თარგმანებაჲ საქმისა მოციქულთაჲსა
წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირის კოსტანტინეპოლელ მთავარეპისკოპოსისაჲ, განვრცელებითთა თარგმანთაგან შემოკლებული თარგმანებაჲ საქმისა მოციქულთაჲსა, რომელსა შინა იშჳთ დაერთვის სხუათაცა წმიდათა თარგმანებულისაგან მოკლე ძალი სიტყჳსაჲ
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ აღწერილი ლუკაჲს მიერ მახარებელისა
დაღაცათუ "საქმე მოციქულთა" უწოდიან წიგნსა ამას, არამედ ვითარ-იგი სახარებაჲ ქრისტეს განგებულებათა, ეგრეთვე ესე —სულისა წმიდისა მადლთა მომთხრობელ არს,...

