თ ა რ გ მ ა ნ ი: „სოფელსა შინა იყო“, არამედ არა თუ ვითარცა ჟამითა სოფლისა სწორი, - ნუ იყოფინ! - რამეთუ ამისთჳს შესძინა და თქუა: „და სოფელი მის მიერ იქმნა“ (1,10), რაჲთა ამით სიტყჳთა მოგიყვანოს შენ გულისხმის-ყოფად დაუსაბამოებასა მას მხოლოდშობილისასა. და რაჟამს გესმეს, ვითარმედ ყოველივე ესე მისი დაბადებული არს, დაღაცათუ უგულისხმო იყო და მბრძოლ დიდებისა ღმრთისა, უნებლიაჲთ აღიარო, ვითარმედ დამბადებელი უწინარეს ყოველთა დაბადებულთაჲსა არს. ამისთჳსცა მარადის მიკჳრს მე პავლჱს სამოსატელისა სიცოფჱ, თუ ვითარ ესევითარისა მის ცხადისა ჭეშმარიტებისა წინააღდგომაჲ იკადრა და ნებსით თჳსით წარწყმიდა თავი თჳსი ეშმაკთა თანა. რამეთუ არა თუ უმეცარ იყო ჭეშმარიტებასა, - ნუ იყოფინ! - არამედ ფრიადცა იცოდა ჭეშმარიტებაჲ, და ნებსით შეიყუარა უშჯულოებაჲ. და შეემთხჳა მასცა, ვითარცა ჰურიათა: რამეთუ მათ კეთილად იცოდეს, ვითარმედ იგი არს მხოლოდშობილი ძჱ ღმრთისაჲ, არამედ კაცთა სათნოებისათჳს და მთავართაჲსა არა აღიარებდეს. ეგრეთვე ამან უბადრუკმან იცოდა ყოველი, არამედ სათნოებითა დედაკაცისა ერთისაჲთა მისცა თავი თჳსი ეშმაკსა, რამეთუ ბოროტ არს ცუდადმზუაობრობისა მძლავრებაჲ და...
სახარებაჲ იოვანესი 1:10
...ებული ესე სწავლისმოყუარე და კეთილად დამმარხველი სწავლისა მის.
ხოლო მოვედით აწ, და დავდვათ საუნჯეთა შინა სულთა თქუენთასა ვეცხლი იგი საღმრთოჲ და გამოვიძინეთ დღეს აღმოკითხულნი ესე სიტყუანი, ვითარცა მადლმან სულისა წმიდისამან მოგუცეს. რამეთუ თქუა მახარებელმან პირველთა მათთჳს ჟამთა, ვითარმედ: „სოფელმან იგი ვერ იცნა“, და მერმე მოვიდა სიტყჳთა თჳსითა ჟამთა მათ თანა ქადაგებისათა და იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თჳსთა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: თჳსად ამას ადგილსა ჰურიათა იტყჳს, ვითარცა ერსა რჩეულსა, და კუალად ყოველთაცა კაცთა იტყჳს, ვითარცა მის მიერ დაბადებულთა. და ვითარცა ზემო განკჳრვებით იტყოდა, ვითარმედ: სოფელი იგი რომელი მის მიერ იქმნა, ვერ იცნა მან დამბადებელი, ეგრეთვე აქა ჰურიათაცა და სხუათა მათ მრავალთა უგულისხმოებასა ზედა იტყოდა განკჳრვებული, ვითარმედ: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“. და არა ესე ოდენ, არამედ ყოველთაცა წინაჲსწარმეტყუელთა უკჳრდა ამის საქმისათჳს და იტყოდეს ესრეთვე, და კუალად პავლეცა მოციქული ამასვე იტყჳს განკჳრვებით. რამეთუ წინაჲსწარმეტყუელნი იტყოდეს, ვითარმედ: „ერი, რომელი არა ვიცოდე, მემონა, მორჩილებითა ყურისაჲთა ისმინა ჩემი; შვილნი უცხო-თანი მეცრუვნეს მე, შვილნი უცხოთე...
...და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲმე იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა“. ხოლო რაჲთა სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ყოველი მის მიერ იქმნა“, არავინ თქუას, ვითარმედ სასწაულთათჳს იტყჳს და არა დამბადებელობისათჳს, რამეთუ სხუათა მახარებელთა თქუეს სასწაულთათჳს, შესძინა ქუემორე და თქუა, ვითარმედ: „სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ იქმნა“. გარნა აწ ამას ადგილსა თქუა რაჲ დამბადებელობისათჳს, ვი-თარმედ: „ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა“, მეყსეულად შესძინა, ვითარმედ: „მის თანა ცხორებაჲ იყო“. რაჲთა არავინ ურწმუნო იქმნეს და თქუას: ვითარ იქმნა მის მიერ ესე ყოველი? ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „მის თანა ცხორებაჲ იყო“. რამეთუ ვითარცა უფსკრულსა შინა რაზომიცა აღმოაჴუა, ვერარას დააკლებ უფსკრულსა მას, ეგრეთვე დამბადებელობაჲ იგი მხოლოდშობილისაჲ, - რაზომცა გრწმენეს მის მიერ დაბადებული და არსად მოსრული, არარაჲ დააკლდების. და უფროჲსად, რაჲთა უმახლობელჱსი სახჱ მოვიღო, რომელი მანცა იჴმარა, ამისთჳს ვთქუა ნათელი, რომელი ამანცა თქუა, ვითარმედ: „ნათელი იყო“. ვითარცა უკუე ნათელმან რაოდენნიცა ბევრეულნი განანათლნეს, არარაჲ დააკლდების მისსა ბრწყინვალებასა, ეგრჱთვე ღმერთი პირველ დაბადებისაცა და შემდგომად დაბადებისა ერთ არს, მოუკლებელ, და არცა რაჲ მო...
...შესძინა და თქუა: „სიტყუაჲ იგი იყო პირველითგან ღმრთისა თანა“. ესრეთ დაუსაბამო არს, ვითარცა მამაჲვე, რამეთუ არაოდეს ყოფილ არს მამაჲ თჳნიერ სიტყჳსა ამის დაუსაბამოჲსა, არამედ მარადის ღმერთი ღმრთისა თანა იყო გუამოვნებითა განყოფილითა. ხოლო უკუეთუ ვინ თქუას: და ვითარ იტყჳს: „სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ იქმნა“? ვითარ იყო სოფელსა შინა, უკუეთუ ღმრთისა თანა იყო? გარნა გულისხმა-ყავთ, რამეთუ ღმრთისა თანაცა იყო და სოფელსა შინაცა. რამეთუ არასადა გარე-შემოიწერებიან ერთსა ადგილსა არცა მამაჲ, არცა ძჱ, რამეთუ ვითარცა „დიდებისა მისისა არა არს დასასრულ“, „და გულისხმისა მისისა არა არს რიცხჳ“, ეგრეთვე არცა არსებისა მისისა არს დასაბამი ჟამიერი.
გასმიეს, ვითარმედ: „დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“. რასა გულისხმა-ჰყოფ ამის დასაბამისა უწინარეს? არა ამას გულისხმა-ჰყოფა, ვითარმედ უწინარეს ყოველთა ხილულთასა იქმნნეს იგინი? ეგრეთვე რაჟამს მხოლოდშობილისა მისთჳს გესმეს, ვითარმედ: „პირველითგან იყო“, ესე გულისხმა-ყავ, ვითარმედ უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და ყოველთა უხილავთა და ხილულთასა არს.
უკუეთუ კულა ა...
...თა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადამცა თავი მიიდრიკა“.
ეჰა საკჳრველი საკჳრველებათაჲ! დამბადებელსა ყოველთასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს! ვითარცა იტყჳს ღმრთისმეტყუელი: „სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ იქმნა, და სოფელმან იგი ვერ იცნა. თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“.
რამეთუ მოვიდა ძიებად ჩუენდა, უცხოქმნულთა სამოთხისაგან და ღმრთისა, მოვიდა ძიებად ცხოართა ამათ წარწყმედულთა და შეცთომილ-თა მთათა ზედა და ჴევთა უღაღთა, წარტაცებულთა მჴეცთა მიერ ბოროტ-თა და სულთა მომსრველთა. ამისთჳსცა თავს-იდვა არაქონებად, სადამცა თავი მიიდრიკა, რაჲთა ჩუენ კუალადმაგნეს სავანეთა მათ საუკუნეთა. დიდებაჲ აურაცხელსა წყალობასა მისსა! ხოლო მწიგნობარსა მას არა თუ ამისთჳს ესრეთ მიუგო, რაჲთამცა გარემიაქცია, არამედ რაჲთა ამხილოს ბოროტი იგი გულისსიტყუაჲ მისი, და უკუეთუ სასოებითა ესევითარითა ენებოს, მისდევდეს მას გლახაკობითა და ჭირითა.
და იხილე უკეთურებაჲ მისი! ესმა რაჲ ესევითარი ბრძანებაჲ უფლისაჲ, არა თქუა, თუ: მზა ვარ, უფალო, შენ თანა სლვად, არამედ წინააღმდგომი რაჲ ესმა სასოებისა თჳსისაჲ, მეყსეულად დაიდუმა. ხოლო ამას საქმესა ვჰპოვებთ მრავალსა ადგილსა ქრისტეს მიერ ქმნილად, რომელ არა ხილულისა მის სიტყჳსა მიმართ ჰყოფს სიტყუასა...
...ქმენ ცაჲ და ქუეყანაჲ და ხილულნი და უხილავნი, ხოლო მოწაფემან განცხადებულად და ჴმამაღლად მრავალგზის ქადაგა ესე; ამისთჳს იტყჳს: „ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რავდენი-რაჲ იქმნა“; და კუალად თქუა: „სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ იქმნა“. რამეთუ საქმით უფალი აჩუენებდა ყოველსავე ამას. განცხადებულად აჩუენა, ვითარმედ იგი არს, რომელმან ქმნა კაცი მიწისაგან, რაჟამს თი-ჴისა მისგან შობითგან ბრმასა თუალნი შეუმზადნა5 და უაღრესისა მის ასოჲსა მიერ ყოვლისავე გუამისა დაბადებაჲ მის მიერ გუაუწყა. ხოლო სიტყჳთ არა თქუა ესე, ვითარმედ: მე ვქმენ კაცი, არამედ იტყოდა: „რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი“. კუალად საქმით აჩუენა, ვითარმედ იგი არს დამბადებელი სოფლისაჲ და ყოვლისაჲვე, რაჲ არს მას შინა, რაჟამს ბრძანებითა წამის-ყოფისაჲთა თევზი დიდძალი შეაწყუდია ბადეთა პეტრესთა; და წყალი ღჳნოდ გარდააქცია; და ხუთითა პურითა ესოდენი იგი ერი გამოზარდა; და ზღუასა და ქ...