1.და იყო, რაჟამს იწყეს განმრავლებად კაცთა ქუეყანასა ზედა. და ასულნი იშვნეს მათდა.2.ხოლო იხილნეს რაჲ ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი, რამეთუ შუენიერ არიან, მიიყვანეს თავთა თჳსთა ცოლებად ყოველთაგან, რომელნი გამოირჩინეს.3.და თქუა უფალმან ღმერთმან:არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათჳს მათისა ჴორც, ხოლო იყვნენ ასოც წელ.4.და გმირნი იყვნენ ქუეყანასა ზედა მათ დღეთა შინა და შემდგომად ამისსა ვითარცა შევიდოდეს ძენი ღმრთისანი ასულთა მიმართ კაცთასა და შობდეს თავთა თჳსთად. და იგინი იყვნეს გმირნი საუკუნითგან, კაცნი სახელოვანნი.5.ხოლო იხილა რაჲ უფალმან ღმერთმან, ვითარმედ განმრავლდეს უსჯულოებანი კაცთანი ქუეყანასა ზედა. და ყოველი ვინ გონებს გულსა შინა თჳსსა მოსწრაფებით ბოროტთა ყოველთა დღეთა.6.და შეიგონა ღმერთმან, რამეთუ შექმნა კაცი ქუეყანასა ზედა, და განიგონა.7.და თქუა ღმერთმან:აღვჴოცო კაცი, რომელი შევქმენ პირისაგან ქუეყანისა კაცთაგან მიპირუტყუთამდე და ქუეწარმავალთაგან მფრინველთამდე ცისათა, რამეთუ შევინანე, რამეთუ შევქმენ იგინი.8.ხოლო ნოე პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა.9.ესე შობანი ნოესი :ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა, ღმერთსა სათნო ეყო ნოე.10.ხოლო შვნა ნოე სამ ძე: სემ, ქამ და იაფეთ.11.ხოლო ქუეყანა განიხრწნა წინაშე ღმრთისა და აღივსო ქუეყანა უსამართლოებითა.12.და იხილა უფალმან ღმერთმან ქუეყანა და იყო განხრწნილ, რამეთუ განხრწნა ყოველმან ჴორციელმან გზაჲ თჳსი ქუეყანასა ზედა.13.და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს მიმართ: ჟამი ყოვლისა კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა, რამეთუ აღივსო ყოველი ქუეყანა უსამართლოებითა. მათგან. და აჰა, მე განვხრწნი მათ და ქუეყანასა.14.იქმენ უკუე თავისა შენისა კიდობანი ძელთაგან ოთხკედლედთა, ბუდებად ჰქმნა კიდობანი და მოჰკირო იგი შინათ და გარეთ კირითა.15.და ესრეთ ჰქმნა კიდობანი, სამასი წყრთა - სიგრძე კიდობნისა და ერგასისი წყრთა - სივრცე. და ოცდაათი წყრთა - სიმაღლე მისი.16.შეკრებულ-ჰყო კიდობანი და წყრთეულად შეასრულო იგი ზედა კერძო, ხოლო კარი კიდობნისა ჰქმნე იგურდივ ქვენად საყოფელად, ორ სართულებად და სამ სართულებად ჰყო იგი.17.ხოლო მე მოვჰჴადო რღუნა წყლისა ქუეყანასა ზედა განხრწნად ყოვლისა ჴორცისა, რომლისა თანა არს სული სიცოცხლისა ცასა ქუეშე და, რაოდენიცა-რაჲ არს ქუეყანასა ზედა, აღესრულოს.18.და დავამტკიცო აღთქმაჲ ჩემი შენ თანა, ხოლო შეხჳდე კიდობნად შენ და ძენი შენნი და ცოლი შენი. და ცოლნი ძეთა შენთანი, შენ თანა.19.და ყოველთაგან ქუეწარმავალთა და ყოველთაგან საცხოვართა და ყოველთაგან მჴეცთა და ყოვლისაგან ჴორცისა; ორ-ორი ყოველთაგან შეიყვანო კიდობნად, რათა ჰზრდიდე თავისა შენისა თანა, მამალი და დედალი იყვნენ.20.ყოველთაგან ფრთოანთა მფრინველთა ცისათა ნათესაობისაებრ და ყოველთაგან ქუეწარმავალთა, რომელნი ვლენან ქუეყანასა ზედა ნათესაობისაებრ მათისა, ორ-ორი ყოველთაგან შევიდეს შენ თანა ზრდად შენ თანა - მამალი და დედალი.21.ხოლო შენ მიიღო თავისა შენისად ყოველთაგან ჭამადთა, რომელთა სჭამთ და შეჰკრიბო თავისა შენისა თანა და იყოს შენდა და მათდა საზრდელად22.და ქმნნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო მას უფალმან ღმერთმან, ეგრეთ ქმნნა.
მინდა დღეს გუშინდელი ტრაპეზის ნარჩენს შემოგთავაზოთ, მაგრამ ნუ შეწუხდები, საყვარელო, ნარჩენს რომ ისმენ. რასაკვირველია, ხორციელი საჭმელი დღე-ორ დღეში ხშირად ფუჭდება, უსიამოვნო და საკვებად უვარგისი ხდება, სულიერი ტრაპეზის შესახებ კი ამის შიში არ არის; პირიქით, რაც მეტი დრო გადის, მით მეტ სიამოვნებას იძენს და უფრო სასიამოვნო და გემრიელი ხდება. ასე რომ, ახლა საქმით შევასრულოთ გუშინ მიცემული პირობა, გადავიხადოთ სწავლების ვალი და ჩვენი პატიოსნება...
ხედავდით უკვე ნათქვამიდან, რა დიდია კაცთმოყვარეობა და რა ზღვარგადასულია ღვთის სულგრძელობა? ხედავდით, როგორ გაძლიერდა მაშინდელ (ნოეს თანამედროვე) ადამიანთა უღმრთოება? შეიტყვეთ, როგორი იყო მართლის სათნოება ასეთ უღმრთოთა სიმრავლეს შორის და როგორ არაფერმა ავნო მას — არც ამ ადამიანთა ერთსულოვნება, უღმრთოებისკენ მიდრეკილი, არც ის, რომ მათ შორის მარტო დარჩა და საპირისპირო გზით მიდიოდა? მან, ვითარცა შესანიშნავმა მესაჭემ, გონების სადავეს დიდი ფხიზლობით რომ...
გუშინ არცთუ მცირე სარგებელი მოგვიტანა მართალი ნოეს მოდგმის ისტორიამ. ჩვენ საკვირველი გვარტომობის წესი შევიტყვეთ და დავინახეთ, რომ მართალი დიდებას იხვეჭს არა წინაპართა კეთილშობილებით, არამედ საკუთარ ზნეთა სიკეთით. სწორედ ამის გამო მიიღო მან ასეთი მაღალი მოწმობა საღვთო წერილისგან: „ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა, ღმერთსა სათნო ეყო ნოე" (). ამ მოკლე სიტყვებს გუშინ მთელი სწავლება...
...ის რიცხვის შემდეგ, მოგვითხრო ადამიანთა მანკიერებისკენ ძლიერი მისწრაფების შესახებ, როგორ „შეყოფილ არს მომგონებელობაჲ კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით" (), რის გამოც ღმერთმა ბრძანა: „არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის... ყოფისათჳს მათისა ჴორც" (), ამ სიტყვებით მათ თავისი დიდი რისხვის წინასწარ აცნობებდა. შემდეგ, რათა მათ სინანულისა და რისხვის თავიდან აცილებისთვის საკმარისი დრო მიეცა, ამბობს: „იყვნენ ასოც წელ", ესე იგი, ხუთასი წლის შემდეგაც მოვითმენ, რადგან ეს მართალი ხუთასი წლის განმავლობაში არ წყვეტდა ყველას შეგონებას თავისი სახელითვე, და, მხოლოდ ისურვებდნენ მოსმენას, ურჩევდა ცოდვას მოშორებოდნენ და სათნოებისკენ მიქცეულიყვნენ. ამის მიუხედავად, ამბობს ღმერთი, ახლაც კიდევ ასოცი წლის მოთმინებას აღვუთქვამ, რათა ეს დრო ჯეროვნად გამოიყენონ, უკეთურებას განშორდნენ და სიკეთის კეთება დაიწყონ. თუმცა, ამ ასოცი წლის აღთქმით არ დაკმაყოფილდა, არამედ მართალს კიდობნის აგებაც უბრძანა, რათა კიდობნის სახეც საკმარისი შეგონება ყოფილიყო მათთვის, და არცერთ მათგანს უწყებლად არ დარჩენილიყო მოსალოდნელი სასჯელის სიდიდე. ის ფაქტი, რომ ეს მართალი, რომელიც უმაღლეს სრულყოფილებას მიაღწია, ასე ზრუნა...
...დვათა სიდიადეს აჩვენებს, თითქოს გამართლებას წარმოაჩენს, და მხოლოდ მას შემდეგ სჯის. ასე იყო წარღვნის დროსაც, როცა მან ის საშინელი მუქარა მოისურვა, წერილი ამბობს: „ხოლო იხილა რაჲ უფალმან ღმერთმან, ვითარმედ განმრავლდეს უსჯულოებანი კაცთანი... და ყოველი ვინ გონებს გულსა შინა თჳსსა მოსწრაფებით ბოროტთა ყოველთა დღეთა" (). ხედავ, როგორ აჩვენა ჯერ მათი გარყვნილების უკიდურესობა, და მხოლოდ მას შემდეგ თქვა: „აღვჴოცო კაცი" ()? ასევეა ახლაც: „აჰა ნათესავი ერთ და ბაგენი - ერთ ყოველთა, და ამის იწყეს ქმნად". თუ ისინი ახლა, ზრახვებისა და ენის ასეთი ერთობით სარგებლობისას, ასეთ გააფთრებაში ჩავარდნენ, მაშ, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო უარესს არ ჩაიდენენ? „არა დააკლდეს მათგან, — ამბობს, — ყოველნი, რაოდენ-თა-ცა ინებონ ქმნად". ვეღარაფერი შეაჩერებს მათ სწრაფვას; პირიქით, ისინი შეეცდებიან ყველა თავიანთი ჩანაფიქრი ასრულებაში მოიყვანონ, თუ მაშინვე არ მიიღეს სასჯელი თავიანთი თავხედური წამოწყებისთვის. ზუსტად ასე იყო პირველ ადამიანთანაც. იქაც ღმერთმა, როცა ადამის სამოთხის საცხოვრებლიდან გაძევება გადაწყვიტა, უთხრა მას: „ვინ გითხრა შენ, რამეთუ შიშუელ ხარ?" და კიდევ: **„აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი, მ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ვაჲ სოფელსა საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდენ საცთურნი“ (18,7).:
...მცა შეცვალებაჲ არა ეგებოდა; არამედ მოცემულ არს ჩუენდა ყოველივე კეთილი, გარნა ნეფსითითა მით თჳთმფლობელობითა მოსაგებელად განწესებულ არს. ვინაჲთგან უკუე ნეფსით გამოვირჩიეთ ბოროტი, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „განმრავლდეს უკეთურებანი კაცთანი ქუეყანასა ზედა, და ყოველი განიზრახავს ბოროტსა განკრძალულად ყოველსა დღესა“, და უშრომელად მოცემული იგი სიკეთე წარვწყმიდეთ, მიერითგან რომელთაცა ენებოს კეთილისა მოგებაჲ, შრომაჲ უჴმს მათ და მოსწრაფებაჲ.
იტყჳს კუალად წინააღმდგომი იგი: უკუეთუ ბოროტი არარაჲ დაბადებულ არს ბუნებასა შინა, ვინაჲ არს სიმრავლე ესე ბოროტთაჲ? კუალად, კაცო, მაგასვე იტყჳა? აწ უკუე მე გამოვაჩინებ, ვითარმედ არა ღმრთისაგან არიან, არცა ბუნებისა ჩუენისაგან, არცა თავით თჳსით, სიტყჳსაებრ უღმრთოთა მანიქეველთაჲსა.
ვინაჲ უკუე არიანო ბოროტნი საქმენი? ეშმაკისაგან და ჩუენთა ამათ ნებათაგან. ხოლო ნებაჲ იგი ვინაჲ არსო? ჩუენგანვე.
რამეთუ შენ აწ, კაცო, ესევითარსა საქმესა იქმ, ვითარმცა მკითხევდ, თუ: ვინაჲ იქმნების ხედვაჲ და არახედვაჲ? და გარქუმცა, ვითარმედ: აღხილვითა თუალთაჲთა იქმნების ხედვაჲ, და დაწუხვითა თუალთაჲთა იქმნების არახედვაჲ. და კუალადმცა მკითხე, თუ: დაწუხვაჲ თუალთაჲ და აღხილვაჲ ვინაჲ იქმნების? და გარქუმცა, თუ: ნებისა ჩუენისაგან. და კუალადმც...