1. საღვთო წერილის ფარული საუნჯე (5:1-2)
დიდი და გამოუთქმელი საუნჯე, საყვარელნო, დღევანდელ საკითხავშია მოცემული. ვიცი, რომ ბევრი, სახელების ჩამოთვლას რომ ისმენს და ზედაპირულად უყურებს საღვთო წერილიდან წაკითხულს, ფიქრობს, თითქოს ეს სიტყვები სახელთა უბრალო ჩამონათვალის მეტს არაფერს შეიცავსო; მაგრამ ყველას ვგთხოვთ, საღვთო წერილში მოცემულს უყურადღებოდ არ ჩაუაროთ, რადგან ყოველივე, რაც აქ დაწერილია, აზრთა დიდ სიმდიდრეს შეიცავს. ვინაიდან ნეტარი წინასწარმეტყველები სულიწმიდის შთაგონებით მოუბარნი...