, უფრო შორს არ წასულიყო. ხედავ, რა არაჩვეულებრივი სახიერებაა! უფრო მეტიც: როცა მან არა თუ ესოდენ მოწყალება არ გამოიყენა, არამედ წინანდელს კიდევ უფრო დიდი ცოდვა დაამატა და ძმის მკვლელობას შეუდგა, ღმერთი აქაც დიდ სულგრძელობას იჩენს, იმიტომაც ჯერ ეკითხება და გამართლების შემთხვევას აძლევს; როცა კი ის შეუპოვრად დარჩა, მაშინ უკვე მის დასარიგებლად სასჯელს ადებს, თუმცა ისეთს, რომელიც სიყვარულით იყო შერბილებული.
ხედავ, როგორ აპატია ღმერთმა კაინს, როცა მან მის წინაშე ჩაიდინა ცოდვა, და არცთუ უმნიშვნელო; როცა კი მან ხელი აღმართა თავისი ძმის წინააღმდეგ, მაშინ მსჯავრი დასდო და დაწყევლა? ასეა, ახლა ჩვენც ასე მოვიქცეთ, ჩვენი უფლის მიბაძვით: ჩვენს წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვებს ვაპატიოთ და მოწყალება გამოვიჩინოთ ჩვენი შეურაცხმყოფელთა მიმართ; ხოლო როცა ცოდვა ღმერთის წინააღმდეგ იქნება ჩადენილი, მაშინ მკაცრნი ვიყოთ...
...დ ამ ვნებამ — შურმა — თავიდანვე კაინი ძმის მკვლელობამდე მიიყვანა. როგორც იოსების ძმებმა, მამის სიყვარულის გამო, სიძულვილი შეიპყრეს, ბოროტი განზრახეს და ყოველდღე მისი მოკვლისთვის მზად იყვნენ, ასევე კაინმა, ძმის ძღვენი რომ ღვთისთვის უფრო სათნო იყო მისაზე, ძმის მოკვლა გადაწყვიტა და ეუბნება: „განვიდეთ ზოგად ველად" (). ხედავ, რომ ესეც — აბელი — არანაირი ეჭვის გარეშე, ყველაფერში ძმას ენდობა და მიჰყვება, და ყოველგვარი მოლოდინის გარეშე დანაშაულებრივი ხელის მსხვერპლი ხდება. ასევე საკვირველი იოსებიც, ძმების ბოროტი განზრახვას რომ ვერ ამჩნევდა, მათთან ძმურად ექცეოდა და თავის სიზმრებს უამბობდა, რომლებშიც ღმერთი მისი მომავალ სიდიადეს და ძმების მისადმი დამორჩილებას აცხადებდა. „ჩუენებაჲ იხილა იოსებ, — ამბობს წერილი, — და უთხრა ძმათა თჳსთა. და ჰრქუა: იხილეთ ჩუენებაჲ ესე, რომელი მეჩუენა. მეგონა მე, ვითარმედ თქუენ ჰკრევდით მჭელეულსა შორის ველსა და აღდგა მჭელეული ჩემი და აღემართა. და მოიქცეს მჭელეულნი თქუენნი და თაყუანის-სცეს მჭელეულსა ჩემსა. ჰრქუეს მას ძმათა თჳსთა: აწ მეფობით ნუ მეფობდი-ა ჩუენ ზედა, ანუ უფლებით უფლებდე ჩუენ ზედა? და შესძინეს მერმე სიძულილი მისი ჩუენებათა მათ მისთათჳს და სიტყუათათჳს მისთა" (დაბ 37:5–8). რომ სიძულვილი მისადმი უფრო ადრე...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რაჟამს ილოცვიდე, არა იყო ეგრე, ვითარცა-იგი ორგულნი, რამეთუ უყუარნ შესაკრებელთა შორის და უბანთა ზედა დგომაჲ და ლოცვაჲ, რაჲთა უჩუენონ კაცთა. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი. ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე, შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი და ილოცევდ მამისა შენისა მიმართ ფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად“ (6,5-6).:
...რმედ: ილოცვიდა, ცრემლნი მისნი დიოდეს, ხოლო ჴმაჲ მისი არა ისმოდა; და ესოდენ ესმა ღმერთსა, რომელ მასვე ჟამსა მისცა თხოაჲ მისი.
ხოლო აბელი არა დუმილითა ოდენ, არამედ შემდგომად აღსრულებისაცა ილოცვიდა, და სისხლი მისი საყჳრისა უძლიერესსა ჴმასა აღუტეობდა. აწ უკუე შენცა, უკუეთუ გული გელმის, სულთ-ითქუენ, ვითარცა წმიდამან მან, რომელმან თქუა: „დავშუერი მე სულ-თქუმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტო“; დაიპე გული შენი და ნუ სამოსელი შენი, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი; ღრმითა მოხადე უფალსა, რამეთუ იტყჳს: „ღრმითამო ვღაღადებ შენდამი, უფალო“; სიღრმეთაგან გულისათა ასმინე უფალსა ჴმაჲ შენი, საიდუმლო-ყავ ლოცვაჲ შენი. არა ხედავა, ვითარმედ წინაშე მეფისა ყოველნი მოწიწებით და დუმილით დგანან? შენცა წინაშე მეუფისა მის მეუფეთაჲსა მდგომარე ხარ, არა ქუეყანასა ზედა არს დგომაჲ ეგე შენი, არამედ ვითარცა ცათა შინა; ამისთჳს ფრიადი გიჴმს შენ წესიერებაჲ, ფრიადი შიში და ძრწოლაჲ, ანგელოზთა თანამოდასე ხარ, მთავარანგელოზთა თანაზიარ, ქერაბინთა და სერაბინთა გალობ...