მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 6:7

6. რამეთუ არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიჴსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ.7. დავშუერი მე სულთქმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვო.8. განრისხდა გულისწყრომითა თუალი ჩემი, განვჰკფდი მე ყოველთა ზედა მტერთა ჩემთა.
ფსალმუნნი თავი 6
7. დავშუერი მე სულთქმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვო.
ფსალმუნი 6-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე“ ().

1. ღვთის უვნებობა და შეწყალების ღირსება

როცა ღვთის მიმართ გულისწყრომასა და რისხვას გაიგონებ, ნურაფერს კაცობრივს იეჭვებ, რადგან ეს დამდაბლების სიტყვებია. რადგან ღვთაება ყოველივე ამისგან თავისუფალია. ასე კი იმიტომ საუბრობს, რომ უხეშთა გონებას მისწვდეს. ჩვენც ხომ, როცა ბარბაროსებთან ვსაუბრობთ, მათ ენას ვიყენებთ; და თუ ბავშვს ველაპარაკებით, მასთან ერთად ტიტინს ვიწყებთ და, თუნდაც ათასგზის ბრძენნი ვიყოთ, მის სიმდაბლემდე ჩამოვდივართ. და რა არის საკვირველი, თუ ამას სიტყვებით ვაკეთებთ, მაშინ როცა საქმეებითაც ასე ვიქცევით: ბავშვის გამოსასწორებლად ხელებს ვიკბენთ და გულისწყრომას მოვაჩვენებთ? ასევე ღმერთიც, როცა უხეშთა გონებას მისწვდეს სურს, ასეთ სიტყვებს იყენებს. <span...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 12-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ცხონების სიხარული და მადლობის გალობა:

...შესცოდე? ცოდვაზე ნუ ჩაგეძინება, არამედ აღდექი; მაშინვე გაიაზრე, რომ ღმერთმა თავისი პირი შენგან განარიდა, რომ დაგივიწყა; შემდეგ იტირე, იკვნესე, დავითისამებრ ცრემლებით განბანე შენი სარეცელი — „დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვო.“ () — და განეშორე მათ, ვისზეც ნათქვამია: „განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი,“ (). რადგან ესენიც დავითის გაკვეთილებია.

თქვი მასთან ერთად: „ვიდრემდის, უფალო, დამივიწყებ მე სრულიად?“ (). „ვიდრემდის გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?“ (). თქვი არა ენით, არამედ ბევრად უფრო ადრე — გულით; თქვი დავითის სხვა მართალი სიტყვებიც. როცა ყოველივე ამას იტყვი, მისი წყალობის იმედი გქონდეს; იმედი გქონდეს და ორგულებაში ნუ ჩავარდები. როგორც ამბობს: **„რამეთუ რომელი ორ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. დავითის სასოება და შესმენილი ლოცვა:

...ოს. ეს მან წინა ლოცვაშიც აჩვენა: უბრალოდ შესმენას კი არ ითხოვდა, არამედ თავის საქმეებსაც წარადგენდა. რა იყო ესენი? ეს იყო: „დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვო“ (); „დავშუერი მე სულთქმითა ჩემითა“ (); „განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი,“ (); „განრისხდა გულისწყრომითა თუალი ჩემი“ ().

4. მართალი ლოცვა და შურის არძიება

რადგან ყოველივე ეს საკმარისია, რომ ღმერთი მოიზიდოს: გოდება, ცრემლები, კვნესა, ბოროტთაგან განდგომა და მისი განაჩენის შიში და ძრწოლა. სხვაგანაც ამბობდა: „ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა. ჭირსა ჩემსა განმივრცე მე“ (). რადგან შესმენა ასე ხდება: პირველად, როდესაც მიღების ღირსნი ვართ; შემდეგ, როდესაც ღვთის რჯულთა თანახმად ვლოცულობთ; მესამედ, როდესაც გამუდმები...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 14
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. მონაზონთა მღვიძარება და საგალობლებით ცხოვრება:

...ესაია 26:9). დავითის გალობებიც ცრემლთა მრავალ წყაროს აღძრავს. რადგან, როდესაც გალობს და ამბობს: „დავშუერი მე სულთქმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვო" (); და კვლავ: „რამეთუ ნაცარი, ვითარცა პური, ვჭამე და სასუმელი ჩემი ტირილითა ჩემითა განვზავი" (); და კვლავ: „რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე მისი, ანუ ძე კაცისა, რამეთუ მოხედავ მას?" (); „კაცი ამავოებასა მიემსგავსა, და დღენი მისნი, ვითარცა აჩრდილნი, წარვლენ" (); და: „ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისა" (); და კვლავ: „ღმერთმან დაამკჳდრნის ერთსახენი სახლსა" (); და: „შჳდგზის დღესა შინა გაქებდი შენ განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა" (); და კვლავ: **„შუვაღამე აღვდეგი აღსაარებად შენდა გა...

სრულად ნახვა
საუბარი 30. „და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ" (დაბ 11:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. დავითისა და პავლეს ლოცვის მაგალითი:

...ცრემლნი ჩემნი პურად ჩემდა დღე და ღამე"** (). ხედავ, როგორ იყო მისი სული მუდმივ შემუსვრილობაში? საზრდელი ჩემთვის, ამბობს, პური, ნადიმი სხვა არაფერი იყო, თუ არა ჩემი ცრემლები ღამით და დღისით. და კიდევ: „დავშუერი მე სულთქმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი" (). რას ვიტყვით ან რით გავიმართლებთ თავს ჩვენ, რომლებიც ისეთი შემუსვრილობის გამოვლენასაც არ ვინდომებთ, როგორსაც ამდენი საქმით დატვირთული მეფე იჩენდა? და კიდევ, მითხარი, რა არის ამ თვალებზე მშვენიერი, რომლებიც გამუდმებული ცრემლებით, ვითარცა მარგალიტით, იმშვენიერებდნენ? შენ ნახე მეფე, რომელიც ღამითაც და დღისითაც ღვრიდა ცრემლებს და ლოცვაში იყო: შეხედე ქვეყნიერების მოძღვარსაც, როგორ ის, შილასთან ერთად საპყრობილეში ჩამწყვდეული, ფეხებით ხუნდებში ჩაჭედილი, მთელ ღამეს ლოცულობდა და ამისგან არც ტკივილი აკავებდა, არც ბორკილები, არამედ კიდევ უფრო დიდ და ცხელ სიყვარულს იჩენდა უფლის მიმართ. „და შუა ღამეს ოდენ პავლე და შილა ილოცვიდეს და უგალობდეს ღმერთსა" (). დავითი, სამეფო ღირსებითა და გვირგვინით შემოსილი, მთელ ცხოვრებას ცრემლებსა და ლოცვაში ატარებდა; მოციქული, მესამე ცამდე აყვანილი, გამოუთქმელ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მბ რაჲთა ვიღუაწოთ არა ვნებად, არცა ძჳრის-ზრახვად მოყუასთა, არამედ თავთა თჳსთა განვიკითხვიდეთ:

...გიჴსენე შენ სარეცელსა ჩემსა ზედა, ცისკარსამცა აღვიმსთუე და გევედრებოდე შენ“. ხოლო იგი წინაჲსწარმეტყუელი ვითარცა იტყოდა, ეგრეთცა იქმოდა. ამისთჳსცა ღაღადებს: „დავშუერი მე სულ-თქუმითა ჩემითა, დავბანე მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვე“. რამეთუ ესევითარსა განსაკითხავსა შეუმზადებდა სულსა თჳსსა დღითი-დღე.

უკუეთუ შენცა ეგრეთ იქმოდი და მცირეთაცა ცთომათათჳს სულსა შენსა ბრალსა მოჰჴდიდე, დიდთა ყოვლადვე არა მიეახლო, არამედ რომელნი გექმნენ ცოდვანი, იგინიცა შეინანნე და კადნიერებით წარსდგე წინაშე საყდარსა ქრისტესსა. ამისთჳს იტყოდა პავლე: „უკუეთუმცა თავ-თა თჳსთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით“. ეგრეთ წმიდაჰყოფდა იობ შვილთა თჳსთა, რამეთუ რომელი უცნაურთა ბრალთათჳს შესაწირავთა შესწირვიდა, საცნაურთათჳს არამცა ძლიერად განიკითხვიდაა?

ხოლო ჩუენ არა ესრეთ ვიქმთ, არამედ და-რაჲ-ვწვით სარეცელთა ზედა, მეყსეულად ანუ არაწმიდათა გულისსიტყუათა ვიწყით წურთად, ანუ ცუდთა და სოფლიოთა საქმეთა ზრუნვად. და საუნჯე თუ მცირედი გუაქუნ, წარმავალი და ამაოჲ, დიდითა კრძალულებითა ვსცვიდით მას მპარავთაგან და ავაზაკთა, ხოლო სულსა ამას ჩუენს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რაჟამს ილოცვიდე, არა იყო ეგრე, ვითარცა-იგი ორგულნი, რამეთუ უყუარნ შესაკრებელთა შორის და უბანთა ზედა დგომაჲ და ლოცვაჲ, რაჲთა უჩუენონ კაცთა. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი. ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე, შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი და ილოცევდ მამისა შენისა მიმართ ფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად“ (6,5-6).:

...რულებისაცა ილოცვიდა, და სისხლი მისი საყჳრისა უძლიერესსა ჴმასა აღუტეობდა. აწ უკუე შენცა, უკუეთუ გული გელმის, სულთ-ითქუენ, ვითარცა წმიდამან მან, რომელმან თქუა: „დავშუერი მე სულ-თქუმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტო“; დაიპე გული შენი და ნუ სამოსელი შენი, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი; ღრმითა მოხადე უფალსა, რამეთუ იტყჳს: „ღრმითამო ვღაღადებ შენდამი, უფალო“; სიღრმეთაგან გულისათა ასმინე უფალსა ჴმაჲ შენი, საიდუმლო-ყავ ლოცვაჲ შენი. არა ხედავა, ვითარმედ წინაშე მეფისა ყოველნი მოწიწებით და დუმილით დგანან? შენცა წინაშე მეუფისა მის მეუფეთაჲსა მდგომარე ხარ, არა ქუეყანასა ზედა არს დგომაჲ ეგე შენი, არამედ ვითარცა ცათა შინა; ამისთჳს ფრიადი გიჴმს შენ წესიერებაჲ, ფრიადი შიში და ძრწოლაჲ, ანგელოზთა თანამოდასე ხარ, მთავარანგელოზთა თანაზიარ, ქერაბინთა და სერაბინთა გალობასა ჰგალობ. ესე ყოველნი განწყობილნი, რომელნი ვაჴსენენ, რომელთა თანა განწყობილ ხარ შენ, დიდითა კრძალულებითა და წესიერებითა დგანან, დიდითა შიში-თა და მოწიწებითა წმიდასა მას გალობასა ძლევისასა სანატრელითა მით ღაღადებითა უგალობენ ყოველთა ღმერთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ვ: ვითარმედ კეთილ არს საღმრთოჲ იგი გლოაჲ და ბოროტ არს სიცილი, და ვითარმედ ფრიად მავნებელ არს ხედვაჲ თეატრონთა და სახიობათაჲ:

...რომელნი სიღრმე-თაგან გულისათა მწუხარებისა მისგან საღმრთოჲსა და სიხარულისა მომატყუებელისა აღმოცენდენ, რომელთა მიზეზი სხუაჲ არარაჲ იყოს, გარნა შიში ღმრთისაჲ ანუ სიყუარული.

ესრეთ ცრემლოოდა დავით, რომელი იტყჳს: „დავშუერი მე სულ-თქუმითა ჩემითა, დავბანე მარადღე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვე“; „და მექმნეს მე ცრემლნი ჩემნი საჭმლად ჩემდა დღე და ღამე“; „და სასუმელი ჩემი ცრემლითა ჩემითა გავზავე“. ესრეთ ცრემლოოდა ანნა, რომლისათჳს წერილ არს, ვითარმედ: „ილოცვიდა ღმრთისა მიმართ ტირილით, ბაგენი მისნი იძრვოდეს, და ჴმაჲ მისი არა ისმოდა“, არამედ ცრემლნი იგი უმაღლეს ნესტჳსა ჴმობდეს ღმრთისა მიმართ; ამისთჳსცა მეყსეულად ესმა მისი უფალსა და მისცა თხოვაჲ მისი.

უკუეთუ შენცა ესრეთ სტიროდი, ძმაო, მიემსგავსო არა წმიდათა ოდენ, არამედ თავადსაცა მეუფესა. რამეთუ იგიცა ცრემლოოდა ბუნებითა მით კაცობრივითა ლაზარეს ზედა და ქალაქსა მას ზედა და იუდაჲსთჳს. და ესე მრავალგზის ქმნა, ვითარცა ვპოებთ წმიდასა სახარებასა შინა. ხოლო განცინებაჲ მისი არასადა გჳპოვნია, არცა თუ ღიმილი უთქუამს მისთჳ...

სრულად ნახვა