1.ამისა შემდგომად კუალად გამოუცხადა თავი თჳსი იესუ მოწაფეთა თჳსთა ზღუასა მას ზედა ტიბერიისასა. ხოლო გამოუცხადა ესრეთ:2.იყვნეს ზოგად სიმონ-პეტრე და თომა, რომელსა ერქუა მარჩბივ, და ნათანაელ, რომელი იყო კანაჲთ გალილეაჲსაჲთ, და ძენი ზებედესნი და სხუანი მოწაფეთაგანნი ორნი.3.ჰრქუა მათ სიმონ-პეტრე: წარვიდე სათხევლობად. ჰრქუეს მას: მოვიდეთ ჩუენცა შენ თანა. განვიდეს და შევიდეს ნავსა. და მას ღამესა არარაჲ იპყრეს.4.და ვითარცა განთენდებოდა, დგა იესუ კიდესა ზედა, და არა უწყოდეს მოწაფეთა, ვითარმედ უფალი არს.5.ჰრქუა მათ იესუ: ყრმანო, საჭმელი ნუ გაქუს რაჲა? მიუგეს და ჰრქუეს: არა.6.ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: სდევით ბადე ეგე მარჯუენით კერძო ნავისა მაგის და ჰპოოთ. ხოლო მათ სდევს ბადე იგი და ვერღარა ეძლო გამოთრევად სიმრავლისა მისგან თევზთაჲსა.7.ჰრქუა პეტრეს მოწაფემან მან, რომელი უყუარდა იესუს, ვითარმედ: უფალი არს. ხოლო სიმონ-პეტრეს ვითარცა ესმა, ვითარმედ უფალი არს, მოირტყა შესამოსელი თჳსი, რამეთუ შიშუელი იყო, და შთაიგდო თავი თჳსი ზღუად.8.ხოლო სხუანი მოწაფენი ნავითა მოვიდოდეს, რამეთუ არა შორს იყვნეს ქუეყანისაგან, არამედ ორას წყრთა ოდენ, და გამოითრევდეს ბადესა მას თევზითა სავსესა.9.და ვითარცა გამოჴდეს ქუეყანად, იხილეს ნაკუერცხალი მდებარე და თევზი მას ზედა და პური.10.ჰრქუა მათ იესუ: მოიღეთ თევზთა მათგანი, რომელი იპყართ.11.აღვიდა სიმონ-პეტრეცა და გამოითრევდა ბადესა მას ქუეყანად, სავსესა დიდ-დიდითა თევზითა, რომელი იყო ას ერგასის და სამ. ესოდენ იყო, და არა განსთქდა ბადე იგი.12.ჰრქუა მათ იესუ: მოვედით და ისადილენით. და არავინ მოწაფეთაგანმან კითხვად მისა, ვითარმედ: შენ ვინ ხარ? იცოდეს ყოველთა, რამეთუ უფალი არს.13.მოვიდა იესუ და მოიღო პური იგი და მისცა მათ, და თევზი იგი ეგრეთვე.14.ესე სამ-გზის გამოეცხადა იესუ მოწაფეთა თჳსთა, აღ-რაჲ-დგა მკუდრეთით.
15.და ოდეს ისადილნეს, ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: აძოენ კრავნი ჩემნი.16.ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი.17.კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მე? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი.18.ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყი თავით თჳსით და ხჳდოდი, ვიდრეცა გნებავნ. ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განიპყრნე ჴელნი შენნი, და სხუამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს.19.ხოლო ესე თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი. და ვითარცა ესე თქუა, ჰრქუა მას: შემომიდეგ მე.20.მოიქცა პეტრე და იხილა მოწაფე იგი, რომელი უყუარდა იესუს, მისდევდა რაჲ, რომელი-იგი მიეყრდნა სერობასა მას მკერდსა მისსა და ჰრქუა მას: უფალო, ვინ არს, რომელი მიგცემს შენ?21.ესე ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა იესუს: უფალო, ხოლო ესე რაჲ?22.ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაჲ? შენ მე შემომიდეგ.23.და განჴდა სიტყუაჲ ესე ძმათა შორის, ვითარმედ: მოწაფე იგი არა მოკუდეს. და არა ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: არა მოკუდეს, არამედ: უკუეთუ მინდეს მაგისი ყოფაჲ, ვიდრე მოსლვად ჩემდამდე, შენდა რაჲ?24.ესე არს მოწაფე იგი, რომელი წამებს ამათთჳს და რომელმან დაწერა ესე. და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი.25.და არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა უფალი“ (20,24).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ესრეთ ამაოდ და მსწრაფლ სარწმუნოებაჲ არა კეთილ არს, ეგრეთვე უფროჲს ზომისა გამოძიებაჲ ჭეშმარიტებისაჲ უჯერო არს. ამისთჳსცა თომა საბრალობელ იქმნა, რამეთუ არა ჰრწმენა მოწაფეთაჲ. არა თუ იგინი მტყუვრად შეერაცხნეს, არამედ საქმჱ იგი მკუდრეთით აღდგომისაჲ შეუძლებელ-უჩნდა. ხოლო ვითარ, იყვნეს რაჲ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა ისადილნეს, ჰრქუა იესუ სიმონპეტრეს: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ“ (21,15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალნი საქმენი არიან, რომელთა ეძიებს ჩუენგან ღმერთი, არამედ უფროჲს ყოვლისა ეძიებს სიყუარულსა მოყუსისასა. და ამისთჳსცა უფალი ეტყჳს პეტრეს, ვითარმედ: უკუეთუ გიყუარ, „აძოვენ კრავნი ჩემნი“ (21,15). ხოლო რაჲსათჳს სხუანი დაუტევნა და ამას ჰკითხა? არამედ რამეთუ თავი იყო ყოველთა მოწაფეთაჲ, და რამეთუ ენებაცა...
...ა, და ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ, და გაუწყებთ თქვენ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამისა თანა და გამოგვეცხადა ჩვენ“** (I ინ. 1, 2).
ქ რ ი ს ტ ე ა ღ ს დ გ ა !
ეს საოცარი ზეიმი ემპირული აზროვნებისათვის მიუწვდომელია, ამიტომაც იყო რომ, როცა აღმდგარი უფალი გამოეცხადა მარიამ მაგდალინელს, თავდაპირველად მანაც ვერ იცნო იგი (), ვერც ტიბერის ზღვასთან მდგარი იესო შეიცნეს მისმა მოწაფეებმა. აღდგომის საიდუმლოს აღქმა მხოლოდ ეკლესიაში და ეკლესიის საშუალებით ხდება. კარგად ამბობს ერთ-ერთი ცნობილი სასულიერო პირი: „ეკლესია არის ჩვენი ზიარების საშუალება აღდგომილ ღმერთის ცხოვრებასთან“.
დიახ, მხოლოდ ეკლესიაში შეიძლება მოვიპოვოთ უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი მადლი სულისა წმიდისა; იგი მხოლოდ ეკლესიური მოღვაწეობით და ლოცვით მოგვეცემა, რადგან სულიერი ჭვრეტის უნარი სულიერი ცხოვრებით მიიღწევა და მაშინ აღსრულდება უფლის სიტყვები: „ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდეთ, და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ“ ().
ხშირად ასეც ხდება, რომ ჩვენ ვთხოვთ ღმერთს სულიწმიდის მადლს, მაგრამ კარგად არც კი ვიცით რას ნიშნავს ეს. მოციქული პავლე გალატელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: **„ხოლო ნაყოფი სულისაჲ არს სიყუარული, სიხარული,...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსა ვერ ძალ-მიც მიდევნებად შენდა? აწ სული ჩემი შენთჳს დავდვა“ (13,37).:
...ედ რაჲთა მოიჴსენებდეს მის ზედა მოწევნულთა მათ საქმეთა და უწყოდის უძლურებაჲ თჳსი. და არა თუ ერთგზის მოიწია მის ზედა საქმჱ იგი, არამედ ერთსა მცირედსა ჟამსა სამგზის უარ-ყო, რაჲთა სცნა, ვითარმედ არა ესეოდენ შეიყუარა, რაოდენ შეყუარებულ იქმნა. და შემდგომად მის დაცემისა ჰრქუა მას, ვითარმედ: „გიყუარა ამათსა უფროჲსად?“ რაჲთა სცნა, ვითარმედ არა თუ მისი სიყუარული განმჴმარ იყო, არამედ მიშუებითა ღმრთისაჲთა იქმნა, რამეთუ სიყუარულსა პეტრესსა შეიწირავს, ხოლო წინააღდგომაჲ არა ჰნებავს, რამეთუ უკუეთუ გიყუარს, თანაგაც შეყუარებულისა მის სიტყუათა სმენად; რამეთუ გრქუა შენ და შენთანათა, ვითარმედ: „ვერ ძალ-გიც“, და შენ რადღა აცილობ? არა უწყია, თუ რაჲ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ?
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სული ჩემი შენთჳს დავდვა“ (13,37).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან ესმა, ვითარმედ ამისა უმეტესი სიყუარული არავის აქუს, მეყსეულად, ვითარცა სისრულისა მეძიებელმან, ჴელ-ყო მიწდომად საზომსა მას, ხოლო ქრისტე უჩუენებს, ვი-თარმედ მის მხოლოჲსაჲ არს ესრეთ ჴელმწიფებით აღთქუმაჲ საქმისაჲ. ამისთჳს ჰრქუა მას:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არღა ეყივლოს ქათამსა, ვიდრე უარ-მყო მე სამგზის“ (13,38).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ აწვე, რამეთუ არა ფრიადი ჟამი იყო ვიდრე ქათმისა ყივილ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე თქუა იესუ და შეძრწუნდა სულითა და წამა და თქუა: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“ (13,21).:
...ა სახლად იგი ოდენ შეიყვანა. და რაჟამს წარვიდა ლოცვად, იგინი განიყვანნა მის თანა. ; ანუ ამან მცირედი შესხმაჲ წარმოთქუა პეტრესი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „ჰრქუა ქრისტემან, ვითარმედ: პეტრე, გიყუარა?“ და ყოველსა ადგილსა აჩუენებს ფრიადსა სიმჴურვალესა მისსა, და ვითარ თჳსებით იყო იოვანეს მიმართ, რაჟამს თქუა, ვითარმედ: „უფალო, ამისთჳს რაჲ სთქუ?“ ფრიადისა სიყუარულისაგან იტყოდა. ხოლო უკუეთუმცა არა ჯერ-იყო და არამცა ამას ადგილსა მოსრულ იყო, არცამცა ამას ეთქუა ესე, რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „პეტრე წამ-უყვნა იოვანეს“, უკუეთუმცა სხუაჲ არარაჲ ეთქუა, ფრიადსა საძიებელსა მოგუცემდა, რაჲთა ვეძიებდეთ მიზეზსა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მიყრდნობილ იყო წიაღთა იესუჲსთა“. ანუ სიტყჳსა ამის მიერ მცირედსა საქმესა გულისხმა-ჰყოფა, რაჟამს გესმეს, ვითარმედ ესევითარსა კადნიერებასა მისცემდა იესუ მოწაფეთა თჳსთა? ხოლო უკუეთუ მიზეზსა ეძიებდე ამის საქმისასა, - საყუარელ იყო, რამეთუ იტყჳს: „რომელი უყუარდა იესუს“. ხოლო მე ვჰგონებ, ვითარმედ სხჳსაცა მიზეზისათჳს იქმს...