...ლო ბზე დაწუასო ცეცხლითა უშრეტითა“. შევძრწუნდეთ, რამეთუ უშრეტ არს ცეცხლი იგი. და ვითარ უშრეტ არსო? არა ჰხედავა მზესა ამას, ვითარ იწუების, ვინაჲთგან დაიბადა დღენდელად დღემდე და არა დაშრტების? არა გასმიესა მაყულოვანისა მისთჳს, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „მაყულოვანსა მას ეტყინებოდა ცეცხლი, და მაყუალი იგი არა შეიწუებოდა“? და შენცა უკუეთუ გნებავს განრომად ალისა მისგან, განაგდე შენგან ნივთი ვნებათაჲ და ბზე იგი ცოდვისაჲ და არა შეიწუა ცეცხლისა მისგან, რამეთუ უკუეთუ გრწმენეს აქა თქუმული იგი უფლისა მიერ და წმიდათა მისთა და განაკრძალო თავი შენი, მიხჳდე რაჲ მუნ, არცა თუ იხილო ცეცხლი იგი. უკუეთუ კულა აქა ურწმუნო იქმნე, მუნ საქმით სცნა, ოდეს-იგი არღარა ჴელ-გეწიფებოდის განრომად ალისა მისგან, რამეთუ თანაწარუვალ არს სატანჯველი იგი მოქმედთათჳს ბოროტისათა, და არავის კმა-ეყოფის სარწმუნოებაჲ ხოლო, არამედ კეთილისა საქმე თანაგუაც. არა თუ ეშმაკნიცა არა ძრწიან ღმრთისაგან და იციან, ვითარმედ იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი და მეუფე ყოველთაჲ? არამედ არა იჴსნებიან ამისთჳს ცეცხლისა მისგან საუკუნოჲსა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისგან“, არამედ „სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა ცუდ არს“....