ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა უფალი“ (20,24).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ესრეთ ამაოდ და მსწრაფლ სარწმუნოებაჲ არა კეთილ არს, ეგრეთვე უფროჲს ზომისა გამოძიებაჲ ჭეშმარიტებისაჲ უჯერო არს. ამისთჳსცა თომა საბრალობელ იქმნა, რამეთუ არა ჰრწმენა მოწაფეთაჲ.1 არა თუ იგინი მტყუვრად შეერაცხნეს, არამედ საქმჱ იგი მკუდრეთით აღდგომისაჲ შეუძლებელ-უჩნდა. ხოლო ვითარ, იყვნეს რაჲ ყოველნი ერთბამად, და თომა არა იყო? გარნა...